; პროგრამირების 10 პოპულარული ენა და მათი შემქმნელები - IT Academy STEP Tbilisi პროგრამირების 10 პოპულარული ენა და მათი შემქმნელები - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

პროგრამირების 10 პოპულარული ენა და მათი შემქმნელები

პროგრამირების ენებმა მასიური წვლილი შეიტანეს განვითარების უმეტეს ნაწილში, რაც კი ამ საუკუნეში კაცობრიობას შეუსრულებია. წარმოგიდგენთ პროგრამირების ყველაზე ცნობილ ენებს და მათ შემქმნელებს

  1. ჯავა

ჯავა აღიარებული იყო, როგორც პროგრამირების ყველაზე პოპულარული ენა 2017 წელს. ჯავა შექმნა ჯეიმს გოსლინგმა, აღიარებულმა კომპიუტერულმა მეცნიერმა კანადიდან. გოსლინგმა ჯავა 1994 წელს შექმნა. ჯავის შექმნის მიზანი იყო მისი გამოყენება ინტერაქტიულ ტელევიზიაში, მაგრამ ის უფრო პროგრესული და წარმატებული აღმოჩნდა. ჯავას ყველაზე ახალი ვერსია არის ჯავა 10, რომელიც 2018 წლის 20 მარტს გამოვიდა.

  1. რუბი

იაპონელი კომპიუტერული მეცნიერმი იუკიჰირო მაცუმოტო აღიარებულია, როგორც პროგრამირების ენის, რუბის წამყვანი შემქმნელი. რუბის პირველი ვერსია გამოვიდა 1995 წელს. დღემდე მაცუმოტო რუბის განხორციელების მთავარი დიზაინერია. მაცუმოტომ რუბი იმ განზრახვით შექმნა, რომ ის ნამდვილას ობიექტზე ორიენტირებული იყო.

  1. პითონი

პროგრამირების ენა პითონი გამოიგონა გუიდო ვან რუსომ, რომელიც არის პროგრამისტი ნიდერლანდებიდან. 62 წლის პროგრამისტი აგრძელებს ზედამხედველობას და ძირითადი გადაწყვეტილებების მიღებას პითონის განვითარებაში. პითონი 1991 წელს გამოვიდა, მაგრამ პროგრამირების ამ ენის შექმნის იდეა 1989 წელს დაიწყო.

  1. ჯავასკრიპტი

წარმატებულმა ტექნოლოგმა ბრენდან აიხმა შექმნა პროგრამირების ენა ჯავასკრიპტი. ამერიკელმა განავითარა ჯავასკრიპტი 90-იანების შუაში და პირველი ვერსია დაახლოებით 10 დღეში დასრულდა. ეს ენა გამოიყენება ვებ საიტების უმრავლესობის შესაქმნელად.

  1. R

R არის პროგრამირების ენა, რომელიც შექმნეს როს იჰაკამ და რობერტ ჯენთლმენმა. R შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც S ენის და სქემიდან შექმნილი ლექსიკური სკოპინგის უახლესი კომბინაცია. დახელი “R” წარმოიშვა პროგრამირების ამ ენის წამყვანი დეველოპერების სახელებისგან.

  1. პასკალი

პროგრამირების ენა პასკალი შექმნა ნიქლაუს ვირტმა, შვეიცარიელმა წარმატებულმა კომპიუტერის მეცნიერმა. ნიქლაუს ვირტმა, რომელიც 1934 წელს დაიბადა, პროგრამირების ამ ენას სახელი „პასკალი“ დიდი ფრანგი მათემატიკოსის, ბლეზ პასკალის საპატივსაცემოდ დაარქვა. ენა თავდაპირველად შეიქმნა იმისთვის, რომ გამოეყენებინათ სწავლებისთვის და კონცეფციების გამარტივებისთვის.

  1. PHP

პროგრამისტი რასმუს რედორფი მიიჩნევა PHP-ის ან Hypertext Processor პროგრამირების ენის შემქმნელად. 49 წლის ლერდორფი კანადელ-დანიელია. ენა შექმნა 1994 წელს. პროგრამირების ტერმინოლოგიაში PHP არის რაც მოხსენიებულია როგორც “HTML embedded coding language”.

  1. C

აღიარებული ამერიკელი მეცნიერი დენის რიჩი არის C პროგრამირების ენის გამომგონებელი. დენისმა განავითარა ენა 1969-1973 წლებში და ეს არის ყველაზე გამოყენებადი პროგრამირების ენა, რაც კი ოდესმე შეუქმნიათ. ეს არის პროცედურული ენა, რომელიც შედგენილია კომპილატორების გამოყენებით. ის პროგრამირების საშუალებას იძლევა მრავალ პლათფორმაზე.

  1. C++

ბიარნ სტრუსტრაპი, დანიელი კომპიუტერული მეცნიერი არის პროგრამირების ენის C++ ის შემქმნელი. არუსის და კემბრიჯის უნივერსიტეტების 67 წლის კურსდამთავრებულმა 1979 წელს დაიწყო ამ ენის განვითარებაზე მუშაობა. C++ არის მესამე ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენა.

  1. ლისპი

ლისპი ერთერთი ყველაზე ადრე შექმნილი პროგრამირების ენაა. ის 1950 წელს შექმნა კომპიუტერულმა მეცნიერმა ჯონ მაკარტნიმ. ჯონი ძალიან წარმატებული იყო. ის რევოლუციონერიც იყო AI-ს სამყაროში. ლისპი შეიქმნა მათემატიკურ ნოტაციებში გამოსაყენებლად და სხვა პროგრამების განსავითარებლად.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები