რატომ უნდა ისწავლოთ პროგრამირების ენა დარტი? - IT Academy STEP Tbilisi რატომ უნდა ისწავლოთ პროგრამირების ენა დარტი? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

რატომ უნდა ისწავლოთ პროგრამირების ენა დარტი?

როდესაც საქმე აპლიკაციის განვითარებას ეხება, Javascrip-ი პროგრამირების საუკეთესო ენაა. თუმცა, პროგრამირების ყველა ენის მსგავსად, მასაც უამრავი პრობლემა აქვს. თუ ის დეველოპერი ბრძანდებით, რომელსაც არ უყვარს ჯავასკრიფტი და ალტერნატივას ეძებს, მაშინ თქვენი პირველი არჩევანი პროგრამირების ენა, დარტი უნდა იყოს. ეს არის პროგრამირების ახალი ენა, რომელიც Google-მა შექმნა 2007 წელს, მაგრამ ოფიციალურად 2017 წელს გამოუშვა.

დარტი პროგრამირების სულ ახალი ენაა და დღითი დღე პოპულარული ხდება. ის არის მასშტაბური ენა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტივი სკრიფტების ან სრული აპკლიაციების დასაწერად. მნიშვნელობა არ აქვს მობილურ აპლიკაციას ქმნით, ვებ აპლიკაციას თუ ბრძანებების შემცველ სკრიფტს, შეგიძლიათ ეს ყველაფერი დარტის გამოყენებით გააკეთოთ. ის არის ადვილი, პროდუქტიული, სწრაფი და პორტატული ენა, რომელიც იყენებს მთლიანად ობიექტზე ორიენტირებულ მიდგომას და C სტილის სინტაქსს სიმარტივისთვის და მიდგომისთვის.

მოდით შევხედოთ მარტივ პროგრამას დარტის ენაზე:

// Define a function.
printNum(int aNumber) {
print(‘The number is $aNumber.’); // Print to console.
}
// This is where the app starts executing.
main() {
var number = 42; // Declare and initialize a variable.
printNum(number); // Call a function

 

დარტზე პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები.

სანამ განვიხილავთ თემას თუ რატომ უნდა ისწავლოთ პროგრამირების ენა დარტი, მოდით გამოვყოთ ამ ენის ძირითადი მახასიათებლები. ესენია:

1. მთლიანად ობიექტზე ორიენტირებული

პროგრამისტები მოელიან რომ პროგრამირების ენაში დარტი, კლასები უნდა გამოიყენონ. ეს არ ჰგავს ჯავასკრიფტს, რომელიც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ან არ გამოიყენოთ კლასები. მას აქვს ინტერფეისების, შერევის, აბსტრაქტული კლასების, შეცვლილი გენერიკის, სტატიკური ბეჭდვის და ხმის ტიპის სისტემის მხარდაჭერა.

2. თაიპების გამოცხადების არჩევითობა

თუ პროგრამირების ენების უმრავლესობაში ტიპების გამოცხადება უნდა მოხდეს ან არ უნდა მოხდეს, დარტის ენაში ტიპების გამოცხადება არჩევითია. ეს ენა საშუალებას გაძლევთ გამოაცხადოთ ცვლადების ტიპი ან შეგიძლიათ გააგრძელოთ ცვლადის გამოყენება მისი გამოცხადების გარეშე. ეს არ ჰგავს ჯავასკრიფტს, რადგან ის არის ენა, სადაც არ ხდება ტიპების გამოცხადება.

3. შეთავსებადია ჯავასკრიფტთან

შეგიძლიათ დარტის კოდის კომპილაცია გააკეთოთ ჯავასკრიფტზე და ამუშაოთ დარტის აპლიკაციები ნებისმიერ თანამედროვე ბრაუზერში.

4. იზოლაციები

ნაკადის ნაცვლად დარტის ენა იყენებს იზოლაციებს დაპარალელებისთვის, იზოლაციებს სინამდვილეში მეხსიერების განაწილება არ შეუძლიათ. ისინი ინფორმაციას შეტყობინებებით გადასცემენ.

ამ მახასიათებლებით უფრო გაგიადვილდებათ იმის გაგება თუ რატომ უნდა იფიქროს ნებისმიერმა მონდომებულმა პროგრამისტმა დარტის ენის შესწავლაზე.

 

5. მიზეზი იმისთვის, თუ რატომ უნდა ისწავლოთ პროგრამირების ენა დარტი

1. სასწავლად ადვილია

თქვენ რა თქმა უნდა არ გსურთ პროგრამირების ისეთი ენის შესწავლა, რომლის გასაგებად საუკუნე დაგჭირდებათ. ასეთ სიტუაციაში დარტის ენა ნამდვილად დაგეხმარებათ. მის სწავლას დიდი შრომა არ სჭირდება. ამ ენის ასათვისებლად ცოტა დრო დაგჭირდებათ და თქვენ შეგიძლიათ ექსპერტი გახდეთ.

მაგრამ რატომ არის დარტის ენა ასეთი მარტივი? პირველი მიზეზი ის არის, რომ მას აქვს ტიპების გამოცხადების მკაცრი და სუსტი წესების მხარდაჭერა. ეს ყველა იმ ადამიანს გაუადვილებს საქმეს, ვინც პროგრამირების სხვა ენიდან დარტის ენაზე გადმოვა.

დარტის სინტაქსი მარტივია, მისი გაგება ყოველგვარი სირთულის გარეშე შეიძლება. იმის გამო, რომ ეს ენა C ენის მსგავსად, კარგად არის სტრუქტურირებული, C ენას სწორედ სიმარტივით ჯობს.

2. დარტის ენა ხელს უწყობს პროდუქტიულობას

სიმარტივის გარდა, დარტის ენა ხელს უწყობს მაღალი დონის პროდუქტიულობას. პროდუქტიულობა ამ კონტექსტში გულისხმობს მოკლე დროში მეტი რამის გაკეთებას. ეს ის არის, რის მიღწევასაც ყოველი პროგრამისტი ცდილობს.

ერთერთი რამ, რაც დარტის ენას პროდუქტიულს ხდის, მისი სინტაქსია. მას აქვს მარტივი და ზუსტი სინტაქსი. მისი სინტაქსი მხოლოდ მარტივი არ არის, ის ძლიერიც არის და შეუძლია რთული დავალებების შესრულება.

კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც დარტი არის პროდუქტიული ენა, არის ბიბლიოთეკების დიდი კოლექცია, რომელიც მას აქვს. ისინი თავიდან აგარიდებენ თითოეული ფუნქციის კოდის ნულიდან დაწერას. ამის ნაცვლად თქვენ დაგჭირდებათ ფუნქციის გამოძახება ბიბლიოთეკიდან რთული დავალებების შესასრულებლად.

3. დარტის ენა იყენებს AOT და JIT კომპილაციას

დარტის ენას შეუძლია კომპილაციის შესრულება ორივე შემთხვევაში დროზე ადრე

(ahead of time, AOT) და დროულად (just in time, JIT). თუმცა ეს თვისება დარტის ყველა ფრეიმვორქზე არ მუშაობს. მისი ნახვა შეგიძლიათ Flutter-ზე (Dart framework for mobile application development).

არსებობს უამრავი უპირატესობა, რომლებიც პროგრამის კომპილაციის ამ ორ მეთოდს მოაქვს. დროზე ადრე მეთოდი (AOT) იდეალურია მშობლიური მობილური აპლიკაციების შექმნის დროს, რომლებიც იმუშავებს natively. მეორეს მხრივ JIT ძირითადად გამოიყენება აპლიკაციების განვითარების და შექმნის დროს. აპლიკაციების განვითარების პროცესში, JIT, პროგრამისტს საშუალებას აძლევს მაშინვე ნახოს ცვლილებები. საჭირო აღარ არის რეკომპილაცია ან ლოდინი მობილური აპლიკაციის ხელახლა ჩატვირთვისთვის. შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ ცვლილებები, რომლებიც შეინახეთ, დაბრკოლებების გარეშე.

JIT ფუნქცია მობილური აპლიკაციების პროგრამირების ენების უმეტესობაში, როგორიცაა ჯავა და C# ხელმისაწვდომი არ არის. ამ ორი ენის გამოყენების დროს ჯერ უნდა შეინახოთ და შემდეგ ხელახლა დააკომპილიროთ აპლიკაცია ყოველთვის , როცა იმ ცვლილებების ნახვა დაგჭირდებათ, რაც გააკეთეთ. ჩვეულებრივი პროგრამისტისთვის ეს შეიძლება დატვირთული და დროის მომცველი საქმე იყოს. დარტის ენა კი ამ პრობლემას სრულყოფილად მოაგვარებს.

4. დარტი მოქნილი და პორტატულია

ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლოთ პროგრამირების ენა დარტი. ის ძალიან მოქნილი ენაა. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ის შეგიძლიათ ნებისმიერ მოწყობილობაზე ამუშაოთ შეზღუდვების გარეშე.

დარტის მობილური აპლიკაცია მუშაობს ანდროიდზე, IOS-ზე, Windows-ზე, MacOs-ზე და ნებისმიერ სხვა ოპერატიულ სისტემაზე. დარტის ენაზე შექმნილი ვებ აპლიკაციები ნებისმიერ ბრაუზერში მუშაობს. დეველოპერისთვის პროგრამული ენის მოქნილობა და პორტატულობა მნიშვნელოვანია. აშკარაა, რომ თქვენ სურვილი გექნებათ შექმნათ ისეთი აპლიკაცია, რომელიც ნებისმიერ პლათფორმაზე იმუშავებს შეფერხებების გარეშე.

5. დარტის ენა იდეალურია რეაქტიული პროგრამირებისთვის

დარტის ენა იდეალურია რეაქტიული პროგრამირებისთვის. ეს არის პროგრამირების ტიპი, რომელიც მუშაობს მონაცემთა ისეთ ნაკადებთან, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ნებისმიერ ცვლილებაზე პროგრამაში.

ასეთი ტიპის პროგრამირებას აქვს აპლიკაციის ინტერაქტიური კომპონენტების მხარდაჭერა, როგორიცაა, მაგალითად მომხმარებლის ინტერფეისის მოწყობილობები.

დარტის ენის რეაქტიული ბუნება გამომდინარეობს ძირითადი ნაგვის მოგროვების და ობიექტის სწრაფად გამოყოფისგან. დარტის ენას ასევე აქვს ასინქრონული პროგრამირების მხარდაჭერა. ეს შესაძლებელია მისი ნაკადის ობიექტების გამო. თუ ფიქრობთ ინტენსიური მონაცემების ან ინტერაქტიური აპლიკაციის შექმნას, დარტის ენა იდეალური იქნება თქვენთვის.

დარტი არის პროგრამირების ენა ნებისმიერი პროგრამისტისთვის. მნიშვნელობა არ აქვს მობილური აპლიკაციების დეველოპერი ხართ, ვებ დეველოპერი თუ დესქთოფის აპლიკაციების დეველოპერი, ეს ენა აუცილებლად გამოგადგებათ. დარტის ენა შეგიძლიათ გამოიყენოთ ორივე შემთხვევაში, ნებისმიერი აპლიკაციის სერვერის მხარის და კლიენტის მხარის პროგრამირების დროს

IT Academy STEP – თქვენი წარმატება იწყება აქ !

იზრუნეთ მომავალზე, შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული IT სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები