რა არის კარდანო ბლოქჩეინი? ყველაზე დიდი გზამკვლევი! - IT Academy STEP Tbilisi რა არის კარდანო ბლოქჩეინი? ყველაზე დიდი გზამკვლევი! - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

რა არის კარდანო ბლოქჩეინი? ყველაზე დიდი გზამკვლევი!

ერთერთი ყველაზე საინრტერესო პროექტი, რაც კი ოდესმე გამოსულა, არის კარდანო. ეთერეუმის მსგავსად, კარდანო არის ჭკვიანი ხელშეკრულების პლათფორმა, თუმცა კარდანო გვთავაზობს მასშტაბს და უსაფრთხოებას დონეებიანი არქიტექტურის გამოყენებით.

კარდანოს მიდგომა უნიკალურია სივრცეში, რადგან ის მეცნიერულ ფილოსოფიაზე და რეცენზირებულ აკადემიურ კვლევებზეა აგებული. ამ სახელმძღვანელოში დეტალურად განვიხილავთ კარდანოს და მოვიძიებთ ზოგიერთ უფრო საინტერესო ინოვაციებს. თუ გაინტერესებთ როგორ შექმნათ საკუთარი კარდანო, გადახედეთ სტატიას

კარდანოს წარმომავლობა

კარდანოს კონცეპტუალიზება ჩარლზ ჰოსკინსონმა გააკეთა, რომელიც ეთერეუმის ერთერთი თანადამაარსებელი აღმოჩნდა.

რადგან ეთერეუმი ასრულებს შესანიშნავ საქმეს, როგორც ჭკვიანი ხელშეკრულების პროგრამა, ჰოსკინსონის მიხედვით ის არის შემდეგი თაობის ბლოქჩეინი (ამაზე უფრო მეტს მოგვიანებით მოგიყვებით) და განვითარება სჭირდება. ის რაც კარდანოს განსაკუთრებით შესანიშნავს ხდის არის დიდი ზრუნვა, რაც მის მოვლას სჭირდება. არსებობს სამი ორგანიზაცია, რომლებიც მუდმივად მუშაობენ კარდანოზე ზრუნვისთვის.

ესენი არიან: The Cardano Foundation, IOHK, EMURGO

The Cardano Foundation-ი არის არა მომგებიანი რეგულირებადი ობიექტი, რომელიც არის კარდანოს სადაზვერვო ორგანიზაცია. მათი ძირითადი ფუნქცია არის დაცვის სტანდარტიზება და კარდანოს პროტოკოლის ტექნოლოგიის განვითარება.

2015 წელს ჰოსკინსონმს ჯერემი ვუდთან ერთად იპოვა IOHK (Input Output Hong Kong). IOHK-ი არის „კვლევის და განვითარების კომპანია, რომელიც გამოიყენებდა ბლოქჩეინის ქსელურ ინოვაციებს იმისთვის რომ შეექმნა ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურება ყველასთვის“. მათთან ხელშეკრულება გააფორმეს 2020 წლამდე, რომელშიც შედიოდა კარდანოს შექმნა, დიზაინი და შენარჩუნება.

და ბოლოს, გვაქვს Emurgo. Emurgo არის იაპონური კომპანია, რომელიც „ავითარებს, მხარს უჭერს და ამრავლებს კომერციულ საწარმოებს, ვისაც სურს საკუთარი ინდუსტრიის რევოლუვიონიზირება ბლოქჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით“. IOHK-ის დაფინანსების დიდი ნაწილი მოდის Emurgo-თან გაფორმებული 5 წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე.

ეს სამი ორგანიზაცია ერთობლივი ძალისხმევით მუშაობს იმისთვის, რომ კარდანოს განვითარებამ წარმატებულად წაიწიოს წინ. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რატომ მოხვდა კარდანო პირველ ადგილზე. კარდანოს ახასიათებენ, როგორც მე-3 თაობის ბლოქჩეინს. მოდით ვნახოთ თუ რას ნიშნავს ეს?

ბლოქჩეინის სამი თაობა

ჩარლზ ჰოსკინსონის მიხედვით, ჩვენ ბლოქჩეინის სამი თაობა გამოვიარეთ.

პირველი თაობა: ბითკოინი და ფულის გადარიცხვა

ბითკოინი შეიქმნა იმის გამო, რომ ყველა ერთსა და იმავე შეკითხვებს სვამდა.

შეიძლება თუ არა ისეთი ფულის შექმნა, რომლის გადარიცხვაც შესაძლებელი იქნება ორ ადამიანს შორის შუამავალის გარეშე?

1 ორ მხარეს შორის ხელშეკრულების ვარიანტი კოდის სახით იწერება ბლოქჩეინში. ამაში ჩართული არიან ანონიმური ადამიანები, მაგრამ ხელშეკრულება გასაჯაროვებულია.

2 მოვლენა, როგორიცაა ვადის გასვლის თარიღი და დაწესებული ფასი, აქტუალურია და ხელშეკრულება ავტომატურად მოქმედებს დაწერილი კოდის პირობების თანახმად.

3 მარეგულირებელმა შეიძლება ბლოქჩეინი გამოიყენოს ბაზარზე არსებული აქტივობის გასაგებად და შეინარჩუნოს ინდივიდუალური მოქმედი პირის პოზიციების კონფიდენციალობა.

შესაძლებელია თუ არა დეცენტრალიზებული ფულის შექმნა, რომელიც იფუნქციონირებს ბლოქჩეინის მსგავს რამეზე?

სათოში ნაკამოტომ უპასუხა ამ შეკითხვებს, როცა მან ბითკოინი შექმნა. ბოლოს ჩვენ მივიღეთ დეცენტრალიზებული ფულადი სისტემა, რომელსაც შეუძლია ფულის გადარიცხვა ერთი ადამიანსგან მეორესთვის.

თუმცა, ბითკოინთან მაინც იყო პრობლემა, რაც პირველი თაობის ყველა ბლოქჩეინთანაც პრობლემაა. დაშვებული იყო მხოლოდ ფულის გადარიცხვა, ამ გადარიცხვებისთვის რაიმე პირობები არ არსებობდა.

ელისს შეუძლია გაუგზავნოს ბობს 5 ბითკოინი, მაგრამ ამ ტრანზაქციას ვერანაირ პირობებს ვერ დაუწესებს. მაგალითად, იგი ვერ ეტყვის ბობს, რომ თანხას მაშინ მიიღებს თუ გარკვეულ დავალებებს შეასრულებს.

ამ პირობებს ძალიან რთული სკრიფტი დასჭირდებოდა. რაღაც იყო საჭირო ამ პროცესის გასამარტივებლად.

მეორე თაობა: ეთერეუმი და ჭკვიანი ხელშეკრულება

და ის „რაღაც“ აღმოჩნდა ჭკვიანი ხელშეკრულება.

რა არის ჭკვიანი ხელშეკრულება?

ჭკვიანი ხელშეკრულება დაგეხმარებათ ფულის, ქონების, წილების ან ნებისმიერი ღირებული რამის გადაცვლაში გამჭვირვალე, უკონფლიქტო გზით, შუამავლის მომსახურებების გარეშე.

Vitalik Ruterin-ის ეთერეუმი ამ თაობის სტაბილური გზა არის. მათ მსოფლიოს აჩვენეს თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ბლოქჩეინი მარტივი გადახდის მექანიზმიდან რაღაც უფრო აზრიან და ძალაუფლების მქონე რამედ.

თუმცა, ამ თაობასაც ჰქონდა პრობლემები.

ბლოქჩეინის რაც უფრო მეტი სამომხმარებლო სიტუაციები ჩნდებოდა, მით უფრო მისაღები ხდებოდა ისინი.

პრობლემა ის იყო, რომ ბლოქჩეინის ამ თაობებს ნამდვილად არ ჰქონდათ კარგი მასშტაბურობა. გარდა ამისა, ბლოქჩეინების მართვის სისტემაც არ იყო კარგად მოფიქრებული. ეთერეუმი და ეთერეუმის კლასიკური გახლეჩა, ჰოსკინსონის თანახმად, ცუდი მართვის კლასიკური მაგალითია.

აი აქ ჩნდება მესამე თაობა.

მესამე თაობა: კარდანო

ჰოსკინსონმა იცოდა, რომ ბლოქჩეინი კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარებულიყო. მან პირველი ორი თაობიდან აიღო ბლოქჩეინის დადებითი ელემენტები და მათ საკუთარი ელემენტები დაამატა. რაც ამ ყველაფრისგან გამოვიდა არის კარდანო.

სამი ელემენტი, რომელიც კარდანოს უნდა გადაეწყვიტა არის:

მასშტაბურობა

ქსელების ურთიერთქმედების შესაძლებლობა

მდგრადი განვითარება

როგორც უკვე აღვნიშნეთ კარდანო უნიკალურია იმ გაგებით, რომ ის შექმნილია მეცნიერულ ფილოსოფიაზე და რეცენზირებად აკადემიურ კვლევებზე. მთელ ინჟინერიას, რაც კი მასში არის ჩადებული, ერთი მიზანი აქვს, იყოს „უმაღლესი გარანტიის მქონე კოდი“. ეს იმაში დასარწმუნებლად გაკეთდა, რომ გამოსაყენებელი კოდი ნამდვილად მაღალი ხარისხის არის (ამაზე უფრო დაწვრილებით მოგვიანებით შეგატყობინებთ ”Haskell and Plutus” განყოფილებაში). ჰოსკინსონის განცხადებით, ეს მომავალში ხელს შეუშლის ისეთი შემთხვევების წარმოქმნას, როგორიცაა ETH-ETC გახლეჩვა.

სანამ გავაგრძელებთ, მოდით განვიხილოთ კარდანოს ფილოსიფია.

 

კარდანოს ფილოსოფია

კარდანოს გუნდი ცდილობს დაიცვას გარკვეული პრინციპები და ფილოსოფია. მათ არ გამოუყენებიათ საგზაო რუქა ან თეთრი ქაღალდი. ამის ნაცვლად ყურადღება გაამახვილეს „დიზაინის პრინციპების კომპლექტის, საუკეთესო პრაქტიკის შექმნის, აღმოჩენების“ გამოყენებაზე.

ქვემოთ მოცემულია ეს პრინციპები. ისინი უშუალოდ კარდანოს საიტიდან არის გადმოღებული.

1 ბუღალტრული აღრიცხვისა და გამოთვლების განცალკევება სხვადასხვა ფენებად.

2 ძირითადი კომპონენტების განხორციელება მაღალ მოდულურ ფუნქციურ კოდში.

3 აკადემიკოსების და დეველოპერების მცირე ჯგუფების მეტოქეობა თანმიმდევრულად განხილული კვლევით.

4 ინტერდისციპლინარული გუნდების ხშირი გამოყენება InfoSec ექსპერტების ადრეული გამოყენების ჩათვლით.

5 სწრაფი გაერთიანება თეთრ ფურცლებზე, გამოყენება და საჭირო ახალი კვლევები განხილვის დროს აღმოჩენილი საკითხების გასასწორებლად.

6 უკვე აწყობილი სისტემების განახლების შესაძლებლობა ქსელის დაზიანების გარეშე.

7 დეცენტრალიზებული საფონდო მექანიზმის განვითარება მომავალი მუშაობისთვის.

8 კრიპტოვალუტების დიზაინის გაუმჯობესების გრძელვადიანი მიმოხილვა, იმისთვის, რომ მათ იმუშაონ მობილურ მოწყობილობებზე გონივრული და უსაფრთხო მომხმარებლის გამოცდილებით.

9 დაინტერესებული მხარეების დაახლოება ოპერაციებთან და მათი კრიპტო ვალუტის შენარჩუნება.

10 მრავალჯერადი აქტივების (იმავე ლეჯერში) გათვალისწინების საჭიროების აღიარება.

11 აბსტრაქტული ტრანზაქციები, რომლებიც მოიცავს არჩევით მეტამონაცემებს, რათა უკეთესად შეესაბამებოდეს მემკვიდრეობითი სისტემების საჭიროებებს.

12 1000-მდე ალთკოინის შესწავლა აზრიანი თვისებების გათვალისწინებით.

13 ინტერნეტ საინჟინრო სამუშაო ძალის მიერ შთაგონებული სტანდარტებზე ორიენტირებული პროცესის მიღება საბოლოო პროტოკოლის დიზაინის დაბლოკვისთვის დამხმარე ფონდის გამოყენებით.

14 კომერციის სოციალური ელემენტების არმოჩენა.

15 ჯანსაღი შუალედური რეგულაციების მოძიება კომერციასთან ურთიერთმოქმედებისთვის ბითკოინისგან მემკვიდრეობით მიღებული ზოგიერთი ძირითადი პრინციპების კომპრომისის გარეშე.

 

ახლა როცა ფილოსოფია განვიხილეთ, მოდით დაწვრილებით შევხედოთ იმ სამ ელემენტს, რომლის გადაწყვეტასაც გეგმავს კარდანო.

ელემენტი 1: მასშტაბურობა

როცა ადამიანები ამბობენ „მასშტაბურობას“, ისინი ყოველთვის ერთ წამში დამუშავებულ ტრანზაქციებზე ან გამტარუნარიანობაზე ფიქრობენ. თუმცა, ჰოსკინსონის თქმით, ეს პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია. მთლიანი მასშტაბურობა არის ასე ვთქვათ სამ თავიანი ჰიდრა. ადამიანმა სამ დამოუკიდებელ ელემენტზე უნდა იზრუნოს.

1 ტრანზაქციები წამში/გამტარუნარიანობა

2 ქსელი

3 მონაცემთა სკალირება

 

1 გამტარუნარიანობა

ბევრი სტატია დაიწერა გამტარუნარიანობის ნაკლებობაზე ბითკოინსა და ეთერეუმში. ბითკოინი ახერხებს 7 ტრანზაქციას წამში, ხოლო ეთერეუმი – 15-20-ს. ეს ფინანსური სისტემისთვის სრულიად მიუღებელია.

კარდანო ამ პრობლემის მოგვარებას თავისი კონსენსუსის მექანიზმით, Ouroboros-ით ფიქრობს. ეს ნამდვილად უსაფრთხო დამტკიცებული ალგორითმია. Ouroboros-ი განიხილეს და დაადასტურეს კრიპტო 2017-ის დროს.

Ouroboros-ი, როგორც უკვე ვთქვით ნამდვიალდ უსაფრთხო Proof of stake ალგორითმია. სანამ მექანიზმს უფრო ღრმად განვიხილავთ, უნდა ვიცოდეთ თუ რას ნიშნავს Proof of stake.

ბითკოინი და ეთერეუმი (ყოველ შემთხვევაში ახლა) მიყვება Proof of work პროტოკოლს.

Proof of work-ს, როგორც პროცესს, თავისი ეტაპები აქვს:

მაინერები ხსნიან კრიპტო გრაფიკულ ამოცანებს ბლოკის „მოსაპოვებლად“, იმისთვის რომ ბლოკჩეინს დაამატონ.

ეს პროცესი უზარმაზარ ენერგიას და გამოთვლების გამოყენებას მოითხოვს. ამოცანები ისეთნაირად არის შექმნილი, რომ მათი ამოხსნა რთულია, გადასახადების გადახდას ითხოვს სისტემაში.

როცა მაინერი ამოცანას ამოხსნის, ისინი ქსელს წარუდგენენ საკუთარ ბლოკს დადასტურებისთვის.

დადასტურება, ბლოკი მიეკუთვნება თუ არა ჯაჭვს (chain), საკმაოდ მარტივი პროცესია.

ეს იდეაში ზუსტად ის არის, რაც Proof of work სისტემა. ამოცანის ამოხსნა რთულია, მაგრამ იმის გადამოწმება ამოხსნა სწორია თუ არა, ადვილია. ეს არის ის სისტემა, რომელსაც ბითკოინი და ეთერეუმი (ამ დრომდე) იყენებენ. თუმცა, სისტემაში არის გარკვეული ფუნდამენტური ხარვეზები.

Proof of work პრობლემები

როგორც არმოჩნდა, Proof of work-ს მაინც ბევრი პრობლემა აქვს.

1 პირველი, Proof of work ძალიან არა ეფექტური პროცესია, იმ უზარმაზარი ძალისხმევის და ენერგიის გამო, რომელსაც ის მოიხმარს.

2 ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომლებიც იყენებენ უფრო სწრაფ და უფრო ძლიერ ASIC-ებს, ჩვეულებრივ სხვებთან შედარებით მაინინგის (მოპოვების) უფრო მეტი შანსი აქვთ.

3 ამის შედეგად, ბითკოინი არ არის ისეთი დეცენტრალიზებული, როგორიც უნდა იყოს. მოდით შევხედოთ hashrate განაწილების გრაფიკს:

 

როგორც ხედავთ, hashrate-ის ~75% მაინინგის მხოლოდ 5 აუზზე არის გაყოფილი!

თეორიულად, აღნიშნული დიდი მაინინგ აუზები შეიძლება მარტივად დაჯგუფდეს ერთმანეთთან და დაიწყოს 51%-ით ბითკოინის ქსელში.

ამიტომ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ეთერეუმმა ამოხსნის სახით Proof of stake-ს მიმართა.

რა არის Proof of stake?

Proof of stake-ი მთელ მაინინგის სისტემას ვირტუალურად გადააქცევს და მაინერებს ვალიდატორებით ჩაანაცვლებს.

პროცესი ასე იმუშავებს:

ვალიდატორებს მოუწევთ გარკვეული ფსონების ჩაკეტვა წილის სახით.

ამის შემდეგ ისინი დაიწყებენ ბლოკების ვალიდაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა ისინი აღმოაჩენენ ბლოკს, რომელიც შეიძლება დაემატოს ჯაჭვს, ისინი გააკეთებენ მის ვალიდაციას მასზე ფსონის განთავსებით.

თუ ბლოკი დაემატება, მაშინ ვალიდატორები მიიღებენ თავიანთი ფსონის პროპორციულ ჯილდოს.

 

Proof of work                                                                                   Proof of stake

Proof of work არის მოთხოვნა ძვირად                                      Proof of stake ახალი ბლოკის

ღირებული კომპიუტერული გამოთვლების                         შემქმნელს ირჩევენ განმსაზღვრელი

განსაზღვრისთვის, მას ასევე მაინინგსაც                                 გზით, რომელიც დამოკიდებულია

უწოდებენ.                                                                                      მის სიმდიდრეზე, ასევე

                                                                                                          განისაზღვრება, როგორც წილი.

 

ჯილდოს აძლევენ პირველ მაინერს,                                    Proof of stake სისტემაში ბლოკისთვის

რომელიც გადაჭრის თითოეული ბლოკის                          ჯილდო არ არსებობს, მაინერები

პრობლემას.                                                                                იხდიან ტრანზაქციების გადასახადს.

 

ქსელის მაინერები ერთმანეთს ეჯიბრებიან                     Proof of stake ვალუტა შეიძლება იყოს  

იმაში, რომ პირველებმა მოძებნონ                                     რამდენიმე ათასჯერ უფრო მეტი

მათემატიკური პრობლემის გამოსავალი.                        ეფექტური ღირებულების მქონე.

 

ახლა როცა ვიცით როგორია Proof of stake, გადავიდეთ Ouroboros მექანიზმზე.

 

კარდანო: Ouroboros მექანიზმი

Ouroboros უყურებს განაწილების სიმბოლოს ეკოსისტემაში და შემთხვევითი რიცხვების წყაროდან, ის მსოფლიოს ეპოქებად ყოფს. თითოეული ეპოქა იყოფა სლოტებად. თითოეული ეპოქა ძალიან ცოტა ხანს – 20 წამს გრძელდება.

 

გამოსახულების კრედიტი: კარდანო დოკუმენტები

 

თითოეული სლოტი იღებს საკუთარ სლოტ ლიდერს, რომელსაც შემთხვევითი არჩევით ირჩევენ.

 

სლოტ ლიდერი მოქმედებს მაინერების მსგავსად proof of work პროტოკოლში იმ გაგებით, რომ ისინი არიან წარმომადგენლები, რომლებიც ირჩევენ ბლოკებს, რომლებიც შემდეგ ემატება ბლოკჩეინს. მათ შეუძლიათ მხოლოდ ერთი ბლოკის დამატება.

თუ სლოტ ლიდერი როგორღაც ვერ გამოიყენებს შანსს და არ აირჩევს ბლოკს, ისინი დაკარგავენ საკუთარ შესაძლებლობას და მოუწევთ ლოდინი იქამდე, სანამ ხელახლა არ გახდებიან სლოტ ლიდერები. ეს სიტუაცია მისაღებია ერთი ან ორი სლოტისთვის, რომ დარჩნენ ცარიელი (გენერირებული ბლოკების გარეშე), მაგრამ ბლოკების უმრავლესობა (სულ მცირე 50%  + 1) უნდა დაგენერირდეს ერთი ეპოქის განმავლობაში.

როგორც ხედავთ, სლოტ ლიდერებს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვთ ეკოსისტემაში. კვალიფიკაციისთვის გაითვალისწინეთ, ადამიანი უნდა ფლობდეს 2% წილს კარდანოში. ამ მეწილეებს ამომრჩევლებს უწოდებენ და ისინი არიან ის ადამიანები, ვინც სლოტ ლიდერებს ირჩევენ შემდეგი ეპოქისთვის მიმდინარე ეპოქის განმავლობაში. რაც უფრო მეტი წილი აქვს მეწილეს სისტემაში, უფრო მეტი შანსი აქვთ რომ სლოტ ლიდერებად აირჩიონ.

ახლა როცა ვიცით, რომ სლოტ ლიდერებს დიდი ძალა აქვთ, ძალიან დიდი ზრუნვაა საჭირო იმისთვის, რომ არჩევნები რაც შეიძლება ნაკლებად იყოს მიკერძოებული. იქ გარკვეული წილი შემთხვევითობაც უნდა იყოს ჩართული. ამიტომ არის რომ მრავალჯერადი გამოთვლები სრულდება შემთხვევითობის გარკვეული ფორმის მისაღწევად.

ათნიშნულ მრავალჯერადი გამოთვლების მიდგომაში, თითოეული ამომრჩეველი ასრულებს შემთხვევით მოქმედებას, რომელსაც „მონეტის ტრიალს“ უწოდებენ და ამის შემდეგ შედეგებს უზიარებს სხვა ამომრჩევლებს. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები შემთხვევითობის პრინციპით გენერირდება თითოეული ამომრჩევლის მიერ, ისინი თანხმდებიან ერთი და იგივე საბოლოო ღირებულებაზე.

 

არჩევნები სამ ფაზად იყოფა:

ვალდებულების ფაზა

გამოქვეყნების ფაზა

აღდგენის ფაზა

 

მოდით განვიხილოთ თუ რა ხდება თითოეულ ფაზაში.

 

ვალდებულების ფაზა

თავდაპირველად ამომრჩეველი აგენერირებს საიდუმლო შემთხვევით ღირებულებას და შემდეგ ქმნის „ვალდებულებას“. ვალდებულება არის შეტყობინება, რომელიც შეიცავს დაშიფრულ წილებს (ეს დაიმახსოვრეთ აღდგენის ფაზისთვის) და proof of secret-ს.

ამის შემდეგ ამომრჩეველი ხელს აწერს ვალდებულებას თავისი პირადი გასაღებით და აკონკრეტებს ეპოქის ნომერს და აბამს თავის საზოგადო გასაღებს. ასე მოქცევა ორ მიზანს ემსახურება:

 

ყველას შეუძლია შეამოწმოს ვინ შექმნა ეს ვალდებულება (რადგან მას აქვს მიბმული საზოგადო გასაღები).

მათ შეუძლიათ ნახონ რომელ ეპოქას ეკუთვნის ის.

 

ამ მოქმედების შესრულების შემდეგ, ამომრჩეველი უგზავნის ამ ვალდებულებებს სხვა ამომრჩევლებს. შემდეგ, თითოეული ამომრცეველი აგროვებს სხვა ამომრჩევლის ვალდებულებებს (ვალდებულებები თავსდება ბლოკში და ხდება ბლოკჩეინის ნაწილი).

 

გამოქვეყნების ფაზა

მეორე ფაზა არის გამოქვეყნების ფაზა.

იფიქრეთ ვალდებულებებზე როგორც ჩაკეტილ ყუთზე, რომელშიც მოთავსებულია საიდუმლო და არსებობს კონკრეტული ღირებულება, რომელიც ამ ყუთს გახსნის. ამ კონკრეტულ ღირებულებას ჰქვია „გასაღები“. სწორედ ამის შესახებ არის მთელი ეს ფაზა, ამომრჩევლები აგზავნიან თავიანთ „გასაღებებს“. ამ გასაღებებსაც ბლოკში ათავსებენ და შემდეგ ბლოკჩეინის ნაწილი ხდება.

 

აღდგენის ფაზა

და ბოლოს ჩვენ გვაქვს აღდგენის ფაზა.

ამ დროისთვის ამომრჩეველს აქვს ორივე – ვალდებულებაც და გასაღებიც. თუმცა, ზოგიერთი ამომრჩეველი შეიძლება ბოროტად მოიქცეს და გამოაქვეყნოს თავისი ვალდებულება გასაღების გარეშე. ძირითად შემთხვევებში მოგვცეს დაკეტილი ყუთი პაროლის გარეშე.

ამის გვერდის ავლისთვის, პატიოსან ამომრჩევლებს შეუძლიათ გამოაქვეყნონ ყველა დაშიფრული წილი (როგორც ვალდებულების ფაზაში იყო ნახსენები) და საიდუმლოებებს უბრალოდ რეკონსტრუქცია გაუკეთონ. ამ შემთხვევაში თუ გარკვეული ამომრჩეველი ბოროტად მოიქცევა, სისტემა მაინც იმუშავებს. ასეთი გზით იძენს Ouroboros-ი Byzantine Fault Tolerance-ს.

შემდეგ ამომრჩეველი ადასტურებს, რომ ვალდებულებები და გასაღებები ემთხვევა და როცა ეს მოხდება, საიდუმლოებებს ვალდებულებებიდან იღებენ, რაც ქმნის მარცვალს. მარცვალი არის შემთხვევითი გზით დაგენერირებული ბაიტის სტრიქონი.

ყველა ამომრჩეველს აქვს ახლა ეს მარცვალი.

ახლა ცოტა შევჩერდეთ და გავარკვიოთ თუ სად ვიმყოფებით.

ჩვენ ვირჩევთ სლოტ ლიდერებს შემდეგი ეპოქისთვის. რომ დავრწმუნდეთ არჩევნები რაც შეიძლება მიუკერძოებელია, ჩვენ გვჭირდებოდა გარკვეული ტიპის შემთხვევითობა. „მარცვალი“ სწორედ ასეთი ტიპის შემთხვევითობას უზრუნველყოფს. ახლა დროა სლოტ ლიდერები ავირჩიოთ.

ამის გასაკეთებლად ჩვენ გამოვიყენებთ Follow the Satoshi ალგორითმს.

კარდანო: Follow the Satoshi ალგორითმი.

ალგორითმის სახელი Satoshi Nakamoto-დან ბითკოინის უცნობი შემქმნელისგან მომდინარეობს.

 

გამოსახულების კრედიტი: კარდანო დოკუმენტები

 

Follow the Satoshi ძირითადად ირჩევს შემთხვევით კოინს წილიდან. ვინც არის ამ კოინის მფლობელი, ის ხდება სლოტ ლიდერი. ეს პირდაპირი წესით ხდება ასე!

ამიტომ არის, რომ რაც უფრო მეტი წილი აქვს ადამიანს სისტემაში, უფრო მეტი შანსი აქვთ მათ ამ ლატარიის მოგების.

სლოტ ლიდერებს ასევე ექნებათ ძალაუფლება შეარჩიონ არა მარტო ბლოკები ძირითად ბლოკჩეინში, არამედ შეარჩიონ ბლოკები სხვა ბლოკჩეინებში კარდანოს ეკოსისტემებშიც.

 

2 ქსელი

რა არის ქსელის ფაქტორი მასშტაბურობაში?

მარტივი… გამტარობა

ტრანზაქციები ატარებენ მონაცემებს. ამიტომ თუ ტრანზაქციების რაოდენობა იზრდება, ასევე გაიზრდება ქსელის რესურსებზე მოთხოვნაც.

ცნება საკმაოდ მარტივია: თუ სისტემაში მილიონობით ომხმარებელი იქნება, ქსელს დასჭირდება ასობით ტერაბაიტი ან ექსაბაიტი რესურსი სამუშაოდ.

ამგვარად, შეუძლებელია ერთგვაროვანი ქსელის ტო[ოლოგიის შენარჩუნება. რას ნიშნავს ეს?

ერთგვაროვანი ქსელის ტოპოლოგიაში ქსელის ყველა კვანძი გადასცემს შეტყობინებას. სკაიპი ასეთი ქსელის მაგალითია, სადაც ღირებულებების უმრავლესობა აღებულია მომხმარებლების ერთი კლასიდან, რომლებიც დაინტერესებული არიან სატელეფონო ზარის განხორციელებით.

თუმცა, დეცენტრალიზებულ ქსელში ეს შეიძლება არა პრაქტიკული გახდეს სკალირებისთვის. ყველა კვანძს შეიძლება არ ჰქონდეს რესურსი, რომელიც ინფორმაციის ეფექტურად გადაცემისთვის არის საჭირო.

ამ საკითხის გადასაწყვეტად კარდანო ფიქრობს ახალი ტიპის ტექნოლოგიაზე, რომელსაც RINA ჰქვია, Recursive Inter-Network Architecture. ეს ტექნოლოგია ჯონ დეიმ შექმნა. ეს არის ქსელის სტრუქტურირების ახალი ტიპი, რომელიც იყენებს პოლიტიკას და ინტენსიურ საინჟინრო პრინციპებს.

RINA-ს მიზანია შექმნას ჰეტეროგენული ქსელი, რომელიც მოგვცემს:

კონფიდენციალობას

გამჭვირვალობას

მასშტაბურობას

ეს ისეთი გზით სრულდება, როცა შეგიძლიათ მიხვდეთ თუ როგორ აპირებს ქსელი ორგანიზებას ფორმალური შესაძლებლობით. იმედია ის შეუწყვეტავად იმოქმედებს TCP/IP პროტოკოლებთან. კარდანო ამის განხორციელებას ნაწილობრივ 2018 წელს გეგმავს და სრულად – 2019 წელს.

ვიკიპედიას მიხედვით, RINA არსებითად მხარს უჭერს მობილობას, მრავალფუნქციურობას და სერვისის ხარისხს დამატებითი მექანიზმების საჭიროების გარეშე, უზრუნველყოფს უსაფრთხო და პროგრამირებად გარემოს, მოტივირებას უწევს უფრო კონკურენტუნარიან ბაზარს და მისი ადვილად მიღების საშუალებას იძლევა.

3 მონაცემთა სკალირება

და ბოლოს ჩვენ გვაქვს მონაცემების სკალირება.

დაფიქრდით ამაზე.

ბლოკჩეინები ინახავენ ინფორმაციას სამუდამოდ. მონაცემების თითოეული ნაწილი, მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი, ბლოკჩეინში სამუდამოდ ინახება. რადგან სისტემა იზრდება და უფრო და უფრო მეტი ხალხი შემოდის მონაცემთა ნაკადის სწრაფი შემოდინებით, ბლოკჩეინიც იზრდება და უფრო მოცულობითი ხდება.

დაიმახსოვრეთ, რომ ბლოკჩეინი მუშაობს იმიტომ რომ ის შედგება კვანძებისგან. თითოეული კვანძი არის მომხმარებელი, რომელიც ინახავს ბლოკჩეინის ასლს თავის სისტემაში.

ხედავთ სად არის პრობლემა?

რადგან ბლოკჩეინი უფრო მოცულობითი ხდება, მას უფრო მეტი ადგილი დასჭირდება, რაც ნორმალური მომხმარებლისთვის, რომელსაც აქვს ჩვეულებრივი კომპიუტერი, სავსებით შეუძლებელია.

გზა, რომლითაც კარდანოს სურს ამ პრობლემის გადაჭრა, არის მარტივი ფილოსოფიის შესრულება, „მთლიანი ინფორმაცია ყველას არ სჭირდება“.

მაგალითად, თუ ელისი და ბობი ტრანზაქციით არიან დაკავებული, ეს შეიძლება მნიშვნელოვანი არავისთვის არ იყოს ქსელში. ერთი რამ რაც მათ უნდა იცოდნენ ის არის, რომ ტრანზაქცია მოხდა და ის იყო ლეგიტიმური.

ტექნიკა, რომელსაც კარდანო ეძებს არის:

გადაჭრა

გამოწერები

შეკუმშვა

თუ მათ სინერსიულად მიმართავენ, მაშინ მას შეუძლია სინამდვილეში არსებითად შეამციროს იმ მონაცემების რაოდენობა, რომელიც მომხმარებელს სჭირდება.

ამასთან ერთად არსებობს დაყოფის კონცეფცია. ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანი ბლოკჩეინის ნაცვლად, მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს ბლოკჩეინის ნაწილი და მნიშვნელოვნად შეამციროს იმ მონაცემების რაოდენობა, რომლის შენახვაც მათ სჭირდებათ. ამის შესრულებას გეგმავენ მხარეების მეშვეობით (ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ).

კარდანოს მიზანი არის მთლიანი ინფორმაციის გამოყენება იმ მონაცემების შესამცირებლად, რომლებიც მომხმარებლებს სჭირდებათ უსაფრთხოებისთვის კომპრომენტირების გარეშე ან გარანტიისთვის, რომ მათი ტრანზაქციები სათანადოდ შესრულდა. ამ თემის კვლევა ედინბურგის უნივერსიტეტში დაიწყო.

ელემენტი 2: ქსელების ურთიერთქმედების შესაძლებლობა

ჩვენ უკვე ვნახეთ თუ როგორ მუშაობს კარდანოს სკალირების მხარე, ახლა მეორე პუნქტს მივუახლოვდით. ეს არის ქსელების ურთიერთმოქმედების შესაძლებლობა. არსებობს გრძელვადიანი და მოკლე ვადიანი ქსელების ურთიერთმოქმედების შესაძლებლობა, როგორც ჩარლზ ჰოსკინსონი ამბობს, ვერ იარსებებს ერთი ნიშანი ყველას სამართავად.

მოდით შევხედოთ მიმდინარე ეკოსისტემას. კრიპტო სფეროში სხვადასხვა კრიპტო მონეტები გვაქვს, როგორიცაა ბითკოინი, ეთერეუმი, ლაითკოინი და ა.შ. შესაბამისად, მემკვიდრეობის ფინანსურ სამყაროში გვაქვს ტრადიციული ბანკების მსგავსი სისტემები, რომლებიც იყენებენ SWIFT-ს, ACH-ს და ა.შ.

პრობლემა იმაშია, რომ ძალიან რთულია აღნიშნული ინდივიდუალური პირებისთვის ერთმანეთთან კომუნიკაცია. ბითკოინისთვის საშიშია იმის ცოდნა, თუ რა ხდება ეთერეუმში და პირიქით. ეს კიდევ უფრო რთულდება, როცა ბანკები ცდილობენ კრიპტოებთან კომუნიკაციას.

ამიტომ არის, რომ კრიპტო გაცვლები, რომლებიც უზრუნველყოფენ პორტალს კრიპტოებსა და ბანკებს შორის ხდება ასე ძლიერი და მნიშვნელოვანი. თუმცა, პრობლემა აქაც არის. გაცვლები არ არის დეცენტრალიზებული პირები და მეტისმეტად სარისკოა.

შესაძლებელია მათი გატეხვა.

მათ შეუძლიათ დიდი ხნით შეაჩერონ სისტემის განახლება. სწორედ ეს არის ის, რაც ბოლო დროს ბაინანსს შეემთხვა.

ამის გარდა, არსებობს კიდევ ერთი ტერიტორია, სადაც მემკვიდრეობის სამყაროსა და კრიპტო სამყაროს შორის მცდარმა კომუნიკაციამ შესაძლოა კატასტროფულ შედეგებამდე ICOs-მდე მიგვიყვანოს.

ICOs-ში პირი იღებს მილიონობით დოლარს თავისი ნიშნების სანაცვლოდ, თუმცა ამ ფულის შენახვა მათ საბანკო ანგარიშებზე შეიძლება რთული აღმოჩნდეს. ბანკები აუცილებლად დაინტერესდებიან საიდან მოვიდა მთელი ეს ფული და ვინ იყვნენ ისინი, ვინც ეს ფული მოიტანა. ეს ისეთი რამ არის, რომლის უზრუნველყოფა თითქმის შეუძლებელია.

ქსელების ურთიერთქმედების შესაძლებლობისთვის საჭიროა უფრო ელეგანტური და არა სარისკო გამოსავალი.

მესამე თაობის კრიპტო მონეტამ უნდა უზრუნველყოს ეკოსისტემა, სადაც თითოეულ ინდივიდუალურ ბლოკჩეინს შეეძლება კომუნიკაცია სხვა ბლოკჩეინთან და გარე მემკვიდრეობის საფინანსო სისტემებთან.

ახლა კი ვნახოთ თუ როგორ გეგმავს კარდანო ქსელების ურთიერთქმედების შესაძლებ ლობის გაზრდას ორივე, კრიპტო და მემკვიდრეობის სამყაროში.

კრიპტო სამყარო: შიდა ჯაჭვების კომუნიკაცია და გვერდითი ჯაჭვები

კარდანოს ხედვა არის „ბლოკჩეინების ინტერნეტის“ შექმნა. წარმოიდგინეთ ეკოსისტემა, სადაც ბითკოინს შეუძლია გადავიდეს ეთერეუმში და რიფლი გადავიდეს ლაითკოინში ცენტრალიზებული გაცვლის საჭიროების გარეშე. ამის გამო ჯვარედინი ჯაჭვის ტრანსფერები არის ის, რაც კარდანოს სურს დანერგოს შუამავალის გარეშე.

ერთერთი გზა, რითიც კარდანოს ამის გაკეთება სურს, არის გვერდითი ჯაჭვების დანერგვა.

გვერდითი ჯაჭვები, როგორც მცნება კრიპტო წრეში გარკვეული პერიოდია რაც არსებობს. იდეა ძალიან პირდაპირია. თქვენ გაქვთ პარალელური ჯაჭვი, რომელიც მუშაობს ძირითად ჯაჭვთან ერთად. გვერდითი ჯაჭვი მიბმული იქნება ძირითად ჯაჭვზე ორთავიანი კბილით.

კარდანოს ექნება გვერდითი ჯაჭვების მხარდაჭერა Kiayias, Miller და Zindros (KMZ)-ის კვლევის “non-interactive proofs of proofs of work” მიხედვით.

ჰოსკინსონის მიხედვით გვერდითი ჯაჭვების იდეა ორი რამისგან მომდინარეობს:

ბლოკჩეინის შეკუმშული ვერსიის მიღებით

ჯაჭვებს შორის ქსელების ურთიერთქმედების შესაძლებლობის შექმნით.

მემკვიდრეობის სამყარო: ხარვეზის გასწორება

როცა საქმე ინტეროპერატიულობის გაზრდას ეხება მემკვიდრეობის სამყაროსთან ერთად, კარდანოს სურს ყურადღება გაამახვილოს სამ დაბრკოლებაზე, რომლის გამოც კრიპტო სამყარო შეუთავსებელია მემკვიდრეობის სამყაროსთან:

მეტამონაცემები

ატრიბუტიკა

შესაბამისობა

დაბრკოლება 1: მეტამონაცემები

მეტამონაცემები გულისხმობს ისტორიას ტრანზაქციის მიღმა.

თუ ელისს უნდა დაეხარჯა 50 USD, მისი მეტამონაცემები შეიძლება ასეთი ყოფილიყო:

რაში დახარჯა ელისმა ფული?

ვის მისცა ელისმა ფული?

სად დახარჯა მან ფული?

ყველაფერი ასე კარგად დაგეგმილი არ არის კრიპტოვალუტის სივრცეში, ეს კი მეტისმეტად მნიშვნელოვანია მემკვიდრეობის საბანკო სამყაროში. ფაქტიურად, ეს არის ერთერთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ იბრძვის პირების უმრავლესობა ICOs შემდეგ. მათ უბრალოდ არ აქვთ საჭირო მეტამონაცემები ბანკებისთვის გადასაცემად.

მემკვიდრეობის სამყაროში მეტამონაცემები უკიდურესად მნიშვნელოვანია. ქვემოთ მოცემულია მიზნები, რასაც ის ემსახურება:

რესურსის აღმოჩენა და იდენთიფიკაცია

ეფექტური ელექტრონული მონაცემთა ორგანიზააცია

გვითხარით როგორ ხდება მონაცემების გაცვლა სხვადასხვა სისტემებს შორის და აქედან გამომდინარე უმჯობესდება ინტერ ოპერატიულობა.

ძალიან სასარგებლოა წყაროს დასაცავად. გვეხმარება მონაცემების მახასიათებლების და ქცევის იდენტიფიცირებაში, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდეს რეპლიკაცია.

თუმცა მეტამონაცემების პრობლემა ის არის, რომ ის არის მეტისმეტად პერსონალური და რადგან მონაცემები ბლოკჩეინში ინახება მუდმივ და გამჭვირვალე დონეზე, ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როცა მეტისმეტად პირადი ინფორმაცია შეიძლება მუდმივად მიმაგრებული იყოს ბლოკჩეინზე.

ერთერთი ძირითადი რამ, რასაც კარდანო იკვლევს, არის თუ როგორ მიაბას მეტამონაცემები ჯაჭვს ამორჩევით.

დაბრკოლება 2: ატრიბუტიკა

მეტამონაცემების მსგავსად, ატრიბუტიკის საშუალებით ადამიანების სახელები, რომლებიც ტრანზაქციებში არის შესული, მჟღავნდება. ძირითად შემთხვევებში ვინ არის ყველა, ვისაც კონკრეტული ტრანზაქცია მიეწერება?

თუ ბლოკჩეინი მუდმივად აფიქსირებს ატრიბუტიკას თავისთან, ის რისკის ქვეშ დააყენებს ჩართული ადამიანების კონფიდენციალურობას.

კარდანო გეგმავს მის მომხმარებლებს მისცეს ძალაუფლება იმ შემთხვევაში გადასცენ ატრიბუტიკა, როცა ეს საჭირო იქნება.

დაბრკოლება 3: თავსებადობა

მესამე დაბრკოლება არის „თავსებადობა“.

თავსებადობა მოიცავს ისეთ ფაქტორებს როგორიცაა: KYC (Know Your Customer), AML (Anti Money Laundering), ATF (Anti Terrorist Financing) და ა.შ.

თავსებადობა გამოიყენება ტრანზაქციის ლეგიტიმურობის შესამოწმებლად. ძირითადად, თუ ელისი უხდის ბობს $50-ს, იყენებენ  თავსებადობას და ამოწმებენ, ტრანზაქცია რამე ცუდი მიზნით ხომ არ განხორციელდა.

რადგან კრიპტო სამყაროს ამაზე დიდად ბევრი არაფერი გაუკეთებია, ეს ძალიან კრიტიკული თემად რჩება საბანკო სამყაროში, სადაც თითოეული ტრანზაქციის ისტორია და ლეგიტიმურობა უნდა იცოდნენ.

რასაც ახლა კარდანო იკვლევს არის როგორ გამოვიყენოთ მეტამონაცემები და ატრიბუტიკა თავსებადობასთან ერთად, რომ დავეხმაროთ მის მომხმარებლებს, როცა მათ ბანკთან ურთიერთობა დასჭირდებათ.

ელემენტი 3: მდგრადობა

ბოლოს მივედით მესამე თემამდე, ეს არის მდგრადობა.

ჰოსკინსონის მიხედვით, ეს არის ყველაზე რთული გადასაწყვეთი თემა. ეს უმთავრესად იმას გულისხმობს, თუ როგორ გეგმავს კარდანო გადახდას მომავალი განვითარებისთვის და გაზრდისთვის?

ყოველთვის როცა რაღაც უნდა განხორციელდეს სისტემაში და გრანტს ითხოვენ, არსებობს ისეთი რაღაცეები, რაც შეიძლება მოხდეს:

ზრუნვა

ICOs

თუმცა, ორივე მათგანს აქვს პრობლემა.

ზრუნვის დროს გექნებათ შესაძლო ცენტრალიზაციის პრობლემა. თუ დიდი კომპანია უზარმაზარ გრანტს ბლოკჩეინის კომპანიას, მათ საშუალება ექნებათ მიმართონ სისტემაში განვითარებულ მოვლენებს.

ICOs-ს  შემთხვევაში, ეს მოულოდნელად ფულის გადახდას ჰგავს ყოველგვარი მდგრადი მოდელის გარეშე და ის სისტემას უმატებს სრულიად არა საჭირო ნიშანს.

რაღაც განსხვავებული და უფრო მდგრადი უნდა განხორციელდეს.

ამ მიზნით, კარდანო გეგმავს Dash-გან შთაგონების მიღებას და ხაზინის შექმნას.

როგორ იმუშავებს ხაზინა?

ყოველთვის როცა ბლოკი ჯაჭვს ემატება, ამ ბლოკის ნაწილი, ჯილდო ხაზინას შეემატება.

ასე რომ, თუ ვინმეს სურს განვითარება და ცვლილებების განხორციელება ეკოსისტემაში, ისინი ხაზინას ბიულეტენს წარუდგენენ გრანტის მოთხოვნისთვის.

შემდეგ, კარდანო ეკოსისტემის მეწილეები კენჭს ყრიან და გადაწყვეტენ ბიულეტენმა უნდა მიიღოს გრანტი თუ არა.

თუ გადაწყვეტილება დადებითი იქნება, ბიულეტენის წარმდგენი მიიღებს გრანტს განვითარებისთვის.

ამ სისტემას დიდი უპირატესობებიც აქვს:

ხაზინა განაგრძობს შევსებას, რადგან უფრო და უფრო მეტი ბლოკების აღმოჩენა ხდება.

ის ქსელის ზომის პირდაპირ პროპორციულია. რაც უფრო დიდია ქსელი, მით უფრო მეტი რესურსი არის ხელმისაწვდომი და ხმის მიცემის სისტემაც უფრო დეცენტრალიზებული ხდება.

თუმცა, არსებობს გარკვეული დაბრკოლებები განვითარების გზაზე, სანამ ეს ყველაფერი მოხმარებაში გავა.

უნდა ჩამოყალიბდეს სამართლიანი ხმის მიცემის სისტემა.

ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს ხმის მიცემის და სისტემაში მონაწილების მიღების სტიმული.

ყველას ხმას უნდა ჰქონდეს გარკვეული ღირებულება, რათა უსამართლო სიტუაცია არ შეიქმნას.

ბიულეტენების გადაცემის პროცესი უნდა იყოს ადვილი და პირდაპირი.

მთლიანი პროცესი რაც შეიძლება დეცენტრალიზებული უნდა იყოს.

დღეს, კარდანოს იდენტიფიცირებული აქვს სისტემა, რომელიც მათ შეიძლება გამოიყენონ, რომელიც აერთიანებს თხევად დემოკრატიას სტიმულირებად ხაზინის მოდელთან.

კარდანო: როგორ მუშაობს თხევადი დემოკრატია?

ეს არის სისტემა, რომელიც პირდაპირ დემოკრატიასა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ტრანსლირებას ახდენს.

პროცესს გააჩნია შემდეგი მახასიათებლები:

ხალხს შეუძლია პირდაპირ მისცეს ხმა თავიანთ პოლისებს.

ხალხს შეუძლია თავიანთი ხმის მიცემის პასუხისმგებლობის დელეგირება, ამორჩევა, თუ ვინ მისცემს ხმას თავიანთ პოლისებს მათ ნაცვლად.

დელეგატებს თავადაც შეუძლიათ საკუთრი ხმის მიცემის პასუხისმგებლობის დელეგირება სხვა დელეგატებისთვის, რომლებიც მათ ნაცვლად მისცემენ ხმას. იმ ქონებას, სადაც დელეგატს შეუძლია თავისი საკუთარი დელეგატი დანიშნოს, ტრანზიტურობა ჰქვია.

თუ ადამიანს, ვინც გააკეთა საკუთრი ხმის დელეგირება, არ მოსწონს ის ხმა, რომელიც მისმა დელეგატებმა აირჩიეს, მათ შეუძლიათ უბრალოდ უკან წაიღონ საკუთარი ხმა და თავად მისცენ ხმა პოლისებს.

რა არის თხევადი დემოკრატიის უპირატესობები?

თითოეული ინდივიდუალური ადამიანის აზრი ითვლება და საბოლოო პოლიტიკის შექმნაში გარკვეულ როლს თამაშობს.

იმისთვის რომ გახდეთ დელეგატი, ყველაფერი რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ მოიპოვოთ ადამიანის ნდობა. მათ არ სჭირდებათ მილიონობით დოლარი ძვირად ღირებული საარჩევნო კამპანიებისთვის. ამის გამო, შესვლის ბარიერი შედარებით დაბალია.

პირდაპირ და დელეგირებულ დემოკრატიას შორის მერყეობის გამო, მცირე ჯგუფები შეიძლება უფრო სამართლიანად იყოს წარმოდგენილი.

და ბოლოს, მას აქვს მასშტაბირებადი მოდელი. ნებისმიერს, ვისაც საკუთარი პოლისისთვის ხმის მიცემის დრო არ ექნება, შეუძლია უბრალოდ საკუთარი ხმის მიცემის პასუხისმგებლობის დელეგირება გააკეთოს.

ჰასკელი და პლუტუსი

კარდანოს კოდი ჰასკელზე არის დაწერილი, ხოლო მათი ჭკვიანი ხელშეკრულებები პლუტუსზე დაიწერება. იმის გასაგებად თუ რატომ არის ეს ასეთი უნიკალური მიდგომა, პროგრამირების ენების საფუძვლები მაინც უნდა გვესმოდეს.

როცა საქმე ენებს ეხება, ისინი ორ ოჯახს მიეკუთვნება:

იმპერატიული

ფუნქციური

იმპერატიული პროგრამირების ენები

იმპერატიულ მიდგომაში კოდის დამწერმა ყველა ნაბიჯი უნდა დაწეროს, რომელიც კომპიუტერმა უნდა შეასრულოს მიზნის მისაღწევად. ყველა ჩვენი ტრადიციული პროგრამირების ენები, როგორიცაა C++, Java და Solidity-ც, არის იმპერატიული პროგრამირების ენები. ამ ტიპის მიდგომას პროგრამირებაში ალგორითმულ პროგრამირებასაც უწოდებენ.

მოდით მაგალითში განვიხილოთ თუ რას ვგულისხმობთ ამაში. მოდით შევხედოთ C++ ს. დავუშვათ ჩვენ გვინდა 5-ის და 3-ის შეკრება.

Int a = 5;

Int b = 3;

Int c;

C = a + b;

როგორც ხედავთ მიმატების პროცესს რამდენიმე ნაბიჯი აქვს და თითოეული ნაბიჯი მუდმივად ცვლის პროგრამის მდგომარეობას, რადგან ისინი ყველა ინდივიდუალურად სრულდება რიგის მიხედვით.

მიმატების პროცესს ოთხი ნაბიჯი დასჭირდა და ეს ნაბიჯებია:

ინთეჯერ a-ს გამოცხადება და მისთვის მნიშვნელობა 5-ის მინიჭება.

ინთეჯერ b-ს გამოცხადება და მისთვის მნიშვნელობა 3-ის მინიჭება.

ინთეჯერ c-ს გამოცხადება.

A-ს და b-ს მნიშვნელობების შეკრება და მათი შენახვა c-ში.

კარდანო ფუნქციური პროგრამირების ენები

პროგრამირების ენების მეორე ოჯახი არის ფუნქციური ენები. ასეთი ტიპის პროგრამირება შეიქმნა პრობლემის მოგვარებისთვის ფუნქციური მიდგომის შესაქმნელად. ასეთი ტიპის მიდგომას ჰქვია დეკლარაციული პროგრამირება.

როგორ მუშაობს დეკლარაციული პროგრამირება?

წარმოიდგინეთ რომ არსებობს ფუნქცია f(x) რომლის გამოყენებაც გვსურს ფუნქცია g(x)-ის გამოსათვლელად და შემდეგ გვინდა მისი გამოყენება ფუნქცია h(x)-თან სამუშაოდ. იმის ნაცვლად რომ ეს ყველაფერი თანმიმდევრობით ამოვხსნათ , შეგვიძლია ისინი უბრალოდ გავაერთიანოთ ერთ ფუნქციაში ასეთნაირად:

 

H(g(f(x)))

 

ეს ფუნქციურ მიდგომას აადვილებს იმისთვის, რომ მათემატიკურად ვიფიქროთ. ამიტომ არის, რომ ფუნქციური პროგრამები უფრო უსაფრთხო მიდგომად ითვლება ჭკვიანი ხელშეკრულებების შექმნისთვის. ეს ასევე დაგეხმარებათ უფრო მარტივი ფორმალური დადასტურებისთვის, რომელიც იმას ნიშნავს, რომ ადვილია მათემატიკურად დაამტკიცო რასაც პროგრამა აკეთებს და როგორ მუშაობს ის. ეს აძლევს კარდანოს „მაღალი გარანტიის მქონე კოდის“ ხარისხს.

მოდით ამის ნამდვილი მაგალით ავიღოთ და შევხედოთ რატომ შეიძლება გახდეს მეტისმეტად კრიტიკული და ზოგჯერ გადამრჩენელიც გარკვეულ პირობებში.

წარმოიდგინეთ, რომ ქმნით პროგრამას, რომელიც აკონტროლებს საჰაერო ტრაფიკს.

როგორც ხედავთ, ასეთი სისტემის კოდირებას მაღალი ხარისხის სიზუსტე სჭირდება. უბრალოდ ბრმად რაღაცის კოდის დაწერა და იმდეის ქონა, რომ იმუშავებს, არ შეიძლება, მაშინ როცა ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშ არის. ასეთ სიტუაციებში ჩვენ გვჭირდება კოდი, რომელიც მათემატიკური სიზუსტის მაღალი ხარისხით იმუშავებს.

ზუსტად ამიტომ არის საჭირო ფუნქციური მიდგომა.

და სწორედ ეს არის ის, რასაც კარდანო იყენებს, ჰასკელს ეკოსისტემის კოდირებისთვის და პლუტუსს თავისი ჭკვიანი ხელშეკრულებებისთვის. ორივე, ჰასკელიც და პლუტუსიც ფუნქციური ენებია.

ქვემოთ მოცემული ცხრილი ერთმანეთს ადარებს იმპერატიულ მიდგომას და ფუნქციურ მიდგომას.

 

მახასიათებლები         იმპერატიული მიდგომა                            ფუნქციური მიდგომა

პროგრამისტის           როგორ ამოხსნას ამოცანები                      რა ინფორმაცია სურთ და რა

ყურადღება                 (ალგორითმები) და როგორ                      რა ტრანსფორმაციებს ითხოვენ.

                                      აკონტროლოს ცვლილებები

                                      სახელმწიფოში.

 

სახელმწიფო              მნიშვნელოვანი                                            არ არსებული

ცვლილებები

 

შესრულების              მნიშვნელოვანი                                       ნაკლებად მნიშვნელოვანი

ბრძნება

 

პირველადი               მარყუჟები, პირობები                            ფუნქციური ზარები, რეკურსიის

ნაკადის                     და ფუნქციური (მეთოდური)                 ჩათვლით.

კონტროლი               ზარები.

 

პირველადი              სტრუქტურების ან კლასების              ფუნქციები, როგორც პირველი

მანიპულაციის         შემთხვევები                                           კლასის ობიექტები და მონაცემთა

პუნქტი                                                                                         კოლექციები.

 

მოდით შევხედოთ ფუნქციური მიდგომის უპირატესობებს:

გვეხმარება შევქმნათ მაღალი გარანტიის მქონე კოდი, რადგან უფრო ადვილია მათემატიკურად დავადასტუროთ როგორ მოიქცევა კოდი.

გაზრდის წაკითხვადობას და საიმედოობას, რადგან თითოეული ფუნქცია შექმნილია კონკრეტული დავალების შესრულებისთვის. ფუნქციები აგრეთვე მდგომარეობისგან დამოუკიდებელია.

კოდის რეფრაქტირება ადვილია და კოდში ნებისმიერი ცვლილება ადვილი განსახორციელებელია. ეს განმეორებით განვითარებას აადვილებს.

ინდივიდუალური ფუნქციები შეიძლება ადვილად გამოყოთ, რაც მათ ტესტირებას და დებაგირებას აადვილებს.

თუმცა, როგორც ყველაფერს, ამ მიდგომასაც აქვს ნაკლი:

ის ახალია.

ეს იმას ნიშნავს, რომ რთულია ჰასკელ დეველოპერის პოვნა, ვიდრე – C++ ის და Java დეველოპერის და ის რეალურ პირობებში აქტიურად უნდა დაიტესტოს.

კარდანო ICO

კარდანო ICO-მ დაახლოებით $62 მილიონი გამოიმუშავა.

კარდანოს ნიშანს ჰქვია ადა, Ada Lovelace-ის გამო, რომელიც იყო მე-19 საუკუნის მათემატიკოსი და აღიარებული იყო როგორც პირველი კომპიუტერული პროგრამისტი. ადა იყო პოეტ ლორდ ბაირონის შვილი.

კარდანოს პირველი დიდი გამოშვება, სახელად ბაირონი, ამუშავდა 2017 წლის 29 სექტემბერს, რომელმაც ნახა კარდანოს ძირითადი ქსელის ამუშავება.

კარდანოს გადასახადი

ადას ტრანსფერის გადასახადი განისაზღვრება შემდეგი განტოლებით:

ტრანსფერის გადასახადი = a + b * ზომა.

სადაც:

A = კონსტანტას რომელიც ახლა 0.155381 ADA-ს უდრის.

B = კიდევ ერთ კონსტანტას, რომელიც ახლა 0.000043946 ADA/byte-ს უდრის.

ზომა = ტრანზაქციის ზომა (ბაიტებში).

ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ მინიმუმი ტრანზაქცია, რომელსაც გადაიხდით 0.155381 ADA იქნება და ის 0.000043946 ADA-თი გაიზრდება, რადგან თქვენი ტრანზაქციის ზომის თითოეული ბაიტი იზრდება.

თითოეულ ეპოქაში ტრანზაქციის გადასახადები ერთად გროვდება და გადაეცემა შესაბამის სლოტ ლიდერებს.

კარდანოს საგზაო რუკა

საგზაო რუკის მიხედვით კარდანო 5 ეტაპად გამოვა:

ბაირონი: მომხმარებლებს ADA-ს ყიდვის და ტრანსფერის საშუალებას მისცემს. კარდანოს ძირითადი ქსელიც ამუშავდა.

შელი: უზრუნველყოფს ტექნოლოგიების თავის ადგილზე ყოფნას, იმისთვის რომ ის გახდეს მთლიანად დეცენტრალიზებული და ავტონომიური სისტემა.

გოგენი: ნახავთ ჭკვიანი ხელშეკრულებების ინტეგრაციას.

ბაშო: აქცენტს გააკეთებს შესრულების გაუმჯობესებაზე.

ვოლტერი: IOHK დაამატებს ხაზინის სისტემას და მმართველობას.

კარდანო: დასკვნა

კარდანო არ არის შექმნილი მხოლოდ მყარ ფილოსოფიაზე, ის ასევე შექმნილია მეცნიერებაზე. ეს თავისთავად მის კონკურენტებზე მნიშვნელოვან ზღვარს ავლებს. და კიდევ, ის ფაქტი, რომ ვიღაცას მოსწონს ჩარლზ ჰოსკინსონის ლიდერობის გზა, მას უბრალოდ მეტ სანდოობას სძენს. ჩვენ 2019 წლამდე უნდა დაველოდოთ და ვნახოთ შეასრულებენ თუ არა ისინი თავიანთ ხმამაღალ პირობებს.

IT Academy STEP – თქვენი წარმატება იწყება აქ !

იზრუნეთ მომავალზე, შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული IT სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები