; პროგრამირების საუკეთესო სავარჯიშოები, რომელიც აუცილებელია შეასრულოთ - IT Academy STEP Tbilisi პროგრამირების საუკეთესო სავარჯიშოები, რომელიც აუცილებელია შეასრულოთ - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

პროგრამირების საუკეთესო სავარჯიშოები, რომელიც აუცილებელია შეასრულოთ

programming-languages

საჭირო კოდის უბრალოდ დაწერასა და კარგი დაწერას შორის დიდი სხვაობაა. აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ თქვენი კოდი წაკითხვადი და გასაგებია. წარმოგიდგენთ რამდენიმე სავარჯიშოს.

გამოიყენეთ კომენტარები

კომენტარები შეიძლება ტრივიალურად ჟღერდეს და შეიძლება მათი ჩაწერა მოგბეზრდეთ კიდეც, მაგრამ ისინი ძალიან დაგეხმარებათ. კომენტარები განსაკუთრებით სასარგებლოა ჯგუფურ პროექტებში. ის დაგეხმარებათ თქვენც და სხვასაც იმის დამახსოვრებაში თუ რას აკეთებს კოდის ნაწილი. კოდის სექციებზე კომენტარის გაკეთების ნაცვლად შეეცადეთ კომენტარები გამოიყენოთ იმის მისათითებლად თუ რას აკეთებს ეს კოდი.

გამოიყენეთ სწორი რედაქტორი

ნოუთფედი არ უყვართ სწორი მიზეზების გამო. თუ კოდის დაწერას აპირებთ, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამის პუნქტში. სწორი რედაქტორი უზრუნველყოფს უკეთეს წაკითხვადობას და დებაგირების საშუალებებს. გადახედეთ ოფციებს, როგორიცაა VS Code, Vim, Atom, Notepad++ და Sublime. თუ უფრო მეტის გაგება გსურთ, თოფ 5 უფასო კოდის წყაროს რედაქტორს პროგრამისტებისთვის.

ცვლილებები ყოველთვის დააქომიტეთ

წინასწარ არასოდეს იცით რა შეიძლება მოხდეს. შეიძლება სისტემა დაზიანდეს და მთელი თქვენი ნამუშევარი დაკარგოთ. გამოიყენეთ Github-ი თქვენი კოდის ონლაინ შესანახად. ყოველთვის დააკომიტეთ ცვლილებები. როცა ერთხელ უკვე შეასრულებთ დავალებას და შექმნით პროგრამას, რომელიც შეცდომების გარეშე მუშაობს, დააკომიტეთ ის. წარმოგიდგენთ მნიშვნელოვან Git ბრძანებებს, რაც ყველა პროგრამისტმა უნდა იცოდეს.

აღწერილობითი ცვლადები

ცვლადების დასახელება და დეკლარირება შეიძლება მარტივ ამოცანად მოგეჩვენოთ. შეიძლება წუთები დახარჯოთ სრულყოფილი ცვლადის სახელის გამოყენების გამოთვლაში. თავიდან აიცილოთ სახელები, როგორიცაა var1, var2 და ა.შ. და ამის ნაცვლად მიიღოთ უფრო აღწერილობითი ცვლადები. აღწერილობითი ცვლადების გამოყენება არის „თვით-დოკუმენტაციის“ მსგავსი რამ.

ადამიანმა შეიძლება გადახედოს კოდს და მიხვდეს თუ რისთვის არის თითოეული ცვლადი. არსებობს შემთხვევები, როცა ცვლადების აღწერილობა გრძელი და შრომატევადი ხდება. ყოველთვი ეცადეთ ცვლადები რაც შეიძლება მოკლე და აღწერილობითი იყოს.

დოკუმენტაცია

თქვენი საქმის დოკუმენტაცია ყველაზე საშინელი სამუშაოა. მაგრამ ის მაინც უნდა შეასრულოთ. თვით-დოკუმენტაცია ზოგჯერ ადეკვატურია, სადაც შეგიძლიათ აღწეროთ ყველაფერი რასაც თქვენი კოდი აკეთებს, გამოიყენოთ კომენტარები კოდში და აღწერილობით ცვლადებში. დოკუმენტაცია მხოლოდ ეს არ არის. ზოგჯერ თქვენ უნდა შექმნათ ახალი ფაილი სისტემური მოთხოვნების, დიზაინის და ა.შ. აღწერისთვის.

მუშაობს? არ შეეხოთ მას

როცა თქვენი კოდი დაკომპილირდება შეცდომების გარეშე, ნუღარ შეეხებით მას და ნუღარ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს. თუ ყოველი შემთხვევისთვის მაინც გააკეთებთ ამას, თავდაპირველად შეინახეთ უშეცდომო კოდის ასლი. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ რაღაცას უფრო უკეთესად აკეთებთ, მაგრამ ამ დროს შესაძლებელია სრულიად საწინააღმდეგო რამ გააკეთოთ. ნუ შექმნით ბაგებს, მაშინ როცა ისინი არ გაქვთ. იმ შემთხვევაში თუ რამეს გააფუჭებთ, გახსოვდეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ “Ctrl+z”.

დასკვნა

ეს სია დიდი მყინვარწვერის პატარა წვერია. არსებობს უამრავი სავარჯიშო პროგრამისტებისთვის. ზემოთ მოცემული რჩევები ზოგისთვის შეიძლება არ იყოს საჭირო. ყველას აქვს საკუთარი მოსაზრებები. არავინ არ არის ვალდებული დაიცვას ისეთი წესები, როგორიცაა კომენტარის გაკეთება, აღწერილობითი ცვლადები და ა.შ. მაგრამ თუ ერთხელ დაიწყეთ მათი გამოყენება, ნახავთ თუ როგორი ადვილი გახდება კოდის დაწერა.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები