; ნარატივი თუ როგორ გავხდეთ შემოქმედებითი გრაფიკული დიზაინერი - IT Academy STEP Tbilisi ნარატივი თუ როგორ გავხდეთ შემოქმედებითი გრაფიკული დიზაინერი - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ნარატივი თუ როგორ გავხდეთ შემოქმედებითი გრაფიკული დიზაინერი

15 რჩევა იმისთვის, თუ როგორ გავხდეთ უფრო შემოქმედებითი გრაფიკული დიზაინერი

დიზაინი უკვე შემოქმედებითი ხელოვნებაა. ასე, რომ თუ დიზაინერი ხართ, მაშინ უკვე შემოქმედებითი სულის ადამიანი ბრძანდებით. საქმე ისაა, რომ დროის კრიზის გამო შემოქმედებითობა უკანა მხარეს იკავებს და კრეატიული დიზაინები ხდება მარტივი გამოსავალი მომხმარებლების გემოვნების დასაკმაყოფილებლად. გრაფიკული დიზაინი არის სფერო, სადაც ნახავთ ტექნოლოგიისა და შემოქმედების სრულყოფილ კომბინაციას. ზოგიერთი მათგანი ტექნოლოგიების ღრმად შესწავლაში იძირება. თუ ნამდვილად გსურთ გახდეთ ერთერთი საუკეთესო შემოქმედებითი გრაფიკული დიზაინერი, მაშინ ამისთვის ოფიციალური ტრენინგი უნდა გაიაროთ, განათლების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. სათანადო ცოდნის გარეშე, თქვენ ვერ შეძლებთ თქვენი შემოქმედების გაღრმავებას.

რას აკეთებს გრაფიკული დიზაინერი?

გრაფიკული დიზაინერი პასუხისმგებელია იდეებზე და ბროშურების დიზაინზე, სარეკლამო, ასევე მარკეტინგულ მასალებზე. ისინი არ არიან სარეკლამო სახეები. სამაგიეროდ ისინი მუშაობენ დახურულ კარს მიღმა, მათი კომპიუტერების წინ და ასევე აქვთ წვდომა შედგენის ინსტრუმენტებთან. ისეც ხდება, რომ ზოგიერთი გრაფიკული დიზაინერი საკუთარ თავზე მუშაობს, რადგან ეს მისთვის ბიზნესია, მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც დიდ ფირმებში მუშაობენ, როგორც იმ გუნდის ნაწილი, რომელიც გრაფიკული დიზაინისთვის არის შექმნილი. აქ მოცემულია ნამუშევრების ჩამონათვალი, რომლებიც ზოგადად ასოცირდება გრაფიკულ დიზაინთან. ისინი მოიცავს წიგნების დიზაინს, ლოგოს, ვებ დიზაინის შექმნას, ტიპოგრაფიას, რეკლამას, შეფუთვას და ა.შ. გრაფიკული დიზაინერის მთავარი ამოცანაა მომხმარებელს გაუგზავნოს მესიჯი. ამიტომ დიზაინის შექმნისას მათ ეს უნდა ახსოვდეთ.

უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა გრაფიკული დიზაინერისთვის:

ანალიტიკური უნარები და კრეატიულობა ის ორი საკითხია, რაც ნებისმიერ გრაფიკულ დიზაინერს სჭირდება. ბევრი დიზაინერი არსებობს, რომლებიც თავს უფრო კომფორტულად ქაღალდზე უხეში ესკიზის გაკეთების დროს გრძნობს, რათა შეძლონ თავიანთი აზროვნების პროცესის წარმოდგენა. და როცა კლიენტი დაასრულებს მას, ისინი იწყებენ საბოლოო ესკიზის შექმნას კომპიუტერში. ეს გრაფიკულ დიზაინერებს შორის მიღებული პრაქტიკაა. გრაფიკული დიზაინერის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია – დროის მართვა. ისინი სიფთხილით უნდა მოეკიდონ ბევრ დავალებას, ამიტომ თუ ისინი დროის მართვას კარგად ვერ ახერხებენ, ვადებში ვერ ჩაეტევიან. კომუნიკაცია კიდევ ერთი უნარია, რომელიც გრაფიკულ დიზაინერებს მუშაობაში ეხმარება, რადგან ისინი კლიენტებს უნდა ეკონტაქტონ და გამოარკვიონ თუ რას ელოდება კლიენტი მათგან და ადგანან თუ არა ისინი სწორ გზას. გრაფიკული დიზაინერის სამუშაო არის იმაში დარწმუნება, რომ მათ მიერ შექმნილ შემოქმედებით გრაფიკულ დიზაინში გადმოცემული იყოს ემოციები და ყველა შეკითხვას ვიზუალურად პასუხობდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ვიზუალურმა ჩვენებამ, რომელსაც ისინი ქმნიან, გავლენა უნდა მოახდინოს მომხმარებელთა გონებაზე. გრაფიკული დიზაინერის საუკეთესო მაჩვენებლის განმსაზღვრელი არის მისი ვიზუალური აზროვნების ხარისხი, რომელსაც შეუძლია მთელი თავისი აზრები ეფექტურად და შემოქმედებითად გადმოსცეს ტილოზე.

როგორ გავხდეთ შემოქმედებითი გრაფიკული დიზაინერი?

თუ გსურთ იყოთ შემოქმედებითი გრაფიკული დიზაინერი, მაშინ ამისთვის უნარ-ჩვევების შეძენა მოგიწევთ. მის მიღწევას კი მხოლოდ მაშინ შეძლებთ, თუ სათანადო ცოდნა გექნებათ ამ საკითხთან დაკავშირებით. გრაფიკული დიზაინის ტექნიკა მუდმივად იცვლება და ტემპს რომ არ ჩამორჩეთ, ცოდნის მოპოვება უნდა გააგრძელოთ.

1 შეაგროვეთ ყველაფერი, რაც შთაგონების წყაროა: მნიშვნელობა არ აქვს სად ხართ, თვალები კარგად უნდა გაახილოთ შთაგონების წყაროს მოსაპოვებლად და თუკი რამეს ნახავთ, რაც შეიძლება თქვენთვის შთაგონების წყარო გახდეს, შეაგროვეთ და შეინახეთ ის ფაილში. შეაგროვეთ სხვადასხვა ნივთები და ჩააწყვეთ ისინი საქაღალდეში ან ყუთში, რათა მათთან ნებისმიერ დროს გქონდეთ წვდომა, როცა სურვილი გექნებათ. თუ იდეები აღარ გექნებათ, მაშინ მიმართეთ თქვენს ყველა კოლექციას და ნახავთ თუ რამდენად მშვენიერი და შემოქმედებითი იდეები შეგიძლიათ მიიღოთ მათგან. ინტერნეტი არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ და ისწავლოთ უამრავი რამ. ასევე შეგიძლიათ ყველა თქვენი ინსპირაცია თქვენს სისტემაში, ერთ ადგილზე შეინახოთ.

2 ბლოგები შესანიშნავი წყაროა: დღეს ყველა ბოლგებს წერს და ეს ნამდვილად კარგი რამ არის, რადგან როცა გრაფიკული დიზაინერი გყავს, დაწერე ბლოგი მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ეს კარგი საკითხავია, შეგიძლიათ შთაგონება აქედანაც მიიღოთ. ბევრი რამ შეგიძლიათ შეიტყოთ მათი ბლოგებიდან, რადგან მათ აქვთ გამოცდილება, რომელიც შეიძლება გამოსადეგი აღმოჩნდეს თქვენთვის.

3 დააჭირეთ ფოტოსურათებს: დააჭირეთ რამდენიმე ლამაზ სურათს და შეინახეთ ის შემდგომი მინიშნებებისთვის. ფოტოგრაფია კარგი შუქის, ფერის და კომპოზიციის განხორციელების შესანიშნავი საშუალებაა. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ეს თქვენი შემოქმედებისთვის დიდი სტიმული იქნება. მაგრამ ნებისმიერი ფოტოსურათის თქვენი შთაგონების წყაროდ გამოყენების დროს, გახსოვდეთ, რომ საავტორო უფლებების საკითხი უნდა დაიცვათ.

4 შექმენით უფასო ნიმუში: როცა ცდილობთ გაზარდოთ თქვენი შემოქმედებითი უნარ-ჩვევები, მაშინ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც დაგჭირდებათ, არის მონაცემების შეგროვება და მათთან მუშაობა, ბრენდის ან ასოების, ლოგოების, იმიტაციის, ვებ გვერდის ან თუნდაც სავიზიტო ბარათების ხელახლა შესაქმნელად. ხელთან ახლოს შეინახეთ ყველა ეს დიზაინი, როცა რომელიმე კლიენტზე შთაბეჭდილების მოხდენას შეეცდებით. შემდეგ უკვე თქვენი შემოქმედებითი კატალოგი დაგეხმარებათ მათი ნდობის მოსაპოვებლად. მათ ეცოდინებათ, რომ თქვენი შემოქმედება თქვენს სიტყვებს შეესაბამება.

5 იკონტაქტეთ სხვა დიზაინერებთან: არის ღონისძიებები, სადაც ჭკვიანი გონების მქონე ყველა ადამიანი ერთად იყრის თავს, თუ შეგიძლიათ ერთ ასეთ ღონისძიებას მაინც დაესწროთ, მაშინ ეს იქნება თქვენი ცოდნის ამაღლების შესანიშნავი გზა. შეგიძლიათ ისეთი ადამიანებიც მოძებნოთ, რომლებიც ძალიან გამოცდილი და ნიჭიერები არიან.

6 აღმოაჩინეთ რეალობა: თქვენთვის, როგორც გრაფიკული დიზაინერისთვის, ფილმი ავატარი შეიძლება შთაგონების წყარო აღმოჩნდეს, მაგრამ ისეთი სანახაობრივი რამით თავის გამოჩენა, როგორც გრაფიკული დიზაინერია, შორეული ოცნებაა. ეს იმის გამო არ არის, რომ გრაფიკული დიზაინერები საკმაოდ შემოქმედებითები არ არიან. სინამდვილეში პრობლემა ის არის, რომ თქვენ, როგორც გრაფიკულ დიზაინერს, არ გექნებათ იმდენი ბიუჯეტი და ტექნოლოგია, რომელსაც ასეთი სპექტრის შექმნა შეუძლია. თუ გსურთ თქვენს შემოქმედებას ვინმემ გადახედოს, სინამდვილე უნდა შეარჩიოთ და ამით განაცვიფროთ ადამიანები, ეს იმდენად ახლოს უნდა იყოს ნამდვილთან, რომ რაც თქვენ გააკეთეთ, ასეთნაირად ის მანამდე არავის ჰქონდეს დანახული. ეს დაგეხმარებათ დაამტკიცოთ თქვენი, როგორც შემოქმედებითი გრაფიკული დიზაინერის პოტენციალი.

7 სიტყვებს მიეცით საშუალება ახსნან საკუთარი მნიშვნელობა: ზოგიერთი გრაფიკული დიზაინერი იმ სიტყვების ახსნის ხაფანგში ეხვევა, რომლებსაც კლიენტებისგან იღებენ. თუ გსურთ აღმოაჩინოთ თქვენი შემოქმედება, მაშინ ნება მიეცით სიტყვებს საკუთარი თავის ილუსტრირება მოახდინონ. ზოგჯერ ნახავთ, რომ ფილმის ლოგო მის ჟანრს აღწერს. ამიტომ თუ ეს კომედიური ფილმია, მაშინ ფილმის სახელი ისე დაიწერება, რომ მან კომიკური განცდა გამოიწვიოს. ამგვარად, როგორც შემოქმედებით დიზაინერს, თუ გექნებათ სიტყვა, გამოიკვლიეთ ამ სიტყვის შეგრძნება და ამ გზით გამოსახეთ ის.

8 მეტი შეიძლება სახალისო იყოს: არსებობს ფრაზა, რომელიც ამბობს, რომ ‘ნაკლები არის მეტი’, მაგრამ შეგიძლიათ შეისწავლოთ თქვენი შემოქმედება, ერთ ლოგოში უფრო და უფრო მეტი ნივთის ჩასმით, მისი არევ-დარევის გარეშე. ადვილი არ არის მრავალჯერადი იდეის შემუშავება ერთ ლოგოში ისე, რომ რამე საინტერესო გამოვიდეს, რადგან უმეტეს შემთხვევაში აღმოაჩენთ, რომ ის ნაძვის ხეს დაემსგავსება.

9 მოახერხეთ ისე, რომ საინტერესოდ გამოიყურებოდეს: ყველაზე დიდი გამოწვევა არის საინტერესო განცხადების ისე გაკეთება, რომ შესახედაობაც საინტერესო ჰქონდეს. მისი შესრულება მხოლოდ გრაფიკულ დიზაინერს შეუძლია, რომელიც საკმარისად კრეატიულია იმისთვის, რომ მოიფიქროს იდეები, რომლებიც განცხადების შესაბამისი იქნება.

10 გაკვეთილებს თავისი სარგებელი მოაქვს: თუ თქვენ ახალი ხართ ან ახალ გზებს ეძებთ, რომლებიც თქვენთვის ძლიერი დასაყრდენი არ არის, ასეთ შემთხვევაში გაკვეთილები საუკეთესო მეთოდია ახალი ხრიკების შესასწავლად. იმუშავეთ გაკვეთილებით, რომ ახალ მეთოდებს შეეგუოთ და ასე გააგრძელეთ, სანამ პროფესიონალები არ გახდებით. გააუმჯობესეთ თქვენი უნარ-ჩვევები და გაკვეთილები ამის მარტივად შესრულებაში დაგეხმარებათ.

11 შექმენით სხვა ადამიანების ნამუშევრების ხელახალი დიზანი: თუ ისეთ დიზაინს შეხვდებით, რომელიც ძალიან შემოქმედებითია, შეგიძლიათ მისი ხელახალი დიზაინი შექმნათ და შეამოწმოთ საკუთარი თავი, შეძლებთ თუ არა არსებული დიზაინის გაუმჯობესებას. თუ შეძლებთ, მაშინ იმის გარკვევასაც მოახერხებთ თუ სად დაუშვა შეცდომა დიზაინერმა. ეს კი ნამდვილად დაგეხმარებთ თქვენი ცოდნის გაუმჯობესებაში.

12 მიიღეთ ხარისხი: სინამდვილეში ეს არის უპირველესი საქმე, რაც უნდა გააკეთოთ, თუ გრაფიკულ დიზაინში რამე ფორმალური ხარისხი არ გაქვთ, რადგან ეს დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ თემა. ამის გარდა, თქვენ ასევე გაეცნობით ტექნოლოგიებს, რომლებიც გამოყენებული იყო რამდენიმე საოცარი შემოქმედებითი დიზაინის შესაქმნელად.

13 მოგზაურობა კიდევ ერთი წყაროა: კრეატიულობა იზრდება, როცა ბევრს მოგზაურობთ, რადგან როცა ერთი ქვეყნიდან მეორეში ან ერთი ადგილიდან მეორეში გადადიხართ, თქვენ იმ კულტურული ცვლილებების მოწმე ხდებით, რომელიც საზოგადოების ნაწილია. უფრო მეტიც, ყველამ ვიცით, რომ კულტურული ცვლილებები შთაგონების დიდი წყაროა, ასე რომ როცა მაღალი შემოქმედების სფეროში ხართ, მაშინ მოგზაურობა ნამდვილად დაგეხმარებათ გაეცნოთ თითოეული კულტურის ნიუანსს და დასასრულს იმდენ გამოცდილებას დააგროვებთ, რომ საკმარისი იდეები გექნებათ ბრწინვალე შემოქმედების შესაქმნელად.

14 პრაქტიკა ადამიანს სრულყოფილს ქმნის: არასოდეს შეწყვიტოთ ესკიზების გაკეთება. თქვენ მაშინ შეძლებთ შემოქმედებითი სურათების გაკეთებას, როცა თქვენს დიზაინზე ბევრს ივარჯიშებთ და ხელოვნებას დაეუფლებით. როცა დარწმუნებული ხართ იმაში, თუ რას აკეთებთ, მაშინ უფრო მეტი ექსპერიმენტის გაკეთებას მოახერხებთ. შემოქმედებითობას გარკვეულწილად ბევრი რამ აქვს საერთო ექსპერიმენტებთან. თავად უნდა გაიკაფოთ ის გზა, რომელიც არასდროს გაგივლიათ და დააკვირდეთ შედეგებს. ბევრი ესკიზის გაკეთება დაგჭირდებათ, რომ მხოლოდ რამდენიმე შემოქმედებითი იდეა შეიმუშაოთ.

15 პრობლემა არის გამოსავალი: პრობლემა და დიზაინი ერთად არის, მაგრამ მთავარი საკითხი ის არის, რომ პრობლემების უმეტესობა მოსაწყენი ხდება. თქვენ შემოქმედებითი ქუდი უნდა დაიხუროთ და ეს თქვენი მსმენელისთვის საინტერესო გახადოთ. სწორედ თქვენი შემოქმედებაა, რაც მოსაწყენ რამეს საინტერესოდ გადააქცევს. ყველაზე ხშირად ისეთ კლიენტებს შეხვდებით, რომლებსაც ბუნდოვანი იდეები აქვთ და ასევე სურთ, რომ თქვენ შექმნათ მათთვის სანახაობრივი რამ მცირე ბიუჯეტის ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში თქვენთვის გამოწვევა იქნება მიიღოთ ეს შემოთავაზება და მოიფიქროთ გასაოცარი იდეა, რომელიც შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენს კლიენტზეც. იდეები შეგიძლიათ სხვებისგანაც აიღოთ.

გთავაზობთ არ დაკარგოთ დრო უქმად და შეისწავლოთ ყველაფერი, რაც დაგეხმარებათ კარგი, მაღალ ანაზღაურებადი სამსახურის პოვნაში, სადაც უბრალოდ შეუცვლელი პროფესიონალი იქნებით. სულ რაღაც 2,5 წელიწადში თქვენ აითვისებთ რამდენიმე დამატებით პროფესიას. ეს კი იმის გარანტია იქნება, რომ თქვენ გახდებით მოთხოვნადი, წარმატებული პროფესიონალი თქვენს მომავალ კარიერაში.

ჩვენ ვართ თქვენი გარანტი, რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო ბრენდი IT აკადემია STEP

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შეისწავლეთ კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები