; პროგრამირების ხუთი ენა, რომლებიც ქალბატონებმა შექმნეს - IT Academy STEP Tbilisi პროგრამირების ხუთი ენა, რომლებიც ქალბატონებმა შექმნეს - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

პროგრამირების ხუთი ენა, რომლებიც ქალბატონებმა შექმნეს

პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ინდუსტრიაში მამაკაცები დომინირებენ, უკანასკნელ პერიოდში, ქალბატონებიც ასევე ახდენენ გავლენას, მაგრამ მათი წვლილი ჯერ კიდევ არ არის ფართოდ გაშუქებული არცერთი ქვეყნის მედიაში

ქალი პროგრამისტების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოგეხსენებათ, მსოფლიოში პირველი კომპიუტერული პროგრამისტი ქალი იყო, ეგრედწოდებულმა “სუსტმა სქესმა” უზარმაზარი წვლილი შეიტა პროგრამირების ენების განვითარებაში. მოდით განვიხილოთ ხუთი ენა, რომლებიც ქალბატონებმა შექმნეს

1. ACR Assembly

ACR Assembly შექმნა Kathleen Booth-მა, როცა იგი მუშაობდა გაერთიანებული სამეფოს ბირკბეკის კოლეჯში 1950 წელს. ეს იყო პროგრამირების პირველი დღეები და ადამიანებისგან პროგრამების დაწერას 0-ის და 1-ის სერიებში ითხოვდა.

ავტომატურად ცვლადი კალკულატორი ან იგივე ARC ენა შეიქმნა ARC კომპიუტერისთვის, რომ კომპიუტერული პროგრამები უფრო მარტივი, ადვილი და საიმედო ყოფილიყო.

2. COBOL

საერთო, ბიზნესზე ორიენტირებული ენა (COBOL) შექმნა Grace Hopper-მა, რომელიც იყო ზურგის მხარის ადმირალი აშშ-ს საზღვაო ძალებში, 1959 წელს UNIVAC სისტემებზე მუშაობის დროს.

ენა თავდაპირველად შეიქმნა აშშ-ს მთავრობისა და ბიზნესისთვის, რომლებიც მონაცემთა დამუშავების პროგრამირების ენას ეძებდნენ. არა მხოლოდ Hopper-მა, არამედ მონაცემთა სისტემების ენების ჩანაწერების კონფერენციის სხვა წევრებმაც ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ენის განვითარებაში.

3. FORMAC

ფორმულების მანიპულაციის კომპილატორი ან იგივე FORMAC Jean Sammet-მა შექმნა 1962 წელს. ეს ძირითადად, FORTRAN-ის გაფართოებაა, რომელიც IBM-მა 1950 წლებში შექმნა. კომპანიამ დაიქირავა Jean-ი ენაზე მუშაობისთვის. მას აღნიშნული ენა ასევე მათემატიკური გამოთვლებისა და სამეცნიერო გამოთვლებისთვის გამოსადეგად უნდა ექცია.

1962 წელს, მან განავითარა ენის გაფართოება, რომელიც მოგვიანებით პოპულარული გახდა სიმბოლური მათემატიკური გამოთვლებით.

4. CLU

CLU მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ენებისკენ. ის Barbara Liskov-მა შექმნა 1974 წელს.

ბარბარა იყო პირველი ქალბატონი შეერთებულ შტატებში, რომელსაც მიენიჭა დოქტორის წოდება კომპიუტერულ მეცნიერებაში. ამ ენის შემუშავების დროს, იგი იმყოფებოდა MIT-ში. ბარბარა მოგვიანებით წარადგენს ცნებებს, როგორიცაა მონაცემთა აბსტრაქტული ტიპები, იტერატორები და პარალელური დავალება.

მიუხედავად იმისა, რომ ენას არ გააჩნდა ობიექტზე ორიენტირებული ძირითადი მახასიათებლები, მან ძლიერი გავლენა მოახდინა თანამედროვე პროგრამირების ენებზე, როგორიცაა Java, Python და C++.

5. BBC BASIC

BBC BASIC-ი კომპიუტერულმა მეცნიერმა, Sophi Wilson-მა შექმნა 1981 წელს. ეს იყო პირველი პროგრამირების ენა, რომელიც შეიქმნა სატელევიზიო პროგრამებისთვის. ენა სპეციალურად BBC-თვის შეიქმნა, რომელსაც სურდა ეთერში გაეშვა პროგრამა სახელწოდებით „კომპიუტერული წიგნიერების პროექტი“.

ამ პროექტის მიზანი იყო ხალხი გაენათლებინათ პროგრამირების შესახებ, რაც მოგვიანებით შეასრულა სოფიმ, რომელმაც BBC-თვის დაწერა BASIC-ის ახალი ვერსია  16კბ-ს ფარგლებში. BBC BASIC მოიცავდა პროცედურებს, ფუნქციებს და IF-THEN-ELSE სტრუქტურას.

დასკვნა

უამრავი სხვა ქალბატონებიც არსებობენ, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ინდუსტრიაში, მაგრამ აქ უნდა გახსოვდეთ, რომ ამ ქალბატონებმა განსაკუთრებული წარმატებით გააკეთეს პროგრამირების ენების შემუშავება იმ დროისათვის ხელმისაწვდომი რესურსებით.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

ჩვენ ვართ თქვენი წარმატების გარანტი, რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო ბრენდი IT Academy STEP !

იზრუნეთ მომავალზე, შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული IT სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები