; პროგრამირების 10 ძველი და მნიშვნელოვანი ენა, რომელსაც უნდა ფლობდეთ! - IT Academy STEP Tbilisi პროგრამირების 10 ძველი და მნიშვნელოვანი ენა, რომელსაც უნდა ფლობდეთ! - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

პროგრამირების 10 ძველი და მნიშვნელოვანი ენა, რომელსაც უნდა ფლობდეთ!

თანამედროვე ტექნოლოგიები დღეს გაცილებით განვითარებულია, ვიდრე 3 ათეული წლის წინ იყო. ახლა სმარტფონს გაცილებით უფრო მეტი ოპერატიული მეხსიერება და დამუშავების შესაძლებლობა აქვს, ვიდრე მაშინდელ სუპერ კომპიუტერს ჰქონდა. ძალიან ბევრი მოწყობილობა და აპლიკაცია იქმნება რომ ცხოვრება გაგვიადვილოს. რაც დრო გადის, სამყაროს სულ უფრო ახალი ტექნოლოგიები იპყრობს,ძველი ტექნოლოგიები კი სულ უფრო გამოუყენებლად მიიჩნევა,  მაგრამ ეს ეს გამოცდილება კომპიუტერულ პროგრამირების ენებს არ ეხებათ

როგორც იტყვიან „ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“. ყოველდღიურად პროგრამირების ახალი ენები იქმნება პროცესების გამარტივების მიზნით, მაგრამ ზოგიერთ ძველი ენა დღესაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. პროგრამისტები მათ კვლავ ანიჭებენ უპირატესობას აპლიკაციების განვითარების სხვადასხვა სფეროებში. სინამდვილეში თუკი ზოგიერთ მათგანს შეისწავლით, ეს მნიშვნელოვანი იქნება. წარმოგიდგენთ პროგრამირების 10 ყველაზე ძველ ენას, რომლებიც 1990 წლამდე გამოიგონეს და კვლავ დიდი მნიშვნელობით სარგებლობენ.

პროგრამირების 10 ძველი, მაგრამ მნიშვნელოვანი ენა

1. FORTRAN

FORTRAN-ი იყო პირველი მაღალი დონის ენა, რომელიც გამოიგონეს IBM-ში 1954 წელს. სახელწოდება არის აკრონიმი სიტყვებიდან FORmula TRANslation. თავდაპირველად ის შეიქმნა მათემატიკური ფორმულების კოდებად თარგმნისთვის. დღეს FORTRAN-ი გამოიყენება რთული რიცხვითი გამოთვლების და მათემატიკური აპლიკაციების კოდირებისთვის.

2. LISP

LISP-ი არის აკრონიმი, რომელიც მომდინარეობს სიტყვებიდან list processing. ის პროგრამირების საკმაოდ ძველი ენაა, რომელიც 1959 წელს შეიქმნა. პროგრამირების ეს ენა შეიქმნა მონაცემთა სტრინგების მანიპულირებისთვის. Lisp-ი აქტიურად გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის პროგრამირებაში, იმის გამო, რომ მას აქვს რიცხვების ნაცვლად სიმბოლური გამოხატვის გამოყენებით გამოთვლის შესაძლებლობა.

3. COBOL

COBOL-ი ნიშნავს Common Business Oriented Language-ს. ეს ენაც პროგრამირების ერთერთ ყველაზე ძველ, მაღალი დონის ენებს შორის არის, რადგან 1959 წელს შეიქმნა. ამ ენის მიზანი იყო მომხმარებელზე მორგებული ბიზნეს აპლიკაციების შექმნა. ის სხვადასხვა სფეროში გამოიყენება, მათ შორის ბიზნესშიც. ამ ენაზე მუშავდება ადმინისტრაციული აპლიკაციები კომპანიებისთვის და მთავრობისთვის.

4. პროგრამირების ენა C

C პროგრამირების ენის ისტორია 1970 წლით თარიღდება. ის გამოიგონა Dennis Ritchie-მ Bells Labs-ში. მისი გამოგონება მჭიდროდ იყო დაკავშირებული Unix ოპერაციული სისტემის განვითარებასთან.

C არის პროგრამირების მაღალი დონის ენა, რომელიც სხვადასხვა მიზნით გამოიყენება. მაგალითად, ის ძალიან მოთხოვნადი ენაა პორტატული პროგრამების და ელექტრონულ და კომპიუტერულ სფეროში სამართავი პულტის განვითარებისთვის. მას ასევე ხშირად იყენებენ მართვის რესურსებში მისი ეფექტურობის გამო.

5. MATLAB

MATLAB-ი შეიქმნა სიტყვებიდან MATrix LABoratory. ის გამოიგონა გამოცდილმა მათემატიკოსმა და პროგრამისტმა Cleve Moler-მა 1970-იანების შუა პერიოდში. მან ეს ენა იმისთვის გამოიგონა, რომ მის სტუდენტებს გამოეყენებინათ რიცხვითი გამოთვლებისთვის.

Matlab-ი ძალიან ეფექტური ენაა, განსაკუთრებით, მაშინ როცა საქმე ტექნიკურ გამოთვლებს ეხება, სადაც ამოხსნა მათემატიკურად უნდა იყოს გამოხატული. MATLAB-ი გამოიყენება აპლიკაციების განვითარებისთვის და ასევე გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისში (GUI).

6. Objective C

Objective C შექმნეს Tom Love-მა და Brad Cox-მა 1980 წელს. პროგრამირების ამ ენის მიზანი იყო ხელი შეეწყო პროგრამისტებისთვის სუფთა და კარგად სტრუქტურირებული კოდის დაწერაში. ეს არის ზოგადი დანიშნულების და ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ენა, რომელსაც აღიქვამენ, როგორც C ენის გაუმჯობესებულ ვარიანტს.

Objective C იყო ძირითადი პროგრამირების ენა, რომელიც Apple-მა გამოიყენა მისი ოპერატიული სისტემის (iOS და OS X) პროგრამირებაში.

7. C **

C ** ენის ისტორია 1979 წლით თარიღდება, როცა ის Bjarne Stroustrup-მა გამოიგონა. C ენის მსგავსად, C ** ენაც Bells Labs-ში შეიქმნა. C ** ენის მიზანი იყო გამხდარიყო ეფექტური და მოქნილი პროგრამირების ენა, რომელსაც ძლიერი მახასიათებლები ექნებოდა.

ამჟამად, C ** რჩება, როგორც ერთერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროგრამირების ენა. ის გამოიყენებოდა ოპერატიული სისტემების , გრაფიკის, თამაშების, ვებ პროგრამების განვითარებისთვის და ასევე სხვა პროგრამირების ენების განვითარებისთვის.

8. Erlang

Erlang-ი არის ზოგადი დანიშნულების პროგრამირების ენა. მას ზოგჯერ Erlang/OTP ან უბრალოდ OTP-ს უწოდებენ. ის ძირითადად გამოიყენება runtime გარემოში, რადგან ის შეიცავს უამრავ გამოსაყენებლად გამზადებულ კომპონენტებს. Erlang-ი არის პრობლემების მიუხედავად მუშა ენა და აქვს ინტეგრირებული მხარდაჭერა რესურსების ერთდროული გამოყენებისთვის.

Erlang-ი გამოიყენება ფართო სპექტრის აპლიკაციებში. მათ შორის Facebook-სა და Whatsapp-ში, სადაც მას იყენებენ chat სერვისების მხარდასაჭერად. მას ასევე იყენებენ ერიქსონის მოწყობილობებში მხარდაჭერის კვანძების განვითარებისთვის.

9. Perl

Perl-ი ძირითადად გამოიყენება ორი მაღალი დონის და დინამიური პროგრამირების ენებთან. ესენია Perl 5 და Perl 6. Perl-ს აქვს მაღალი ტექსტური დამუშავების შესაძლებლობები. ამით აიხსნება ის, თუ რატომ იყენებენ მას CGI სკრიფტების დასაწერად. Perl-ი ძირითადად გამოიყენება ტექსტური ფაილებიდან ინფორმაციის ამოსაღებად.

10. Python

Python-ი არის ზოგადი დანიშნულების მაღალი დონის პროგრამირების ენა, რომელიც 1980 წლის ბოლოს გამოიგონეს. პროგრამირების ეს ენა Guido van Rossum-მა გამოიგონა. ამ ენის მიზანი იყო წაკითხვადი კოდების შექმნა. პროგრამირების ენა Python-ი შესაძლებელს ხდის შეიქმნას სუფთა კოდები მცირე და დიდი აპლიკაციებისთვის.

დღეს Python-ი პროგრამირების ყველაზე პოპულარული ძველი ენების სიაშია Java-ს და C** -ის შემდეგ. ზოგიერთი აპლიკაცია, რომელიც Python-ზე შეიქმნა არის Instagram, Google, Facebook და Wikipedia. ამის მიზეზი ის არის, რომ ეს ენა გამოიყენება როგორც სკრიფტული ენა ვებ პროგრამირებისთვის.

ეს იყო პროგრამირების 10 ძველი ენა, რომლებიც კვლავ აქტუალურია თანამედროვე სამყაროში.

IT Academy STEP – თქვენი წარმატება იწყება აქ !

იზრუნეთ მომავალზე, შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

 

გახსოვდეთ, წარმატებული IT სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები