; პროდუქტიულობის 5 რჩევა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერთათვის - IT Academy STEP Tbilisi პროდუქტიულობის 5 რჩევა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერთათვის - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

პროდუქტიულობის 5 რჩევა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერთათვის

მოთხოვნადია კადრი, რომლებიც პროდუქტიულია. ეს არ ნიშნავს კოდის სწრაფად დაწერას, კომპანიებს სჭირდებათ მაღალი ხარისხის კოდთან ერთად მოაზროვნე ადამიანები

რატომ უნდა მიაღწიოთ პროდუქტიულობას პროგრამირებაში?

პროდუქტიულ პროგრამირებას მოაქვს დიდი ტვირთი, მაგრამ მაღალი ანაზღაურებაც, გადაჭარბებული ხარისხი თანატოლებს შორის და შინაგანი კმაყოფილება.

ბევრი სტარტაპი და კომპანია ეძებს ხალხს, რომლებსაც შეუძლიათ კოდის დაწერა პროდუქტიულად. პროდუქტიულობის მიღწების შესწავლა მაღალ საფეხურებზე ასვლაში დაგეხმარებათ. ის არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენს უნარ-ჩვევებს, არამედ ცვლის თქვენი ცხოვრების სტილს და გიქმნით პოზიტიურ იმპულსებს.

გადახედეთ პროდუქტიულობის 5 რჩევას პროგრამისტებისთვის

  1. ყურადრების გაფანტვის მინიმიზაცია

სამუშაოს დროს ფოკუსირება ძირითადი საშუალებაა პროგრამისტისთვის, რომ იყოს პროდუქტიული. ყურადღების მცირე გაფანტვამაც კი შესაძლოა დიდი შეცდომა დაგაშვებინოთ. მუდმივად ყურადღებით ყოფნა, თქვენი სამუშაო პლათფორმის, იარაღების და აპლიკაციების ღრმა ცოდნა აუცილებელია. არსებობს პროგრამისტების ყურადღების გაფანტვის სხვა გზები, რომლებიც ყველა სამუშაოზე მსგავსია. ყურადღების გაფანტვის გავრცელებული საშუალებები არის ხმაური, სმარტფონები, ბევრი დავალება, სოციალური ქსელები და სხვა. ასეთი გაფანტვის იდენტიფიცირება და საპირისპირო მოქმედებების შესრულება ყურადრების გამახვილებაში ხელს შეგიწყობთ და შესაბამის შედეგსაც მოიტანს.

  1. გამოიყენეთ ავტომატიზაციის სრული უპირატესობა

ავტომატიზაცია არის მომავალი და ეს ყველაფერს ეხება. მისი უპირატესობის და მთელი პოტენციალის გამოყენება გაზრდის პროგრამისტის პროდუქტიულობას კარგი მხრით. ავტომატიზაცია დაეხმარება პროგრამისტებს მოაგვარონ რთული პრობლემები ადვილი მეთოდებით. ბევრი იარაღი, პლათფორმა არსებობს, framework-ები ინტეგრირებულია ინტელექტთან, რომ ავტომატიზირებული გახდეს დავალებების შესრულება, მაგალითად კოდის კომპილაციის, პროგრამების მიგრაციის და კოდის სინტაქსის და სემანტიკის შესწორება კომპიუტერული პროგრამების განვითარების დროს. უფრო მეტიც, ავტომატიზაცია იქნება პროექტების მართვის, ოპერაციების და ინტეგრირების ბერკეტი, რომელიც პროგრამისტს აიძულებს მთელი ყურადღება გაამახვილოს ლოგიკურ შესრულებაზე და პროდუქტიულობის გაზრდაზე.

  1. პატარა მიზნების დასახვა

მიზნები ნამდვილად ეხმარება პროგრამისტებს პროდუქტიულობის გაზრდაში და შედეგების მიღწევაში შესრულების დროის გასვლამდე ყოველგვარი ქაოსის გარეშე. ყოველთვის ეცადეთ დაისახოთ პატარა და მცირე მიზნები, ვიდრე გრძელი და უზარმაზარი დავალებები. პატარა მიზნები მოგცემთ მიზნის მიღწევის სწორ პერსპექტივას მოთხოვნილ დროის მონაკვეთში. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ Performance Management Objectives (PMOs) პროგრამირების მიზნებისთვის. PMOs-ბი ძირითადად დაგეხმარებათ დაისახოთ მიზნები ჭკვიანურად. ჭკვიანური გულისხმობს კონკრეტულს, გაზომვადს, შეთანხმებულს, რეალურს და დროსთან დაკავშირებულ მიზნებს. ისინი ყოველთვის გაზრდიან პროდუქტიულობას.

  1. წაიკითხეთ წიგნები

ინტერნეტში ყველაფერი ხელმისაწვდომია, რატომ უნდა წავიკითხოთ წიგნები? რესურსების ხელმისაწვდომობა მხოლოდ კრიტერიუმი არ არის, ინტერნეტში კითხვას ბევრი ნაკლიც აქვს. დაწყებული ფიზიკური ჯანმრთელობიდან დამთავრებული გონებრივი ჯანმრთელობით, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების დროს გონებაც იფანტება. მეორეს მხრივ, წიგნების წაკითხვა ისეთ სარგებელს გაძლევთ, როგორიცაა გაუმჯობესებული ყურადღება და კონცენტრაცია, გონებრივი სტიმულაცია, სტრესის შემცირება, ფიქრის პროცესის ფართო ზრდა, ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და მეხსიერების გაუმჯობესება.

წიგნების სტრუქტურის მიდგომა ერთობლივად დაგეხმარებათ ინფორმაციის დამუშავებაში ძალიან ბევრი გზით. და ბოლოს, შეიძლება ამით ძლიერ და უფრო პროდუქტიულ პროგრამისტად გადაიქცეთ.

  1. იძინეთ სრულყოფილი ძილით

ცოტა ხანს მუშაობა დაგეხმარებათ დარჩეთ პროდუქტიული. დიახ, ეს ნამდვილად მუშაობს – თუ ხართ შრომის გადამეტებულად მიყვარული და მუდმივად კოდს წერთ, ეს შესაბამის შედეგებს მოგცემთ. ღრმა ძილი და რამდენიმე საათით მუშაობა მოგცემთ შედეგის მიღების საშუალებას. ძილი დაეხმარება თქვენს სხეულს წინა დღეს დახარჯული ენერგიების აღდგენაში და ფორმაში ყოფნაში. განსაკუთრებით თინეიჯერ და ოცი წლის ასაკისპროგრამისტებს, რომლებსაც საერთოდ ავიწყდებათ ძილი და კარგავენ თავიანთ გრძელ-ვადიან სარგებელს. ძილი გადატვირთავს თქვენს ტვინს და მოგირჩენთ ნებისმიერ დაზიანებას. პროგრამისტებისთვის სწორი და საკმარისი ძილი აუცილებელია ყურადღების გაზრდისთვის, იმუნური სისტემის გაუმჯობესებისთვის და მეხსიერების გაზრდისთვის.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები