; როგორ გავაუმჯობესოთ ლოგიკური უნარ-ჩვევები პროგრამირებაში - IT Academy STEP Tbilisi როგორ გავაუმჯობესოთ ლოგიკური უნარ-ჩვევები პროგრამირებაში - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

როგორ გავაუმჯობესოთ ლოგიკური უნარ-ჩვევები პროგრამირებაში

ლოგიკის შექმნა პროგრამირების ფუნდამენტური ნაწილია. თუ პროგრამირების ბევრი ენა იცით, მაგრამ არ ფლობთ ლოგიკის შექმნის უნარ-ჩვევებს, დიდ სიმაღლეებს ვერ მიაღწევთ. ალგორითმების სწავლა და კოდის წერაში ვარჯიში ყოველთვის დაგეხმარებათ ერთი პრობლემის სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებების მოძიებაში. დღეს, ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობილ რამდენიმე მარტივ რჩევას გაგიზიარებთ, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი ლოგიკის შექმნის ან ლოგიკურად აზროვნების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში.

რჩევები ლოგიკის გასაუმჯობესებლად პროგრამირებაში

1 შეხედეთ სხვა პროგრამისტის კოდს

სხვადასხვა ვებ გვერდებზე უკეთესი პროგრამისტების მხოლოდ დათვალიერება ვერ დაგეხმარებათ. მათ მიერ დაწერილ კოდს უნდა შეხედოთ, რომ გაიგოთ მათი აზროვნების შესაძლებლობები. თითოეულ პრობლემას სხვადასხვა ამოხსნა აქვს ინტერნეტში. ეცადეთ გააანალიზოთ სხვადასხვა ტიპის ლოგიკა, რომელიც კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენეს. როცა ამას გაიგებთ, მოძებნეთ გზები აღნიშნული ლოგიკის გასაუმჯობესებლად ან სხვადასხვა პრობლემებში განსახორციელებლად.

2 რთული პრობლემები მარტივებად დაყავით

რთული პრობლემა იმას არ ნიშნავს, რომ მისი მოგვარება მხოლოდ მრავალხაზიანი კოდის დაწერით შეიძლება. სხვადასხვა ტიპის კომპლექსური პრობლემის ჭკვიანურად გადაჭრა არის ის, რაც გამოცდილ პროგრამისტს დამწყებისგან განასხვავებს.

როცა კომპლექსურ პრობლემას ხვდებით, პირველ რიგში შეეცადეთ პრობლემის სირთულის ვიზუალიზაცია მოახდინოთ. შემდეგ დაყავით ის უფრო მარტივ პრობლემებად ან მოდულებად. დაიწყეთ ლოგიკის გამოყენება და თითოეული ნაწილის გადაჭრა. ეს მეთოდი გაგიუმჯობესებთ ლოგიკურ შესაძლებლობებს პროგრამირებაში.

3 მოაგვარეთ პრობლემები კოდის დაწერით

ალგორითმული ნაბიჯების დაწერა და თქვენს მიერ დაწერილი კოდის მშრალად ამუშავება ძალიან კარგია საწყის ეტაპებზე, მაგრამ თქვენი ლოგიკური უნარ-ჩვევები მაშინ გაუმჯობესდება, როცა კოდის პირდაპირ სისტემაზე დაწერას დაიწყებთ.

აირჩიეთ თქვენი საყვარელი პროგრამირების ენა, დაიწყეთ პატარა და საშუალო სირთულის პრობლემებით და შემდეგ გადაჭერით უფრო რთულები.

ისევ და ისევ გირჩევთ, არ დაიწყოთ კოდის წერა მაშინვე, როგორც კი პრობლემას დაინახავათ. ჯერ შეეცადეთ გაიგოთ პრობლემის არსი, მოიფიქროთ ყველა შესაძლო გამოსავალი, დაახარისხოთ პრობლემის ძირითადი ელემენტები და შემდეგ დაიწყოთ მისი გადაჭრა. დროთა განმავლობაში ეს აუცილებლად დაგეხმარებათ ლოგიკური უნარ-ჩვევების გაუმჯებესებაში.

4 იფიქრეთ პირობითად

პროგრამირება ძირითადად არის პირობები და ციკლი. თქვენ ასევე შეეჩვევით პირობით აზროვნებას, მაგალითად თუ პირობა ა ჭეშმარიტია, მაშინ შესრულდეს ბ ან გ.

ყველაზე კარგი ნაწილი ამ პრობლემებში არის პირობები, რომლებიც მეორდება და შეიძლება განმეორებით ბევრჯერ წარმოიშვას. სცადეთ უფრო მეტად ივარჯიშოთ if-else, switch, სხვა მარტივი პირობების მაგალითებზე, ვიდრე მიმართოთ ჰიპოთეზებს და თეორიებს პირობით მსჯელობებზე და ადგილობრივ აზროვნებაზე.

5 ისწავლეთ პროგრამირების პარადიგმები

ფორმა

 

პროგრამირების პარადიგმების შესწავლა ძალიან დაგეხმარებათ ლოგიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში. ის გარკვეული მოდელის ფუნქციას შეასრულებს პროექტების შექმნის დროს. პროგრამირების პარადიგმების ძირითადად სამი გავრცელებული ვარიანტი არსებობს: იმპერატიული, ფუნქციონალური და ობიექტზე ორიენტირებული.

იმპერატიული პროგრამირება მოიცავს წესების თანმიმდევრობას, რომლებიც ცვლის პროგრამის სტატუსს. ფუნქციონალური პროგრამირების პარადიგმა ძირითადად გამოიყენება მათემატიკური ფუნქციების შესასრულებლად სტატუსის ცვლილების გარეშე. და ბოლოს, ყველაზე პოპულარული, ობიექტზე ორიენტირებული მუშაობს ისეთ კონცეფციაზე, რომ შესაძლებელია ყველაფრის ობიექტის სახით წარმოდგენა. მაგალითად ავიღოთ სკამი და წარმოვიდგინოთ, რომ ის არის ობიექტი, ყველა სკამს თითქმის ერთი და იგივე თვისებები აქვს, მაგრამ მათი ღირებულებები ყოველთვის იგივე არ არის.

დასკვნა

არსებობს რამდენიმე მარტივი რჩევა, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ლოგიკური უნარ-ჩვევების გასამდიდრებლად. თუ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანის არჩევას მთხოვთ, კოდის წერას ავირჩევდი. დაწერეთ რაც შეიძლება ბევრი კოდი. ცოდნის გაუმჯობესება და სხვადასხვა ენის შესწავლა ძალიან კარგია, მაგრამ ისინი იმ შემთხვევაში დაგეხმარებათ, თუ ძლიერი ლოგიკური უნარ-ჩვევები გაქვთ. 

ჩვენ ვართ თქვენი წარმატების გარანტი, რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო ბრენდი IT Academy STEP !

იზრუნეთ მომავალზე, შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული IT სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები