; რატომ იწვევს ზედმეტი ენთუზიაზმი გადაწვას? - IT Academy STEP Tbilisi რატომ იწვევს ზედმეტი ენთუზიაზმი გადაწვას? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

რატომ იწვევს ზედმეტი ენთუზიაზმი გადაწვას?

ალბათ თქვენც გსმენიათ ერთერთი ძველი რჩევა „თუ იმას აკეთებ, რაც გიყვარს, არასდროს არ მუშაობ“. ეს მშვენიერი იდეაა, მაგრამ მითია.
სამუშაოს, რომელიც გვიყვარს თუ ისე მივიჩნევთ, თითქოს „არ ვმუშაობთ“, გვიჩნდება რწმენა, რომ თუ ასე ძალიან გვიყვარს, მეტი უნდა გავაკეთოთ – ყოველთვის ყველაზე მეტი. ვის სჭირდება დასვენების დღე, როცა სინამდვილეში არ მუშაობთ?! არსებობს მცირემასშტაბიანი ინდუსტრია, რომელიც ამ აზრის გავრცელებას უწყობს ხელს წიგნებით, მოლაპარაკებებით. დაბალი ხარისხის მაღაზიებიც კი არსებობს, რომლებიც ყიდიან წიგნებს წარწერებით „სამუშაო არის ნეტარება“ შეთავაზების მქონე პროდუქტს. ასეთი ტიპის მენტალიტეტი იწვევს გადაწვას, რასაც შეიძლება საშინელი ან რთულად გასარკვევი შედეგები მოჰყვეს.
როგორც სამუშაო ადგილის ექსპერტი და ადამიანი, რომელიც საერთაშორისო დონეზე საუბრობს სამუშაო ადგილის კეთილდღეობაზე, ჩემთვის ადვილია საკუთარი მისწრაფების გამოყენება თემისადმი. მე მიყვარს ჩემი სამუშაო და ამის გამო, ადვილად შემიძლია გადაღლის მსხვერპლი გავხდე. ეს ჩემი საქმის ერთერთი ირონიაა. თუმცა, მაინც არასდროს ვიტყვი, რომ თავი სამსახურში არ მგონია. ეს რთულ სასიყვარულო ურთიერთობაში მონაწილეობას უფრო ჰგავს. ერთის მხრივ ის ამაღელვებელი, მგზნებარე, მიმზიდველია. ხოლო მეორეს მხრივ, ეს ენერგიას გართმევს, მეტისმეტად გადამეტებულია და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ შესვენება მჭირდება.
ათწლეულების განმავლობაში, ტერმინი „გადაწვა“ დეპრიორიტიზებული იყო – არასწორად დასდეს ბრალი შექმნილი, პირველი მსოფლიო კრიზისის გამო, სიტუაცია სავარაუდოდ უფრო გამწვავდა ათასწლეულების და გენერალ ზერსის გამო, რომელთაც სურდათ სამუშაოს და ცხოვრების მეტი ბალანსი. სიმართლე ის არის, რომ ახალგაზრდულ ძალას ამის უფლება აქვს. და რადგან ისინი ზრდიან უფრო მნიშვნელოვანი სამუშაოს მოთხოვნილებას (იმასაც ამტკიცებენ, რომ 32%-ით ნაკლებ ანაზღაურებას აიღებენ ვაჭრობაში), გადაწვა – კონკრეტული მიზეზის მქონე გადაწვა – კვლავაც მზარდი საფიქრალი იქნება. Gallup-ის მიმოხილვით, სრულ განაკვეთზე მყოფი 7500 თანამშრომლის გამოკითხვის თანახმად, 23%-მა განაცხადა, რომ სამსახურში ძალიან ხშირად ან ყოველთვის თავს გამოფიტულად გრძნობდა, 63%-მა კი აღნიშნა, რომ ასეთ რამეს ზოგჯერ განიცდიდნენ.
ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში შეიყვანა გადაწვა, IDC – 11, და განაცხადა, რომ ეს კონკრეტულ ფენომენებს ეხება პროფესიულ კონტექსტში… სინდრომი, რომელიც კონცეპტუალიზებულია როგორც ქრონიკული სამუშაო ადგილის სტრესის შედეგი და რომელიც წარმატებით ვერ განხორციელდა… WHO-მ აღნიშნა, რომ სინდრომი სამი განზომილებით ხასიათდება: 1) ენერგიის დაქვეითების ან ამოწურვის შეგრძნება; 2) გაზრდილი გონებრივი დაშორება საკუთარი საქმისგან, ან უარყოფითობისა და ცინიზმის გრძნობა, რომელიც სამუშაოსთან არის დაკავშირებული; და 3) შემცირებული პროფესიული ეფექტურობა.
ICD – 11 შედგენილი იქნა გლობალური ჯანმრთელოის ექსპერტების რეკომენდაციების საპასუხოდ, რომლის განზრახული მიზანია დებატების დასრულება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განისაზღვროს გამოფიტვა/გადაწვა და უნდა ჩაითვალოს თუ არა ის სამედიცინო მდგომარეობად. მას ახლა გლობალურად აღიარებენ როგორც სინდრომს და არა როგორც დაავადებას, მაგრამ WHO-ს მკაფიო განმარტებამ უნდა გაზარდოს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისა და მზღვეველთა რაოდენობა, რომლებიც აღიარებენ, მკურნალობენ და მოიცავენ სიმპტომებს.
მიუხედავად იმისა, რომ გადაწვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანებზე, ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ ინდუსტრიაში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არსებობს გარკვეული დარგები და როლები, რომლებიც უფრო მაღალი რისკის ქვეშაა, ხოლო მიზნებზე ორიენტირებული სამუშაო – ეს არის სამუშაო, რომელიც ხალხს უყვარს და მისწრაფებას გრძნობს და ეს ერთერთი მათგანია. ჟურნალ Personality-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ამ ტიპის შრომას შეუძლია შექმნას შეპყრობილი და ჰარმონიული მისწრაფება, რომელიც პროგნოზირებს კონფლიქტის გაზრდას და შესაბამისად, გადაწვას. Mayo-ს კლინიკის ჩამონათვალში, გადაწვასთან დაკავშირებული რისკების სიაში, ექვსიდან ორი მათგანი ამ აზროვნებასთან არის დაკავშირებული: „თქვენ იმდენად ძლიერად აკეთებთ იდენტიფიცირებას მუშაობასთან, რომ ვერ იცავთ წონასწორობას სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის“ ან/და „თქვენ მუშაობთ დამხმარე პროფესიაში“. კანადურმა კვლევამ გააანალიზა 12 ორგანიზაციიდან 3715 თანამშრომლისგან მიღებული პასუხები და დაადგინა, რომ მიზნებზე ორიენტირებული თანამშრომლები უფრო სტრესული არიან და უფრო დაბალ ქულას ანიჭებენ კეთილდღეობას, გამძლეობას და თვითეფექტურობას, ვიდრე ისინი, ვინც არ არიან. ინტერვიუ მქონდა David Whiteside-თან, რომელსაც დაცული აქვს სადოქტორო ორგანიზაციულ ქცევაში და არის პლასტიურობის ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელი. მან აღნიშნა, რომ „მიუხედავად იმ სარგებლისა, რომ თავს თქვენს სამუშაოსთან დაკავშირებულად გრძნობთ, ჩვენი მონაცემებით გატყობინებთ, რომ ხშირ შემთხვევებში წარმოიქმნება მიზანზე ორიენტირებული სამუშაოს რეალური და გაუგებარი გართულებები, რაც თანამშრომლების ჯანმრთელობაზე აისახება და რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს გრძელვადიანი გადაწვის გამოცდილებასთან.“
მისიაზე ორიენტირებული აღმასრულებლები, არა-კომერციული თანამშრომლები, მასწავლებლები/დირექტორები, ექთნები და ექიმები ის ადამიანები არიან, რომლებსაც ყველაზე მეტად ემუქრებათ გადაწვის საშიშროება. ექიმი და პერმანენტეის ფედერაციის დირექტორი, ედვარდ ელისონი, ექიმთა გამოფიტვის მასობრივ უარყოფით გავლენაზე წერს შინაგანი მედიცინის ჩანაწერებში: „შფოთვის, დეპრესიის, უძილობის, ემოციური და ფიზიკური გამოფიტვის გარდა კოგნიტური ფოკუსის დაკარგვაც უკავშირდება ექიმის გამოფიტვას“, განაცხადა მან, „სავარაუდოდ 300-დან 400-მდე ექიმი იღუპება აშშ-ში ყოველწლიურად“ – თვითმკვლელობის მაჩვენებელი მკვეთრად მაღალია, ვიდრე ფართო საზოგადოების სიკვდილიანობის მაჩვენებელი, 40%-ით მაღალი მამაკაცებისთვის და 130%-მდე მეტი ქალებისთვის. ჰოლანდიურმა კვლევამ დაადგინა, რომ ქალი ექიმები უფრო მეტ პაციენტს უთანაგრძნობენ და შესაბამისად, მაღალია გამოფიტვის გამოცდილების დონე – ეს არის ერთი ტიპის თვითმკვლელობის საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებლის ჰიპოთეზა.
მზრუნველობის ინდუსტრიების გარდა, გამოფიტვა შეიძლება გამომჟღავნდეს მაშინ, როცა ლიდერები დიდხანს უცდიან წინსვლას, როცა აშკარა მოლოდინია, რომ პერსონალი, ფსიქიკური და ფიზიკური დაავადებების მიუხედავად უნდა მოვიდეს სამუშაოდ და როცა წარმოებაზე ორიენტირებული, დისტანციური და შიდა გაყიდვების გარემო ურთიერთობის დამყარებისკენ უბიძგებს პასიურ ადამიანებს, რის გამოც მარტოობის ზრდა იკვეთება.
ჰარმონიული და აკვიატებული ვნების დაბალანსების მცდელობისას, დოქტორი ელისონი თვლის, რომ ახდენს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, როგორიცაა ინოვაციები ხელოვნურ ინტელექტში და ავტომატიზაციაში, მაგალითად, საკუთარი ორგანიზაციის სამედიცინო აღრიცხვის გამარტივებაში დახმარების მისაღწევად. მაგრამ ტექნოლოგიების წინსვლა, ნებისმიერ ინდუსტრიაში, შეიძლება სასარგებლოც იყოს და მავნეც, განაცხადა პოზიტიური ციფრული კულტურის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ემი ბლენქსონმა. „ჩვენს ‘ყოველთვის აქტიურ’ კულტურაში, ციფრულ საზღვრებს ვებრძვით“, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვგრძნობთ, რომ გვიყვარს ჩვენი სამუშაო, განმარტა მან. აშშ-ს თანამშრომელთა 50%-ზე მეტი გრძნობს, რომ საკუთარი ელექტრონული ფოსტა 11 საათის შემდეგ უნდა შეამოწმონ, რომ მუშაობა გააგრძელონ. შედეგად, გამოფიტვა იზრდება და ჩართულობა მცირდება. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ჯანმრთელობის ინფორმაციულმა ტექნოლოგიამ გაზარდა გადაღლილობა გამოკითხულ ექიმთა 70%-ში.
მაშინ, რისი გაკეთება შეუძლიათ ლიდერებს, რათა საკუთარ ორგანიზაციებში მიზნებზე ორიენტირებული თანამშრომლები არ დაიტანჯნონ? დოქტორი ელისონი ხაზს უსვამს იმას, რომ მათ შეუძლიათ შეამსუბუქონ „ყოველთვის ჩართული“ აზროვნება იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ შემთხვევაში მისწრაფება ორმხრივად მახვილი ხდება. „თუ თქვენ ძალიან შთაგონებული ხართ იმის გასაკეთებლად, რასაც აკეთებთ, მაშინ ნამდვილად არ გამოგივათ საზღვრების დაწესება.“ ჩვენ უნდა ვასწავლოთ ხალხს, რომ საზღვრების დაწესება კარგია. ეს არ არის ეგოისტობა. ეს სინამდვილეში თავის დაუზოგაობაა. ეს საშუალებას მოგცემთ იყოთ უფრო ეფექტური იმაში, რასაც აკეთებთ და უკეთ შეძლებთ საქმის შესრულებას.
პროფესიონალი ფსიქოლოგი და Also Human-ის ავტორი, დოქტორი კეროლინ ელტონი, ადასტურებს, რომ ლიდერების პასუხისმგებლობაა „დაიცვან თავიანთი პერსონალის კეთილდღეობა“. იგი გვთავაზობს სპეციფიურ ტაქტიკას, რომელიც მოიცავს „არაპირდაპირი მაჩვენებლების“ მონიტორინგს, როგორიცაა თანამშრომლების არყოფნა და საქონელბრუნვა, ასევე მკაფიო პოლიტიკის გატარებას ისე, რომ ბულინგი, ძირის გამოთხრა და განგაშის ატეხვაც კი შეუძლებელია მოგვარდეს ისე, რომ ადამიანებს სამსახურის დაკარგვის შეგრძნება არ ჰქონდეთ. დოქტორმა ელტონმა აშკარად განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ თვით-შეგნება და საკუთარი საქმიანობა მნიშვნელოვანია, გადაღლილმა თანამშრომლებმა საკუთარ თავზე არ უნდა აიღონ ამ პრობლემის გადაჭრის ტვირთი. იგი თვლის, რომ ეს სისტემური საკითხია და შესაძლოა ლიდერებმა მოისურვონ ‘R’ სიტყვის ჩახშობა – მდგრადის – რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს უნდა შეეძლოთ გამოფიტვის თავიდან აცილება ან საკუთარი ძალებით მასთან გამკლავება. ახლა როცა WHO-მ ჩამოაყალიბა გადაღლილობის აშკარა განსაზღვრება და ის ლეგიტიმურ საფრთხედ აღიარა, ორგანიზაციებს შეუძლიათ ფოკუსირება მოახდინონ შეფასებაზე, პროგრამირებაზე და დამხმარე საშუალებებზე, რომლებიც აღმოცენდება სინდრომის აღნიშვნიდან.
დღის ბოლოს, ყველას სურს სახლში წავიდეს და პირად ცხოვრებას დაუბრუნდეს შთაგონების შეგრძნებით და ენერგიით, მიზანმიმართულ საქმიანობაში ნაყოფიერი ჩართულობის შემდეგ.
ეს აშკარად სჯობს ერთფეროვნებას და მოწყენილობას, რამაც შეიძლება ასევე გადაღლილობა გამოიწვიოს. მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ: როცა იგრძნობთ, რომ თქვენი სამუშაო ენთუზიაზმი – ან იმას, რომ თქვენი თანამშრომლებისთვის ეს ყველაფერი შრომატევადია, ალბათ დროა დაისვენოთ ან მათ შესთავაზოთ დასვენება, გამოცდილებას მოაქვს ყველაფერი,  მარტო მცდელობით, თანამოაზრეების გარეშე, მოკლე დროში ვერ შეძლებთ იმის გათავისებას, რაც აუცილებლად დაგჭირდებათ სამსახურში. სწორედ ამიტომ გთავაზობთ – არ დაკარგოთ დრო უქმად, შემოგვიერთდეთ და შეისწავლოთ ყველაფერი, რაც დაგეხმარებათ წარმატებისკენ სავალ გზაზე, სადაც უბრალოდ შეუცვლელი პროფესიონალი იქნებით. სულ რაღაც 2,5 წელიწადში თქვენ აითვისებთ რამდენიმე დამატებით პროფესიას. ეს კი იმის გარანტია იქნება, რომ თქვენ გახდებით მოთხოვნადი, წარმატებული პროფესიონალი

ჩვენ ვართ თქვენი გარანტი, რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო ბრენდი IT აკადემია STEP

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები