პროგრამირების გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე - პროგრამისტის ცხოვრება - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

პროგრამირების გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე – პროგრამისტის ცხოვრება

Lifestyle

1A პროგრამისტის გონება ძალიან საინტერესოა. ეს არის ჩახლართული არეულობა, რომელიც სავსეა ყველაზე უცნაური ფიქრებით. ზოგჯერ პროგრამირების ჩემი ჩვევები/მოქმედებები საჩვენებლად საშიშია, მაშინაც კი როცა ვცდილობ „ნორმალური“ ადამიანი ვიყო.

რა გავლენას ახდენს პროგრამირება ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაზე?

  1. დათვლა 0-დან დაიწყეთ

„5-ია! არა 6-ია!“

თუ პროგრამების წერაზე ცოტა დრო მაინც დაგიხარჯავთ, აუცილებლად წააწყდებოდით მასივებს. მე ისინი იმდენჯერ გამომიყენებია კოდის წერის დროს, რომ მათ რეალურ ცხოვრებაშიც ვიყენებ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მასივები იწყება 0-დან. მაჩვენეთ ხუთი თითი და მე მეტყვით რომ ოთხია.

ყოველთვის მავიწყდება ამის დამახსოვრება: კოდის წერის დროს, თვლა დაიწყეთ 0-დან და როცა ურთიერთობთ არა პროგრამისტ ადამიანებთან, თვლა დაიწყეთ ერთიდან.

  1. პროგრამული უზრუნველყოფის დაკვირვება მისი გამოყენების ნაცვლად

მე უფრო მეტ დროს დავხარჯავ პროგრამული უზრუნველყოფის შეხედვაზე და გარკვევაზე, ვიდრე მის გამოყენებაზე. მე ვუყურებ UI-ს, თავს და ბოლოს და ვფიქრობ კოდზე მის მიღმა. მაინტერესებს რომელი პროგრამული ენა არის გამოყენებული უკანა მხარეს. მე ვათვალიერებ და ვფიქრობ არის თუ არა Al ალგორითმები გამოყენებული პროგრამაში. პროგრამისტები ცნობისმოყვარე ადამიანები არიან. რადგან პროგრამისტი გახლავართ, ყოველთვის ყველაფერი მინდა ვიცოდე. იმის ნაცვლად, რომ პროგრამის გამოყენებით გავერთო, ვხდები ნავიგაციური და ვცდილობ წარმოვიდგინო კოდის ხაზები, რომელიც უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას.

  1. წარმოიდგინეთ რომ პროგრამას წერთ თითოეული პრობლემისთვის

პროგრამისტები ყოველთვის ფიქრობენ შესაძლებლობებზე. ისინი აწყდებიან პრობლემას და მისი მოგვარების ნაცვლად, მათ სურთ პროგრამის შექმნა ამ პრობლემის გადასაჭრელად. მანქანები და ალგორითმები აშკარად უფრო სწრაფი და საიმედოა. პრობლემის 3 დღეში მოგვარების ნაცვლად, მირჩევნია გამოვიყენო 2 დღე პროგრამის შესაქმნელად, რომელიც ამ პრობლემას 1 საათში გადაჭრის. ნაკლები დრო, მეტი სიჩქარე!

მოვიყვან ციტატას: „ყველა პრობლემას აქვს ალგორითმული გადაწყვეტა“.

მოდით დავდგეთ პრობლემის წინაშე, ყველა პრობლემას პროგრამის გამოყენებით ვერ გადავჭრით. ზოგიერთი პრობლემა ძალიან საშიშია და ადამიანის ჩარევას მოითხოვს. მაგრამ თუ მე შემიძლია მისი მოგვარება, რატომ არ შევქმნა პროგრამა, რომელიც მას ჩემს ნაცვლად მოაგვარებს?

  1. მისალმება

ნორმალურ სიტუაციაში ხალხი მოგესალმებათ ერთი უბრალო სიტყვით „გამარჯობა“. მე კი ვიტყოდი „გამარჯობა მსოფლიო!“ ასე მისალმება შეიძლება ირონიული იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთ ადამიანს ვესაუბრები და არა „მსოფლიოს“, როგორც სხვამ შეიძლება წარმოიდგინოს.

  1. ხალხისთვის ცვლადების მინიჭება

თუ პროგრამისტი ბრძანდებით, მიჩვეული იქნებით ცვლადების შექმნას, რომლებიც შეგიძლიათ გამოიძახოთ მოგვიანებით. ზოგიერთ ადამიანს ნამდვილი სახელი არ აქვს ჩემს გონებაში. როცა ვინმეს ვხვდები, ვისი სახელიც არ ვიცი, მე მას უბრალოდ ცვლადს ვანიჭებ რომ დამახსოვრებაში დამეხმაროს. მე არ ვიყენებ var1, var2 და ა.შ. ისინი ძნელი დასამახსოვრებელია. მე უბრალოდ ვიყენებ stranger1, stranger2, stranger3 და ა.შ.

  1. ლექსიკონი

ტერმინები, რომლებსაც მე ვიყენებ და მათი გაგება მხოლოდ პროგრამისტებს შეუძლიათ. პროგრამირების კონცეფცია საინტერესოა, მე ხშირად ვიყენებ ამ კონცეფციას წინადადებებში, ისეთ წინადადებებშიც, რომლებსაც კავშირი არ აქვს პროგრამირებასთან.

 

აიტი აკადემია სტეპი საშუალებას გაძლევთ  გახდეთ წარმატებული პროგრამისტი, რეკომენდაციები მიიღოთ კვალიფიციური ლექტორებისგან . სასწავლო პროცესი  მთლიანად პრაქტიკულ სამუშაოზეა ორიენტირებული, რაც პირდაპირ უზრუნველყოფს თქვენს სამომავლო პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და ცოდნას!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ,გაიაროთ რეგისტრაცია.

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები