; როგორ შევქმნათ ბრენდის ეპიკური მანიფესტი სტარტაპისთვის - IT Academy STEP Tbilisi როგორ შევქმნათ ბრენდის ეპიკური მანიფესტი სტარტაპისთვის - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

როგორ შევქმნათ ბრენდის ეპიკური მანიფესტი სტარტაპისთვის

მუდმივი ბრენდ მანიფესტის შექმნა უფრო მნიშვნელოვანია სტარტაპის წარმატებისთვის, ვიდრე წარმოგიდგენიათ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა შეიქმნას მანიფესტი, რომელიც ასაზრდოვებს ეპიკურობას.

დავიწყოთ საფუძვლებით: რა არის ბრენდ მანიფესტი?

ბრენდ მანიფესტი მოქმედებისკენ მოწოდებაა. ეს არის თქვენი ბრენდის ძირითადი გზავნილი და ღირებულებები, რომელიც გამოიხატება კორპორატიულ „სულში“ და თქვენი აუდიტორიისგან ემოციურ პასუხს მოითხოვს.

ზოგი ამბობს, რომ ბრენდ მანიფესტი სტარტაპისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და მხოლოდ სტარტაპის ძალისხმევა და მიღწევები განსაზღვრავს წარმატებას. მაგრამ ჩვენ ამ მოსაზრებას არ ვეთანხმებით. მიგვაჩნია, რომ ბრენდ მანიფესტი გრძელვადიანი წარმატების ერთერთი მთავარი ინგრედიენტია. ეს არის სტარტაპის კოლექტიური ენერგიის სფერო, რომელიც ხელს უწყობს კომპანიას გარკვეული გადამწყვეტი გადაწყვეტილებების და გარკვეული მიმართულებების მიღებაში. ამის გარეშე, ის Mr. Burns-ს წააგავს The Simpsons-დან. არსება სულის გარეშე.

დაიწყეთ შეკითხვით “რატომ?”

ახალი სტარტაპის წარუმატებლობის შანსი საკმაოდ დიდია (90% მარცხს განიცდის) ასე რომ წარმატების მისაღწევად თქვენი შანსების გაზრდის მიზნით, უნდა შეეცადოთ გააანალიზოთ და დახვეწოთ თქვენი სტარტაპის ორგანიზაციის რაც შეიძლება მეტი ნაწილი. ძირითადი მიზნების დადგენა და კომუნიკაცია პარტნიორებათან ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილია

როგორც ადამიანები, გვსურს ვიფიქროთ, რომ გადაწყვეტილებებს ლოგიკასა და მიზეზზე დაყრდნობით ვიღებთ. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ასე არ არის. ქვეცნობიერის დონეზე, ეს არის ჩვენი ემოციები, რომელიც მართავს ჩვენს მოქმედებებს. ემოციები კი სხვა არაფერია, თუ არა ენერგია მოძრაობაში.

სწორედ ამიტომ თქვენი სტარტაპ ბრენდ მანიფესტი იმის გარშემო უნდა ტრიალებდეს, თუ რატომ აკეთებთ რამეს, ვიდრე რას აკეთებთ ან როგორ. „რატომ“ არის ის, რაც იწვევს ემოციებს თქვენს აუდიტორიაში, რასაც მიყავხართ კონკრეტულ მოქმედებამდე და იმედი მაქვს ისინი დაიწყებენ თქვენი ბრენდის პატივისცემას, რადგან თქვენი მიზანი ძლიერ რეზონანსს ქმნის იმასთან, თუ ვინ არიან ისინი და რისი სჯერათ.

ვთქვათ, ქმნით შემდეგ Tinder-ს, მაგრამ აირჩიეთ, რომ პიროვნულმა თვისებებმა წარმართოს მატჩის შექმნის პროცესი, ვიდრე ფიზიკურმა გარეგნობამ. თუ ეს ასეა, თქვენ შეიძლება მოისურვოთ, რომ მანიფესტმა გამოხატოს თქვენი რწმენა „რატომ“ პიროვნული თვისებების საკითხში უფრო მეტად, ვიდრე ფიზიკურ გარეგნობაში გრძელვადიანი პარტნიორის ძებნის დროს.

მოიშორეთ სტერეოტიპები და იყავით მამაცი

გახსოვდეთ, ყველას ვერ ასიამოვნებ, მომხმარებლები სულ უფრო მეტად პრეტენზიულები და მომთხოვნები ხდებიან სწორი ბრენდის არჩევისას.

თუმცა, ჯერ კიდევ შეგიძლიათ გამოიყენოთ გარკვეული სტერეოტიპების ფუნდამენტური მნიშვნელობა და 180 ან 360 გრადუსით შემოატრიალოთ, სანამ ის თქვენი სტარტაპის ბრენდ მანიფესტში შევა. ბოლო დროს თითქმის ყველა სფეროში კონკურენციაა და როგორც ვნახეთ, სტარტაპის ჩავარდნის მაჩვენებელი მაღალია. ამიტომ მატერიალურად ვერ შეძლებთ იყოთ მოსაწყენი კლიშეების მანქანა. ცოტა ჭკვიანიც უნდა იყოთ, თავხედიც და თამამიც. ეცადეთ უკიდურესობამდე არ მიიყვანოთ და მანიაკალურ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ, რადგან ეს აშკარად შეაშინებს ხალხს.

„გუნდში ბედნიერების გაცემა: გზა მოგებისკენ, ვნებისა და მიზნისკენ“.

ამას პლანეტაზე ყველაზე უკეთ სტივ ჯობსი აკეთებდა, დღესაც კი იგრძნობა ეს ეიფლის უზარმაზარ შენობაში, ქედს ვიხრით Apple-ის მიმართ, ჯობსის გუნდს 1997 წლიდან ასე მოიხსენიებდნენ „ესენი ხომ გიჟები არიან“.

„არანორმალურები. შეუფერებლები. მეამბოხეები. პრობლემის შემქმნელები. ყველასგან გამორჩეულები. ისინი, ვინც ყველაფერს განსხვავებულად ხედავენ. მათ არ უყვართ წესები და პატივს არ სცემენ სტატუს-კვოს. შეგიძლიათ მათი ციტირება გააკეთოთ, არ დაეთანხმოთ მათ, ხოტბა შეასხათ ან გალანძღოთ ისინი. მაგრამ ერთია, მათ ვერ უგულებელყოფთ. რადგან მათ შეუძლიათ რაღაცეების შეცვლა. მათ კაცობრიობა წინ მიჰყავთ. მაშინ როცა სხვებს ისინი გიჟები ჰგონიათ, ჩვენ ვთვლით, რომ ისინი გენიოსები არიან. რადგან ის ადამიანები, რომლებიც გიჟები არიან და ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ მსოფლიოს შეცვლა, ისინი არიან, ვინც ამას ნამდვილად აკეთებენ.“

გააძლიერეთ თქვენი USP-ები

ეს რჩევა შეიძლება ბანალური მოგეჩვენოთ. მაგრამ სიმორცხვის გამო თქვენი უნიკალური გაყიდვის თვისებების არ გამომჟღავნება ან ტრაბახის შიში, საკმაოდ გავრცელებულია ახალ ბიზნესში. ყოველ შემთხვევაში ჩვენი გამოცდილებით ასეა. თუ სტარტაპი დაიწყეთ და ნამდვილად გჯერათ, რომ ის, რასაც ქმნით, განსხვავებულია, ეს უნდა აჩვენოთ. სხვა თვალსაზრისით, შეგიძლიათ თქვენი ბრენდ მანიფესტი, თქვენი ბიზნეს იდეის უნიკალური ელემენტების გასაუმჯობესებლად გამოიყენოთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იყავით მამაცი. მაგრამ ნუ იქნებით მელ გიბსონი, ეს იდეა უკვე გამოიყენეს.

როგორც მოგეხსენებათ, ადამიანები სიახლეებზე არიან დამოკიდებული, მაგრამ ეს სინამდვილეში მეცნიერების თანახმად, შეიძლება კეთილდღეობის ნიშანი იყოს (ყოველ შემთხვევაში, თუ მასთან სხვა მახასიათებლების სწორი კომბინაციით დააწყვილებთ). ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ხაზგასმით აღნიშნოთ ის, რაც სიახლით შემოგაქვთ. კონცენტრირება მოახდინეთ თქვენი ბიზნეს იდეის უნიკალურ ელემენტებზე თქვენს ბრენდ მანიფესტში, მაგრამ შეეცადეთ სამ ყველაზე კარგ USP-მდე დაიყვანოთ, რათა თავიდან აიცილოთ შემეცნებითი გადატვირთვა. და როგორც ყოველთვის, არ გადააჭარბოთ.

სინამდვილეში თქვენი სურვილია დარწმუნდეთ, რომ თქვენი სტარტაპის მაგარი და უწესრიგო ელემენტები საკმარისად არის განმეორებული იმისთვის, რომ თქვენი სამიზნე აუდიტორია თქვენი ბრენდისკენ გადაიხაროს. თუ გადაწყვეტთ თქვენს მანიფესტში რამდენჯერმე გაიმეოროთ თქვენი ნომერ პირველი თოფ USP, თქვით ის სამჯერ, განსხვავებულად, გარკვეული მრავალფეროვნების დასამატებლად.

თქვით და შეასრულეთ ტქვენი მანიფესტი 24/7

როცა თქვენი მანიფესტის ხმა გაძლიერდება, დროა მის ტესტირებაზე და თქმის და შესრულების პროცესზე ისაუბროთ. Dreamify-ში ჩვენ მიგვაჩნია, რომ თქვენი ბრენდის მანიფესტი უნდა იყოს ისეთი სუფთა და ნამდვილი, რომ თქვენ დარწმუნებით იცხოვროთ მის გვერდით ცხოვრების ყველა ასპექტში, მათ შორის სამუშაოს ფარგლებს გარეთაც. ბოლო პერიოდში, ნამდვილობა კარგად და მარტივად იყიდება. ასე რომ დარწმუნდით, რომ უპირატესობას ამას ანიჭებთ და იყავით ის, ვისაც სინამდვილეში ამბოთ, რომ ხართ. სხვა რა შეგიძლიათ? იცხოვრეთ ამით დღეში 24 საათის განმავლობაში და დიდი სიამაყით განიმსჭვალეთ მის მიმართ, მნიშვნელობა არ აქვს მას მშვენიერ კონფერენზიაზე გაყიდით თუ თქვენს მეზობელთან ინტენსიურ ღრმა საუბრში ჩაერთვებით (მეორე საკმაოდ იშვიათია ჩრდილოეთის ქვეყნებში).

სთხოვეთ დახმარება ექსპერტებს

ეპიკური ბრენდ მანიფესტის დამზადებამ თქვენი სტარტაპისთვის შეიძლება დიდი დრო და ძალისხმევა მოითხოვოს. და როგორც ახალ სტარტაპს, რომელიც გასაშვებად მზად არის, თქვენ შეიძლება სამიზნე დარტყმის მხოლოდ ერთი შანსი გქონდეთ. ამიტომ ბრენდინგის პროფესიონალების მხრიდან დამატებითი ზეწოლა შეიძლება გასათვალისწინებელი აღმოჩნდეს. Dreamify-ში, ჩვენ გპირდებით, რომ შევქმნით ბრენდს და ბრენდ მანიფესტს, რომელიც გაზრდის თქვენი სტარტაპის აღმავლობის შანსს.

შემოგვიერთდეთ და შეისწავლოთ ყველაფერი, რაც დაგეხმარებათ წარმატებისკენ სავალ გზაზე, სადაც უბრალოდ შეუცვლელი პროფესიონალი იქნებით. სულ რაღაც 2,5 წელიწადში თქვენ აითვისებთ რამდენიმე დამატებით პროფესიას. ეს კი იმის გარანტია იქნება, რომ თქვენ გახდებით მოთხოვნადი, წარმატებული პროფესიონალი

ჩვენ ვართ თქვენი გარანტი, რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო ბრენდი IT აკადემია STEP

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები