; პროგრამირების 9 საუკეთესო ენა 2018 წლისთვის - IT Academy STEP Tbilisi პროგრამირების 9 საუკეთესო ენა 2018 წლისთვის - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

პროგრამირების 9 საუკეთესო ენა 2018 წლისთვის

პროგრამირების ენის სწავლის ტენდენცია დღითიდღე იზრდება. სხვადასხვა განხრით 100-ზე მეტი პროგრამირების ენა არსებობს, რომელთა სწავლაც შეგიძლიათ, მაგრამ ეს არჩევანს ართულებს. თითოეული ენა განსხვავდება თავისი ალტერნატიული ენისგან სირთულეების დონის მიხედვით.

პროგრამირების 9 საუკეთესო ენა

1 JAVA

Java არის პროგრამირების ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ენა. ორგანიზაციების და ანდროიდ აპლიკაციების უმრავლესობა Java-ს პროგრამებზე არის დამოკიდებული.  პროგრამამთლიანად თავსებადია ყველანაირ კომპიუტერულ ტექნიკასთან და მუშაობს ყველანაირ სისტემასთან. Java Virtual Machine, LinkedIn, eBay და Amazon არის ზოგიერთი იმ საიტის ჩამონათვალი, რომლებიც ამ პროგრამას იყენებენ.

2 PYTHON

იმ შემთხვევაში თუ პროგრამირების ენის დამწყები შემსწავლელი ხართ, მაშინ პითონი უდაოდ საუკეთესო ენაა შესასწავლად. ეს არის მაღალი დონის ენა და გასაგებად უაღრესად ადვილი. ბევრი დახელოვნებული პროფესიონალი ასევე იყენებს ამ პროგრამას საკუთარი დავალებების შესასრულებლად. პითონი იდეალური პროგრამაა მანაქანების სიღრმისეულად შესასწავლად. ამ პროგრამაზე ასევე ბევრი საიტი და აპლიკაცია არის დამოკიდებული. NASA, Google, Reddit და Instagram არიან ის მოთამაშეები, რომლებიც უპირატესობას პითონს ანიჭებენ.

3 C#

C# ენა მაიკროსოფტმა შექმნა აპლიკაციების განვითარების მიზნით მის .NET დონეზე. მას სხვადასხვა აპლიკაცია იყენებს, როგორიცაა windows, android და iOS. ის ძალიან მოქნილია და უმეტესად ის ინჟინრები იყენებენ, რომლებიც ძირითადად სათამაშო აპლიკაციებს ქმნიან.

4 JAVASCRIPT

Javascript-ი არის პოტენციური ენა, რომელიც ამტკიცებს, რომ ნამდვილად ხელსაყრელია. ბევრ ვებ საიტს აქვს რამდენიმე სახეობის Javascript კოდი, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როცა მომხმარებლის შეყვანის გატარება და ვალიდაცია სრულდება. როცა იყენებენ HTML და CSS-თან ერთად, Javascript-ი ქმნის ყველაზე დინამიურ და ინტერაქტიულ გვერდებს. როცა საქმე ლამაზ front-end-ების განვითარებას ეხება, სწორედ Javascript-ის ენას უნდა მიმართოთ. მისი framework-ი, როგორიცაა Angular JS და React, შესანიშნავად მუშაობს მობილურ მოწყობილობებთან. Node.js framework-მა დაამტკიცა, რომ მას ასევე კარგად შეუძლია მუშაობა back-end-შიც.

5 PHP

PHP არის პროგრამირების ყველაზე ცნობილი ენა ამ დროისთვის. ეს არის ინჟინრების მიერ გამოყენებული ძირითადი ინსტრუმენტი საიტის განვითარებისთვის. უზარმაზარი აპლიკაციები, როგორიცაა Facebook, Wikipedia და WordPress ამ ენას იყენებენ CMS-ის ნაწილის კონტენტის მართვისთვის.

6 RUBY

Ruby არის პროგრამირების ყველა დროის ერთერთი საუკეთესო ენა. მისი framework-ი “Rails” პირველი იყო, რომელმაც MVC არქიტექტურა გაგვაცნო ვებ დეველოფმენთში. ეს ენა დამწყებისთვის სასწავლად ადვილია. ამ ენის სხვა ენებიდან ასარჩევად რამდენიმე მიზეზი არსებობს, რომელიც მოიცავს მექანიზებულ ტესტირებას, კოდირების დიალექტს და მის სწრაფ პროგრესს.

7 C++

პროგრამირების ეს ენა ცოტა რთული, მაგრამ აუცილებლად შესასწავლია. უამრავი დიდი ფირმა იყენებს ამ ენას, რადგან ის ინჟინერს უფრო მეტი კონტროლის საშუალებას აძლევს.  C++ დიალექტი არის პროგრამირების C ენის გაფართოება. მიზეზი, რაც მას C პროგრამისგან განასხვავებს, ის არის, რომ ის საშუალებას იძლევა, რომ ობიექტები კოდში შეიქმნას.

8 C პროგრამირება

C ენა მიჩნეულია როგორც მნიშვნელოვანი ენა,რადგან მას აქვს პორტაბელურობა და პროდუქტიულობა. ეს არის ენა, რომლითაც პროგრამირების ძირითადი იდეების გაცნობა ხდება. ამის გამო,მას პროგრამირების ენის დედას უწოდებენ. ძირითადი დეველოპერები, რომლებიც იყენებენ C-ს არის Microsoft Windows, Linux, , Mac და ბევრი სხვა.

9 SWIFT

ეს ენა შესანიშნავია, როცა iOS-ის დეველოპერი ხართ. ის Apple-მა გამოუშვა 2014 წელს და ჩართულია მაღალი დონის დაცვის სისტემასთან. მას ასევე აქვს კოდის წაკითხვის კარგი ფუნქცია.

დასკვნა:

ეს იყო პროგრამირების 9 ყველაზე ცნობილი ენა, რომლებიც შეგიძლიათ სასწავლად აირჩიოთ. თუ ფიქრობთ, რომ პროგრამირების რომელიმე ენა გამოგვრჩა, შეგვატყობინეთ.

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები