; პროგრამირების 5 ენა, რომელიც მომავალში იდომინირებს - IT Academy STEP Tbilisi პროგრამირების 5 ენა, რომელიც მომავალში იდომინირებს - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

პროგრამირების 5 ენა, რომელიც მომავალში იდომინირებს

მოგეხსენებათ რომ I.T. (ინფორმაცია და ტექნოლოგიები) ყველაზე დინამიურ და პერსპექტიულ ინდუსტრიებს შორის მოიაზრება. ამის მიზეზი ჩვენს გარშემო არსებული ნოვაციების უწყვეტი ჯაჭვია

ამიტომ ეს სფერო უფრო მოთხოვნადი და რთულია. დეველოპერებს სინამდვილეში დიდი შრომა და მუშაობა უწევთ, რამე თუ ყოველდღიურად თვალი ადევნონ და ფეხდაფეხ მიყვნენ პროგრამირების ახალ, ტენდენციურ ენებს, განაახლონ საკუთარი ცოდნა და იყონ მუდმივად ეფექტურები.

ამის გარდა არსებობს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, პროგრამირება მსოფლიოში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ინდუსტრიაა. გსურთ შეიტყოთ უფრო მეტი მის შესახებ?

პროგრამირების 5 ენა, რომელიც მომავალში იდომინირებს

1. კოთლინი

ადგილი, რომელიც ამჟამად კოთლინს უკავია ანდროიდის განვითარებაში აშკარად მიანიშნებს თავის უპირატესობას მის განვითარებასთან დაკავშირებით. ამ ახლად შექმნილ შედევრს აქვს რამდენიმე მძლავრი ძირითადი თვისება, რამაც ჯავა ცოტათი მოძველებულ ენად გადააქცია.

კოთლინი არის ღია წყარო ზოგადი მიზნებისთვის შექმნილი და ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ენა, რომელიც მუშაობს JVM (Java Virtual Machine)-ზე. ის ძალიან სასარგებლო და გამოსადეგია, თუ ინდივიდუალურ ანდროიდის აპლიკაციებზე გსურთ მუშაობა. მისი დამახასიათებელი ნიშანი ადვილი კოდირებაა, ანდროიდის სტუდიის მხარდაჭერა და კიდევ ბევრი…

მიუხედავად იმისა, რომ ჯავა ძლიერი და სასურველი ენაა ანდროიდისთვის, წარდგენის და ათვისების შემდეგ, დეველოპერებმა კოთლინზე გადაინაცვლეს…

2. სვიფტი

რამდენიმე წლის წინ Apple- მა გადაწყვიტა ახალი ენა გამოეშვა, რომელიც მის წინამორბედზე (Objective C)-ზე უკეთესი იქნებოდა Ios-ის განვითარებისთვის. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ, მან გაამართლა.

ასე, რომ თუ Apple-ის მოყვარული ბრძანდებით, პროგრამირების ამ ენას უნდა იცნობდეთ. რატომ? ძირითადად იმიტომ, რომ ის გამოიყენეს აპლიკაციების გასავითარებლად Apple-ის თითქმის ყველა მოწყობილობისთვის. მოწყობილობების, როგორიცაა აიფონი, აიმაკი, მაკბუქი, Apple თივი და კიდევ ბევრი.

ისიც გამოირკვა, რომ „სვიფტი“ გასული წლებიდან მოყოლებული პროგრამირების 10 საუკეთესო ენის სიაში რეგულარულად ხვდებოდა. როგორ? ძირითადად მისი თვისებების და სინტაქსის გამო.

IOS-ის ყველა დეველოპერს სვიფტის სერთიფიკატი ედო ჯიბეში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ სვიფტი პოპულარული ენაა, არამედ იმიტომ რომ სვიფტს აქვს ისეთი მახასიათებლები და ფუნქციები, რომლის შემოთავაზება IOS-ის სხვა სპეციფიურ ენებს არ შეეძლო.

გამოცდილი დეველოპერების დიდი ნაწილი პროგნოზირებს რომ სვიფტს კონკურენციას ვერცერთი ენა ვერ გაუწევს მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში. ამ მიზეზით სვიფტი შესულია პროგრამირების ენების სიაში, რომლებიც მომავალში დომინანტური იქნება.

3. პითონი

პითონმა ჯავაზე მეტი უპირატესობა მოიპოვა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სიმარტივის და ადვილი სინტაქსის გამო. ეს იმდენად ადვილი ენაა, რომ 6 წლის ბავშვსაც შეუძლია ამ ენაზე კოდის დაწერა. ის აგრეთვე მიჩნეულია, როგორც ერთერთი ყველაზე პოპულარული ობიექტზე ორიენტირებული ენა, რადგან ის საშუალებას გაძლევთ ორიენტირებული იყოთ უფრო გამოსავალზე, გადაწყვეტილებაზე, ვიდრე თვითონ პრობლემაზე.

ბევრი გამოცდილი დეველოპერი, რომლებიც იყენებდნენ C++ და ჯავას, ამ ენაზე გადავიდნენ, რადგან პითონმა მათ შესთავაზა მეტი საიმედოობა და კოდის ფუნქციების დიდი კომპლექტი.

ასევე, პითონი, უფასოა და ღაი წყაროა, გაფართოებული და პორტატულია, გააჩნია სტანდარტული ბიბლიოთეკების უზარმაზარი კომპლექტი და მრავალი სხვა…

4. მათლაბი

ეს ენა მათემატიკის საფუძველზე შეიქმნა და ფართო უპირატესობა აქვს მონაცემთა მეცნიერებისთვის. ის აერთიანებს გამოთვლას, ვიზუალიზაციას და პროგრამირებას მარტივად გამოყენებად გარემოში, სადაც პრობლემები და გადაწყვეტილებები გამოხატულია თქვენთვის ნაცნობი მათემატიკური ჩანაწერებით.

ამ ენაზე დაწერილი ალგორითმები სხვებისგან განსხვავებით, ითვლება სწრაფ, სტაბილურ და უფრო ძლიერ ალგორითმებად მათემატიკური პრობლემების თვალსაზრისით. ის ასევე გამოიყენება სტატისტიკური ანალიზისთვის, რომელსაც მონაცემთა მეცნიერები ახორციელებენ.

5. რასტი

რასტი ყველაზე განებივრებული ენაა ინტერნეტში. მიმდინარე წელს, Stack Overflow-ს მიერ ჩატარებული მიმოხილვის მიხედვით, „რასტი“ აღაირეს როგორც პროგრამირების „ყველაზე საყვარელი“ ენა. ეს აშკარად იმის ნიშანია, რომ რასტი მის კონკურენტ ენებზე, კოთლინზე, ჯავაზე და პითონზე უფრო პოპულარულია.

ამ ენის მიმართ სიყვარულის ისტორია ცხადზე ცხადია. რასტი არის ღია წყარო, უსაფრთხო, მარტივი ენა. მას ლეგენდარული ენებისგან С და С++ გან განსხვავებით კონკრეტული სინტაქსი აქვს. სინტაქსი დამწყები დეველოპერებისთვისაც მისაღებია, რომლებსაც პროგრამირებაში ცოტა ან თითქმის არ აქვთ გამოცდილება. ის ფართოდ გამოიყენება ვებისთვის და ოპერაციული სისტემის კონტექსტებში.

ესენია პროგრამირების ის ენები, რომლებიც სავარაუდოდ დომინანტები იქნებიან პროგრამირების სამყაროში თავიანთი მახასიათებლებით და პოპულარობით, იზრუნეთ მომავალზე, შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები