; პროგრამული ინჟინრების საშუალო ხელფასები 2019 წლისთვის - IT Academy STEP Tbilisi პროგრამული ინჟინრების საშუალო ხელფასები 2019 წლისთვის - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

პროგრამული ინჟინრების საშუალო ხელფასები 2019 წლისთვის

გაინტერესებთ, პროგრამული ინჟინრის საშუალო სახელფასო მაჩვენებელი 2019 წელს მსოფლიოში, რომელი ქვეყანა არის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი?

უკვე ოთხი წელია რაც პროგრამული ინჟინერის ხელფასების მიმოხილვას ვაქვეყნებთ. გასული წლის სტატია ნამდვილად დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჩვენს მკითხველებში. ამიტომ ინფორმაცია განვაახლეთ და მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ უახლესი მონაცემები პროგრამული ინჟინრების ხელფასების შესახებ 2019 წლის დასაწყისში.

პროგრამული ინჟინრების საშუალო ხელფასები მსოფლიოს მასშტაბით.

ამერიკის შეერთებული შტატები – $107909

შვეიცარია – $82878

ნორვეგია – $71993

დანია – $70407

ისრაელი – $64198

შვედეთი – $54494

გერმანია – $53713

ავსტრალია – $48846

ნიდერლანდები – $48413

კანადა – $48271

ფინეთი – $44336

ახალი ზელანდია – $42391

საფრანგეთი – $40700

გაერთიანებული სამეფო – $40497

 

დეველოპერის წლიური ხელფასი გერმანიაში, შვედეთში და ისრაელში $53000-დან $64000-მდე მერყეობს. პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები, რომლებიც ავსტრალიაში, ნიდერლანდებში და კანადაში ცხოვრობენ ოდნავ ნაკლებ ანაზღაურებას გამოიმუშავებენ. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების საშუალო ხელფასი ფინეთში, ახალ ზელანდიაში, გაერთიანებულ სამეფოში და საფრანგეთში სიის ბოლოს არის მოთავსებული $44000-დან ქვევით.

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების წლიური ხელფასები ევროპაში, 2019 წლის თებერვალი

ამ პერიოდში გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში და შვედეთში კომპიუტერულმა პროგრამისტებმა წელიწადში შეიძლება გამოიმუშაონ $53000-დან $95000-მდე. პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები, რომლებიც ცხოვრობენ ფინეთში და ნიდერლანდებში ოდნავ ნაკლებს გამოიმუშავებენ – დაახლოებით $47000-დან $51000-მდე. საფრანგეთი სიის ბოლოს არის $44000 შეთავაზებით.

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის საშუალო ხელფასი ევროპაში.

შვეიცარია – $82878

ნორვეგია – $71993

დანია – $70407

გაერთიანებული სამეფო – $55636

შვედეთი – $54494

გერმანია – $53713

ნიდერლანდები – $48413

ფინეთი – $44336

საფრანგეთი – $40700

 

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების საწყისი და უფროსი დეველოპერების ხელფასები მსოფლიოში, 2019 წლის თებერვალი.

ალბათ მოსალოდნელია, რომ ქვეყანა, რომელიც ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ხელფასებს იხდის ტექნოლოგიურ სფეროში, არის ამერიკის შეერთებული შტატები – დეველოპერის საშუალო ხელფასი ამერიკის შეერთებულ შტატებში არის $108000. პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის ხელფასი შვეიცარიაში თითქმის $83000-ია წელიწადში, რის გამოც აღნიშნული ქვეყანა სიაში მეორე ადგილს იკავებს. საშუალო დეველოპერის ხელფასი ნორვეგიაში დაახლოებით $72000-ია. შემდეგი ქვეყანა ბევრად არ ჩამორჩება – პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის საშუალო ხელფასი დანიაში წელიწადში $70000-ია.

 

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების საწყისი და უფროსი დეველოპერების შემოსავალი მსოფლიოში.

შვეიცარია – $77845

                      $102147

ა.შ.შ. – $71682

            $101327

დანია – $68630

               $84059

ნორვეგია – $68588

                     $87868

ისრაელი – $55253

                    $80935

გერმანია – $51083

                    $67771

შვედეთი – $50327

                    $68244

კანადა – $45276

                $65434

ავსტრალია – $43517

                         $71224

საფრანგეთი – $43456

                          $51213

ნიდერლანდები – $43450

                                 $63225

ფინეთი – $41319

                  $56809

ახალი ზელანდია – $39492

                                    $64963

გაერთიანებული სამეფო – $37919

                                                 $60413

 

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების საწყისი და უფროსი დეველოპერების შემოსავალს შორის სხვაობა ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. ყველაზე დიდი განსხვავება უმცროსი და უფროსი ინჟინრების ხელფასებს შორის კარგად ჩანს ა.შ.შ.-ში, ავსტრალიაში, ისრაელში, შვეიცარიაში და ახალ ზელანდიაში. სხვაობა მერყეობს $25000-დან $30000-მდე. ამავდროულად საფრანგეთში უმცროსი და უფროსი ინჟინრების ხელფასებს შორის განსხვავება მხოლოდ $8000-ს შეადგენს.

უფრო ნათლად რომ წარმოიდგინოთ, მოდით შევხედოთ ტექ ბაზარს უკრაინაში, სადაც ჩვენ ჩვენი კლიენტებისთვის ვქმნით და ვინარჩუნებთ ჯვარედინ-ფუნქციონალური განვითარების პირობებს. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის საშუალო ხელფასი უკრაინაში დაახლოებით $24000 შეადგენს წელიწადში, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება უკრაინაში, პოლონეთში, ბელორუსიაში და რუმინეთში 2019 წელს, მონაცემების მიხედვით. მხედველობაში მიიღეთ ის ფაქტი, რომ უკრაინელი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების რეალური წლიური შემოსავალი შეიძლება მოცემულ ეროვნულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით გაცილებით დაბალი ან მაღალი იყოს. ეს დამოკიდებულია იმ ქვეყანაზე, სადაც ისინი ცხოვრობენ, მათ ტექნიკურ უნარ-ჩვევებზე და გამოცდილების დონეზე.

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერის ხელფასი, ა.შ.შ.

ანდროიდი – $126503

პითონი – $122831

iOS – $119631

C++ – $117293

ჯავასკრიფტი – $111373

ჯავა – $102424

C# – $95052

.NET – $91785

PHP – $89149

 

უნარების თვალსაზრისით, მობილური დეველოფმენტის ხელფასები ლიდერობს – ანდროიდის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის საშუალო ხელფასი ა.შ.შ.-ში წელიწადში $126503-ს შეადგენს, ხოლო iOS-ის დეველოპერის ხელფასი უფრო ნაკლებია ($119631 წელიწადში).

ვების პროგრამირების ენებიდან პითონის დეველოპერების ანაზღაურება ყველაზე მაღალია – დაახლოებიღ $123000. შემდეგ მოდიან ჯავასკრიფტის, C++ ს და ჯავას დეველოპერები $102000-დან $117000-მდე ხელფასებით. C#, .NET, PHP ინჟინრებს სიაში ბოლო ადგილები უჭირავთ $89000-დან $95000-მდე.

ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ, რომ Front-End ეველოპერების ხელფასი ა.შ.შ.-ში $108448-ია, ხოლო სრულ განაკვეთზე მომუშავე ინჟინრების ხელფასი – $113595.

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების ხელფასები ა.შ.შ.-ში, 2019 წლის თებერვალი

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი – $107909

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის საწყისი ხელფასი – $61281

პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინერი – $122153

ანდროიდის დეველოპერი – $126503

პითონის დეველოპერი – $122831

iOS დეველოპერი – $119631

C++ დეველოპერი – $117293

ჯავასკრიფტ დეველოპერი – $111373

ჯავა დეველოპერი – $102424

C# დეველოპერი – $95052

.NET დეველოპერი – $91785

PHP დეველოპერი – $89149

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების ხელფასები შვეიცარიაში

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის საწყისი ხელფასი შვეიცარიაში წელიწადში დაახლოებით $78000-ს შეადგენს. უფროსი ინჟინრების კი – $ 109000-ს (გადახდების შკალის მიხედვით). შვეიცარიაში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის საშუალო შემოსავალი $82878-ია.

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის ხელფასი შვეიცარიაში

iOS – $93017

JavaScript – $91380

C# – $87107

Java – $83852

C++ – $82738

PHP – $78128

.NET – $77546

Android – $70736

ანდროიდის დეველოპერების საშუალო ხელფასი შვეიცარიაში $70736-ია, რაც სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით ყველაზე ცოტაა. .NET დეველოპერის ხელფასი შვეიცარიაში ოდნავ მაღალია და წელიწადში შეიძლება $77546-ს მიაღწიოს. JavaScript და iOS ინჟინრებს ყველაზე მაღალი ხელფასები აქვთ აღნიშნულ ქვეყანაში – დაახლოებით $91000-93000 წელიწადში. C# და Java დეველოპერების ხელფასები კი მათ შემდეგ მოდის დაახლოებით $82000-87000-ის ოდენობით.

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების წლიური ხელფასები შვეიცარიაში 2019 წლის თებერვალში

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი – $82878

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის საწყისი ხელფასი – $77845

საშუალო დონის კარიერის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის ხელფასი – $92153

პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინერი – $109393

iOS დეველოპერი – $93017

JavaScript დეველოპერი – $91380

C# დეველოპერი – $87107

Java დეველოპერი – $83852

C++ დეველოპერი – $82738

PHP დეველოპერი – $78128

.NET დეველოპერი – $77546

Android დეველოპერი – $70736

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების ხელფასები დანიაში

გადახდების შკალის მიხედვით დეველოპერის საშუალო ხელფასი დანიაში არის $70407. გამოცდილებიდან გამომდინარე, კომპიუტერული ინჟინრების ხელფასები შეიძლება ვარირებდეს $68630-დან $81813-მდე.

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის ხელფასები, დანია

iOS – $82928

Android – $82875

.NET – $75051

Java – $73180

C++ – $70500

PHP – $67922

C# – $65355

JavaScript – $53891

 

როცა საქმე პროგრამირების ენებს ეხება, ჯავასკრიფტის ინჟინრების საშუალო ხელფასი ყველაზე ცოტაა სხვა ტექნოლოგიებს შორის – $53891 წელიწადში. C# დეველოპერებს უფრო მაღალი შემოსავალი აქვთ – $65355. Java, C++, .NET დეველოპერების ხელფასები $70000-ს ცდება და $70000-დან $75000-მდე მერყეობს. ყველაზე მაღალი შემოსავალი მობილურის დეველოპერებს აქვთ – iOS და Android დეველოპერების ხელფასები დანიაში დაახლოებით $83000-ს შეადგენს.

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის ხელფასი დანიაში, 2019 წლის თებერვალი

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი – $70407

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის საწყისი ხელფასი – $68630

საშუალო კარიერის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი – $77069

პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინერი – $81813

iOS დეველოპერი – $82928

Android დეველოპერი – $82875

.NET დეველოპერი – $75051

Java დეველოპერი – $73180

C++ დეველოპერი – $70500

PHP დეველოპერი – $67922

C# დეველოპერი – $65355

JavaScript დეველოპერი – $53891

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის ხელფასი ნორვეგიაში

ნორვეგიელი პროგრამისტების საშუალო ანაზღაურება $68588-დან $89350-მდე მერყეობს, საშუალოდ $71993 გადახდების შკალის მიხედვით.

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის ხელფასი, ნორვეგია

პითონი – $94248

C++ – $77507

JavaScript – $72500

.NET – $72335

PHP – $70838

Java – $67337

C# – $65145

 

Java და C# ინჟინრების ხელფასი ნორვეგიაში $65000-დან $67000-მდე მერყეობს, რაც ეროვნულ საშუალო ხელფასზე მცირეა. ნორვეგიაში PHP, JavaScript, .NET დეველოპერებს წელიწადში $70000-დან 72000-მდე უხდიან. C++ პროგრამისტებს უფრო მეტს – წელიწადში $77507-ს. პითონის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების ხელფასებს პირველი ადგილი უკავია, წელიწადში $94000.

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის წლიური ხელფასი ნორვეგიაში, 2019 თებერვალი

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი – $71993

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის საწყისი ხელფასი – $68588

საშუალო კარიერის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი – $76985

პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინერი – $89350

Python დეველოპერი – $94248

C++ დეველოპერი – $77507

JavaScript დეველოპერი – $72500

.NET დეველოპერი – $72335

PHP დეველოპერი – $70838

Java დეველოპერი – $67337

C# დეველოპერი – $65145

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის ხელფასი ისრაელში

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის ხელფასი ისრაელში $55000-დან $96000-მდე მონაცვლეობს, საშუალო ხელფასი $64000-ია წელიწადში გადახდების შკალის მიხედვით.

 

C++ – $67369

C# – $66897

Java – $65666

.NET – $65324

Android – $60380

iOS – $59334

JavaScript – $58791

PHP – $48993

როცა საქმე პროგრამირების ენებს ეხება, ისრაელში PHP ინჟინრები ყველაზე ცოტას გამოიმუშავებენ, საშუალოდ დაახლოებით $48993. JavaScript და iOS დეველოპერებს უფრო მეტი ანაზღაურება აქვთ $58000-59000. Android, .NET, C# და Java ინჟინრების ხელფასები ისრაელში $60000-დან $66000-მდე მერყეობს. C++ ინჟინრები სიის სათავეში არიან $67369 შემოსავლით წელიწადში.

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის წლიური ხელფასი ისრაელში, 2019 წლის თებერვალი

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი – $64198

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის საწყისი ხელფასი – $55253

საშუალო კარიერის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი – $77296

პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინერი – $96243

C++ დეველოპერი – $67369

C# დეველოპერი – $66897

Java – $65666

.NET – $65324

Android – $60380

iOS – $59334

JavaScript – $58791

PHP – $48993

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების ხელფასები შვედეთში

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის საწყისი ხელფასი საშუალოდ $50327-ია წელიწადში, უფროსი დეველოპერები გამოიმუშავებენ $68608. ინჟინრის საშუალო ხელფასი შვედეთში $54494-ია გადახდების შკალის მიხედვით.

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის ხელფასი, შვედეთი

iOS – $62747

Python – $60283

Android – $55312

Java – $55296

.NET – $55250

JavaScript – $52754

C++ – $52692

C# – $52011

PHP – $46940

 

JavaScript და PHP დეველოპერების ხელფასები საშუალო ეროვნულ ხელფასებზე დაბალია შვედეთში, დაახლოებით $46000-დან $49000-მდე. C# დეველოპერებს მეორე ადგილი უკავიათ და გამოიმუშავებენ $51330. შემდეგ მოდიან C++ და .NET დეველოპერები დაახლოებით $52000-დან $53000-მდე. Java დეველოპერები სიის სათავეში არიან $56000 წელიწადში.

პროგრამული უზრუნველყოფის წლიური ხელფასი შვედეთში, 2019 წლის თებერვალი

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი – $54494

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის საწყისი ხელფასი – $50327

საშუალო კარიერის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი – $60303

პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინერი – $68608

iOS დეველოპერი- $62747

Python დეველოპერი- $60283

Android დეველოპერი- $55312

Java დეველოპერი- $55296

.NET დეველოპერი- $55250

JavaScript დეველოპერი- $52754

C++ დეველოპერი- $52692

C# დეველოპერი- $52011

PHP დეველოპერი- $46940

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის ხელფასი გაერთიანებულ სამეფოში

დეველოპერის საშუალო ხელფასი გაერთიანებულ სამეფოში არის $55636 ITJobsWatch-ის მიხედვით. ინჟინრების ხელფასები შეიძლება ვარირებდეს $36000-დან $65000-მდე დეველოპერის გამოცდილებიდან გამომდინარე.

 

iOS – $78545

Android – $75272

Python – $74388

Java – $72000

C++ – $65454

JavaScript – $65454

.NET – $57600

PHP – $52363

 

მობილურ დეველოფმენთს ინგლისში წამყვანი ადგილი უკავია – iOS და Android-ის დეველოპერები წლიურად $75000-დან $78000-მდე გამოიმუშავებენ. მათ პითონი მოსდევს – საშუალო ხელფასი ინგლისში ყოველწლიურად $74388-ს შეადგენს. PHP დეველოპერების საშუალო ხელფასი დაახლოებით $52000-ია – ეროვნულ საშუალო ხელფასზე ოდნავ ნაკლები.

Front-End დეველოპერების შემოსავალი ინგლისში $62181-ს შეადგენს, ხოლო Full-Stack ინჟინრების – ოდნავ მაღალს – $65454-ს წელიწადში.

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის ხელფასი ინგლისში, 2019 წლის თებერვალი

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი – $55636

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის საწყისი ხელფასი – $36000

პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინერი – $65454

iOS დეველოპერი – $78545

Android დეველოპერი – $75272

Python დეველოპერი – $74388

Java დეველოპერი – $72000

C++  დეველოპერი – $65454

JavaScript დეველოპერი – $65454

.NET დეველოპერი – $57600

PHP დეველოპერი – $52363

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის ხელფასები გერმანიაში

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის საშუალო ხელფასი გერმანიაში $53713-ია. კომპიუტერული ინჟინრების საწყისი ხელფასი კი ნაკლებია ეროვნულ საშუალო ხელფასზე – $51083.

 

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის შემოსავალი გერმანიაში

iOS – $56553

Python – $55209

Android – $54889

.NET – $54502

C++ – $54298

Java – $53283

JavaScript – $52314

C# – $51169

PHP – $49162

 

PHP დეველოპერები გერმანიაში გამოიმუშავებენ $49162-ს, ეს ნაკლებია, ვიდრე სხვა ტექნოლოგიებში მომუშავე პროგრამისტების ხელფასი. iOS პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების საშუალო ანაზღაურება ყველაზე მაღალია ჩამონათვალში – $56553 წელიწადში. Python, Java, C#, C++, .NET, JavaScript და Android დეველოპერები იღებენ $51000-დან $55000-მდე.

Front-End დეველოპერები გერმანიაში იღებენ $50841-ს, ხოლო Full-Stack ინჟინრები ნაკლებს – $47453 (Pearson Frank-ის მიხედვით).

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების წლიური ხელფასები გერმანიაში, 2019 წლის თებერვალი

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი – $53713

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის საწყისი ხელფასი – $51083

საშუალო კარიერის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი – $58405

პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინერი – $69013

iOS დეველოპერი – $56553

Python დეველოპერი – $55209

Android დეველოპერი – $54889

.NET დეველოპერი – $54502

C++ დეველოპერი – $54298

Java დეველოპერი – $53283

JavaScript დეველოპერი – $52314

C# დეველოპერი – $51169

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების ხელფასები ნიდერლანდებში

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების ხელფასები ნიდერლანდებში $53000-დან $65000-მდე მერყეობს. $48413 არის ერობნული საშუალო შემოსავალი გადახდების შკალის მიხედვით.

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის ხელფასი, ნიდერლანდები

Android – $53320

C++ – $51308

JavaScript – $48251

Java – $47996

.NET – $47598

Python – $47200

iOS – $45541

C# – $45166

PHP – $40594

 

Android დეველოპერების ხელფასები ნიდერლანდებში შეადგენს $51308 წელიწადში. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სხვა ტექნოლოგიებს შორის. C++ დეველოპერების საშუალო ხელფასი Android-თან ახლოს არის $51308. Python, .NET, Java, JavaScript ინჟინრები დაახლოებით იგივე ანაზღაურებებს გამოიმუშავებენ – დაახლოებით $47-48000 წელიწადში. iOS და C# დეველოპერები ნიდერლანდებში სიის ბოლოში არიან $40000-დან $45000-მდე წელიწადში.

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების წლიური ხელფასები ნიდერლანდებში, 2019 წლის თებერვალი

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი – $51914

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის საწყისი ხელფასი – $46431

საშუალო კარიერის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი – $60833

პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინერი – $67277

Android დეველოპერი – $53320

C++ დეველოპერი – $51308

JavaScript დეველოპერი – $48251

Java დეველოპერი – $47996

.NET დეველოპერი – $47598

Python დეველოპერი – $47200

iOS დეველოპერი – $45541

C# დეველოპერი – $45166

PHP დეველოპერი – $40594

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების ხელფასები ფინეთში

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის საწყისი ხელფასი ფინეთში წელიწადში $44336-ს შეადგენს, ხოლო უფროსი ინჟინრების ხელფასები დაახლოებით $61000-ია გადახდების შკალის მიხედვით. საშუალო პროგრამისტის შემოსავალი ფინეთში $44336-ია.

 

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის ხელფასები ფინეთში

Java – $47329

Android – $43319

.NET – $43255

JavaScript – $42913

C# – $42215

iOS – $41870

C++ – $41069

Python – $40474

PHP – $39219

 

Java დეველოპერები ფინეთში გამოიმუშავებენ $47329-ს წელიწადში. ეს სხვა ენებთან შედარებით ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა. .NET და Android დეველოპერები დაახლოებით $43000-ს იღებენ წელიწადში, რითაც აღნიშნული ენები მეორე ადგილს იკავებენ. Python, JavaScript, C++, C# და iOS დეველოპერების ხელფასები დაახლოებით $40000-დან $42000-მდე მერყეობს. PHP პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის საშუალო ხელფასი დაახლოებით $39000-ია, ყველაზე დაბალი ხელფასი ფინეთის სიის ჩამონათვალში.

Front-End დეველოპერები ფინეთში გამოიმუშავებენ $40090-ს, ხოლო Full-Stack პროგრამისტები უფრო მეტს – $59491-ს.

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების ყოველწლიური ხელფასები ფინეთში, 2019 წლის თებერვალი

 

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი – $44336

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის საწყისი ხელფასი – $41319

საშუალო კარიერის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი – $51160

პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინერი – $61076

Java დეველოპერი – $47329

Android დეველოპერი – $43319

.NET დეველოპერი – $43255

JavaScript დეველოპერი – $42913

C# დეველოპერი – $42215

iOS დეველოპერი – $41870

C++ დეველოპერი – $41069

Python დეველოპერი – $40474

PHP დეველოპერი – $39219

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების ხელფასები ყველაზე მოთხოვნად ქვეყნებში, 2019 წლის თებერვალი

ამ წლის კვლევებში გადავწყვიტეთ დავამატოთ დეველოპერების ხელფასების სტატისტიკა მსოფლიოში Google საძიებო სისტემაში მითითებულ ყველაზე მოთხოვნად ქვეყნებში. შედეგად, აღმოვაჩინეთ რომელ ქვეყნებში არის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ხელფასები.

 

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების საშუალო ხელფასები მთელი მსოფლიოს მასშტაბით

 

სან ფრანცისკო – $99158

სან ხოსე – $98611

მედისონი – $93103

სიეტლი – $89144

ბოსტონი – $79480

კოპენჰაგენი – $79131

ჩიკაგო – $71796

დალასი – $70667

ოსტინი – $69440

ოსლო – $68517

ჰიუსტონი – $68266

თელ ავივი – $67241

მიუნხენი – $57952

ამსტერდამი – $55920

ბერლინი – $52047

სიდნეი – $51957

ლონდონი – $50626

დუბლინი – $43228

სინგაპური – $36639

ბარსელონა – $34041

დუბაი – $31547

 

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინების ხელფასები სან ფრანცისკოში, სან ხოსეში, მედისონში და სიეტლში $89000-სა და $99000-ს შორის მერყეობს, ეს ჩვენს ჩამონათვალში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოსტონში, კოპენჰაგენში, ჩიკაგოში, დალასში, ოსტინში, ოსლოში, ჰიუსტონში და თელ ავივში უფრო ნაკლებს სთავაზობენ – $67000-დან $79000-მდე. დეველოპერების წლიური ხელფასები მიუნხენში, ამსტერდამში, ბერლინში, სიდნეიში, ლონდონში ჩვენს სიაში ზემოთ აღნიშნული ქალაქების შემდეგ მოდის $50000-დან 57000-მდე. კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების საშუალო ხელფასი დუბლინში, სინგაპურში, ბარსელონაში და დუბაიში სხვა ქალაქებთან შედარებით ყველაზე დაბალია – $31000-$43000.

 

ტექნოლოგიური ხელფასების ტენდენციები 2019 წლისთვის

იმის გამო, რომ ტექნიკურ უნარ-ჩვევებზე მოთხოვნა იზრდება და ტექნიკური ნიჭის მხარდაჭერა მოთხოვნაზე დაბალია, IT თანამშრომლები აგრძელებენ მოლაპარაკებებს მაღალ ხელფასებზე. ამერიკაში, ტექნიკური ნიჭისთვის ცხარე ბრძოლა 2019 წელს უფრო გაღრმავდა და ყველაზე რთული დავალებების შესრულების პოზიციებზე დამქირავებლები ზრდიან ეროვნულ საშუალო ხელფასებს.

თუმცა ასეთი ტრანსფორმაციებიმნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა შტატში, 2019 წლის Robert Half Technology Salary Guide-ის მიხედვით. პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების ხელფასები ლოს ანჯელესში, სან ხოსეში, ვაშინგტონში, ბოსტონში და ნიუ იურკში 2019 წელს შეიძლება 30%-ით გაიზარდოს. ამავე დროს, დეველოპერების ხელფასებმა შეიძლება ღირებულება დაკარგოს ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. ინჟინრები ბირმინგემში, ჯექსონვილში, კოლუმბიაში ეროვნულ საშუალო ხელფასზე 7%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ.

ხელფასების მომატება გააძლიერებს ისეთი ტექნიკური ნიჭის მქონე ადამიანების პოვნას და დაქირავებას, რომლებიც თავის მხრივ გაზრდის მოთხოვნას დისტანციური განვითარებისთვის. ჩვენი ერთერთი კლიენტის, globalHMA-ის მფლობელის, Drew Dorgan-ის ინტერვიუში, ისეთი პრობლემებია ასახული, რომელსაც ის წააწყდა დეველოპერების მოძებნის დროს ამერიკაში და გვიყვება თუ როგორ დაეხმარა მას Daxx-თან თანამშრომლობა ამ პრობლემების მოგვარებაში.

Drew Dorgan-ი

globalHMA-ის მფლობელი

 

ძალიან რთულია ნიჭიერი ადამიანების პოვნა, რომლებიც ხელმისაწვდომია ჩემი კლიენტებისთვის აპლიკაციების შესაქმნელად. ერთ დღეს თანამშრომელს ვუთხარი, რომელიც ერთერთი პირველი ადამიანი იყო, ვინც პირველმა დაიწყო მუშაობა. „მოდი შევხედოთ ზოგიერთ კომპანიას, რომლებიც გეხმარებიან ადამიანების დაქირავებაში და ქმნიან დისტანციურ გუნდს“. ჩვენ ტეტიანა დავიქირავეთ და ყველაფერი შეიცვალა. ტეტიანა ძალიან დიდ ქაოსში მოვიდა, მაგრამ მან ყველაფერი მოაგვარა, ააწყო, ამიტომ ჩვენ შევძელით ერთდროულად სხვა პროექტების შესრულებაც. ამან ჩვენს ბიზნესში ყველაფერი შეცვალა.

IT Academy STEP – თქვენი წარმატება იწყება აქ !

იზრუნეთ მომავალზე, შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული IT სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები