; როდის შევიცვალოთ სამსახური? - IT Academy STEP Tbilisi როდის შევიცვალოთ სამსახური? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

როდის შევიცვალოთ სამსახური?

ამბობენ„სამსახურში მინიმუმ 1-2 წელი უნდა დარჩე, არ წამოხვიდე სანამ სხვა სამსახური არ გამოჩნდება“, ალბათ ყველასთვის ნაცნობი რჩევაა ! ცვლილებების დაგეგმვისას, ამას ხშირად გვიმეორებენ, მაგრამ როგორ უნდა მიხვდეთ, ვენდოთ თუ არა შემოთავაზებულ “გეგმას”? ისიც არ დაგვავიწყდეს, ბევრ კომპანიაში ‘სწრაფად იცვლის სამსახურს” ადამიანები ნდობასაც ნაკლებად იმსახურებენ..

დღევანდელი ბიზნეს სამყარო განუწყვეტლივ იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ტექნოლოგიებზე დამოკიდებული, 20 წლის წინ პოპულარული მიდგომები ეტაპობრივად კარგავს აქტუალურობას. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამუშაო ბაზარი კანდიდატზე დამოკიდებული გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სამუშაოს მაძიებლებს გაცილებით დიდი ძალაუფლება გააჩნიათ, ვიდრე დამსაქმებლებს. შესაბამისად, როცა სამსახურის გამოცვლას დააპირებთ, ძველი თაობის რჩევებს არ დაეყრდნოთ – იცოდეთ, რომ გადაწყვეტილება ახლა თქვენს ხელშია, რამეთუ თქვენ ხართ პროფესიონალი რომელიც ჩვენი დროის ყველა სფეროს ჭირდება !

არსებობს ბევრი გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიცვალოთ სამსახური:
1.არასდროს უთხრათ თქვენს მენეჯერს რომ ახალ სამსახურს ეძებთ
– როგორც წესი, კომპანიიდან წასვლის შესახებ უფროსს მხოლოდ ახალი სამსახურის მოძიების შემდეგ აცნობებენ ხოლმე, რადგან არავის სურს მენეჯერის განაწყენება. თუმცა დღეს სიტუაცია შეიცვალა; HR ექსპერტი, ჯონ სალივანი, ამბობს: “როდესაც სამსახურს ტოვებთ, მოღალატედ არავინ აღარ აღგიქვამთ.” ბევრმა კომპანიამ დამოკიდებულება გამიზნულად შეიცვალა, რის გამოც ადამიანების უმეტესობა ისე მიდის სამსახურიდან, რომ ყოფილ კოლეგებთან კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს. გარდა ამისა, თუ თანამშრომელს ძველ სამსახურში დაბრუნება მოუნდა, ასეთი კომპანიები ყოველთვის მზად არიან დაიბრუნონ “წასული” თანამშრომელი
2. გახსოვდეთ, ხშირი ცვლილებები თქვენს რეზიუმეს არ წაადგება
„სამსახურში რამოდენიმე წელი მაინც უნდა გაჩერდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დამსაქმებელი თქვენს CV-ს დაიწუნებს“ – სალივანის აზრით, ეს პოზიცია სიმართლეს აღარ შეესაბამება. ცხოვრებაში ბევრჯერ დგება შემთხვევა, როცა სამსახურის დატოვება უპირობოდ გიწევთ; ამის ბევრი მიზეზი არსებობს! უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულ პოზიციაზე მცირე პერიოდით მუშაობა თქვენს რეზიუმეს არ აზარალებს, პირიქით, დამსაქმებლების 32% მოელის კიდეც, რომ თანამშრომელი მალე შეიცვლის სამუშაო ადგილს!
ვების და პროგრამული დეფელოპერები განსაკუთრებით სწრაფად იცვლიან სამსახურებს; როგორც კვლევა მოწმობს, მათი 70%-ზე მეტი მაქსიმუმ 2 წელი ჩერდება ერთ პოზიციაზე. თქვენ წარმოიდგინეთ, არც უმუშევრობა წარმოადგენს პრობლემას, თუ ცხადად აჩვენებთ, რომ ეს პერიოდი ტყუილად არ გაგიფლანგავთ და თავისუფალი დრო ახალი უნარის ათვისებას ან ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებას დაუთმეთ. თუმცა სალივანი მაინც გირჩევთ, თავიდან აირიდოთ კომპანიების ხშირი მონაცვლეობა, არა იმიტომ, რომ თქვენს რეზიუმეს დააზარალებთ, არამედ იმიტომ, რომ ემოციურად გადაიღლებით და გამოიფიტებით.
3. უფროსისგან ახალ შემოთავაზებას დაელოდეთ
თუ მნიშვნელოვანი თანამშრომელი ხართ, კომპანია აუცილებლად ეცდება თქვენი აზრის შეცვლას! კონტრ-შემოთავაზებები განსაკუთრებით ხშირი ბოლო პერიოდში გახდა ისეთ ინდუსტრიებში, სადაც ტალანტების ნაკლებობაა. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ასეთი შემოთავაზებები ყველა მხარისთვის საზიანოა და ამას ორი მიზეზი აქვს: პირველ რიგში, ახალი სამსახურის ძებნა რადგან დაიწყეთ, ამისთვის კონკრეტული მიზეზები გქონდათ, რომელსაც უბრალო დანაპირები ვერ შეცვლის; ხოლო მეორე მიზეზი ისაა, რომ ახალ კომპანიას უკვე გაეცანით, მათი რესურსი დახარჯეთ და პატივი უნდა სცეთ თქვენს შეთანხმებას. ამის მიუხედავად, კარგად გაანალიზეთ ორივე ალტერნატივა და გადაწყვეტილების მიღებამდე გრძელვადიან ეფექტებზე, მომავლის წარმატებაზე იფიქრეთ.
4. მუდმივად ეძებეთ ახალი გამოწვევები!
ნებისმიერი ადამიანი სტაბილურობას ეძებს. იდეალურ სიტუაციაში სრულებით არ ხართ ვალდებული ყოველთვის ახალ სამსახურზე გეჭიროთ თვალი მითუმეტეს მაშინ, როცა თქვენი საქმე მოგწონთ! მაქსიმალური პროდუქტიულობა ჩვენი ტვინის მცირე ენერგიის მოხმარებით მიიღწევა – ასეთ დროს ადამიანის ტვინი მთლიანად ჩართულია საქმეში, რასაც საუკეთესო შედეგები მოაქვს. თუ ასეთ საქმიანობას იპოვით, არ არის აუცილებელი ახალი სამსახური ეძებოთ. თუმცა როგორც სალივანი ამბობს, სწავლა და კარიერული ზრდა არასდროს უნდა შეწყვიტოთ, თუნდაც ერთ პოზიციაზე და ერთი და იმავე კომპანიაში: „სამყარო სწრაფად ვითარდება, ამიტომ ჩვენც ამ სისწრაფესთან ადაპტურები უნდა ვიყოთ; მუდმივად უნდა გსურდეთ ისეთ პროექტებში ჩართვა, რომელიც განავითარებს თქვენს უნარებსა და კომფორტ ზონას არ შეგიქმნით.“

შემოგვიერთდეთ და შეისწავლოთ ყველაფერი, რაც დაგეხმარებათ წარმატებისკენ სავალ გზაზე, სადაც უბრალოდ შეუცვლელი პროფესიონალი იქნებით. სულ რაღაც 2,5 წელიწადში თქვენ აითვისებთ რამდენიმე დამატებით პროფესიას. ეს კი იმის გარანტია იქნება, რომ თქვენ გახდებით მოთხოვნადი, წარმატებული პროფესიონალი

ჩვენ ვართ თქვენი გარანტი, რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო ბრენდი IT აკადემია STEP

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები