; რჩევების კრებული პროგრამირების ენების სწრაფად შეისასწავლად - IT Academy STEP Tbilisi რჩევების კრებული პროგრამირების ენების სწრაფად შეისასწავლად - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

რჩევების კრებული პროგრამირების ენების სწრაფად შეისასწავლად

გვსურს გაგიზიაროთ პროგრამირების სწრაფად შესწავლის გამოცდილი მეთოდები, ეს ტექნიკური უნარ-ჩვევაა, რომელიც ძალიან ბევრ სარგებელს მოგიტანთ თუ კარგად დაეუფლებით. შეგიძლიათ დასაქმდეთ და სარფიანად წაიწიოთ წინ ან უბრალოდ გახდეთ თავისუფალი პროგრამისტი. თუ თქვენ მიისწრაფით იმისკენ, რომ იყოთ თვითნასწავლი პროგრამისტი ან გსურთ შეიძინოთ ტექნოლოგიასთან დაკავშირებული კურსი, აშკარაა, რომ სურვილი გექნებათ რაც შეიძლება მალე დაეუფლოთ პროგრამირების უნარ-ჩვევებს.

მაშ ასე, როგორ შეიძლება პროგრამირების სწრაფად შესწავლა? გთავაზობთ გამოცდილ რჩევებს იმის შესახებ თუ როგორ ისწავლოთ პროგრამირება სწრაფად.

1. დაწერეთ კოდი სწავლის პროცესში

გადააქციეთ სწავლების პროცესი აქტიურ მოქმედებად, ვიდრე პასიურად. დაიწყეთ კოდის ხაზებთან მუშაობა სწავლის დროს. ნუ იქნებით პასიური, მასალის შესწავლის პროცესში, ნუ დაკმაყოფილდებით მხოლოდ ყურებით ან შენიშვნების წაკითხვით იმის იმედით, რომ მომავალში განავითარებთ შესწავლილ უნარ-ჩვევებს. გზაზე უამრავ დაბრკოლებას წააწყდებით, რაც გაიძულებთ უკან დაბრუნდეთ და სწავლა თავიდან დაიწყოთ.

რაც უფრო ადრე დაიწყებთ იმის გამოცდას, რასაც სწავლობთ, უფრო სწრაფად ისწავლით. სინამდვილეში, კოდის წერის პროცესი სწავლის პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს. ყველაზე რეკომენდირებული სწავლების საშუალება არის პროექტების შექმნა სასწავლო მასალის წაკითხვის პროცესში. ასეთი გზით უფრო სწრაფად და სისტემატურად მოახერხებთ სწავლას.

2. შეისწავლეთ საფუძვლები

ეს არის ერთერთი რჩევა, რომელსაც ყველაზე მიზანდასახული პროგრამისტები უყურადღებოდ ტოვებენ. ბევრი სტუდენტი სწრაფად გადაათვალიერებს საფუძვლებს და პირდაპირ თანამედროვე პროგრამირების მცნებების შესწავლაზე გადადის. ისინი ალბათ ფიქრობენ, რომ ძირითადი ცნებები მათ ძვირფას დროს გაფლანგავს.

 თუმცა ეს ტაქტიკა, ჩვეულებრივ იმით მთავრდება, რომ სტუდენტები ისევ თავად ზარალდებიან. ისინი ჩერდებიან თანამედროვე პროგრამირების მცნებების შესწავლაზე, რაც თავისთავად საფუძვლების სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს. შემსწავლელები იძულებული არიან საფუძვლებს დაუბრუნდნენ და კვლავ თავიდან ისწავლონ. ასეთი მეთოდით სწავლის დროს, ისინი უამრავ დროს ხარჯავენ. იმისთვის, რომ არ გახდეთ მსხვერპლი, პროგრამირების მცნებების საფუძვლებს სერიოზულად მიუდექით.

3. ნუ დაეყრდნობით ავტომატიზაციას

ტექნოლოგიის წინსვლის მიუხედავად, არ დაგავიწყდეთ პროგრამირების შესწავლის ძველი მეთოდი, რომელიც მოიცავდა კოდის ხელით წერას. ეს მეთოდი გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე კოდის წერის სწავლა კომპიუტერზე დაყრდნობით. რვეულში ან თეთრ დაფაზე კოდის დაწერას უამრავი უპირატესობა გააჩნია.

კოდის ხელით წერის დროს უფრო ყურადღებით იქნებით. ამ მეთოდით შრომისმოყვარეობის გრძნობას გამოიმუშავებთ. ისწავლით როგორ აიცილოთ თავიდან იარლიყები. კოდის ხელით დაწერა მოგამზადებთ ინტერვიუებისთვის, როცა საბოლოოდ სამუშაო ბაზარზე გახვალთ. ეს იმისთვის არის, რომ ბევრი დამსაქმებელი უპირატესობას ანიჭებს სახელმძღვანელო ტესტებს. მოდით ნუ დაგვავიწყდება, რომ კოლეჯის პროგრამირების გამოცდების უმეტესობა სტუდენტებს სთხოვს კოდის ხელით დაწერას.

4. არ მოგერიდოთ დახმარების თხოვნა

სწავლის პროცესი შეიძლება გართულდეს და ამან ბევრი ენერგია წაგართვათ. ყველაზე უარესი კი ის არის, როცა ზოგიერთი მცენებების დაუფლება ძალიან გიჭირთ. რამდენადაც მარტო მოისურვებთ ბრძოლას, იმდენად ნაკლები იქნება დახმარების საფასური. თქვენ თავად შეძლებთ სხვების დახმარებას.

თუ გსურთ პროგრამირების სწრაფად შესწავლა, დაიქირავეთ მასწავლებელი. ეს არის ადამიანი, რომელმაც კარგად იცის პროგრამირების ის ენა, რომლის სწავლასაც აპირებთ. როცა რამე გაგიჭირდებათ და გაჩერდებით, მასწავლებელი შეძლებს დაგეხმაროთ და წინ წაგწიოთ. ის მცნება, რომელიც შეიძლება კერკეტი კაკალი გეგონოთ, თქვენი მასწავლებლისთვის ადვილი თემა იქნება.

მასწავლებლის დაქირავების გარდა, იფიქრეთ პროგრამისტებთან ურთიერთობაზეც თქვენს სფეროში. ისინი ფასეულ დახმარებას გაგიწევენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ახალი მცნებების შესწავლასთან გექნებათ. ისინი მოგცემენ სწავლის გაგრძელების მოტივაციას, მაშინ როცა ამის სურვილი შეიძლება იმ მომენტში აღარ გქონდეთ.

5. ისარგებლეთ ონლაინ რესურსებით

ონლაინ რესურსები სხვადასხვა ფორმით გვხვდება. შეიძლება იყოს ონლაინ გაკვეთილები, სასწავლო სახემძღვანელოები და ონლაინ ფორუმებიც კი. თუ ფიქრობთ რომ არ გესმით რომელიმე მცნება, უბრალოდ დარეგისტრირდით სანდო ფორუმზე და დაუსვით შეკითხვა მის წევრებს. პასუხების სიმრავლე გაგაკვირვებთ. ვიდეო პლათფორმები, როგორიცაა YouTube-ი, შეძლებენ გიჩვენონ, თუ როგორ მიხვიდეთ გადაწყვეტილებამდე. ონლაინ რესურსის კარგი მხარე ის არის, რომ შეგიძლიათ გადაწყვეტილებები სხვა წყაროებს შეადაროთ.

დასკვნა

რაც არ უნდა სწრაფად მოგინდეთ პროგრამირების შესწავლა, მაინც ნუ იჩქარებთ. მოთმინება იქონიეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ წაიწიეთ წინ. მოგზაურობა შეიძლება სასიამოვნო არ აღმოჩნდეს, მაგრამ სცადეთ ირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობების და საკუთარი თავის.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

 

IT Academy STEP – თქვენი წარმატება იწყება აქ !

იზრუნეთ მომავალზე, შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული IT სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები