; როგორ იქმნება რეპუტაცია? - IT Academy STEP Tbilisi როგორ იქმნება რეპუტაცია? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

როგორ იქმნება რეპუტაცია?

გაინტერესებთ თუ როგორ უნდა გახდეთ წარმატებული და მოთხოვნადი ფრილანსერი? როგორ შეიქმნათ იმიჯი და წარმატებული სახელი?

კომპანიაში ფრილანსერ პროგრამისტად, გრაფიკულ დიზაინერად ან სხვა მიმართულებით სამუშაოდ თუ შეგარჩიეს, ეს ნიშნავს: დამსაქმებელი დარწმუნებულია, რომ თქვენ გაქვთ საჭირო უნარები, ანუ ის რასაც კომპანია ეძებდა. ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, რომელმაც კი არ უნდა შეგაშინოთ, არამედ უნდა გაგაძლიეროთ, გირჩევთ შეასრულოთ საინტერესო სავარჯიშოები და პერიოდულად ეს ყველაფერი გაუზიაროთ დამსაქმებელს, რომ ფიზიკურმა დისტანციამ არ გააჩინოს ნაპრალები თქვენს შორის ან საერთო საქმეში, შეეცადეთ რომ მუდმივად ტონუსში იყოთ და ეს კარგად იგრძნობოდეს…

გარდაამისა, სამუშაო მეილით, რეგულარულად საქმის კურსში ჩააყენეთ და განაცვიფრეთ თქვენი შრომისუნარიანობით.

ნუ დააყოვნებთ კითხვების დასმას, თუ რომელიმე დეტალი არ არის ნათელი.

დროულად გადაეცით თქვენი ნაშრომი, ყოველთვის გახსოვდეთ ვადები. დარწმუნდით, რომ გეგმის მიხედვით მიდიხართ.

ხშირად ხდება, რომ საქმე ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო. ეს აუცილებლად უნდა გაასაჩივროთ! თუ თქვენ და თქვენს დამსაქმებელს შორის პრობლემები ჩნდება, იყავით ორმხრივი შეთანხმების ინიციატორი, ნუ გამოეყოფით გუნდს მარტივად, ეს იმიჯს შეგილახავთ.

და ბოლოს, აუცილებელია გავიაზროთ ერთი რამ, როგორც არუნდა ვეცადოთ, რეპუტაციის აზრის ფორმირება ჩვენი პირადი პროფესიონალიზმის გაზომვით იწყება, დაიწყე დღესვე მომავლის პროფესიების სწავლა, დაგეგმე წარმატება! 

ნუ უყურებთ კომპიუტერს, როგორც  ვირტუალურ სამყაროში ურთიერთობის საგანს და შესაძლებლობას. არ დაკმაყოფილდეთ მხოლოდ მისი პროგრამული უზრუნველყოფის მოხმარებით და ნუ გაჩერდებით მხოლოდ მომხმარებლის დონეზე. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპიუტერის ყველა რესურსი და იხსნათ მრავალმილიონიანი კომპანიები გაბანკროტებისაგან, მაშინ თქვენი რეპუტაცია გაიზრდება და დაემატება ანაზღაურებას ნოლები $ .000

დაიწყეთ სწავლა ახლავე !

ენდეთ ჩვენს გამოცდილებას, რადგან ჩვენ ვართ 19 ქვეყანაში დამკვიდრებული საერთაშორისო ბრენდი IT აკადემია Step-ი, 72 ფილიალით, 50,000-ზე მეტი აქტიური სტუდენტით, 100,000-ზე მეტი კურსდამთავრებულით და უზარმაზარი შესაძლებლობებით, მთელ მსოფლიოში!

IT Academy STEP-ში გვჯერა, რომ შედეგები თავად საუბრობენ საკუთარ თავზე

იზრუნეთ მომავალზე, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა და გამოცდილება!

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები