; რატომ უნდა გახდე პროგრამისტი? - IT Academy STEP Tbilisi რატომ უნდა გახდე პროგრამისტი? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

რატომ უნდა გახდე პროგრამისტი?

ევროპასა და ამერიკაში, გავლენიანი გამოცემები ფიქრობენ, რომ 10-20 წელიწადში რობოტები და კომპიუტერები ადამიანების მიერ შესრულებული სამუშაოს მინიმუმ 50% შეასრულებენ.
თუმცა, ტექნოლოგიების განვითარება თავის მხრივ გაზრდის ცალკეულ სექტორებში დასაქმებული ადამიანების რიცხვს. ამასთან, დასაქმებულებს დამატებითი უნარების გამომუშავება მოუწევთ ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით.

 

პროფესიები, რომელიც მალე უფრო მოთხოვნადი გახდება:
– პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი (პროგრამისტი), კომპიუტერული სისტემების ანალიტიკოსი, ბაზრის მკვლევარი და მარკეტინგის სპეციალისტი. აღნიშნული პროფესიის მქონე ადამიანების რიცხვი 2024 წლამდე, დაახლოებით, 5-ჯერ გაიზრდება. ამ პროფესიის დასაუფლებლად ტექნოლოგიების და კომპიუტერული აზროვნების უნარი იქნება მნიშვნელოვანი.
– სამედიცინო ინჟინერი, ფიზიოთერაპევტი, ერგონომიკის ექსპერტი განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდება.
– მოთხოვნა გაიზრდება გაყიდვებისა მომსახურების სფეროს თანამშრომლებზეც.

გაჩნდება ახალი პროფესიები, როგორიც არის:
– ვირტუალური გარემოს დიზაინერი – აერთიანებს, არქიტექტურის დიზაინს, რედაქტორის საქმეს და ფსიქოლოგიას.
– რობოეთიკის ადვოკატი – აერთიანებს, კომუნიკაციების სფეროს, ფილოსოფიას, ეთიკას და სოციოლოგიას.
– კულტურის ციფრული-კომენტატორი – აერთიანებს, ხელოვნების ისტორიას, ბიზნესის მართვას, პიარს და მარკეტინგს.
– ფრილანსერი ბიოჰაკერი – აერთიანებს, ბიოლოგიურ მეცნიერებებს, სამედიცინო მეთოდოლოგიას, მონაცემთა ანალიზს

 

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანიამ BBC გამოაქვეყნა სტატია სათაურით “სამსახურების მომავალი თაობა არ იქნება პროფესიებზე დამყარებული”, სადაც გამოთქმულია მოსაზრება, რომ კონკრეტული პროფესიები მომავალში აქტუალურობას დაკარგავს. მასში ნათქვამია, რომ ახალგაზრდებმა ნაკლებად უნდა იფიქრონ სამუშაოსა და კარიერაზე და მეტი ყურადღება გამოწვევებსა და პრობლემებს მიაქციონ. მომავალ წლებში ადამიანები სულ უფრო იშვიათად დაუთმობენ დროს თავიანთი როლის განსაზღვრას სამუშაო ადგილზე და უფრო ხშირად მოუწევთ ახალი უნარჩვევების ათვისება იმისთვის, რომ მოთხოვნადი კადრი გახდნენ. მას მიაჩნია, რომ ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მიზანდასახული კარიერის შესაქმნელად, რომელიც სამსახურების ნაცვლად, პროექტების ერთობლიობა უფრო იქნება.

 

კიდევ ერთი, გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Guardian მსჯელობს, არსებული პროფესიებიდან, რომელი შეძლებს იარსებოს 2050 წლისთვის. პროგნოზირებენ, რომ მომავალში დასაქმებულები იქნებიან ისინი, ვისაც ტექნიკური განათლება და ადაპტაციის ძლიერი უნარი აქვს, რადგან სამუშაოების უმეტესობა მრავალპროფილიანი გახდება. ადამიანებს კვალიფიკაციის ამაღლება ყოველდღიურად მოუწევთ, რაც სამუშაო ძალის ავტომატიზაციით იქნება გამოწვეული – ბევრი პროფესია, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, უბრალოდ, აქტუალური აღარ იქნება. აქვე ნათქვამია, რომ ფრილანსერული პოზიციები უფრო მოთხოვნადი გახდება და აღნიშნულია, რომ საფრთხის ქვეშ შესაძლოა ისეთი პროფესიებიც კი მოექცნენ, რომლებიც შემოქმედებით აზროვნებას მოითხოვს, რადგან ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, კომპიუტერებს იოლად შეეძლებათ დაწერონ მუსიკა და მოთხრობებიც კი…

 

ცხადია, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, გარკვეული პროფესიები მოძველდება – ტექნოლოგიური პროგრესის გამო მათი გაქრობა ახალ მოვლენას არ წარმოადგენს – ამ მოვლენას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღნიშნული პროგრესი დღემდე ახალი პროფესიების შექმნის საჭიროებასაც ქმნიდა. პროფესიონალები ამბობენ, რომ მომავალში პროგრამისტის და რობოტების დიზაინერის პროფესია ყველაზე აქტუალური გახდება, რაც, აღნიშნული ცვლილებების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა

ახალი მედია პლატფორმების გამოყენება, ეფექტური კომუნიკაცია, სოციალური და ემოციური ინტელექტი იქნება ის უნარები, რომელსაც ზემოთ აღნიშნული პროფესიის მქონე ადამიანები უნდა ფლობდნენ. ადამიანს რობოტისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევა მოუწევს, შედეგად კი წლებთან ერთად, მსოფლიოს დასჭირდება სულ უფრო მეტი პროგრამისტი.


ახალი ამბები