; პროგრამირების 5 ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ენა 2019 წლისთვის - IT Academy STEP Tbilisi პროგრამირების 5 ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ენა 2019 წლისთვის - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

პროგრამირების 5 ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ენა 2019 წლისთვის

programming-languages

პროგრამირება დღეს დღეობით ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი სამუშაოა. ეს ისეთი რამ არის, რისი დაუფლებაც შეუძლებელია  მხოლოდ ერთი ან ორი წიგნის შესწავლით. იმისთვის რომ გახდეთ კარგი პროგრამისტი, ყურადღება უნდა გაამახვილოთ ძირითად კონცეფციებზე და ივარჯიშოთ მანამ, სანამ სწორ გადაწყვეტილებამდე არ მიხვალთ.

მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ უამრავი რესურსი გექნებათ ინტერნეტით ხელმისაწვდომი და შეძლებთ გამოცდილ პროგრამისტებთან დაკავშირებას, სხვების მიბაძვის გამო შეიძლება არასწორი ენა აირჩიოთ. ამის შედეგი შეზღუდული განვითარება და მცირე ხელფასი იქნება. დღეს გესაუბრებით 2019 წლის პროგრამირების 5 ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ენაზე Stack Overflow Developer Survey 2019-ზე დაყრდნობით.

2019 წლის პროგრამირების ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ენები

Clojure $90k

F# $80k

Go $80k

Scala $78k

Elixir $76k

Ruby $75k

WebAssembly $73k

Rust $72k

Erlang $71k

Bash/Shell/PowerShell $69k

R $64k

Python $63k

Objective-C $62k

TypeScript $60k

C# $59k

Swift $59k

Kotlin $57k

SQL $57k

JavaScript $56k

C++ $55k

HTML/CSS $55k

VBA $55k

Assembly $52k

C $52k

Java $52k

 

1 Clojure  

Clojure მთელ მსოფლიოში პროგრამირების ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ენაა. დეველოპერები წლიურად საშუალოდ $90000 ხელფასს იღებენ Clojure ენაზე კოდის დაწერისთვის. მათთვის, ვინც არ იცის, Clojure არის ზოგადი დანიშნულების პროგრამირების ენა, რომელიც შედგება სკრიპტული ენის ინტერაქტივობისგან და უზრუნველყოფს ეფექტურ ინფრასტრუქტურას მრავალკავშირიანი პროგრამირებისთვის (multithreaded programming). Clojure გამოიყენება shell სკრიფტების დასაწერად, async webservers დასაწერად, ვებ გვერდების შესაქმნელად, თანდართული ამოცანებისთვის და ა.შ. სინამდვილეში ეს არის Lisp-ი და ეს საშუალებას მოგცემთ გააფართოვოთ საბაზისო ენა მაკროსის გამოყენებით, რომ თქვენი სამუშაოსთვის შესაფერისი გახდეს.

2 F#

პროგრამირების ენა F# მეორე ადგილზეა მსოფლიოში მეორე ადგილზე მყოფ მაღალ ანაზღაურებად ენებს შორის. კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც F# ენაზე მუშაობენ, წელიწადში საშუალოდ $80000 ხელფასს იღებენ. F# არის ღია წყაროს, ჯვარედინი პლათფორმის მქონე და ფუნქციონალური, პროგრამირების პირველი ენა. ის ძირითადად აპლიკაცეიბის სფეროში გამოიყენება, მაგრამ აქვს ორივეს, ღია საზოგადოების და კორპორაციული ორგანიზაციების მხარდაჭერა.

F# საშუალებას აძლევს პროგრამისტებს და კომპანიებს მოძებნონ კომპლექსური გამოთვლითი პრობლემების მარტივი და განხორციელებადი გადაწყვეტა ადვილად მოსავლელი და ძლიერი კოდით. დღეს F#-ს მიიჩნევა როგორც პროგრამირების ერთერთი ყველაზე ნაკლებად აღიარებული ენა.

3 Go

Go არის ღია წყაროს პროცედურული პროგრამირების ენა, რომელიც გამოიყენება მარტივი და ეფექტური პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად. ყველაზე კარგი Go ენას აქვს ის, რასაც გოურუტინებს (goroutines) უწოდებენ. მარტივი ენით, ის ჰგავს კავშირს, მაგრამ მისგან განსხვავებით ნაკლებ მეხსიერებას მოიხმარს. კვლევის რესპოდენტები აცხადებენ, რომ ისინი წლის განმავლობაში საშუალოდ Go ენაზე მუშაობისთვის $80000 ხელფასს იღებენ.

4 Scala

Scala არის მაღალი დონის პროგრამირების ენა, რომელიც შედგება ობიექტზე ორიენტირებული და ფუნქციონალური პროგრამისგან. Stack Overflow Developer Survey 2019-ის კვლევის შედეგად, ის მეოთხე ადგილზეა. დეველოპერები Scala ენაზე კოდის დაწერისთვის წელიწადში საშუალოდ $78000 ხელფასს იღებენ. ის ეფექტურად არიდებს თავს ბაგებს კომპლექსურ აპლიკაციებში და დაგეხმარებათ მაღალი ხარისხის სისტემების შექმნაში ბიბლიოთეკების დიდი ეკოსისტემების გამოყენებით.

5 Elixir

Elixir არის მეხუთე მაღალ ანაზღაურებადი პროგრამირების ენა ჩვენს სიაში. დეველოპერები, რომლებიც Elixir ენაზე მუშაობენ, წელიწადში საშუალოდ $76000 ხელფასს იღებენ. თუ არ იცით, მოგახსენებთ, Elixir არის დინამიური და ფუნქციონალური პროგრამირების ენა, რომელიც გამოიყენება მასშტაბური და ადვიალდ მართვადი აპლიკაციების შესაქმნელად. Elixir იყენებს the Erlang VM-ს, რომელიც ცნობილია მუშაობის დაბალი შეყოვნებით, განაწილებული და დაზიანებების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე სისტემებით.

დასკვნა

იმედი მაქვს აღნიშნული ჩამონათვალის დათვალიერების შემდეგ ერთ რამეს მიაქციეთ ყურადღება: ამ ენებიდან ერთი კონკრეტული ენის გამოყენებით კოდის დაწერისთვის საშუალო ხელფასი ამ ენის პოპულარობის უკუპროპორციულია. მაგალითად, Java, რომელიც პროგრამირების ყველაზე პოპულარული ენაა, სიის ბოლო ადგილს იკავებს. მიზეზი აშკარაა, ჯავის დიდი რაოდენობით დეველოპერების ხელმისაწვდომობის შედეგია იაფი ადამიანური მუშახელის ზრდა. მაშ ასე, პროგრამირების რომელ ენას იყენებთ ამჟამად? კმაყოფილი ხართ თქვენი ახლანდელი ანაზღაურებით? მოგვიყევით თქვენი ისტორია ქვემოთ მოცემულ კომენტარებში.

ჩვენ ვართ თქვენი წარმატების გარანტი, რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო ბრენდი IT Academy STEP !

იზრუნეთ მომავალზე, შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული IT სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები