; რა ღირს ვებ-საიტის შექმნა 2019 წელს? - IT Academy STEP Tbilisi რა ღირს ვებ-საიტის შექმნა 2019 წელს? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

რა ღირს ვებ-საიტის შექმნა 2019 წელს?

 

ალბათ გაინტერესებთ პასუხი ზემოთ დასმულ შეკითხვაზე. რისი თქმაც დანამდვილებით შეგვიძლია ის არის, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის სამუშაო შესრულდება. უფრო კონკრეტულად, თქვენი ახალი ვებ საიტის ზომა და სირთულე განსაზღვრავს იმას, თუ რა რაოდენობის სამუშაო განხორციელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროფესიონალური და ესთეტიურად ლამაზი ვებ საიტი სტანდარტული კონფიგურაციებით უფრო ნაკლები დაგიჯდებათ, ვიდრე უაღრესად მორგებული საიტი.

ფულადი ღირებულების თვალსაზრისით, ვებ-საიტის შექმნა 2019 წელს ევროპასა და ამერიკაში 1.000 USD-დან 10.000 USD-ე, საქართველოში კი 500 GEL-დან 25.500 GEL-ე  დაგიჯდებათ. მართალია ეს დიდი შუალედია, მაგრამ შევეცდებით საქმე მცირე დეტალებად დავშალოთ, რომ უფრო ნათელი და რეალური შეფასების შესაძლებლობა მოგცეთ თქვენი ვებ საიტის დიზაინის და ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული  ხარჯების შესახებ.

პროფესიონალის დაქირავება

პროფესიონალის დაქირავება ვებ საიტის შესაქმნელად გონივრულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი ბიზნესით ხართ დაკავებული და ყურადღების მიქცევას ნაკლებად ახერხებთ. ასე მოქცევა კიდევ მაშინ არის მომგებიანი თქვენთვის, როცა ფიქრობთ რომ „ტექნოლოგიებში“ არც თუ ისე კარგად ერკვევით. დარწმუნებული ვართ, რომ თუ გიფიქრიათ ამის შესახებ, ალბათ ფრილანს დეველოპერებს და დიზაინერებსაც მოიძიებდით ონლაინ. თუმცა, ასეთი სახით ძიება შეიძლება წარმატებული სულაც არ აღმოჩნდეს. მიზეზი ის არის, რომ სამუშაოს რეკლამები ასეთი ტიპის საქმისთვის ზუსტ ფასებს არ მოიცავს. გარდა ამისა, შეიძლება წააწყდეთ ფართო სპექტრის განაკვეთებს, ძალან იაფი ფასიდან მეტისმეტად ძვირ ფასამდე.

ჩვენ რთული სამუშაო შევასრულეთ თქვენთვის, გამოვიკვლიეთ ვები და მოვიძიეთ მიმდინარე ტარიფი 2019 წლისთვის. ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ დეველოპერის დაქირავება თქვენი სრულიად ახალი ვებ საიტის შესაქმნელად მცირე ბიზნესისთვის დაახლოებით 3000 USD-დან 6000 USD-მდე დაგიჯდებათ. შეიძლება ფასი 20000 USD-მდეც გაიზარდოს, ეს დამოკიდებულია დიზაინის და მომხმარებლის ინტერფეისის სირთულეზე და იმ გამოცდილებაზე, რაც მიზნად გაქვთ დასახული. მომხმარებლები გვერდის ჩატვირთვას დაახლოებით 8 წამი ელოდებიან. ესეც კვლევის მიხედვით მოძიებული ინფორმაციაა.

ზევით მხოლოდ ფულადი შეფასება არის მოცემული, მოდით ახლა უფრო დეტალურად განვიხილოთ ის ფაქტორები, რომლებიც ამ შეფასებაზე ახდენს ზეგავლენას:

გვერდის მოცულობა – თუ ითხოვთ 25 გვერდიან ვებსაიტს და დეველოპერის ფასი იწყება 3000 USD-დან, შეგიძლიათ თითო გვერდისთვის 100 USD დაამატოთ. სიტუაციები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ ამით წარმოდგენა შეგექმნებათ და ძალიან ბევრს არ გადაიხდით.

მომხმარებლის საიტის დიზაინი – ყველა ვებ საიტი, რომლებსაც ინტერნეტში ნახულობთ, იწყება ნიმუშით ან თემით. უნდა იცოდეთ, რომ ეს არის საწყისი მომენტი. სხვა ვებ საიტების შემთხვევაში, ამ ნიმუშებს და თემებს კონფიგურაცია სჭირდება. წესი ასეთია, თუ მეტ კონფიგურაციას მოითხოვთ, მაშინ მეტის გადასახდელადაც უნდა იყოთ მზად.

სამომხმარებლო გვერდის იმიჯი და გრაფიკა – ლამაზი სურათები და იმიჯი თქვენს ვებ საიტს საინტერესო სახეს მისცემს. თუმცა, ამისთვის გადახდაც მოგიწევთ. რთული ვიზუალური ეფექტების შემთხევვაში შეიძლება საკმაოდ ბევრიც გადაიხადოთ, რადგან მას დასჭირდება ყველაზე მაღალი დონის რედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა.

სამომხმარებლო გვერდის პროგრამირება – მართალია სპეციფიკური ფუნქციონალურობის მქონე მოდულები ფართოდ არის ხელმისაწვდომი ონლაინ რეჟიმში, მაგრამ შეიძლება წააწყდეთ მნიშვნელოვან შემთხვევებს და შეცდომების ტესტირებებს.

დიზაინის რედაქტირება – როგორც ნებისმიერი პროექტის შემთხვევაში, აღნიშნული ვებსაიტებიც იწყება საწყისი დიზაინით, ეს მხოლოდ იმაზე არის დამოკიდებული, რაც თქვენ გსურთ. ამის გამო, დეველოპერები ჩვეულ რეჟიმში შემოგთავაზებენ სულ მცირე ერთხელ ან ორჯერ რედაქტირებას, იმისთვის რომ შეძლონ თქვენი მოთხოვნების გათვალისწინება. თუმცა, თუ თქვენს დიზაინერს მუდმივად მოსთხოვთ რედაქტირებას, ეს დამატებით ხარჯებს გამოიწვევს.

შინაარსის შექმნა – გააზრებული და საფუძვლიანი შინაარსი არის სწორედ ის, რაც თქვენს ვებსაიტს წარმატებულს გახდის. სინამდვილეში ეს არის თქვენი ვებსაიტის საფუძველი. აქედან გამომდინარე, ღირებულება დამოკიდებული იქნება ინფორმაციის რაოდენობაზე, რომლის გამოქვეყნებასაც მოითხოვთ.

თავად გააკეთეთ

თუ ფიქრობთ, რომ „ტექნოლოგიებში“ ერკვევით, მაშინ შეიძლება თავად მოისურვოთ  საკუთარი ვებსაიტის შექმნა ნულიდან. სინამდვილეში, მასალები, რაც შეიძლება დაგჭირდეთ, იმდენი არ დაგიჯდებათ, რამდენიც ზემოთ განხილული ფასები იყო. Forbes გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შექმნათ უნიკალური ვებსაიტი, რომლის წაკითხვაც ნამდვილად საინტერესო იქნება.

დომეინის სახელი – ახალი დომეინის დარეგისტრირება წელიწადში დაახლოებით 10 USD-დან 12 USD-მდე დაგიჯდებათ. ამის გარდა, ონლაინში უამრავი რეგისტრატორი არსებობს.

SSL სერთიფიკატი – ეს ხარჯები აუცილებლად დაგეხმარებათ HTTP პროტოკოლის საშუალებით თქვენი ვებსაიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მაშინაც კი თუ ვებსაიტიდან პროდუქციის გაყიდვას არ აპირებთ. SSL სერთიფიკატის მიღება წელიწადში დაახლოებით 10 USD-დან 300 USD-მდე დაგიჯდებათ.

პრემიუმ ვებსაიტის თემა – ასობით და ათასობით თემა არსებობს, საიდანაც შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ. ეს დაახლოებით 100 USD-დან 150 USD-მდე დაგიჯდებათ. თუ ლამაზი ვებსაიტი გსურთ, მაშინ გირჩევთ ცოტა მეტი გადაიხადოთ და მაღალი ხარისხის თემა მიიღოთ.

პრემიუმ მოდულები – თქვენი ვებსაიტის თემის მსგავსად, გირჩევთ ცოტა მეტი ფული დააბანდოთ პრემიუმ მოდულებშიც. პროფესიონალური რჩევა – ფრთხილად იყავით თქვენი ვებსაიტის მოდულის შერჩევის დროს. ზოგიერთი ასეთი მოდული ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ ზოგიერთი ისე არ მუშაობს, როგორც მის რეკლამაში ჩანს. ასეთი შემთხვევა შეიძლება თქვენთვის მხოლოდ ძვირად ღირებული შეცდომა აღმოჩნდეს.

სარეზერვო ფოტოები – მაღალი ხარისხის ფოტოების მიღება პრობლემა არ იქნება თუ თავად ხართ კარგი ფოტოგრაფი. თუმცა, ეს ყველას არ ეხება, განსაკუთრებით მათ, ვისაც ახალი ვებსაიტის შექმნა სურს. ამ პრობლემის მოგვარების მეთოდი არის მაღალი ხარისხის ფოტოების მიღება რეპუტაციის მქონე საიტებიდან, რომლებიც უზრუნველყოფენ უსასყიდლო სურათებს ხელმისაწვდომ ფასად.

განათლება – ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მხოლოდ საფუძვლები იცით. ეს შეიძლება დაახლოებით 25 USD-დან 300 USD-მდე დაგიჯდეთ, ბევრ ცოდნას მიიღებთ რამდენიმე წიგნის შეძენით ან ონლაინ კურსების გავლით თუ როგორ გახდეთ ფოტოშოფის, HTML-ის და CSS კოდირების ენის და სხვ. დახელოვნებული სპეციალისტი.

საბოლოო ჯამში, სავარაუდოდ 300 USD-დან 6000 USD-მდე ფასის ფარგლებში დაგიჯდებათ თქვენი ახალი ვებსაიტის შექმნა და მუშაობა. აშკარაა, რომ ძირითადი ხარჯი მაინც თქვენი დრო იქნება. სინამდვილეში, მარტივი ვებსაიტის შექმნა 40 საათს წაგართმევთ, რაც საკმარისი იქნება ღირსეული სახის მქონე ვებსაიტისთვის.

IT Academy STEP – საერთაშორისო ბრენდი!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები