; როგორ დავსაქმდეთ HTML, CSS და JavaScript-ის საბაზისო ცოდნით??? - IT Academy STEP Tbilisi როგორ დავსაქმდეთ HTML, CSS და JavaScript-ის საბაზისო ცოდნით??? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

როგორ დავსაქმდეთ HTML, CSS და JavaScript-ის საბაზისო ცოდნით???

ვებ-დეველოფმენტის მიმართულებით მუშაობის დაწყება შესაძლოა პრობლემად მიგაჩნდეთ. პირველ ეტაპზევე მიხვდებით, რომ პროგრამირების უამრავი ენა და უამრავი ტექნოლოგია არსებობს, როგორც ახალი ასევე ძველი. სწავლის პროცესი თითქოს დაუსრულებელია და ბევრ დროს მოითხოვს. დიდი ძალისხმევის შემდეგ, განსაკუთრებით მაშინ თუ თვითნასწავლ პროგრამისტზე ვსაუბრობთ, ალბათ სამსახურის დაწყებას და ფულის რაც შეიძლება მალე გამომუშავებას მოელით. თუმცა, ზოგიერთი ვებ დეველოპერი ახლაც უმუშევარია. მუშაობის დასაწყებად სამი თვის სწავლის შემდეგ შევძელი ხელშეკრულება გამეფორმებინა კომპანიასთან front-end დეველოპერის პოზიციაზე. გამიმართლა? შესაძლოა დიახ ან შესაძლოა არა. ქვემოთ მოცემულ ისტორიაში მოგიყვებით თუ როგორ გავაკეთე ეს. ეს არის გარკვეული სახელმძღვანელო დამწყებებისთვის, რომლებსაც სურთ ფულის გამომუშავების დაწყება ვებ დეველოფმენთით რაც შეიძლება მალე.

როცა სწავლა დავიწყე, ვებ დეველოფმენთის ტექნოლოგიების შესახებ საერთოდ არაფერი არ ვიცოდი. წარსულში ნამუშევარი ვიყავი ანდროიდის სტუდიაში, მაგრამ ვებ დეველოფმენთი სრულიად ახალი, უცხო სფერო იყო ჩემთვის. ყველაფერი ნულიდან უნდა დამეწყო. როგორც ხვდებით სწავლა HTML-ით და CSS-ით დავიწყე. მოგვიანებით გადავედი JavaScript-ზე.  მოვძებნე საკითხავი გაკვეთილები, ვიდეოები და სწავლების არაეფექტური მეთოდები. მაგრამ მე მჭირდებოდა სწავლების უფრო ინტერაქტიული და პრაქტიკული მეთოდი. ამიტომ გამოვიყენე:

  • FreeCodeCamp: მე ძალიან მომწონს FreeCodeCamp-ის განრიგი. ის მორგებულია აბსოლუტურ დამწყებებზე და თანდათანობით გადადის უფრო რთულ თემებზე. პრაქტიკული პროექტები ბოლო ნაწილში ნამდვილად ძალიან დაგეხმარებათ. მე მხოლოდ HTML, CSS და JS-ის გაკვეთილები გავიარე.
  • Codeacademy: Codeacademy-ის უფასო ვერსიაც კი ძალიან დაგეხმარებათ. თუ თქვენ შეძლებთ წარმატებით მუშაობას, არ შეწყვიტოთ. გაეცნობით გაკვეთილებს, პროექტებს და ტესტებს. Codeacademy-ის სუფთა ინტერფეისი დამატებითი ბონუსია.

დაახლოებით ორი თვე დამჭირდა HTML5-ის, CSS-ის და JavaScript-ის საფუძვლების შესასწავლად. საშუალოდ დაახლოებით დღეში შვიდ საათს ვხარჯავდი კოდის წერაში. კოდის წერა, ისევე როგორც ნებისმიერი უნარ-ჩვევა პრაქტიკით უმჯობესდება. მოდუნების და გაჩერების დრო არ იყო. რეალური პროექტების შექმნა უნდა დამეწყო. ამაში freeCodeCamp-ის პროექტები ძალიან დამეხმარა. მაძლევდნენ დავალებებს, უნდა შემექმნა მაგალითად შემოწირულობების გვერდი, პროდუქტების გვერდი, მიმოხილვა, პერსონალური პორტფელი და სხვ. ასე დაიწყო ჩემი, როგორც frontend ვებ დეველოპერის მოგზაურობა.

მიყვარს ონლაინ სათამაშო მოედნები, ძირითადად ცხოვრება-გადახედვის კოდის შესაძლებლობის გამო, ასევე კოდის შესახებ სიახლეების მონაცემთა ბაზასთან წვდომის გამო, რომელიც შთაგონების წყაროა. სათამაშო მოედნის ჩემი არჩევანი იყო და ახლაც არის Codepen-ი. შემდეგ ვიყენებდი პლათფორმას დაახლოებით ოთხი პროექტის შესაქმნელად და გამოვიყენე მხოლოდ HTML და CSS. ჩემი JavaScript-ის ცოდნა ჯერ კიდევ დაბალი იყო. ამიტომ JavaScript-ს შევეშვი. მთელი ჩემი ცოდნა HTML-სა და CSS-ში ჩავდევი. ამ მომენტში გავიაზრე, რომ ბევრი რამ არ ვიცოდი. მიწევდა უმარტივესი საკითხების ინტერნეტში მოძიება, განსაკუთრებით CSS-ის სინტაქსის შემთხვევაში. ძალიან დიდი შრომა სჭირდებოდა საპასუხო გვერდების შექმნას მხოლოდ CSS-ის გამოყენებით. StackOverflow-ზე საშუალოდ დღეში ხუთჯერ ვხვდებოდი. Codepen-ის სხვა მომხმარებლების ‘pens’-ის დახმარებით ვაკეთებდი ნავიგაციას და ეს ჩემთვის შთაგონების წყარო იყო.

ამ დროისთვის უკვე შევქმენი ოთხი მარტივი ერთგვერდიანი საიტი და HTML-ის და CSS-ის ჩემი ცოდნა გაუმჯობესდა. ხალხის უმრავლესობა სათანადოდ ვერ აფასებს ამ ორი ტექნოლოგიის ძალას. როგორც front-end ვებ დეველოპერი, მათ ძალას ძალიან ვაფასებ. სათანადოდ ათვისების შემდეგ, მათ ბევრი შთამბეჭდავი რამის გაკეთება შეუძლიათ. მე ახლაც არ ვიცი ბევრი რამ JavaScript-ის შესახებ. რა თქმა უნდა მთლიანი სინტაქსი გავიარე, მაგრამ JavaScript-ის გამოყენებით ვერაფერი ვერ შევქმენი. მზად ვიყავი სამუშაოს დასაწყებად? ალბათ არა. მაგრამ ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია იმაში, რომ კიდევ მეცადა.

ბევრი უშვებს შეცდომას, მაგრამ ამ შეცდომებზე სწავლობენ და საკუთარი საქმის პროფესიონალები ხდებიან. ძალიან ხშირად ვებ დეველოპერები, რომლებსაც სწრაფად წინსვლა სურთ, ცოტა ხნით უნდა შეჩერდნენ, სანამ ყველაფერს შეისწავლიან და სანამ მუშაობას დაიწყებენ. ეს მიდგომა მე არ გამომიყენებია. დაგეთანხმებით, ბევრი არ ვიცოდი, მაგრამ მჯეროდა, რომ საკმარისი ცოდნა მქონდა საქმის შესასრულებლად. Fiverr ან upWork ტიპის ფრილანს საიტების დათვალიერებისგან თავი შევიკავე. სამაგიეროდ, კარგად გამოვიყენე ფეისბუქი, რის მეშვეობითაც დავუკავშირდი ადამიანს, რომელსაც ჰქონდა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია და ვაჩვენე ჩემს მიერ გაკეთებული პროექტები. ჩემი განცვიფრების მიუხედავად, ის მოიხიბლა აღნიშნული პროექტებით. ერთი კვირის შემდეგ კი სამსახურის შემოთავაზება მივიღე. ხაზს ვუსვამ კარგი ქსელის მიზანს. რადგან ციფრულ სამყაროში, სადაც უამრავი სოციალური მედია პლათფორმა არსებობს, ხალხთან შეხვედრა ძალიან ადვილია. შეგიძლიათ იმეგობროთ მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანებთან და მათთანაც, ვისაც წინადადებების შემოთავაზება შეუძლია. თავად აქტიური არ გახლავართ, მაგრამ იყო სოციალური და უშუალო, საკმაოდ რთულია. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ დგება დრო, როცა შიშს გვერდზე გადავდებ ხოლმე და ხალხს ვეკონტაქტები, მხოლოდ და მხოლოდ წინსვლისთვის.

ვაღიარებ, რომ პირველი სამუშაო რთული იყო. ეს ადრეც ვახსენე. არც ისე ბევრი ვიცოდი. სამუშაო მოთხოვნების მიხედვით Bootstrap framework-ი უნდა მცოდნოდა. Bootstrap-ი ადრე არასოდეს არ გამომიყენებია. საბედნიეროდ, ის რთული არ აღმოჩნდა. წავიკითხე Bootstrap-ის სახელმძღვანელო და გასავარჯიშებლად შევქმენი გვერდის ნიმუში Bootstrap-ის გამოყენებით. ეს ერთ დღეში გავაკეთე. სამუშაო მოიცავდა უამრავი ფოტოშოფში დამუშავებული გვერდების გამეორებას კოდით. ის მოითხოვდა HTML-ს, CSS-ს (საკმაოდ დიდი მოცულობით) და ცოტა JavaScript-ს. იძულებული გავხდი JQuery-იც მესწავლა. ამ სამუშაოს შესრულების დროს ინტერნეტით მოვიძიე უამრავი რამ და დავათვალიერე უამრავი კოდის ჩანაწერი. საბოლოოდ გაცილებით მეტი ვიცოდი, ვიდრე მანამდე. სინამდვილეში, რეალური კლიენტის პროექტზე მუშაობამ მაიძულა მესწავლა უფრო მეტი ახალი რამე, რისი გაკეთებაც ძალიან დამეზარებოდა ანაზღაურება რომ არ მიმეღო.

სასწავლო გაკვეთილი: დასაწყისში ყველაფრის ცოდნა არ არის სავალდებულო. ზოგიერთი რამის უფრო კარგად შესწავლა თანდათანობით უკეთესია. არ დაგეზაროთ გუგლში ყველაზე მარტივი საკითხების მოძებნა. სხვების მიერ დაწერილი კოდების ჩანაწერების დათვალიერებაც კარგია, გაარჩიეთ ისინი და არ გადააკოპიროთ.

როცა ეს სამუშაო შევასრულე, ჩემს თავს „front-end junior web developer“-ი დავარქვი. ეს მოგზაურობა ამით არ დამთავრებულა. რადგან “full stack developer”-ის სახელისთვის ვიბრძვი, კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლო. თუ თქვენც დაისახავთ მიზნად ამ სახელისთვის ბრძოლას, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ტექნოლოგიებს, ისინი აუცილებლად უნდა იცოდეთ.

HTML

CSS

JavaScript

General-purpose backend programming language (Ruby, Python, PHP და ა.შ.)

A relational database system (PostgreSQL, MySQL, Oracle და ა.შ.)

Web server (nginx, Apache და ა.შ.)

Deployment operating system (Ubuntu, CentOS, FreeBSD და ა.შ.)

Version-control system (git, subversion და ა.შ.)

Frontend library (React, Angular, Jquery და ა.შ.)

სასწავლო გაკვეთილი: სწავლა არასოდეს არ მთავრდება. რაც უფრო მეტი ახალი ტექნოლოგიები შემოდის, ყოველთვის იქნება ისეთი რამ, რასაც ადამიანი ისწავლის.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

IT Academy STEP – თქვენი წარმატება იწყება აქ !

იზრუნეთ მომავალზე, შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

 

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები