; პროგრამირების საუკეთესო ენები ბლოქჩეინისთვის - IT Academy STEP Tbilisi პროგრამირების საუკეთესო ენები ბლოქჩეინისთვის - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

პროგრამირების საუკეთესო ენები ბლოქჩეინისთვის

ბლოქჩეინის განვითარებამ რევოლუცია მოახდინა ტექნოლოგიის სხვადასხვა ასპექტზე. მას ფართო სპექტრის აპლიკაციები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც მოიცავენ მონაცემების შენახვას და მანიპულაციას. დღესდღეობით ბლოქჩეინი არის ერთერთი ყველაზე მეტად მოთხოვნადი ტექნოლოგია. ყველა ცდილობს მის ჩართვას თავის პროდუქტებში. ტექნოლოგიების უმრავლესობის მსგავსად, ბლოქჩეინის განვითარების საფუძველი პროგრამირების ენები გახლავთ.

პროგრამირების ენა უნდა გამოიყენოთ ამ ტექნოლოგიის დიზაინის, კონფიგურაციის შესაქმნელად და ფუნქციონალობის განსავითარებლად. პროგრამირების რომელი ენები არის საჭირო ამ ტექნოლოგიისთვის? თუ სურვილი გაქვთ დაინტერესდეთ ბლოქჩეინის პროგრამირებით, შეეცადეთ აითვისოთ პროგრამირების შემდეგი ენები.

1 C++

ნებისმიერ ტექ ენთუზიასტს გაუგონია პროგრამირების ენა C++. ის არის პროგრამირების ერთერთი ყველაზე ძველი ენა, რომელმაც მოახერხა და დღემდე შეინარჩუნა საკუთარი მნიშვნელობა. C++ ძირითადად არის მაღალი დონის კომპილირებადი ენა, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ კომპლექსური აპლიკაციების განვითარებისთვის მოწყობილობის მეხსიერების და მუშაობის დატვირთვის გარეშე. ეს გახლავთ ბლოქჩეინ ტექნოლოგიის ორი ძირითადი ასპექტი.

მეხსიერების მართვის და მუშაობის ეფექტურობის გამო, C++ სხვადასხვა end-point-ების ერთდროულად ურთიერთმოქმედების საშუალებას იძლევა. ეს არის ბლოქჩეინ ტექნოლოგიის ძირითადი კონცეფცია, სადაც მომხმარებლებს ქსელში შეუძლიათ ერთდროულად ურთიერთმოქმედება. C++ ენის ეფექტურობას ნახავთ ზოგიერთ ძალიან პოპულარულ ბლოქჩეინ აპლიკაციებში. ბითკოინი და ეთერეუმი C++ პროგრამირების ენაზეა დაწერილი.

2 Java

Java დიდ ძალას წარმოადგენს ჯერ კიდევ 1995 წლიდან. ეს არის ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ენა, რომელიც Oracle-ს ეკუთვნის. მისი მასიური პოპულარობის ერთერთი მთავარი ფაქტორი არის დამოუკიდებლობა. Java-ზე დაფუძნებული აპლიკაციები მუშაობს ნებისმიერ კომპიუტერზე, რადგან მას აქვს Java runtime environment (JRE)-ი.

წლების განმავლობაში Java გამოიყენებოდა ვებზე დაფუძნებული აპლიკაციების განვითარებისთვის. ეს ფუნქციონალობა მას აძლევს საშუალებას იყოს სრულყოფილი კანდიდატი ბლოქჩეინ ტექნოლოგიისთვის. მას შეუძლია ქსელში ოპერირება და ამავდროულად საკუთარი არქიტექტურის დამოუკიდებლობის შენარჩუნება. სხვადასხვა მოწყობილობები ბლოქჩეინ ქსელში შეიძლება ავტონომიური დარჩეს ქსელში წვდომის დროსაც კი.

3 Python

პროგრამირების ენის Python-ის ისტორია 1991 წლით თარიღდება, როდესაც ის შექმნა ჰოლანდიელმა პროგრამისტმა Guidi van Rossum-მა. დღეს Python-ი პროგრამირების ერთერთი ენაა, რომელიც ძალიან უყვართ. პროგრამისტებს ეს ენა მისი სიმარტივის გამო მოსწონთ. ის ასევე მინიმალურ რესურსს იყენებს. Python-ის პროგრამისტების ძლიერი საზოგადოებაც არსებობს. ეს აადვილებს რესურსების ხელმისაწვდომობას და საჭირო დახმარების მიღებასაც.

როცა საქმე ბლოქჩეინ პროგრამირებას ეხება, Python-მა დაამტკიცა, რომ ის არის ძალიან საიმედო ენა. იმის გათვალისწინებით, რომ იგი გამოიყენება როგორც standalone და ვებზე დაფუძნებული აპლიკაციების შესაქმნელად, Python-ი ადვილად შეესაბამება ბლოქჩეინის განვითარებას.

4 Simplicity  

პროგრამირების ენა Simplicity შექმნა Russel O’Connor-მა. იგი ამ ენას აღწერს როგორც მარტივ პროგრამირების ენას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ გონივრული კონტრაქტების შესაქმნელად ბლოქჩეინ განვითარებაში. მიმოხილვიდან დასტურდება, რომ Simplicity არის ორი პოპულარული მეთოდის გაუმჯობესებული ვერსია ბლოქჩეინ განვითარებისთვის. ესენი არის Ethereum Virtual Machine-ი და Bitcoin Script-ი.

პროგრამირების აღნიშნული ენა იყენებს Static Analysis ალგორითმს პროგნოზირების და აპლიკაციის ამუშავების ღირებულების გაანალიზებისთვის. უფრო მეტი კვლევა ამ ენაზეა გაკეთებული, თუმცა ბევრი ხალხი ვარაუდობს, რომ Simplicity იქნება პროგრამირების უმეტესობა ენების ალტერნატივა, რომლებიც გამოიყენება გონივრული კონტრაწტების შესაქმნელად.

5 Solidity

Solidity არის პროგრამირების ენა, რომელიც გამოიგონა ეთერეუმის გუნდმა. ეს არის ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ენა, რომელიც გამოიყენება გონივრული კონტრატების შესაქმნელად. ბევრი ხალხი მას აღიქვამს, როგორც Ethereum Virtual Machine-ის გაუმჯობესებულ ვარიანტს. ეს იმის გამოა, რომ იგი იყენებს EVM-ის ძალას და აუმჯობესებს სუსტ ადგილებს.

Solidity არის სტატიკურად დაბეჭდილი პროგრამირების ენა. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ენა ამოწმებს შეცდომებს კოდირების ეტაპზე და არა კომპილაციის ეტაპზე. ამჟამად, ის არის ყველაზე მოთხოვნადი პროგრამირების ენა გონივრული კონტრატების შესაქმნელად. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენცია რამდენიმე წლის განმავლობაში იგივე დარჩება. კარგი ამბავი ის გახლავთ, რომ არსებობს კურსები და სახელმძღვანელოები, რომლებიც პროგრამირების ამ ენისთვის შეიქმნა.

ბლოქჩეინ პროგრამირებისთვის აირჩიეთ ერთერთი ენა, რომელიც ყველაზე ძალიან გაწყობთ და სრულყოფილად განავითაროთ.

IT Academy STEP – თქვენი წარმატება იწყება აქ !

იზრუნეთ მომავალზე, შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

 

გახსოვდეთ, წარმატებული IT სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები