; პროგრამირების 7 ყველაზე მოთხოვნადი ენა 2018 წლისთვის - IT Academy STEP Tbilisi პროგრამირების 7 ყველაზე მოთხოვნადი ენა 2018 წლისთვის - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

პროგრამირების 7 ყველაზე მოთხოვნადი ენა 2018 წლისთვის

most-popular-programming-languages-of-2018

პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება დინამიური სფეროა. პროგრამირების ახალი, მოთხოვნადი ენები, framework-ები, ტექნოლოგიები შეიძლება გამოჩნდეს, პოპულარული გახდეს და რამდენიმე წელიწადში გაქრეს. დეველოპერებმა მუდმივად უნდა ისწავლონ ახალი უნარ-ჩვევები, რომ დროს არ ჩამორჩნენ. ორგანიზაიებში მუდმივად მიმდინარეობს შეფასებას, თუ პროგრამირების რომელი ენები არის მოთხოვნადი დამსაქმებლების მხრიდან. ამის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია სტუდენტები მოვამზადოთ შესაბამისად და სამუშაო ბაზარზე გავიყვანოთ. პროგრამირების ენების პოპულარობის გაზომვის ბევრი გზა არსებობს, მაგრამ სამუშაო მოთხოვნების შემოწმება ჩვენი აზრით ყველაზე სასარგებლო გზა არის, რადგან ის დეველოპერებს ასწავლის უნარ-ჩვევებს, რომლებსაც ისინი თავიანთი კარიერული პერსპექტივების გასაუმჯობესებლად იყენებენ.

ამის განსახორციელებლად ჩვენ გავაკეთეთ მონაცემების ანალიზი სამუშაოების ვებ-საიტიდან: Indeed.com  პროგრამირების 25 ენაზე, stacks და frameworks-ზე 2018 წლის 7 ყველაზე მოთხოვნადი კოდირების ენის შესარჩევად. ეს ანალიზი განთავსებული სამუშაოების რაოდენობაზეა დაფუძნებული. ზოგიერთი ენა, მაგალითად, Swift და Ruby არ შედის ყველაზე მოთხოვნად შვიდეულში, რადგან სამუშაო განცხადებებში მათზე დაბალი მოთხოვნებია, მიუხედავად იმისა, რომ დეველოპერებს ძალიან მოსწონთ ისინი.

წარმოგიდგენთ სიას, ყველაზე მოთხოვნადი ენებიდან ნაკლებად მოთხოვნადი ენების მიხედვით

ყველაზე მოთხოვნადი ენების შემცველი სამუშაო განცხადებები

  1. Java

2017 წელთან შედარებით 2018 წელს Java-ს პოპულარობა სამუშაო განცხადებებში 6000-ით შემცირდა, მაგრამ ის მაინც კარგად არის დამკვიდრებული. Java 20 წელზე მეტია არსებობს, რომელსაც მილიონობით დეველოპერი და მილიარდობით მოწყობილობა იყენებს მთელ მსოფლიოში. მას შეუძლია მუშაობა ნებისმიერ აპარატურაზე და ოპერაციულ სისტემაზე Java Virtual Machine-ის გამოყენებით. ყველა ანდროიდის აპლიკაცია Java-ზეა დაფუძნებული, წარმატებული 500 კომპანიის 90% Java-ს იყენებს როგორც აპლიკაციის სერვერის დასაწერ ენას. Java Enterprise Edition 8 და Java 9 2017 წლის სექტემბერში გამოვიდა, როდესაც Eclipse Foundation-მა აიღო Java EE-ს მმართველობა Oracle-დან.

  1. Python

2017 წელს Python-ის პოპულარობა 5000 სამუშაო განცხადებით გაიზარდა. ეს ზოგადი მიზნებისთვის გამოყენებადი პროგრამირების ენაა, რომელიც ვებ-ის განვითარებისთვის გამოიყენება.  ის არის დამხმარე ენა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებისთვის. ის ფართოდ გამოიყენება სამეცნიერო გამოთვლებისთვის, მონაცემების მოპოვებისთვის და მანქანების შესწავლისთვის. მანქანების შემსწავლელი დეველოპერების მუდმივმა ზრდამ და მოთხოვნამ გაზარდა Python-ის პოპულარობა.

  1. JavaScript

JavaScript-ის არის პროგრამირების ენების ბაბუა, ის ახლა ნაკლებად პოპულარულია, ვიდრე ჩვენს ბოლო ბლოგში იყო. ეს არც არის გასაკვირი – JavaScript-ს იყენებს დეველოპერების 80%-ზე მეტი და ვებ-საიტების 95% ნებისმიერი დინამიური ლოგიკისთვის თავიანთ გვერდებზე. ზოგიერთ front-end framework-ებს JavaScript-ისთვის, მაგალითად, React და AngularJS, უზარმაზარი სამომავლო პოტენცია აქვს, რადგან IOT და მობილური მოწყობილობები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. საეჭვოა,  JavaScript-ის პოპულარობა ახლო მომავალში დაეცეს.

  1. C++

C++ ის პოპულარობა 2017 წლიდან დღემდე ცოტათი შეიცვალა. ძველი სკოლის “C” პროგრამული ენის გაფართოება, C++ ჩვეულებრივ გამოიყენება სისტემური პროგრამებისთვის და აპლიკაციებისთვის, თამაშების განვითარებისთვის, კლიენტის სერვერ აპლიკაციებისთვის და მინი პროგრამებისთვის. ბევრი პროგრამისტისთვის C++ კომპლექსური და რთულად შესასწავლი ენაა. ამიტომ ისინი Python-ს ან JavaScript-ს იყენებენ. ამის მიუხედავად C++ მაინც გამოიყენება მემკვიდრეობით სისტემებში დიდ კომპანიებში.

  1. C#

C# (გამოითქმის როგორც “C sharp”)-ზე მოთხოვნა წელს ცოტათი შემცირდა. C# ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ენაა Microsoft-ისგან, რომელიც შეიქმნა Microsoft .NET პლათფორმაზე სამუშაოდ და ასევე დეველოფმენთის ასაჩქარებლად და გასაადვილებლად Microsoft-ის სხვა ენებთან შედარებით.  C# 7.2 ვერსია ნოემბერში გამოვიდა, რომელშიც დამატებული იყო რამდენიმე ახალი მახასიათებელი არასასურველი კოპირების თავიდან აცილების მიზნით. C# ენა, C++ ენის მსგავსად ხშირად გამოიყენება ვიდეო თამაშების განსავითარებლად, ამიტომ ნებისმიერი ვიდეო თამაშისკენ მისწრაფების მქონე დეველოპერები წარმატებას მიაღწევენ თუ ორივე ენას ისწავლიან.

  1. PHP

PHP არის სკრიფტული ენა, რომელიც სერვერზე გამოიყენება. მან წინა წლის რეიტინგში მეცხრე ადგილიდან ჩვენს რეიტინგში მეექვსე ადგილზე გადმოინაცვლა. ბევრი დეველოპერი PHP ენას ვებ-ის განვითარებისთვის იყენებს, ამატებენ ისეთ ფუნქციებს, რომელიც HTML-ს არ აქვს, ასევე იყენებენ MySQL-ს მონაცემთა ბაზასთან ურთიერთმოქმედებისთვის.

  1. Perl

პროგრამირების ენამ Perl 3000 სამუშაო განცხადებით რეიტინგში მეშვიდე ადგილი დაიკავა ჩვენს ანალიზში. Perl 5 და Perl 6 აღარ არის პოპულარული, Perl ისევ პოპულარულია სისტემურ და ქსელის ადმინისტრატორებში.

 

რეიტინგის ახალი პროგრამირების ენები

არსებობს პროგრამირების ისეთი ენები, რომლებიც ჩვენს შვიდეულში ჯერ ვერ მოხვდა. თუმცა მათი პოპულარობა და გამოყენება უფრო და უფრო გაიზარდა 2017 წელს. თვალყური ადევნეთ მათ მომავალში!

  • Swift: Swift-ი არის პროგრამირების ენა iOS და macOS-თვის, რომელიც Apple-მა 2014 წელს გამოუშვა. ჩვენს სიაში მე-14 ადგილზეა. ეს შესაძლოა იმის გამოა, რომ ბევრ სამუშაო განცხადებაში მითითებულია “iOS” გამოცდილების მქონე და არ არის მითითებული პროგრამირების კონკრეტული ენა. Swift-ის პოპულარობა თანდათან გაიზარდა, როდესაც ის ამუშავდა EE Spectrum და Stackify-ის მიხედვით.
  • R: R ჩვენს სიაში მე-11 ადგილზე მოხვდა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ის რეიტინგში უფრო მაღლა აიწევს მომავალში. მისი პოპულარობა საერთაშორისო და US კვლევების რეიტინგში თანაბრად იზრდება, ხოლო წელს, Stack Overflow survey მიმოხილვაში „ყველაზე ნაკლებად პრეტენზიული“ პროგრამირების ენად დასახელდა. მისი პოპულარობის გაზრდა შესაძლოა დიდი მონაცემების ანალიზის სამუშაო განცხადებებმა გამოიწვია.
  • Rust: Rust-ი შესაძლოა ბოლო ადგილზეა ჩვენს სიაში, მისი პოპულარობა თანდათან იზრდება Google Trends data-ს მიხედვით.

 

სხვა ტექნოლოგიები, რომლებიც დეველოპერებმა უნდა იცოდნენ

პროგრამული უზრუნველყოფის ეს framework-ები და ტექნოლოგიები ტექნიკურად პროგრამირების ენები არ არის. ისინი დეველოპერებმა მაინც აუცილებლად უნდა იცოდნენ 2018 წელს. ეს არის საყოველთაოდ გავრცელებული ტექნიკური უნარები დეველოპერებისთვის, რომელთა ნახვაც Indeed-ზე არის შესაძლებელი.

  • SQL: SQL არის სტანდარტული ენა მონაცემთა ბაზაში მონაცემების შენახვის, მიღებისა და მანიპულირებისთვის. ის ტექნიკური ენა არ არის, რადგან მას არ აქვს ციკლის ფუნქცია და სხვა ძირითადი ფუნქციები, თუმცა PL/SQL-მა დაამატა ზოგიერთი ფუნქცია. SQL ძლიან მოთხოვნადია სამუშაო განცხადებებში, 30000-ზე მეტ განცხადებაში სწორედ SQL-ზე არის მოთხოვნა, მის შემდეგ კი ჩვენი სიის სათავეში მყოფ პროგრამირების ენაზე – Java-ზე. თუკი 2018 წელს ახალი ტექნოლოგიის შესწავლის დრო გაქვთ, აუცილებლად Java უნდა აირჩიოთ.
  • .NET: .NET არის Microsoft-ის პლათფორმა დესქთოფისთვის, ვებისთვის, მობილურებისთვის, თამაშებისთვის და IoT app დეველოფმენთისთვის. ის 2016 წელს გახდა open-source-ი. C#, Visual Basic და F# პროგრამირების ენები იყენებენ მას. Windows-ის ბევრი აპლიკაცია მუშაობს .NET-ზე, ძალიან გავრცელებულია ბიზნესის სამყაროში და შესაძლებელია უფრო პოპულარული გახდეს იმის გამო, რომ უკვე open-source-ია.
  • Node: Node.js არის open-source-ი run-time environment-ი. მისი საშუალებით JavaScript კოდი მუშაობს სერვერზე, ვებ დეველოპერებს შეუძლიათ მხოლოდ ერთი ენა გამოიყენონ მთლიანი ვებ აპლიკაციისთვის. js იყო მე-12 ყველაზე პოპულარული ტექნოლოგია ჩვენს ანალიზში, არც ისე სახარბიელო პოზიციაზე, მაგრამ ამ ენაზე მაინც მყარი მოთხოვნაა. სასურველია ნებისმიერმა JavaScript დეველოპერმა სრულფასოვანი ცოდნისთვის ცოტა დრო დაუთმოს Node.js-ს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კონცენტრირებას კლიენტის მხარეზე აკეთებენ.
  • MEAN: The MEAN stack (MongoDB, ExpressJS, AngularJS და js) ჩვენს ანალიზში მე-18 ადგილი დაიკავა. The MEAN stack-ის საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ მთლიანი აპლიკაცია როცა JavaScript-ს იყენებთ. ის არის მარტივი, სწრაფი და უაღრესად მრავალმხრივი. MEAN-ის ცოდნა ნებისმიერ დეველოპერს მყარ გამოცდილებას მისცემს მსოფლიოში ერთერთ ყველაზე აქტიურ და ყველაზე გავრცელებულ პროგრამირების ენაში.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები