; პროგრამირება Minecraft: Education Edition-თან ერთად - IT Academy STEP Tbilisi პროგრამირება Minecraft: Education Edition-თან ერთად - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

პროგრამირება Minecraft: Education Edition-თან ერთად

minecraft moduleროგორც მეცნიერები თანხმდებიან, თანამედროვე ბავშვებს სწავლების ახალი ფორმატი ესაჭიროებათ, რომელიც, ტრადიციული სისტემისგან განსხვავებით, ბავშვის ინტერესებზეა მორგებული, შესაბამისად, სწავლის პროცესი არა იძულების, არამედ ხალისისა და შემეცნების პრინციპებზეა დაფუძნებული. 

აიტი აკადემია სტეპი გიწვევთ 5 დღიან მოდულზე: პროგრამირების სწავლა Minecraft: Education Edition-ის გამოყენებით 9-15 წლის ბავშვებისთვის!

მაინქრაფტის საგანმანათლებლო გამოცემა მაიქროსოფტს ეკუთვნის. გამოცემა ხელს უწყობს ბავშვის შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, კოლაბორაციის, გუნდური მუშაობისა და პრობლემის გადაჭრის უნარის ჩამოყალიბებას.

მაინქრაფტის საგანმანათლებლო გამოცემით ბავშვები ეუფლებიან პროგრამირებას, ლოგიკას, მათემატიკას, ალგებრას და ა.შ. ეს ყველაფერი გადმოცემულია თამაშის ენით, რომელიც გასაგებია ყველა ბავშვისთვის. შესაბამისად, ბავშვები თამაშის საშუალებით ხედავენ სასკოლო ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას. მაგალითად, მოსწავლეებმა მაინქრაფტის დახმარებით შეიძლება შექმნან ვირტუალური სამყარო, სადაც დააპროექტირებენ ელექტრო გადამცემ ხაზებს ან წყალგაყვანილობას, რისთვისაც ისინი შეიძენენ ცოდნას დაგეგმვის, პროექტირებისა და ეკოლოგიის შესახებ.

სწავლა იწყება 17 ივლისს. 

ღირებულება: 150 ლარი. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ადგილები შეზღუდულია!

სახელი, გვარი*
ტელეფონი*

 


ახალი ამბები