; რა განსხვავებაა დეკლარილებად და იმპერატიულ პროგრამირებას შორის - IT Academy STEP Tbilisi რა განსხვავებაა დეკლარილებად და იმპერატიულ პროგრამირებას შორის - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

რა განსხვავებაა დეკლარილებად და იმპერატიულ პროგრამირებას შორის

პროგრამირება კონკრეტული პრობლემის სხვადასხვა გზით გადაწყვეტის საშუალებას გვაძლევს. შეგიძლიათ ნებისმიერი ხელმისაწვდომი მიდგომა აირჩიოთ ან თქვენთვის ნაცნობი მიდგომა გამოიყენოთ.

თუმცა, არსებობს პროგრამირების რამდენიმე პოპულარული სტილი, რომელიც ყველა პროგრამისტმა უნდა ისწავლოს კარიერის განმავლობაში. დღეს ვისაუბრებ დეკლარაციულ და იმპერატიულ პროგრამირებაზე და მათ შორის არსებულ განსხვავებებზე.

რა არის დეკლარაციული პროგრამირება?

დავიწყოთ დეკლარაციული პროგრამირებით. ეს არის პროგრამირების სტილი, როცა პროგრამისტი უფრო მეტად შედეგზეა ორიენტირებული ან იმაზე, რაც პროგრამამ უნდა დააბრუნოს. მათთვის მთავარი არ არის საუკეთესო შემსრულებელი კოდის დაწერა ან რამე კონკრეტული გზით წასვლა, მათთვის მნიშვნელოვანია იმ პასუხების მიღება, რომლებსაც ელიან.

რა არის იმპერატიული პროგრამირება?

ახლა ვისაუბროთ იმპერატიულ პროგრამირებაზე. ეს არის პროგრამირების სტილი, როცა პროგრამისტისთვის მნიშვნელოვანია როგორ მიაღწიოს კონკრეტულ მიზანს, ნაბიჯ ნაბიჯ. აქაც, პროგრამისტს იგივე საბოლოო შედეგის მიღწევა სურს, მაგრამ ის კომპილატორს ეუბნება რაღაცეები კონკრეტული გზით გააკეთოს საჭირო შედეგების მისაღწევად.

თუ პროგრამირების ამ ორი ფორმის გამო კვლავ გაურკვევლობაში ხართ, მოდით მაგალითით ვცადოთ მისი გაგება. დავუშვათ, გსურთ სამუშაოს აუთსორსზე გატანა, მაგრამ იცით ასევე, რომ ეს უნარ-ჩვევა დიდი ხნით დაგჭირდებათ, ასეთ შემთხვევაში იბნევით, აუთსორსზე გაიტანოთ სამუშაო თუ ისწავლოთ აღნიშნული უნარ-ჩვევა.

ახლა შეადარეთ აღნიშნული სიტუაცია დეკლარაციული და იმპერატიული პროგრამირების მიდგომებს. თუ სამუშაოს აუთსორსზე გაიტანთ, აღარ დაგაინტერესებთ ის გზები, რომლებითაც ეს სამუშაო შესრულდება. მხოლოდ საბოლოო პროდუქტი ან შედეგი დაგაინტერესებთ. ეს დეკლარაციული პროგრამირებაა, როცა იცით საბოლოო შედეგი და წერთ პროგრამას ამ შედეგის მისაღწევად.

მეორეს მხრივ, თუ გადაწყვეტთ, რომ გსურთ აღნიშნული უნარ-ჩვევის ათვისება ხანგრძლივი პერიოდისთვის, უკვე შეიძლება სცადოთ დავალების შესრულება ისე, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს თუ როგორ სრულდება ის. აუცილებლად უნდა გესმოდეთ ინდივიდუალური ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა მისი გამართულად მუშაობისთვის. ეს არის იმპერატიული პროგრამიერება.

რომელი უნდა აირჩიოთ თქვენი პროექტებისთვის?

პროგრამირების ამ ორ მიდგომას თავისი ნაკლიც აქვს და უპირატესობებიც. ეს მთლიანად თქვენზე, პროგრამისტზეა დამოკიდებული, განხორციელების რომელ გზას აირჩევთ კოდის წერის დროს. მოდით გადავხედოთ ქვემოთ მოცემულ თვისებებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია სწორი გადაწყვეტილებების მიღება.

განმეორებით გამოყენება

დეკლარაციული პროგრამირება უფრო ზოგადი ფუნქციების დაწერის საშუალებას მოგცემთ, რომლებიც შეგიძლიათ პოტენციურად გამოიყენოთ სხვადასხვა მიზნებისთვის. ეს ხელს შეუწყობს სწრაფ განვითარებას და ფუნქციონალობა სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. მეორეს მხრივ, იმპერატიულ პროგრამირებაში, თქვენს მიერ დაწერილმა კოდმა შეიძლება იმუშაოს მხოლოდ იმ კონკრეტული პროექტის ან აპლიკაციისთვის.

შეცდომის შესაძლებლობა

დეკლარატიული პროგრამირება თქვენგან ისეთი ფუნქციების დაწერას მოითხოვს, რომლებიც არ ცვლის მათ სტატუსს, როგორც ეს ფუნქციონალურ პროგრამირებაში ხდება. ეს შეცდომების შესაძლებლობებს ამცირებს და აპლიკაციაც უფრო სტაბილურია. თქვენი ფუნქციებისთვის გვერდითი ეფექტების მოცილება დაგეხმარებათ ზუსტად გაიგოთ რა შედის და რა გამოდის, ამის გამო პროგრამა უფრო პროგნოზირებადი იქნება.

კონტროლი

სასურველი შედეგების მისაღწევად, მზა ფუნქციების გამოყენება ჩვეულებრივი მოვლენაა დეკლარაციულ პროგრამირებაში. თუმცა, შეიძლება გარკვეული ცვლილებებიც დაგჭირდეთ ფუნქციაში, იმისთვის, რომ მან სასურველი შედეგები უზრუნველყოს. დეკლარატიულ პროგრამირებაში ისეთი კონტროლი არ გექნებათ, როგორც იმპერატიულ პროგრამირებაში.

დასკვნა

იმედია, მოცემული სტატია დეკლარატიულ და იმპერატიულ პროგრამირებებს შორის არსებული განსხვავების გაგებაში დაგეხმარათ. თუ განხორციელება გაინტერესებთ, იმპერატიული მიდგომა გამოიყენეთ. სხვა შემთხვევაში, დეკლარატიული სტილი დეველოპერებისთვის ბევრად მისაღებია. შეგიძლიათ ორივე სტილი ერთად გამოიყენოთ. ეს მეტად მოქნილი იქნება, თქვენ ხომ დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ.

ჩვენ ვართ თქვენი წარმატების გარანტი, რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო ბრენდი IT Academy STEP !

იზრუნეთ მომავალზე, შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული IT სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები