; როგორ გააუმჯობესა გლობალური კიბერ-უსაფრთხოება 5 თვალის ალიანსმა - IT Academy STEP Tbilisi როგორ გააუმჯობესა გლობალური კიბერ-უსაფრთხოება 5 თვალის ალიანსმა - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

როგორ გააუმჯობესა გლობალური კიბერ-უსაფრთხოება 5 თვალის ალიანსმა

5 თვალის ალიანსს (FVEY) აქვს თავისი ოპერაციები, რომლებიც ცივი ომის ეპოქიდან თარიღდება. ორგანიზაცია წარმოადგენს სადაზვერვო შეთანხმებას სხვადასხვა ქვეყნებს შორის. თავდაპირველად ეს იყო შეთანხმება დაზვერვის და ინფორმაციის გაცვლის შესახებ გაერთიანებულ სამეფოსა და ა.შ.შ.-ს შორის. ორივე ქვეყანამ აღნიშნული შეთანხმება გამოიყენა საბჭოთა რუსეთის მონაცემების გაშიფვრის საცდელად. აღნიშნულმა კოალიციამ გამოიწვია უსაფრთხოების გაუმჯობესება სხვადასხვა მხრივ სხვადასხვა ეპოქაში

ინტერესთა გაერთიანება

სწორედ გაერთიანებული სამეფო და ა.შ.შ. იყვნენ ის ქვეყნები, რომლებიც ერთიანი ძალებით დაეხმარნენ ინფორმაციის გაზიარების უსაფრთხო გზების შექმნას. ავსტრალია, ახალი ზელანდია და კანადა მათ კვალს მიჰყვა 1950-იანების ბოლოს. წარმოგიდგენთ 5 ქვეყანას, რომლებიც ქმნიან 5 თვალის ალიანსს დღეს.

ხელშეკრულება დაიწყო ხაზგარეშე ქსელების შესახებ დაზვერვის გაზიარებით. შემდეგ, დროთა განმავლობაში, შეთანხმება გაძლიერდა, რადგან ინფორმაციის გაზიარება უსაფრთხო ქსელების საშუალებით შესაძლებელია ინტერნეტ გადარიცხვებით.

საერთო ინტერესების მიუხედავად, ალიანსის არსებობა დამალული იყო. ეს 2003 წლამდე გაგრძელდა, როცა ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია გაშუქდა. 2013 წელს, კრიტიკოსმა, ედვარდ სნოუდენმა, დოკუმენტები საზოგადოებას გაუზიარა, როცა NSA-ში კონტრაქტორად მუშაობდა. დოკუმენტებმა გამოამჟღავნა, რომ ა.შ.შ.-ს მთავრობა აკონტროლებდა ამერიკელი მოქალაქეების ინტერნეტ აქტივობას.

ინფორმაციის დარღვევასთან ერთად, სნოუდენმა ასევე დაამტკიცა, რომ არსებობდა საერთაშორისო დაზვერვის გაზიარების შეთანხმება. ინტერესთა აღნიშნული გაერთიანება ხელს უწყობს უფრო უსაფრთხო ონლაინ და ოფლაინ მსოფლიოს და ასევე იდეალური ქსელის შექმნას, ინფორმაციის გაჟონვის დიდი რისკების გარეშე.

ინტერნეტის ზედამხედველობა

ონლაინ მსოფლიო აღარ არის უსაფრთხო ადგილი, როგორც ბევრ ადამიანს ოდესღაც ეგონა. ჰაკერები აგრძელებენ საკუთარი ექსპერტიზის ახალ დონეზე აყვანას, რადგან ყოველ დღეს დამატებითი საშუალებები მოაქვს არა საეჭვო ადამიანებისგან მონაცემების მოსაპარად. სიფრთხილის დაცვა უსაფრთხო ონლაინ გამოცდილების საწინდარია. თუმცა, ზოგ შემთხვევებში, ეს შეიძლება საკმარისი არ იყოს.

5 თვალის ალიანსი მუდმივად აკონტროლებს მოქმედებებს, რომლებიც ონლაინ და ოფლაინ სამყაროში ხდება. თუ ჰაკერობის შემთხვევა მოხდა, შესაძლებელია თავდასხმის წყაროს პოვნაც. შემდეგ უკვე, ხელისუფლებას შეუძლია მონაცემების დარღვევის შეისწავლოს, რომ დაიცვან სამართლიანობა კიბერ თავდასხმელებთან.

ინტერვენციებში ჩარევა

5 თვალის ალიანსი უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე პაროლების უზრუნველყოფა და ინტერნეტ საუბრები. აღნიშნულ ასოციაციას მჭიდრო კავშირი აქვს სხვა ორგანიზაციებთან, როგორიცაა მაგალითად, US Central Intelligence Agency (CIA) და India’s Security and Intelligence Services (SIS).

მაგალითისთვის მოვიყვან 1989 წლის ივნისის Tiananmen Square ხოცვას. ეს დაიწყო ჩინელი სტუდენტის პროტესტით დემოკრატიული და ეკონომიური ლიბერალიზაციისთვის. თავდასხმა სამ წელიწადს გაგრძელდა, სანამ ადგილობრივი მთავრობა არ ჩაერია და საომარი მდგომარეობა არ გამოაცხადა. მალე, ბრძანების გამოცხადების შემდეგ, მოხდა ასობით ათასი არმიის მობილიზაცია და შეუარაღებელ მომიტინგეებს იარაღი დაუშინეს.

შემდეგ, ჩინეთის მთავრობამ გადარჩენილი პროტესტანტი ლიდერები „იძებნებიან“ სიაში ჩასვა. იმის გამო, რომ 5 თვალის ალიანსს მჭიდრო კავშირი აქვს უსაფრთხოების სააგენტოებთან, მოხსენებაში ნათქვამია, რომ ორივე CIA და SIS დაეხმარნენ ჩინელ პროტესტანტებს თავიდან აეცილებინათ დაპატიმრება. ამის გარდა, რადგან ჩინეთის მთავრობას არ სურს სასიკვდილო განაჩენის შეჩერება, აღნიშნულმა უსაფრთხოების ორგანიზაციებმა შესაძლოა ხელი დააფარონ დისიდენტებს და გადაარჩინონ საბედისწერო დაკავებისგან.

ეშელონის სისტემა

არსებობს სხვადასხვა სიგნალის დაზვერვის (SIGINT) პროგრამა, მაგრამ ერთერთი ცნობილი აპლიკაცია, რომელიც ამ სისტემას იყენებს, არის ეშელონი. ეს არის ციფრული ჯაშუშის სადგურების გლობალური ქსელი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა წყაროებიდან, მაგალითად, კომპიუტერი, ფაქსის მოწყობილობა და ტელეფონი, ინფორმაციის შესაგროვებლად.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეშელონის შტაბ ბინა არის NSA Headquarters Ford Meade, Maryland-ში. იგივე სტატიაში ვკითხულობთ, რომ ამ სისტემას აქვს კიდევ ერთი ოფისი, რომელიც არის GCHQ Cheltenham, UK-ში.

ეშელონის სისტემის პირველადი მიზანია ორივე, დიპლომატიური და სამხედრო კომუნიკაციების კონტროლი. ამის გარდა, მისი ქსელი აკონტროლებს Eastern Bloc-დან და the Soviet Union-დან მომავალ და მიმავალ საკომუნიკაციო ქსელებს.

თუმცა, ცივი ომის დასრულებამ წინა პლანზე წამოწია ცვლილებები ამ სისტემის ოპერაციებში. უპირველეს ყოვლისა, ეშელონი არის შპიონაჟის ინსტრუმენტი, მაგრამ ახლა ის არის საერთაშორისო სადაზვერვო სისტემა. ის განუწყვეტლივ აკონტროლებს ოფლაინ და ონლაინ საკომუნიკაციო გზებს, რომ ჰქონდეთ ინფორმაცია სავარაუდო ტერორისტების შესახებ. გარდა ამისა, ექსპერტები, რომლებიც ეშელონის ოპერაციებს ასრულებენ, ამ სისტემას იყენებენ ორგანიზებული დანაშაულის გასაკონტროლებლად, იმისთვის რომ დაეხმარნონ და მაქსიმალურად დაიცვან საზოგადოება.

და ბოლოს

5 თვალის ალიანსის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. კონკრეტულ ადამიანებს სჯერათ, რომ ეს ორგანიზაცია არის კონფიდენციალურობის საფრთხე ყველგან. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ისინი საზოგადოებას თავიდან არიდებენ ზიანს. არაკანნიერი პირები ჯერ კიდევ იყენებენ საკომუნიკაციო პრაქტიკებს მის წევრებში ინფორმაციის გასავრცელებლად. 5 თვალის ალიანსი შესაძლებელია საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნებაში დაეხმაროს.

ჩვენ ვართ თქვენი წარმატების გარანტი, რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო ბრენდი IT Academy STEP !

იზრუნეთ მომავალზე, შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული IT სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები