; როგორ გავხდეთ მობილური აპლიკაციების დეველოპერი - IT Academy STEP Tbilisi როგორ გავხდეთ მობილური აპლიკაციების დეველოპერი - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

როგორ გავხდეთ მობილური აპლიკაციების დეველოპერი

თუ კომპიუტერული პროგრამების დეველოპერებისთვის არსებობს აქტუალური სამსახურის სახელი, რომელიც უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ეს სახელი მობილური აპლიკაციების დეველოპერი იქნება. ეს მათ ეხება, ვისაც შეუძლია დიზაინის გაკეთება, შექმნა და/ან მობილური აპლიკაციების მხარდაჭერა Apple iOS-თვის ან Android პლათფორმისთვის. არსებობს სხვა პლათფორმების არჩევის საშუალებაც – Mobile Windows-ის, Blackberry-ის, Psion-ის და Symbian-ის ჩათვლით – მაგრამ ამ ორ დიდ მონსტრს შორის მათ ბაზრის 99.3 პროცენტი უკავიათ Statista-ს მიხედვით.

ძირითადი გამოცდილება ტრენინგი და უნარ-ჩვევები

თუ გსურთ გახდეთ მობილური პროგრამების დეველოპერი, კომპიუტერული პროგრამების დეველოპერის უნარ-ჩვევები და ცოდნა უნდა გქონდეთ. ამის მიღწევა შესაძლებელია თუკი გაივლით შესაბამის კურსს და აიღებთ ბაკალავრის ხარისხს კომპიუტერულ მეცნიერებაში (მაგალითად, მართვის საინფორმაციო სისტემები).

ამის მიღწევა ასევე შეიძლება თუ დაესწრებით პროგრამების კოდირების რამდენიმე კურსს, რომლებიც მონდომებული დეველოპერების ტრენინგს და მათი პრაქტიკის განვითარებას ემსახურება. ამიტომ თუ გსურთ ჩაერთოთ კომპიუტერული პროგრამების დეველოფმენთში, დეველოფმენთის საბაზისო უნარ-ჩვევების შესწავლაში, ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხების დაგჭირდებათ:

  • უსაფრთხო, სტაბილური პროგრამული დიზაინის პრონციპები
  • კომპიუტერული პროგრამების დეველოფმენთის პროცესის და ციკლის გაგება, რომელშიც შედის დიზაინი-განვითარება-ტესტირება-გამოშვება-მხარდაჭერის ციკლი და გრძელვადიანი საფორთის და მუშაობის ციკლი
  • ზოგიერთი დეველოფმენთის მეთოდოლოგიის ექსპოზიცია და გაგება (Agile, Scrum და ა.შ.) და დეველოფმენთის პლათფორმები და პირობები
  • ორი ან მეტი პროგრამული ენის ცოდნა, სასურველია მოთხოვნადი ენები, როგორიცაა SQL, Java, JavaScript, C# ან C++, Python, PHP, Ruby on Rails ან iOS Coding Dojo-ს მიხედვით.

ეს ყველაფერი უზრუნველყოფს კომპიუტერული პროგრამების დეველოპერად მუშაობის საფუძველს ზოგადად. შემდეგი არის კონკრეტულად მობილურის თემები, იარაღები და ტექნოლოგიები.

მობილური მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში ჩართვა

მობილური აპლიკაციების განვითარება ცოტათი განსხვავდება ზოგადი კომპიუტერული პროგრამების განვითარებისგან. რადგან ისეთი რესურსები, როგორიცაა მეხსიერება, გამოთვლითი ციკლი, შენახვა და გამტარუნარიანობა იშვიათი და ძალიან ძვირფასია მობილურ პლათფორმებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი მობილური აპლიკაციების დეველოფმენთი ხდება ზოგიერთი მობილურის დეველოფმენთის პლათფორმის კონტექსტში.

იქიდან გამომდინარე თუ რომელი პლათფორმა (განსაკუთრებით Android-ი თუ iOS-ი) გირჩევნიათ, რა სახის დეველოფმენთ სამუშაო გაინტერესებთ, სად იმუშავებდით (ან უფრო ზუსტად ვისთვის იმუშავებდით), თქვენი არჩევანი შეზღუდული იქნება. Techworld-ის მიხედვით, ყველაზე პოპულარული მობილური აპლიკაციების დეველოფმენთის პლათფორმები 2016 წლის ბოლოს ქვემოთ ჩამოთვლილ სიას მოიცავდა.

23 წამყვანი მობილური აპლიკაციების დეველოფმენთის პლათფორმები

Appery.io

Como

Mobile Roadie

Accelerator

Dojo Mobile

Pega AMP

AppInstitute

GameSalad

SAP

AppMachine

Good Barber

Sencha

AppMakr

jQuery Mobile

TheAppBuilder

AppYourself

Kalipso Studio

Verivo Software

Appy Pie

Kony

Xamarin (Microsoft)

Bizness Apps

LiveBlox

 

პლათფორმის შესწავლას დრო, ძალისხმევა და ექსპლოატაციაში გაშვება სჭირდება. გადაწყვეტილებების პროვაიდერები აკეთებენ თავიანთი პლათფორმების შეფასებას ან შეზღუდული გამოყენების ვერსიებს ხელმისაწვდომ დაბალ ფასად ან უფასოდ. ასე რომ მონდომებულ დეველოპერებს შეუძლიათ მათი შესწავლა. ბევრი ასევე სთავაზობს დაბალ ფასიან ან უფასო თვით შესწავლის მასალას, რომ დაეხმარონ დამწყებ დეველოპერებს ისწავლონ ის, რასაც აკეთებენ და როგორ გამოიყენონ ასეთი იარაღები ყველაზე ეფექტურად. (დაათვალიერეთ ყველასთვის ხელმისაწვდომი ონლაინ კურსები ზოგიერთი ასეთი იარაღების, მაგალითად jQuery/jQuery Mobile კომპლექტის შესახებ).

სამუშაოს შესრულება, ვაჭრობის სწავლა

სპეციალიზირებული ტრენინგებიც არის ხელმისაწვდომი მობილური აპლიკაციების დეველოფმენთისთვის, ასევე ყველა სახის პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების უფრო ფართო აუდიტორიისთვის. უფრო გამოცდილი დეველოპერებს, რომლებიც ერთი ნაბიჯით წინ წასვლას გეგმავენ, შეუძლიათ მოძებნონ ადგილობრივი კურსები, რომლებიც სპეციალიზირებას ახდენენ მობილური აპლიკაციების თემებზე, იარაღებზე და ენებზე.

შეიძინოთ უნარ-ჩვევები და ცოდნა როგორც დეველოპერმა  საუკეთესო გზა არის ვიდრე დეველოფმენთის სამუშაო შეასრულოთ. სამუშაოს მოძიება და მობილური განვითარების სწავლაში გადახდა, ასეთი მოკლე და ინტენსიური სასწავლო პროგრამები დაეხმარება დეველოპერებს სიჩქარის მომატებაში დაახლოებით 8-12 კვირის განმავლობაში. მაგრამ ეს მოითხოვს მუდმივ შრომას, ბევრ დროს და სიბეჯითეს. მართლაც მოტივირებულებს შეუძლიათ თავად გააკეთონ ეს ყველაფერი. სხვებმა კი შეიძლება მცოდნე პრაქტიკოსებს მიაგნონ, რომლებიც გათვითცნობიერებულები არიან მობილური აპლიკაციის დეველოფმენთში.

პლათფორმის შესწავლა დეველოპერებს ასევე დაეხმარება შიდა სამუშაოების გაგებაშიც. ის საშუალებას მისცემს აღმოაჩინონ დეველოფმენთის რესურსები შიგნით და გარეთ. ეს მოიცავს არა მარტო ფაილებს, რომლებიც დაგეხმარებათ, მაგაკითებს და ტრენინგის მასალას, არამედ დეველოპერების ფორუმებს და სხვა ონლაინ საზოგადოებას, რომლებიც სასარგებლო ინფორმაციას გაგიზიარებენ სხვადასხვა იარაღების და ენების შესახებ. მოიძიეთ ღია წყარო და უფასო და გაზიარებული კოდის სხვა საშუალებები. ასეთი მასალა არა მხოლოდ შეგიმცირებთ სწავლების პროცესის ხანგრძლივობას, ის მაგალითების მიხედვით სწავლის საშუალებას მოგცემთ (ველოსიპედის გამოგონება აღარ დაგჭირდებათ).

მობილური აპლიკაციების განვითარების მიმოხილვა

პლათფორმის განვითარების პროცესის ნაწილი არის იმის შესწავლა თუ ვინ რას იყენებს და რას ამბობენ სხვა დეველოპერები თავიანთი სამუშაოს და თანამშრომლების შესახებ. მეორეს მხრივ, სამუშაოების განცხადებებისთვის დროის დათმობა და გარკვევა თუ რას გთავაზობენ თქვენთან, დაგეხმარებათ თქვენი არჩევანის გაკეთებაში. ის შესანიშნავ აზრს მოგაწვდით იმაზე, თუ რა სახის შესაძლებლობები არის ხელმისაწვდომი და რა თანხებს იხდიან. დეველოპერების ფორუმები და ონლაინ საზოგადოებები ღირებულ ინფორმაციას მოგაწვდიან სხვადასხვა დამსაქმებლების შესახებ, რა სახის სამუშაოს შემოთავაზება შეუძლიათ მათ და რა სახის წინსვლა და განვითარება მოყვება ამ ტიპის სამუშაოებს.

შეგიძლიათ ათვალიეროთ სამუშაო განცხადებების გვერდები და ონლაინ დეველოპერების საზოგადოება გარკვეული დროის განმავლობაში, სანამ მიხვდებით თუ როგორ საქმიანობას ჰკიდებთ ხელს. დროთა განმავლობაში უნდა შეძლოთ სხვადასხვა ვარიანტების ჩამოთვლა, ვაჭრობა და კრიტერიუმების შერჩევა (ხელფასის და საფონდო პარამეტრების შედარება, ბევრი დროის და საინტერესო სამუშაოს შედარება, საოფისე უფასო სადილის და შესვენების ოთახის და სახლიდან მუშაობის შედარება) და თქვენი არჩევანის სია ცოტათი უნდა შეამციროთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ წახვიდეთ ინტერვიუებზე და რეალური ნაბიჯები გადადგათ სამუშაოს პოვნისკენ როგორც მობილურმა დეველოპერმა. არ დაგავიწყდეთ ნაცნობების, მასწავლებლების და მეგობრების ონლაინ ქსელის გამოყენება. ისინი დაგეხმარებიან ინტერვიუების მოპოვებაში და სავარაუდოდ სამუშაოს მოძებნაშიც, რომლის დაწყებასაც აპირებთ.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები