პროგრამირების შესწავლა მოსაწყენია? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

პროგრამირების შესწავლა მოსაწყენია?

programming

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პროფესია ერთერთი ყველაზე რთულად დასაუფლებელი პროფესიაა. ეს არის მიზეზი თუ რატომ ეშინიათ დამწყებებს სირთულეების და კარგავენ ახალი ტექნოლოგიების შესწავლის ინტერესს. ამ პატარა სტატიაში ჩვენ დავანგრევთ პროგრამირების შესწავლის სირთულის ყველაზე გავრცელებულ მითს და გაჩვენებთ პროგრამირების გართობით შესწავლის გზას.

 

რატომ არის პროგრამირება რთული შესასწავლი?

ყველაზე გავრცელებული აზრი ამის თაობაზე ის არის რომ თვით პროგრამირების პროცესი მოითხოვს უზარმაზარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ამიტომ პროგრამირების შესწავლისთვის, ადამიანი უზარმაზარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს უნდა ფლობდეს.

თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ, კოდის დაწერის დაწყებისთვის დიდი ნიჭი არ გჭირდებათ. საკმარისია გქონდეთ მოტივაცია, რეალური ინტერესი და დისციპლინა. თუ თქვენ გაქვთ ამბიცია გახდეთ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი კადრი, გაქვთ ახალი ცოდნის ათვისების სურვილი და მზად ხართ შეძენილი უნარ-ჩვევები პრაქტიკაში გამოიყენოთ, მაშინ პროგრამირების შესწავლისას წარმატებას მიაღწევთ.

 

ჩვენთან, სტეპ აკადემიაში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*

შესაძლებელია თუ არა სიამოვნება მიიღოთ სწავლით და შედეგებსაც მიაღწიოთ?

ინტერნეტში უამრავი რჩევა და მეთოდია. ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე მათგანი გაგიზიაროთ, მაგრამ თითოეული დამწყები კოდის დამწერი ინდივიდუალურია, ყველას  თავისი მიზეზები და მოტივაცია აქვს პროგრამირების შესასწავლად, ამიტომ თითოეული გზა უნიკალური იქნება.

  1. საკუთარი დრო ეფექტურად მართეთ

მაგალითად, დაიწყეთ შესწავლა ინტენსიურად და დაუთმეთ დღეში 3-4 საათი საწყის თეორიას, რომელიც აუცილებელია თანამედროვე პროგრამირების ენების ძირითადი პრინციპების გასაგებად. ამის შემდეგ გადაწყვიტეთ ყოველ დღიურად რამდენი დრო შეგიძლიათ დახარჯოთ საგანმანათლებლო პროგრამაზე – ეს შეიძლება იყოს ონლაინ სასწავლო კურსი, წიგნი, რომელიც კოდის დაწერად გასწავლით და ა.შ.

  1. მოძებნეთ კარგი მრჩეველი ან სამოტივაციო სახელმძღვანელო

ზოგჯერ შეკითხვებს ვიღებთ ჩვენი მკითხველებისგან იმის თაობაზე თუ როგორ დაიწყონ მათ პროგრამირების შესწავლა C# ენაზე Windows-თვის. ჩვენ მათ უხვად ვუზიარებთ ინფორმაციას და ვეპატიჟებით ჩვენს დიდ ოჯახში! სტეპერი პროგრამული დეველოპერები  გულმოდგინედ მუშაობენ თავიანთ საგანმანათლებლო პროექტებზე და ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ ის გამოგადგებათ.

აქ იყენებენ უჩვეულო და ორიგინალურ მიდგომას სასწავლო პროცესისადმი, ერთადერთი მიზნით, რომ ასწავლონ დამწყებებს პროგრამირება მარტივად და ინტერაქტიული გზით. ჩვენთან სწავლის დაწყება არ მოითხოვს წინასწარ რაიმეს ცოდნას.

  1. მონაწილეობის მიღება არის კოდის დაწერის გამოწვევა

როცა მარტო სწავლობთ – პროცესი მოსაწყენი მოგეჩვენებათ, მაგრამ დაფიქრდით მსგავსად მოაზროვნე ხალხის ან საზოგადოების პოვნაზე, რომლებიც ამ გამოწვევაში მიიღებენ მონაწილეობას. მთელ ვებში არსებობს გამოწვევები როგორიცაა 100HoursofCode, 100DaysofCode, EastCanCode, CodeChef, Coderbyte და ბევრი სხვა. ასეთ შემთხვევაში თქვენ აუცილებლად გექნებათ მოტივაცია შეასრულოთ გამოწვევა, უფრო მეტიც სურვილი გექნებათ პირველმა შეასრულოთ ის! თქვენ გამოიყენებთ ყველა შესაძლო გზას, რომ პირველმა შეასრულოთ ის, თქვენ გაიხსენებთ ყველა თეორიას რაც კი ოდესმე გისწავლიათ, წიგნებს, რომლებიც წაგიკითხავთ, ამოცანებს, რომლებიც გადაგიწყვეტიათ, ყველაფერს, რომ უფრო მეტი და მეტი ქულა მიიღოთ ამ გამოწვევაში.

  1. გადაწყვიტეთ რეალური ამოცანები

ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება გამოვიყენოთ სწავლის პროცესში არის უნარ-ჩვევები, რითაც შეიძლება რეალურ ცხოვრებაში ვისარგებლოთ. სწავლის დროს რაც შეიძლება მეტი პრაქტიკა უნდა გაიაროთ. ასეთ დროს ყველაზე სასარგებლო არის ის რესურსები, რომლებიც გადაგიყვანთ იმ გარემოში, სადაც ამოცანები უნდა გადაჭრათ.

მიუხედავად ამისა, როცა დაასრულებთ სწავლების პროცესს, შეეცადეთ შექმნათ რეალური იარაღები. საქმე იმაშია, რომ პრობლემების აბსტრაქტული ფორმულირება, გაუთავებელი წერტილები A და B, ჰიპოთეტური აუზები ჰიპოთეტური ამწეებით, საიდანაც ჰიპოთეტური წყალი გადმოდის, არავისთვის არ არის საინტერესო. ამერიკელმა მათემატიკის მასწავლებელმა დან მეიერმა შემოგვთავაზა ამოცანების დაბრუნება თავის საწყის მნიშვნელობაზე: მაგალითად, ნაცვლად კლასიკური ილუსტრაციისა აბსტრაქტული ბარელის სახით ის თავი სტუდენტებს აჩვენებს ვიდეოს, სადაც ტანკი დგას მის ეზოში, რომელშიც წყალი გროვდება. და ასე გრძელდება სხვადასხვა დავალებებით.

წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას თუ რითი დაიწყოთ, პროგრამირების უნარ-ჩვევების განსავითარებლად პროგრამისტის კარიერის გზის დასაწყისში.

დასკვნა

თუ ნამდვილად გსურთ გახდეთ პროგრამული ინჟინერი, არავის მისცეთ უფლება ხელი შეგიშალოთ მიზნის მიღწევაში. ტრადიციულმა აკრძალვებმა, როგორიცაა განათლების სისტემა, ასაკი, თანამდებობა, ბიზნესი ამჟამინდელ სამსახურში დაბრკოლება არ უნდა შეგიქმნათ. დაიხსომეთ არ არსებობს სწორი ან არასწორი გზა თქვენი მიზნების მისაღწევად.

ამავე დროს რეალობასთან კავშირი არ გაწყვიტოთ და ნუ მოექცევით სილიკონის ველის რომანტიკის შარმის ქვეშ. პროგრამირება არ არის შესანიშნავი იარაღი, რომელიც ვალებისგან და სტანდარტული ხელფასისგან გიხსნით. უნდა შეეჩვიოთ იმ იდეას, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც ხსნის პრობლემებს, სწავლობს ინდუსტრიის სიახლეებს, ჩარჩოს ან პროგრამირების ენას, რომელსაც იყენებთ.

პროგრამული ინჟინერის პროფესია მომგებიანი ბიზნესია, მაგრამ ის მუშაობას მოითხოვს კოდის დამწერიდან პროგრამულ ინჟინრამდე მისასვლელად. თუ იქნებით მონდომებული, თქვენ შეძლებთ შეცვალოთ არა მხოლოდ თქვენი ცხოვრება…!


ახალი ამბები