; რატომ არის კიბერუსაფრთხოება აქტუალური? - IT Academy STEP Tbilisi რატომ არის კიბერუსაფრთხოება აქტუალური? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

რატომ არის კიბერუსაფრთხოება აქტუალური?

ვებ სივრცის განვითარებასთან ერთად ვითარდება დანაშაულიც ვებ სივრცეში, რამეთუ ჩვენი ყოველი დღე ასახულია ინტერნეტში, სად ვიყავით, ვინ იყო ახლოს, რა შევიძინეთ, ვის მივყვებით ან ვუჭერთ მხარს წინასაარჩევნოდ…

ალბათ, საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული თაღლიღობაც გაგიგიათ, E-mail ვირუსები, სარეკლამო ვირუსები, და ა.შ. შეიძლება თქვენ თვითონაც ყოფილხართ აღნიშნული მოვლენების მსხვერპლი. ეს სწორედ კიბერსივრცეში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების მხოლოდ ნაწილია.

იმისათვის, რომ თავი დავიცვათ კიბერ საფრთხეებისგან, აუცილებელია გაცნობიერებული გვქონდეს თუ რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ თანამედროვე კომპიუტერულ სამყაროში.

ადამიანის ყოველდღიურობა დიდწილად დამოკიდებულია კომპიუტერებსა და სხვა „ჭკვიან“ ტექნოლოგიებზე. ეს დამოკიდებულება უფრო და უფრო იზდება ყოველდღიურად. მრავალი სახის პერსონალური, კომერციული და სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაცია ინახება კომპიუტერულ სისტემებში, სულ უფრო მეტი სამუშაო ხორციელდება კომპიუტერული სისტემების გამოყენებით.

კიბერ უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოიცავს საქმიანობას, რომელიც გულისხმობს კიბერ საფრთხეებისა და რისკების პრევენციას, აღმოჩენას, აღკვეთას და რეაგირებას.

რა საფრთხეებზეა საუბარი?
როგორი მრავალფეროვანიც არის კომპიუტერული სამყარო, ისეთივე მრავალფეროვნება ახასიათებს მას რისკებისა და საფრთხეების კუთხით.

მათგან ყველაზე უფრო სერიოზულია ვირუსები, რომლებიც აზიანებენ, აკონტროლებენ ან სხვაგვარად საფრთხეს უქმნიან თქვენს კომპიუტერულ სისტემებს.

ვირუსი სხვადასხვა სახით მოქმედებს: კომპიუტერულ სისტემაში შემოდის და ცვლის ფაილებს, ერთი მსხვერპლის კომპიუტერის საშუალებით აკონტროლებს სხვა მსხვერპლთა კომპიუტერებს ან ახორციელებს მათ წინააღმდეგ კიბერ შეტევას, იპარავს სხვადასხვა სახის ინფორმაციას, ახორციელებს არავტორიზებულ შესყიდვებს და სხვა.

არ არსებობს 100% იანი გარანტია, რომ ყველა პრევენციული ზომის მიღების შემთხვევაშიც კი, მოხდეს სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თუმცა შესაძლებელია სწორი ქმედებების განხორციელების შედეგად მოხდეს საფრთხეებისა და რისკების მინიმიზაცია.

როგორ უნდა დავიცვათ თავი კიბერ საფრთხეებისგან?
სახელმწიფომ და კერძო სტრუქტურებმა დიდი ხანია გააცნობიერეს შესაძლო საფრთხეები და რისკები, სულ უფრო დიდ მაშტაბებს იძენს პრევენციული ღონისძიებები არსებული საფრთხეებისა და რისკების აღსაკვეთად, აქ ჩნდება პროფესიონალიბის მზარდი საჭიროება,  აქ ჩნდება მაღალი ანაზღაურება და დასაქმების გიგანტური შესაძლებლობები

ყველა შესაძლებლობა თქვენს ხელშია გახდეთ სპეციალისტები, შეიძინოთ ეგრეთწოდებული პროფესია “ანტიჰაკერი” და გახდეთ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიონალი ყველა სფეროში.

IT Academy STEP – თქვენი წარმატების გარანტი!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შეისწავლე ქსელები და კიბერუსაფრთხოება

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები