; რჩევები ციფრულ დიზაინში, რომლებიც დამკვეთზე ფოკუსირებაში დაგეხმარებათ - IT Academy STEP Tbilisi რჩევები ციფრულ დიზაინში, რომლებიც დამკვეთზე ფოკუსირებაში დაგეხმარებათ - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

რჩევები ციფრულ დიზაინში, რომლებიც დამკვეთზე ფოკუსირებაში დაგეხმარებათ

დღეს ყველაფერი ხელმისაწვდომია, თუ ვებსაიტი და სოციალურ ქსელში აქტიური გვერდი არ გაქვთ, მაშინ ბიზნესიც არ გქონიათ. ძველი უფასოდ მიჯღაპნილკ ვებსაიტი არ გამოგადგებათ – უნდა იყოს ისეთი ვებ-გვერდი, რომელიც მოდერნისტულად გამოიყურება და ყველა მოწყობილობაზე მუშაობს. დღეს ვცდილობთ ვისაუბროთ მომხმარებლის გამოცდილებაზე და ესთეტიკაზე, იმის შესახებ თუ როგორ და რატომ უნდა შექმნათ დიზაინი თქვენი კლიენტის ირგვლივ, იქნება ეს აპლიკაცია, ვებსაიტი თუ ციფრული კონტენტი.

დიდი UX-ი ყველაფერს გაგიმარტივებთ

მომხმარებლის გამოცდილება ან UX-ი აღნიშნავს იმას, (ჩვეულებრივ ციფრული ტექნოლოგია), თუ რამდენად კარგად ასრულებს ის დაკისრებულ სამუშაოს. აპლიკაცია რომელიც განიხილება როგორც საჭირო დამხმარე მოწყობილობა, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ნავიგაცია ადვილია, გამოყენებაში და დაგეგმარებაში ინტუიციურია და ფუნქციონალურია ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. მომხმარებელს არ სჭირდება დიდი შრომა იმისთვის, რომ აპლიკაციამ შეასრულოს დაკისრებული სამუშაო. მართალია ესთეტიკა უდიდეს როლს ასრულებს კარგი UX-ის უზრუნველყოფაში, მაგრამ მხოლოდ სილამაზე არ არის მომხმარებლის კარგი გამოცდილების გარანტია (თუმცა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ხალხს ცოტა მეტი დრო სჭირდება იმის გაანალიზებისთვის, რომ ეს ცუდი გამოცდილებაა).

დაფიქრდით „დიდი სტაფილოსფერი ღილაკი“ … ‘რა თქვით?’ რაღაც თქვით. დაფიქრდით ისეთ ადამიანებზე, ვინც ფოტოკოპირებას იყენებს, ხალხის უმრავლესობას ქაღალდის ფურცლის ასლის გადაღება სურს, ამისთვის ისინი დიდ სტაფილოსფერ ღილაკს იყენებენ. დიახ, ასლის გადამღებ აპარატს შეუძლია ასევე შეაგროვოს, ფურცლის ორივე მხარეს დაბეჭდოს და აკინძოს კიდეც. მაგრამ იმ ადამიანებისთვის, ვისაც მხოლოდ ასლის გადაღება სურს, გამოცდილებას რაც შეიძლება გაუადვილებს და სწორი მიმართულებისკენ მიუთითებს.

გართულება მარტივია, გამარტივება რთულია… გართულება ყველას შეუძლია, გამარტივება კი – ძალიან ცოტას.

ბრუნო მუნარი

UI მუდმივად თანმიმდევრული და ლამაზი უნდა იყოს

UI მომხმარებლის ინტერფეისს აღნიშნავს, რომელიც ყველაფერს ეხება ტექნოლოგიაში, რითაც მომხმარებელს შეუძლია ურთიერთმოქმედება. მომხმარებლის ინტერფეისი უფრო მეტად ვიზუალთან არის დაკავშირებული, ვიდრე სინამდვილეში ფრეიმვორქთან. ამასთან, მომხმარებლის კარგი გამოცდილება არ ნიშნავს კარგი UX-ის მიღებას. ფორმას და ფუნქციას შორის დამოკიდებულების გამო შესაძლებელია კარგი ვიზუალის მქონე აპლიკაციას, რომელიც ცუდად მუშაობს, საწყის ეტაპზე თითქმის ისეთივე მაღალი რეიტინგი ჰქონდეს მომხმარებელში, როგორც არც ისე კარგი ვიზუალის მქონე აპლიკაციას, რომელიც კარგად მუშაობს. ადამიანები ხშირად ხელმძღვანელობენ (ან არ ხელმძღვანელობენ) გარეგნობით. გარეგნობა ყველაფერი არ არის, მაგრამ როცა კარგი დიზაინი აქვს, ხალხი თავს კომფორტულად და უფრო მგრძნობიარედ მიიჩნევს. თუ პროფესიონალური სახე ექნება, თქვენი პროდუქტი შესაბამისად უფრო სანდო გახდება.

იმედია უკვე ძლიერი ბრენდის იდენტურობა შექმენით. შექმნის დროს თქვენი სამიზნე აუდიტორიაც უნდა გაგეთვალისწინებინათ – ფერები, ლოგო, წარმოსახვა, ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ. აღნიშნული ბრენდის შეტყობინება ყველაფერში უნდა ჩანდეს -თქვენს ვებ საიტში, სოციალურ მედიაში, ვებსაიტში, აპლიკაციასა და კონტენტში. განსხვავებული დიზაინი თითოეული ციფრული პლათფორმისთვის დამაბნეველია და უბრალოდ დაასუსტებს თქვენს ბრენდს.

ფორმა და ფუნქცია

იდეალურ შემთხვევაში სასურველია გქონდეთ ლამაზი UI, კარგად მოფიქრებული UX-ით – კარგი ვიზუალის მქონე პროდუქტით, რომელიც ასევე ასრულებს იმ სამუშაოს, რისთვისაც ის შეიქმნა. ვებ საიტის შექმნის დროს უამრავი შეკითხვა ჩნდება, მაგალითად, ვებ დიზაინის რომელი იარაღი უნდა გამოვიყენო? მიუხედავად იმისა, რომ ვებ საიტის ან აპლიკაციის შექმნა უპირატესად ტექნიკური ინჟინრების პასუხისმგებლობაა, ხოლო გარეგნული მხარე – დიზაინის ჯგუფის, ბრენდის შეტყობინებაში ასევე შედის მარკეტინგული, სტრუქტურული და კონტენტის საკითხები, რაც მარკეტინგის პასუხისმგებლობაც ხდება. თქვენი კომპანია არის ძალისხმევის ჯგუფი, ასევე უნდა იყოს თქვენი ვებ საიტი, კონტენტი ან აპლიკაციაც.

გთავაზობთ რამდენიმე მარტივი ციფრული დიზაინის რჩევას, რომელიც შეგიძლიათ ბევრ ციფრულ ფორმატებში გამოიყენოთ.

ხალხი დათვალიერების წინააღმდეგი არ არის, ამიტომ ნუ იფიქრებთ, რომ ყოველთვის ახალი გვერდი ან ყველაფრისთვის ტაბი დაგჭირდებათ. დათვალიერება ადვილია პერსონალურ კომპიუტერზე, ლეპტოპზე ან მობილურ მოწყობილობაზე, ვიდრე სხვადასხვა გვერდებზე ნავიგაცია.

როცა საქმე ღილაკზე დაჭერას ეხება, რაოდენობა იმდენად მნიშვნელოვანი აღარ არის, რადგან ეს ადვილია. ხალხს ურჩევნია ღილაკზე ხუთი ადვილი დაჭერა განახორციელოს, ვიდრე სამი რთული. თქვენი საიტის დიზაინი მომხმარებლებს და მათ გამოცდილებას მოარგეთ, ვიდრე რამე მითიურ, სახელმძღვანელო პრინციპებს. თქვენ ყველაზე კარგად იცით თქვენი მომხმარებლის ბაზა.

პატარა ეკრანზე თეთრი სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია. უპირატესობა მიანიჭეთ ხანგრძლივი სახის დათვალიერებას და ინფორმაციის გავრცელებას. მხედველობაში გქონდეთ ის ფაქტი, რომ შედარებით ცოტა ფენის და სურათის გამოყენება ხშირად იმას ნიშნავს, რომ ეკრანი უფრო სწრაფად ჩაიტვირთება.

ბეჭდვაზე შეზღუდვა არ გაქვთ, ამიტომ შეგიძლიათ ბევრი ანიმაცია და ვიდეო გამოიყენოთ, ისინი თვალს იზიდავს და მომხმარებელს დინამიურ გამოცდილებას აძლევს.

სიმარტივე უფრო ბევრ მეგობარს გაგიჩენთ, ვიდრე სირთულე. მენიუები, რომლებიც სავსეა ხუმრობებით, რთულად მანევრირებადი იქნება ახალი მომხმარებლებისთვის, ამის გამო, ყოველთვის უმჯობესია იყოთ გარკვეული და ყველაფერი კარგად ახსნათ, როცა მიზნად დაისახავთ მომხმარებლების კარგ გამოცდილებას.

ჩვენი გამოცდილება

ჩვენ შევქმენით აპლიკაცია, რომ შემოგთავაზოთ ძალიან ინტუიციური სამომხმარებლო გამოცდილება და პროფესიონალური გეგმა, რომელსაც ჩვენი ყველა კლიენტი ამაყად აჩვენებს თავის მომხმარებელს. Sales Enablement აპლიკაციის მთელი არსი ის არის, რომ გაყიდვების სფეროში მომუშავე ადამიანებს გაუადვილდეთ და იპოვონ ის, რაც გაყიდვების უახლესმა მარკეტინგმა უზრუნველყო მათთვის.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება!

შეისწავლე დიზაინი

მსოფლიო ბრენდი IT აკადემია STEP

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,

ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები