; რატომ არის პროგრამირების ენა "R" საუკეთესო დატა მეცნიერებისთვის - IT Academy STEP Tbilisi რატომ არის პროგრამირების ენა "R" საუკეთესო დატა მეცნიერებისთვის - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

რატომ არის პროგრამირების ენა “R” საუკეთესო დატა მეცნიერებისთვის

საწყისი ეტაპიდან, პროგრამირების ენა R არის ერთერთი წამყვანი უპირატესობა დატა მეცნიერების, მკვლევარებისთვის და სტატისტიკოსებისთვის. R არის GNU პაკეტი, რომელიც გამოჩნდა 1993 წლის ბოლოს. ის უფასო პროგრამული უზრუნველყოფაა სტატისტიკური გამოთვლისთვის. ბოლო წლებში R-ის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა მონაცემთა ანალიტიკის სფეროში პროგრესის გამო.

მონაცემთა მეცნიერება დღითიდღე ვითარდება, ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მონაცემთა მეცნიერება ბიზნეს ანალიტიკის მომავალია. ასეთ კონკურენტულ გარემოში არავის არ უნდა თავის კონკურენტს ჩამორჩეს. აქედან გამომდინარე არც ის უნდა ვინმეს, არასწორ ინსტრუმენტებში დრო დახარჯოს. თუ გსურთ, რომ ერთი თავით ყოველთვის მაღლა იდგეთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ თუ რომელი ინსტრუმენტია თქვენი სამუშაოსთვის საუკეთესო. წარმოგიდგენთ რამდენიმე პუნქტს, რომელიც ადასტურებს, რომ R არის პროგრამირების საუკეთესო ენა მონაცემთა მეცნიერებისთვის.

  1. R არის მონაცემთა მეცნიერება არა კომპიუტერული მეცნიერებისთვის

თუ გამოიკვლევთ მაღალი დონის მონაცემთა მეცნიერების ინსტრუმენტებს, ძირითადად  ორ არჩევანს იპოვით R-ს და Python-ს. პითონი არის პროგრამირების ენა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებისთვის მათემატიკის, სტატისტიკის და მანქანების შესწავლის ცოდნით. მას არ აქვს ბიბლიოთეკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი საგნებისთვის იმ საგნების მიმართ, როგორიცაა ეკონომეტრიკა და კომინუკაციის სხვადასხვა ინსტრუმენტები, მაგალითად რეპორტინგი.

რადგან ბიზნესისთვის მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებული ხალხის უმრავლესობას ბიზნესის საფუძველი აქვს, ვიდრე დეველოპინგის და პროგრამირების, პითონის შესწავლა მათთვის გამოწვევაა, რომელსაც არ აქვს ასეთი მხარდაჭერა ეკონომეტრიკისთვის. ბიზნესის და ფინანსების ქმედებებში შედის ასევე კომუნიკაცია, რომელიც ინფოგრაფიკის, რეპორტების და ინტერაქტიული აპლიკაციების ფორმით არის. აშკარაა, ამ ორის მხარდაჭერას პითონი კარგად ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ ჩვენ უნდა განვიხილოთ ჩვენი მეორე არჩევანი R-ი.

R-ი არის სტატისტიკური პროგრამირების ენა, რომელსაც აქვს ბიბლიოთეკების მხარდაჭერა ML-თვის, სტატისტიკისთვის და მონაცემთა მეცნიერებისთვის. R საუკეთესოა მონაცემთა მეცნიერებისთვის ბიზნესში, რადგან იგი მთლიანად თავის თავზე იღებს სიღრმისეულ მხარდაჭერას სპეციფიური თემების პაკეტებისთვის და კომუნიკაციის ინფრასტრუქტურას. ამის გარდა, R-ს აქვს პაკეტების ან ფინანსებისთვის, ეკონომეტრიკისთვის ბიბლიოთეკების მხარდაჭერა, რომელიც აქტიურად გამოიყენება ბიზნეს ანალიტიკისთვის, ის ინტერაქტიულია გამოსაყენებლად და მარტივი, პითონის სირთულეებთან შედარებით.

  1. R-ის სწავლა ადვილია “Tidyverse”-ის გაცნობის შემდეგ

დასაწყისში R-ი მიიჩნეოდა სასწავლად როგორც ერთერთი ყველაზე რთული ენა და შესაბამისად არათანამიმდევრული, რადგან იმ პერიოდში სტრუქტურა და პროცედურა მაღალ პრიორიტეტული არ იყო, როგორც ეს პროგრამირების სხვა ენებში იყო. მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვალა, როცა Tidyverse-ი შემოვიდა. ეს არის პაკეტების და ინსტრუმენტების კომპლექტი, რომლებიც უზრუნველყოფენ მუდმივ სტრუქტურულ პროგრამულ ინტერფეისს.

“dplyr” და “ggplot2” ინსტრუმენტების შემოსვლის შემდეგ, შესწავლის სირთულებიი გაცილებით შემცირდა. დროთა განმავლობაში რაც R-ი ვითარდებოდა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროგრამული ინტერფეისი, ის უფრო და უფრო სტრუქტურული და თანმიმდევრული გახდა, Tidyverse-ი უფრო მეტად ეფექტურია, რომელიც შეიცავს მხარდაჭერის პაკეტებს მანიპულაციისთვის, ვიზუალიზაციისთვის, იტერაციისთვის, მოდელირებისთვის და კომუნიკაციისთვის. ამ ყველაფერმა R-ი მარტივად შესასწავლ ენად გადააქცია.

  1. R-ი უმთავრესად ბიზნესისთვის არის

R-ის ყველაზე დიდი უპირატესობა პროგრამირების სხვა ენებთან მიმართებაში ის არის, რომ მას შეუძლია აწარმოოს ბიზნესისთვის მზა რეპორტები, ინფოგრაფები და აპლიკაციები ML კვებით. სხვა არც ერთი ინსტრუმენტი ისეთი ეფექტური არ არის ბაზარზე, როგორც R-ი. ორი თვისება , რომელსაც ხაზს ვუსვამთ არის “RMARKDOWN” და “shiny”.

RMARKDOWN ” არის framework-ი, რომელიც ქმნის რეკონსტრუქციულ რეპორტებს, რომელმაც დიდი გზა გამოიარა ბლოგების, პრეზენტაციების, ვებ საიტების, წიგნების, ჟურნალების და ბევრი სხვა რამის შექმნამდე. ეს ინსტრუმენტი მხოლოდ სალაპარაკოდ არ არის, მას ბევრი მენეჯმენტ ფირმა იყენებს რეპორტების მოსამზადებლად, თავიანთი ფირმებისთვის ბიზნეს ანალიტიკისთვის. ისინი ამ შესანიშნავი framework-ის გამოყენებით თავიანთი მიღწევების კომერციალიზაციასაც კი აკეთებენ.

“Shiny”  არის framework-ი, რომელსაც შეუძლია ინტერაქტიული ვებ აპლიკაციების შექმნა, R კვებით. ეს არის ფართოდ გამოყენებული framework-ი, რადგან თითქმის ყველა პროექტი მოითხოვს ისეთ ვებ საიტებს, სადაც შედეგები ჩანს. ამიტომ shiny საკმაოდ გამოსადეგი ინსტრუმენტია.

  1. R-ი არის საუკეთესო უნივერსალი

ტერმინი R, როგორც ძლიერი, სინამვილეში შემცირებული წარმოდგენა არის იმ ძალის, რომელსაც ის ფლობს. ბიზნესის პერსპექტივის მხრივ, ის არის ექსელი სტეროიდებზე და ა.შ. R მხოლოდ ძლიერი არ არის, ის ჭკვიანიც არის. მას ძლიერი ინფრასტრუქტურა აქვს. ის ბევრ ალგორითმს ახორციელებს, მათ შორის უახლეს მანქანების შესასწავლ პაკეტს (H2O) TensorFlow დეტალურად სწავლების პაკეტებს, xgboost top Kaggle ალგორითმებს და ბევრი სხვებს.

Tidyverse ინფრასტრუქტურა, ჩვენ უკვე ბევრი ვისაუბრეთ მის შესახებ, მაგრამ ეს ინფრასტრუქტურა R ენის ძირითადი ძალაა, რადგან ის აპლიკაციის ეკოსისტემას საშუალებას აძლევს განვითარდეს უფრო შესაფერისი და სტრუქტურული მიდგომის გამოყენებით, რომელიც მუდმივია. მას აქვს ისეთი ბიბლიოთეკები, როგორიცაა  “dpylr”, “tidyr”, “stringr”, “lubridate”, “forcats” და ბევრი სხვა, რაც გაცილებით ამარტივებს განვიტარების პროცესს.

ამიტომ არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ R არის უნივერსალი.

  1. საზოგადოების მხარდაჭერა

ნებისმიერი პროგრამული ენისთვის ან ინტერფეისისთვის მისი საზოგადოების მხარდაჭერა რომ უფრო მეტი იყოს, საჭიროა ის იყოს ყველაზე მაღალი დონის. თუ პროდუქტი საუკეთესოა, მაგრამ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს, მას სავარაუდოდ არ გამოიყენებენ, რადგან არც დამხმარე ეყოლება და არც რეფერენტი. სხვა ყველაზე ცნობილი ენის მსგავსად, R-ს საზოგადოების უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს. ის არის ტექნიკის ენთუზიასტი ხალხის ჯგუფი სწავლის და შესწავლილის გადმოცემის ძლიერი სურვილით. საზოგადოების შენარჩუნება ყოველთვის მხიარულ გარემოში ხდება, ყველა კითხვას მშვიდად და სწრაფად სცემენ პასუხს. დამწყებებს დახმარების ხელს უწვდიან, ყველაფერი, რაც დამწყებებს სჭირდებათ უკვე წარმოდგენილია. ეს არის ძლიერი საზოგადოების მხარდაჭერის ყველაზე მაგარი მხარე.

ყველა ეს თვისება R-ს გამოარჩევს, როცა საქმე მონაცემთა მეცნიერების ბიზნეს ანალიტიკამდე მიდის. ამ ტექნოლოგიამ მწვანე შუქი მიიღო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მისი ახლა შესწავლა დამწყებთათვის, წინამორბედი დეველოპერებისთვის ან ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვს პროგრამირების გამოცდილება, კარგი იქნება.

 

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები