; რატომ უნდა ისწავლოთ პროგრამირების ენა JavaScript? - IT Academy STEP Tbilisi რატომ უნდა ისწავლოთ პროგრამირების ენა JavaScript? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

რატომ უნდა ისწავლოთ პროგრამირების ენა JavaScript?

JavaScript-ი ბევრს არ უყვარს. მას დიდი კრიტიკა შეხვდა დოკუმენტის ობიექტის მოდელის (DOM), მოდულების ნაკლებობის, ობიექტების მართვის გამო. ზოგიერთის სიძულვილის მიუხედავად,  JavaScript-ი კვლავ ერთერთი ყველაზე ძლიერი და მოქნილი პროგრამირების ენაა

JavaScript-ზე თითქმის ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ. მართალია საერთოდ ყველაფრის არა, მაგრამ თითქმის ყველაფრის ნამდვილად. ქვემოთ წარმოგიდგენთ ჩამონათვალს, რისი შესრულებაც JavaScript-ის ენაზე შეგიძლიათ:

Front-end ვებ დეველოფმენტი

ბევრ ვებ საიტს აქვს JavaScript-ის რომელიმე ტიპის კოდი, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როცა საქმე ეხება მომხმარებლის შეყვანას და ვალიდაციას. გამოყენებულ HTML და CSS-თან ერთად,  JavaScript-ი ქმნის ყველაზე დინამიურ და ინტერაქტიულ გვერდებს. როცა ლამაზი Front-end დეველოფმენტი გჭირდებათ, JavaScript-ის ენას უნდა მიმართოთ.

ვებ აპლიკაციების შექმნა

ვებ აპლიკაციები ვებ საიტებს ჰგავს, მაგრამ ისინი ცოტა უკეთესია. ისინი უფრო რეაგირებენ. პროგრესული ვებ აპლიკაციების (PWAs) შემთხვევაში, ისინი შეგიძლიათ შეაფასოთ ბრაუზერებზე, ასევე დააინსტალიროთ მობილურზე და ხელმისაწვდომი გახადოთ სახლის ეკრანზე, როგორც მობილური აპლიკაცია. JavaScript-ს აქვს framework-ები და ბიბლიოთეკები, რომლებიც მორგებულია PWA დეველოფმენთზე, მაგალითად AngularJS, Vue.js, React და ExpressJS.

Backend ვებ დეველოფმენთი

ხალხი კამათობს იმის შესახებ, რომ JavaScript-ის გამოყენება არ შეიძლება Backend ვებ დეველოფმენთისთვის. ის ნამდვილად არ არის იდეალური, მაგრამ Backend-ის მიღება JavaScript-ით შესაძლებელია. ამის ერთერთი დამადასტურებელი არის Node.js. Node.js -ს დიდი წვლილი აქვს შეტანილი Backend-შიც და front-end-ის შესრულების გაზრდაშიც. სერვერის მხარეს ვებ განვითარება დაპყრობილია.

მობილური აპლიკაციების დეველოფმენტი

ახლა შესაძლებელია JavaScript-ით მობილურისთვის აპლიკაციების დაწერა. მართალია JavaScript-ი დასაწყისში კლიენტის მხარისთვის შეიქმნა, მაგრამ ის წლების განმავლობაში უდაოდ გახდა დინამიური და სხვადასხვა სფეროებში გადავიდა, მათ შორის მობილურებშიც. არა მხოლოდ PWA-ები, მშობლიური მობილური აპლიკაციებიც ხელმისაწვდომია, განსაკუთრებით IOS და Android ოპერატიული სისტემებისთვის. ამისთვის ყველაზე შთამბეჭდავი გზა არის PhoneGap-ის გამოყენება, სადაც ადამიანს თავისუფლად შეუძლია ჰიბრიდული აპლიკაციის შექმნა CSS-ის, HTML-ის და JavaScript-ის გამოყენებით. PhoneGap-ი არის ხიდი თქვენს მობილურსა და ვებ აპლიკაციის კოდებს შორის. კიდევ ერთი framework-ი, რომელიც მსგავს შემთხვევაში დაგეხმარებათ არის Ionic.

დეტალურად შესწავლა

პითონი აღიქმება იდეალურ ენად დეტალურად შესწავლის მიზნებისთვის, მაგრამ JavaScript-მაც ამოიწია ზედა საფეხურებზე ამ მხრივ. ბიბლიოთეკები, როგორიცაა brain.js, ConvNetJS, deeplearn.js ადამიანებს ბრაუზერში ნერვული ქსელების მომზადებაში ეხმარება. წარმოიდგინეთ პროდუქტები, რომლებსაც შეუძლია გამოიყენოს ეს ტექნოლოგია. Synaptic და Mind არის სხვა ბიბლიოთეკები node.js-თვის სწრაფი ნერვული არქიტექტურის მოსამზადებლად.

მანქანების სწავლა

JavaScript-ით მანქანების შესწავლაზე ვერ ისაუბრებთ, თუ არ ახსენებთ TensorFlow.js-ს. ეს არის ყველაზე პოპულარული მანქანების შესწავლის JavaScript ბიბლიოთეკა. MI.js კიდევ ერთი ბიბლიოთეკაა, რომელიც გვაძლევს მანქანების შესწავლის იარაღებს Node.js და ბრაუზერებისთვს. მანქანების შესწავლის ალგორითმებს, როგორიცაა K-mean clustering, simple linear regression, support vector machines, K-Nearest Neighbor, Decision tree, Random forest და სხვებს აქვთ მხარდაჭერა.

ბუნებრივი ენის დამუშავება

Natural არის Node.js ბიბლიოთეკა (NLP) რომელიც იყენებს JavaScript-ს. ის უზრუნველყოფს phonetics, classification, string similarity და სხვ მხარდაჭერას.

დესქთოფი

JavaScript-ი უფრო ჯადოსნური ხდება. ის არის ვების უფროსი და ახლა დესქთოფად გარდაიქმნება. Electron-ის სამყაროში, დეველოპერებს შეუძლიათ გამოიყენონ JavaScript-ი, სხვა ვებ ტექნოლოგიებთან ერთად, მაგალითად, HTML და CSS, იმისთვის, რომ პროგრამები დესქთოფისთვის მორგებული გახადონ, რომლებზეც იმუშავებს ცნობილი ოპერატიული სისტემები, როგორიცაა Windows, Mac Os და Linux-იც.

JavaScript-ი აშკარად ერთი ყველასთვის ტიპის ენაა. მას ერთხელ მაინც თუ დაეუფლებით, სხვადასხვა პლათფორმებისთვის პროგრამების შექმნა გაგიადვილდებათ. მას თითქმის შეუზღუდავი პოტენციალი აქვს. მოგწონთ თუ არ მოგწონთ,  JavaScript-ი კიდევ დიდხანს იარსებებს. ამაზე ციფრები/სტატისტიკა მეტყველებს. JavaScript-ი დეველოპერების მიერ აღიარებული იყო, როგორც ყველაზე პოპულარული ენა 2018 წლის Stack Overflow survey-ში. თუ ამ წელს ახალი ენის შესწავლა გსურთ, JavaScript-ზეც იფიქრეთ.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები