; რატომ უნდა ისწავლოთ პროგრამირების ენა სვიფტი? - IT Academy STEP Tbilisi რატომ უნდა ისწავლოთ პროგრამირების ენა სვიფტი? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

რატომ უნდა ისწავლოთ პროგრამირების ენა სვიფტი?

სვიფტი ახალი და ინოვაციური პროგრამირების ენაა. ის ფართოდ გამოიყენება აპლიკაციების გასავითარებლად IOS ოპერაციულ სისტემაზე (აიფონის, აიპოდ თაჩის და აიპად მოწყობილობების ოპერაციული სისტემა). სვიფტზე მომუშავე აპლიკაციები ელვისებური სისწრაფით მუშაობენ. როგორც გამოცდილ ასევე დამწყებ კომპიუტერულ პროგრამისტებს,  შეუძლიათ ადვილად შეისწავლონ სვიფტი…

Github-ის მიხედვით სვიფტი პროგრამირების 10 ყველაზე პოპულარულ ენებს შორისაა მსოფლიოში. ეს შესანიშნავი მიღწევაა ახალბედა ენისთვის. ის შეიქმნა Objective-C-ზე დაყრდნობით და გაუმჯობესდა აპარატურის დამუშავების პროცესის წინსვლის გამო

რატომ ვისწავლოთ სვიფტი?

  1. სვიფტის პროგრამისტები უსაზღვროდ მოთხოვნადები არიან

ეს არის პროგრამირების ენა, რომელიც ქმნის Apple Inc აპლიკაციებს. ანდროიდის ოპერატიულ სისტემას მასიური მსოფლიო ბაზრის წილი აქვს, მაგრამ Apple-ს ერთ მილიარდზე მეტი აიფონის მომხმარებელი ჰყავს

რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი აპლიკაციების დეველოპერია საჭირო ოპერაციული სისტემისთვის აპლიკაციის შესაქმნელად. მოთხოვნამ ფრილანს სამუშაო ბაზარზე პიკს მიაღწია. რადგან სვიფტი ერთგვარი სიახლეა და  ბევრმა კომპიუტერულმა პროგრამისტმა არ იცის ეს ენა, იმ დონეზე როგორც ამას დიდ კომპანიებში მოითხოვენ. ამიტომ დამწყებმა პროგრამისტებმა უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, ისწავლონ და შეავსონ სვიფტის გამოცდილი პროგრამისტების დანაკლისი სამუშაო ბაზარზე.

  1. პროგრამირების ენა სვიფტი ღია და უფასო წყაროა

მოგეხსენებათ, რომ Apple-ის პროგრამების უმრავლესობა დახურული სისტემაა. საკვირველი ის იყო, სვიფტის დებიუტის შემდეგ, ის ღია წყარო გახდა. ეს დეველოპერებისთვის მასიური ნაბიჯი იყო, რადგან მათ შეეძლოთ უფასოდ შეეტანათ წვლილი ამ ენის განვითარებაში და ის უკეთეს და ეფექტურ ენად ექციათ.

კონტრიბუტორები წარმოადგენენ ბაგების აღმოფხვრებს და ფუნქციების გაუმჯობესებებს, ამიტომ ის არასდროს არ გახდება წამგებიანი. Swift.org პლათფორმის საზოგადოება მზად არის პასუხი გასცეს ახალგაზრდა კონტრიბუტორების შეკითხვებს. პროგრამისტს შეუძლია უამრავი ინფორმაცია მიიღოს ამ საზოგადოებიდან და საკუთარი წვლილიც შეიტანოს, რაც უკვე დიდი მიღწევა იქნება.

  1. სვიფტი სწრაფია

 Apple ამტკიცებს რომ სვიფტის ალგორითმების ძიების შედეგი 2.6-ჯერ უფრო სწრაფია Objective-C-თან შედარებით. მას შეუძლია სწრაფად გადაანაწილოს ხანგრძლივი ამოცანები, როგორიცაა მაგალითად წერტილ მძიმის დასმა ხაზის გამყოფებში უფრო რეაგირებადი გარემოს განსავითარებლად.

სისწრაფის გარდა, მას პროგრამირების ბევრი სხვა ენებისგან განსხვავებით აქვს განვითარებული კოდის მახასიათებლები. პროგრამისტს შეუძლია ისეთი მახასიათებლების ნახვა, როგორიცაა closures, generics, iterators და მრავალჯერადი დაბრუნება. გამოცდილმა პროგრამისტმა იცის თუ რატომ არის დიდი უპირატესობა პლათფორმის განვითარება მაღალი სიჩქარით პროგრამირების ისეთ ენაზე, როგორიცაა სვიფტი.

  1. პროგრამირების ენა სვიფტი ადვილი სასწავლია

კომპიუტერული პროგრამისტები, რომლებიც კოდის წერას იწყებენ, მუდმივად დილემაში არიან. ისინი ფიქრობენ თუ რომელი ენის სწავლა იქნება უკეთესი. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ პროგრამისტების უმრავლესობა თვითნასწავლია, მათთვის მარტივი პროგრამირების ენა უფრო მისაღებია. მას ადვილად სწავლობენ და აპლიკაციებსაც რაც შეიძლება მალე ქმნიან.

Apple-ი ცნობილია სიმარტივით და პროდუქტების ლამაზი დიზაინით. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სვიფტზე. ის შეიქმნა ისეთივე სიმარტივეზე დაფუძნებით, როგორც პითონი. ეს ენა არა მხოლოდ დამწყები პროგრამისტებისაა განკუთვნილი, არამედ პროფესიონალი დეველოპერებისთვისაც

  1. სვიფტი უფრო უსაფრთხო და საიმედოა

სვიფტის დეველოპერები აქცენტს აკეთებენ ენის უსაფრთხოებაზე. აპლიკაციები, რომლებსაც ამ ენაზე ქმნით ძალიან საიმედოა და თითქმის გამორიცხულია სადმე დაუცველ კოდს წააწყდეთ. მას აქვს ერთერთი საუკეთესო მეხსიერების მართვის სისტემა, ამიტომ იშვიათია შემთხვევები, როცა მონაცემების განთავსება ვერ მოახერხოთ ან იპოვოთ მეხსიერების არასწორი განაწილება. მონაცემები, რომლებიც არ უნდა შეიცვალოს, არ იცვლება.

  1. სვიფტი არის Apple-ის მომავალი

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პროგრამირების ენა სვიფტი შესამჩნევად გაუმჯობესდა და მნიშვნელოვან ზღვარს მიაღწია. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ინტეგრირებული იქნება Apple-ის მიერ ნაწარმოებ მომავლის პროდუქტებში. რადგან უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ერთიანდება Apple-ის ოჯახში, უმჯობესია ისწავლოთ სვიფტი და დააკმაყოფილოთ ამ ენაზე გაზრდილი მოთხოვნები. იზრუნეთ მომავალზე, შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები