; რატომ არის დასაქმება ტექნიკურ სექტორში ბედნიერების ბილეთი? - IT Academy STEP Tbilisi რატომ არის დასაქმება ტექნიკურ სექტორში ბედნიერების ბილეთი? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

რატომ არის დასაქმება ტექნიკურ სექტორში ბედნიერების ბილეთი?

მაგალითისთვის, ინდოეთს განვითარებული ურთიერთობა აქვს ტექნიკურ სექტორთან, მაგრამ ქვეყნის ისტორიის მიუხედავად, ბევრი პოზიცია ვაკანტური რჩება. ინდოეთის გაზეთის Times of India-ს მიხედვით 8/10 ყველაზე სწრაფად ზრდადი სამუშაოები ტექნიკურ სექტორშია. ყველაზე დიდი აქცენტი მონაცემთა მეცნიერებაზე და ანალიზზე კეთდება. ტექნოლოგიები არ არის ცალკე მდგომი არჩევანი, ყველა ტიპის სტუდენტს შეუძლია სწავლით წარმატებული კარიერა აიწყოს ტექნოლოგიების ინდუსტრიაში, ამის გაკეთება სხვა ბევრი მიზნითაც შეიძლება.

ფინანსური მხარე

ხელფასი, რა თქმა უნდა, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ნებისმიერი კარიერის განვითარების გზაზე. ტექნოლოგიურ კარიერებს შეუძლია კონკურენტული ხელფასის შემოთავაზება, ისინი ფულის მართვის სხვა ასპექტებშიც დაგეხმარებათ. ვებსაიტ Glassdoor-ის სამუშაოების მიხედვით, შეგიძლიათ დაახლოებით 420000-ის მოლოდინი გქონდეთ, რაც ეროვნულ საშუალო ხელფასზე ოთხჯერ მეტია. გამომუშავების ასეთი დონე დაგეხმარებათ დიდი შენაძენების განხორციელებაში და თქვენს სტუდენტურ სესხსაც დაფარავს სუფთა მონეტარული თვალსაზრისით. ასევე ის ფაქტი, რომ მაღალი შემოსავალი როგორც წესი იწვევს საკრედიტო სააგენტოებისგან უკეთეს შემოთავაზებებს, როცა კონსოლიდაცია ან რეფინანსირება დაგჭირდებათ, მაშინაც გამოგადგებათ.

ეს თქვენს ცხოვრებაში გავლენას მოახდენს და როგორც ტექნოლოგიური სფეროს პროფესიონალი, პრობლემის მოგვარების და ანალიტიკური ბუნებრივი უნარ-ჩვევების გამოყენებით შეძლებთ თქვენი ფულის შესაფერისად მართვას. ყველა სტუდეტს შეუძლია შემოსავლებით სიამოვნების მიღება, მაგრამ ისინი, ვისაც უფრო ძლიერი დაგეგმვის უნარ-ჩვევები გააჩნია, ასეთ სარგებელს უფრო მეტად მიიღებენ.

თავისუფლებისგან მიღებული სიამოვნება

ამერიკის ახალი ამბების სააგენტოს CNBC-ის ცნობით, ოფისი წარსულს ჩაბარდა. აღნიშნული კვლევის მიხედვით, გლობალურად ადამიანების 70%-ი დისტანციურად მუშაობს სულ მცირე კვირაში ერთხელ. ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე ადამიანები ამ სიის სათავეში დგანან, განსაკუთრებით ციფრული სფეროს წარმომადგენლები. ტექნოლოგიური სფეროს სამუშაო მთელ მსოფლიოს მოგატარებთ ან თუ თავგადასავლებს ერიდებით, ის საკუთარ სახლში შეგიქმნით კომფორტს. ის საათობრივადაც განსხვავებულია – ბევრი ტექნიკურ სფეროში მომუშავე ადამიანი არ არის მიჯაჭვული 9-5 მოდელზე და საკუთარი თავის მართვა შეუძლია. სტუდენტებს, ვისაც ხელოვნება ან მუშაობაზე დაფუძნებული სწავლა აინტერესებს, როგორიცაა გეოგრაფია და გეოლოგია, თანამედროვე ტექნოლოგიების მოქნილი და მრავალფეროვანი სამუშაო მოეწონებათ.

არსებობს რეალური პროგრესია

ბევრ ინდურ პროფესიას სამწუხაროდ ნეპოტიზმი აზიანებს. სახალხო სამსახურში, მთავრობაში და ყველაზე მეტად ბოლივუდში ცუდი მდგომარეობა შეიქმნა ნეპოტიზმის გამო და მათ ადანაშაულებენ აშკარა უსამართლო დაქირავების პრაქტიკაში.

ტექნოლოგიურ სექტორში ნეპოტიზმი უფრო დაიმსხვრა და მერიტოკრატია შემოვიდა. რამდენიმე მსხვილი ორგანიზაციის გარეთ, სადაც ბაზარზე მომუშავენი ლიდერობენ, პოულობენ პროფესიონალებს ტექნოლოგიებში, აღიარებენ მათ უნარ-ჩვევებს, გამოცდილებას და ქირაობენ მაღალ კვალიფიციურ კადრებს პროექტებისთვის. ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენელი ადამიანის უნარ-ჩვევებს, რომელიც მყარი კარიერის შექმნას აპირებს, ბევრი რამ აქვს საერთო სხვა პროფესიებთან, როგორიცაა კანონის მტკიცებულება, საკუთარი ნაშრომის სიამაყით წარდგენა და თავისუფალი კომუნიკაციის უნარი.

კარიერა ტექნიკურ სფეროში არის მოქნილი, მომგებიანი და სარგებლის მომტანი. ტექნიკური სექტორი არ არის შეზღუდული კომპიუტერულ და ციფრულ ექსპერტებში. პირიქით, ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია ჩაერთოს თუკი საკუთარ უნარ-ჩვევებს სწორად გამოიყენებს.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება!

შემოგვიერთდით აკადემიაში!

IT Academy STEP – საერთაშორისო ბრენდი!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები