პითონი - კოდირების ენათა სათავეში - IT Academy STEP Tbilisi პითონი - კოდირების ენათა სათავეში - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

პითონი – კოდირების ენათა სათავეში

თუმცა დანარჩენი ენების გაქრობა ნაკლებად სავარაუდოა.

„პითონი მასობრივი გამოყენებისთვის არ შექმნილა“  ამბობს, ჰოლანდიელი კომპიუტერული მეცნიერი Guido van Rossum-ი, რომელმაც პროგრამირების ენა, პითონი ჩამოაყალიბა 1989 წელს, თუმცა მცირე დროში მისმა გამოგონებამ მოცემულ სფეროში მომუშავე პროფესიონალების დიდი ყურადღება მიიპყრო. ბოლო 12 თვის განმავლობაში ამერიკელებმა Google საძიებო სისტემაში ინფორმაცია პითონის შესახებ უფრო მეტჯერ მოიძიეს, ვიდრე ცნობილი ვარსკვლავის, კიმ კარდაშიანის და მისი მკერდის შესახებ. 2010 წლიდან პითონის ირგვლივ შეკითხვების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ხოლო პროგრამირების სხვა ძირითადი ენების შესახებ მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

პითონის ორი ძირითადი უპირატესობა არის –  სიმარტივე და მოქნილობა. პირდაპირი სინტაქსი და  მოთხოვნილი სივრცეების გამოყენება მის შესწავლას ამარტივებს. მისმა პრაქტიკოსებმა, რომლებიც პითონისტას სახელით არიან ცნობილი, ონლაინ საცავებში 145000 პროგრამული პაკეტი ატვირთეს. ეს პაკეტები ყველაფერს მოიცავს, თამაშების შექმნიდან ასტრონომიის ჩათვლით. მათი დაინსტალირება და ჩასმა პითონის პროგრამებში დროის მოკლე პერიოდში, თითქმის წამებშია შესაძლებელი. აღნიშნული მრავალმხრივობა იმას გულისხმობს, რომ ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ის ჰაკერობისთვის, Google-ი ვებ გვერდებზე გადასასვლელად, Pixar-ი ფილმების გამოსაშვებად და Spotify სიმღერების სარეკომენდაციოდ გამოუშვა. ზოგიერთი ძალიან ცნობილი პაკეტები იყენებენ „მანქანის შესწავლას“, ამუშავებენ დიდი რაოდენოობით მონაცემებს ნიმუშების ამოსარჩევად, რაც სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა.

სწრაფად მზარდი მომხმარებლის ბაზით და შესაძლებლობების ფართო არჩევანით, პითონი შესაძლოა კოდირების ყველასთვის მიღებული „ლინგუა ფრანკა“ გახდეს და ყველა სხვა კონკურენტი უკან ჩამოიტოვოს, თუმცა ეს შეუძლებლად მიაჩნია  Grady Booch-ი, IBM-ის პროგრამული უზრუნველყოფის მთავარ მეცნიერს, რომელიც პროგრამირების ენებს იმპერიებს ადარებს. თუმცა, ზოგჯერ გაზრდილი ძალა შეიძლება მსოფლიოში გაბატონდეს. მისი კონკურენტები კი შეძლებენ გადარჩენას იმ ტექნიკურ და კულტურულ ნიშებში, საიდანაც წარმოიშვნენ. პითონი ვერ შეცვლის C-ს და C++ -ს, რაც „დაბალი დონის არჩევანია“ და მომხმარებელს აძლევს საშუალებას გააკონტროლოს თუ რა ხდება კომპიუტერის პროცესორში. ვერც Java-ს მოერევა, რომელიც რთული აპლიკაციების შექმნით არის ცნობილი ან JavaScript-ს, რომელზეც ვებ გვერდების უმეტესობა მუშაობს.

უფრო მეტიც, პითონისტები, რომელბსაც თავიანთი ენის უზენაესობა მარტივად მიენიჭათ, ფრთხილად უნდა იყვნენ. Fortran, Lisp-ი და Ada 1980-იან და 1990-იან წლებში ძალიან პოპულარული ენები იყო, TIOBE index-ის მიხედვით, რომელიც იკვლევს კოდირების პრაქტიკას პროფესიონალ დეველოპერებში. მათი გამოყენების დონე დაეცა, რადგან უფრო ეფექტური საშუალებები გახდა ხელმისაწვდომი. ვერც ერთი იმპერია, ძალის მიუხედავად, ვერ გაგრძელდება სამუდამოდ. თუმცა დღეის მონაცემებით პითონის შესწავლა არის საუკეთესო რამ რაც შეგიძლიათ თქვენი უზრუნველი მომავლისთვის გააკეთოთ

IT Academy STEP – თქვენი წარმატება იწყება აქ !

იზრუნეთ მომავალზე, შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები