; რატომ არის ინფორმაციის დაცვა მნიშვნელოვანი ჯანდაცვის ინდუსტრიაში - IT Academy STEP Tbilisi რატომ არის ინფორმაციის დაცვა მნიშვნელოვანი ჯანდაცვის ინდუსტრიაში - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

რატომ არის ინფორმაციის დაცვა მნიშვნელოვანი ჯანდაცვის ინდუსტრიაში

მსოფლიო უფრო და უფრო ნაკლებად იყენებს ქაღალდზე არსებულ ინფორმაციას. ამას აკეთებენ არა მარტო გარემოს დაცვის სურვილის მქონე ადამიანებისთვის, არამედ თითქმის ყველასთვის. ორგანიზაციების უმეტესობას ურჩევნია ინფორმაცია სისტემაში შეინახოს, ვიდრე ტონობით ქაღალდი ჰქონდეს ერთმანეთზე დაწყობილი სამუშაო ადგილზე.

ტექნოლოგიების წინსვლამ თავისი გავლენა მოახდინა ჯანმრთელობის დაცვის სფეროზეც. ზოგიერთი სამედიცინო მომსახურება ახლა ონლაინ შეგიძლიათ მიიღოთ. სხვადასხვა სახის აპლიკაციები განავითარეს პაციენტების კომფორტისთვის და ეს ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში არის დაცული. თუმცა ეს მაინც არ გვათავისუფლებს კრიმინალების თავდასხმებისგან. ტექნოლოგიების ზრდასთან ერთად, კიბერდანაშაულებიც იზრდება. იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, რომ სამედიცინო პერსონალს სწორი ინფორმაცია გააჩნია მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, გაეცანით მოცემულ სტატიას.

პაციენტის ინფორმაცია

საავადმყოფოებისთვის, კლინიკებისთვის და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისგან შეგროვილი ინფორმაციებით გააკონტროლონ მათი სამედიცინო ისტორია. გთავაზობთ სამედიცინო მიზნებისთვის თავმოყრილ ზოგად ინფორმაციას:

პაციენტის სახელი/გვარი

დაბადების თარიღი

მისამართი

საკონტაქტო ნომერი

ბარათის ნომერი

სამედიცინო დაზღვევა

ჯანმრთელობის დაცვის მონაცემთა დაცვა

Hhs.gov. -ის თანახმად, „ინფორმაციის უსაფრთხოება არის ინფორმაციის და საინფორმაციო სისტემების დაცვა არაკანონიერი წვდომის, გამოყენების, გამოააშკარავების, დარღვევის, შეცვლის ან განადგურებისგან“. მონაცემების დაცვა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მისი მოგროვება.

რატომ არის საჭირო დაცვა?

1 პირადობის მონაცემების მოპარვის თავიდან აცილების მიზნით

ჯანმრთელობის ინდუსტრია არ არის გათავისუფლებული კიბერ თავდასხმებისგან. სინამდვილეში, კიბერკრიმინალების უმეტესობის ამოცანაა  სარგებლის მიღება, რადგან საავადმყოფოებს ჩვეულებრივ დაბალი უსაფრთხოება აქვთ. ჰაკერები იპარავენ პაციენტის ინფორმაციას ორგანიზაციის ვებსაიტის გატეხვით ან ფიშინგ კამპანიების წარმოებით პაციენტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე. მოპარულ ინფორმაციას იყენებენ ყალბი პირადობების შესაქმნელად რომ მათი გამოყენებით შეიძინონ სამედიცინო აღჭურვილობა ან გამოიყენონ სამედიცინო დაზღვევა სხვა ადამიანების ხარჯზე.

2 პაციენტის უსაფრთხოების მიზნით

როგორც ზევით ვახსენეთ, ზოგიერთი კიბერკრიმინალი იყენებს სამედიცინო დაზღვევას სხვების ხარჯზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საფრთხეშია არა მხოლოდ თქვენი სამედიცინო ხარჯები, არამედ პაციენტის ჯანმრთელობაც, რომელიც სამედიცინო ისტორიისთვის ვერ შეიცვლება. არასწორმა ინფორმაციამ ექიმები შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს პაციენტის მოპარული პირადობის გამო. ასეთმა შეცდომებმა შეიძლება ფატალური შედეგებიც კი გამოიწვიოს თუ პაციენტს არასწორ დიაგნოზს დაუსვამენ.

3 საავადმყოფოების და ჯანმრთელობის დაცვის სფეროს თანამშრომლების რეპუტაციისთვის

იმის გარანტია, რომ პაციენტების ინფორმაცია დაცულია მხოლოდ ადამიანებს კი არ დაიცავს, არამედ საავადმყოფოს რეპუტაციასაც აამაღლებს. ნეგატიური გამოცდილება პოზიტიურ გამოხმაურებად ვერ გადაიქცევა. ამიტომ აუცილებელია ნდობის შენარჩუნება ჯანმრთელობის დაცვის სფეროს თანამშრომლებსა და მათ პაციენტებს შორის.

პრევენციული ღონისძიებები ჰაკერების წინააღმდეგ

ჯანმრთელობის დაცვის ინდუსტრიაზე კიბერ თავდასხმების პროცენტულობის გაზრდის გამო, საჭირო ზომებს იღებენ რომ შენახული ინფორმაცია დაცული იყოს, სანამ დარწმუნდებიან რომ ისინი HIPAA კონფიდენციალობის წესებს იცავენ. უბრალოდ ანტივირუსის პროგრამის დაყენება კომპიუტერში ვერ უზრუნველყოფს სრულ უსაფრთხოებას.

ინფორმაციის დაცვის ერთადერთი ძირითადი გზა არის მონაცემების შიფრაციის მეთოდი. ეს არის მარტივი ტექსტის კოდის ან საიდუმლო გასაღების თარგმნის ტექნიკა. მონაცემთა შიფრაცია შეიძლება რთულ პროცესად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის ძალიან დაგეხმარებათ მონაცემების დაკარგვის პრევენციაში.

კიდევ ერთი გზა რასაც ჯანმრთელობის სფეროს ორგანიზაციები აკეთებენ არის ის, რომ ისინი ზღუდავენ მონაცემების შეცვლის და გადაცემის მოქმედებებზე წვდომას. უმეტეს შემთხვევებში, მონაცემებზე წვდომა სამედიცინო იერარქიაზეა დამოკიდებული. სამედიცინო დირექტორებს სრული წვდომა უნდა ჰქონდეთ სისტემაზე, ხოლო დაბალი რანგის პერსონალს ან სტუდენტებს მხოლოდ დათვალიერება უნდა შეეძლოთ ან წვდომა საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ. სისტემაში შესვლის პაროლებიც კონფიდენციალური უნდა იყოს.

და მათ, ვისაც აქვს წვდომა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, პრაქტიკული ანალიტიკა და ავტორიზაციის გაძლიერება დაეხმარებათ საშიში ნიმუშების იდენტიფიცირებაში. მრავალფაქტორიანი ავტორიზაცია მხოლოდ პაროლს არ მოიცავს, ის ზრდის უსაფრთხოების ეფექტურობას სისტემაზე და კომპიუტერულ ქსელზე.

ჯანმრთელობის დაცვის ინდუსტრია ახლა ძალიან დაუცველია ჰაკერებისგან. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების პოვნა და თქვენი ორგანიზაციის ინფორმაციის დაცვის გაძლიერება, იმისთვის რომ შემცირდეს კიბერკრიმინალების თავდასხმის რისკი.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*

 

 


ახალი ამბები