; პროგრამირების 5 საუკეთესო ენა თამაშების დიზაინის შესაქმნელად - IT Academy STEP Tbilisi პროგრამირების 5 საუკეთესო ენა თამაშების დიზაინის შესაქმნელად - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

პროგრამირების 5 საუკეთესო ენა თამაშების დიზაინის შესაქმნელად

თამაშები საუკეთესო წყაროა დროის გასაყვანად. ბევრმა პოპულარულმა თამაშმა, როგორიცაა Mario, GTA-5, Temple Run და PUGB-იც კი უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ახალგაზრდებზე. დარწმუნებული ვარ თქვენს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გითამაშიათ ერთერთი თამაშით. სავარაუდოდ, დაინტერესდით თუ როგორ ვითარდება ეს თამაშები და რომელი პროგრამული ენების საშუალებით იქმნება ისინი. პროგრამირების ათასობით ენა არსებობს (თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ მათგან მხოლოდ ნაწილი გამოიყენება ხშირად), ამიტომ როგორ შეიძლება თამაშების დამწყებმა დიზაინერმა პროგრამისტმა იცოდეს საიდან უნდა დაიწყოს მუშაობა? ამ კითხვაზე პასუხს მოცემულ სტატიაში გაიგებთ. თამაშების ბევრი შემქმნელი გირჩევთ C++ ენის შესწავლას, მაგრამ ეს ამ ისტორიის მხოლოდ ნაწილია. თამაშების შესაქმნელად კიდევ ბევრი სხვა ენები არსებობს. ჩვენ შევარჩიეთ პროგრამირების 5 საუკეთესო ენა თამაშების დიზაინისთვის, რომლებსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ.

1. C++

C++ პროგრამირების შესანიშნავი ენაა, რომელიც დაფუძნებულია ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების მცნებაზე. როდესაც სწორად არის დაწერილი, C++ კოდი აღწევს სწრაფ აღსრულებას. ეს კი ზუსტად ის არის რაც მომხმარებელს თამაშებისთვის სურს. ის ფართოდ გამოიყენება კონსოლების უმრავლესობის და Windows-ის თამაშების შესაქმნელად. ბევრი AAA თამაში იქმნება C++ -ის გამოყენებით. ბევრი კარგი თამაშის ძრავებს აქვს პროგრამირების ამ ენის მხარდაჭერა. მათთვის, ვისაც ანდროიდის პლათფორმისთვის თამაშების განვითარება სურს, შეუძლია ანდროიდ სტუდიო Java NDK-თან (Native Development Kit) ერთად გამოიყენოს. C++ თამაშების ბიბლიოთეკები ასევე მოიცავენ -SFML, Ogre3D-ს.

2. C#

C# არის პროგრამირების კიდევ ერთი შესანიშნავი და ძლიერი ენა თამაშების განვითარებისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში თამაშების შემქმნელები უპირატესობას ამ ენას ანიჭებენ, რადგან მას აქვს Unity3D-ის (თამაშების ერთერთი საუკეთესო ძრავა) მხარდაჭერა. C#-ით შეგიძლიათ შექმნათ თითქმის ნებისმიერი ზომის თამაშის, ნებისმიერი პლათფორმისთვის. დიდი თამაშები თუ პატარა თამაშები? რა პრობლემაა. Xbox-ი თუ Windows-ი? უპრობლემოდ. Play Station-ი, iOS-ი თუ ანდროიდი? არანაირი პრობლემა არ არის. მეორეს მხრივ C# უფრო ადვილი ენაა, ვიდრე C და C++ და ადვილად შესასწავლი.

3. Java

ესეც ობიექტზე ორიენტირებული ენაა, რომელიც ყველაზე პოპულარულია ნებისმიერი ტიპის პროგრამისტებს შორის. მიზეზები შესაძლოა სხვადასხვა იყოს, მაგრამ ფუნქციონალობა იგივეა. Java გამოსადეგი ენაა ჯვარედინი პლათფორმების თამაშებისთვის. Java-ს გამოყენებით შეგიძლიათ თამაშების შექმნა დესქთოფისთვის და მობილურისთვისაც. ის ასევე მიჩნეულია ანდროიდის თამაშების განვითარების ოფიციალურ ენად. ამის მიზეზი არის უამრავი თამაშების ბიბლიოთეკების არსებობა, რომელიც მისთვის არის შექმნილი, მაგალითად, LWJGL, მსუბუქი ბიბლიოთეკა, რომელიც იყენებს OpenGL-ს მომსახურებისთვის.

4. JavaScript

JavaScript არის ერთერთი ყველაზე მრავალმხრივი და ელეგანტური პროგრამირების ენა. ის უამრავი რამისთვის გამოიყენება, მათ შორის ვებზე თამაშების შესაქმნელად. შესაძლებელია მისი ინტეგრირება HTML5-თან ლამაზი ვებ და ბრაუზერ თამაშების განვითარებისთვის. ის ასევე იყენებს კოლეგებს, როგორც CoffeeScript-ს და TypeScript-ს და ერთერთ საუკეთესო თამაშების ძრავას ერთიანობისთვის.

5. HTML5

ყველაზე მთავარი და ძლიერი მარკირების ენა ასევე არის თამაშების განვითარების ნაწილი. დიახ, ეს სიმართლეა. ვებ თამაშები უფრო და უფრო პოპულარული ხდება დღეს. ასე, რომ თუ გსურთ მისი შექმნა, HTML5 უნდა აირჩიოთ. მისი ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ ის სასწავლად უადვილესი ენაა ვებ დეველოფმენთისთვისაც. HTML5 კარგად მუშაობს, როცა JavaScript-თან და WebGL-თან ერთად გამოიყენება გრაფიკისთვის. ერთი რამ, რაც ამ ენების სწავლაზე მეტად აუცილებელია არის დეველოპერის უნარ-ჩვევები და გადაწყვეტილება. თუ გაქვთ სურვილი, რომ გახდეთ დეველოპერი, მაშინ ამას აუცილებლად შეძლებთ.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება და დიზაინი, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! 

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები