; სად ვეძებოთ სამსახური ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში? - IT Academy STEP Tbilisi სად ვეძებოთ სამსახური ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

სად ვეძებოთ სამსახური ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში?

გლობალური ციფრული ტრანსფორმაცია ზრდის მოთხოვნას უნარ-ჩვევებზე ტექნოლოგიებთან მიმართებაში, რომელიც მოიცავს კიბერ უსაფრთხოებას, ქლაუდ სერვისებს, მონაცემთა ანალიტიკას, ინტერნეტს (IoT) და ერთიან ინფრასტრუქტურას. ინფორმაცია მოგვაწოდა კვლევითმა ფირმამ, International Data Corp (IDC)-მ, რომლის სპონსორიც გახლავთ ქსელის ტექნოლოგიური კომპანია Cisco.
ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ქსელთან დაკავშირებული მოწყობილობების პოლიფერაცია, ქლაუდ სერვისების მიღება და უსაფრთხოების საფრთხის ექსპონენციალური ზრდა გავლენას ახდენს დამქირავებლებზე, მოგვითხრობს კვლევა – 20 ყველაზე მნიშვნელოვანი IT როლი, რომელიც უნდა განიხილოთ. ეს დაფუძნებულია IT დამქირავებელი მენეჯერების გლობალურ მიმოხილვაზე, რომელთაც გამოიკვლიეს ორი მილიონი IT ვაკანსიებისთვის მოთხოვნილი უნარ-ჩვევები.

ტექნოლოგიების ტენდენციები ზრდიან მოთხოვნას ყველა ტიპის IT როლების უნარ-ჩვევებზე. ამაში შედის კიბერ-უსაფრთხოება/მონაცემთა უსაფრთხოება, ქლაუდ გადაწყვეტილებები/ტექნოლოგიები, მონაცემთა ანალიზი/ვიზუალიზაცია, დიდი მონაცემები, IoT, ბიზნეს ინტელექტი, ხელოვნური ინტელექტი, მანქანების შესწავლა, ვირტუალიზაცია/პროგრამული განსაზღვრული ინფრასტრუქტურა და ერთიანი ინფრასტრუქტურა.

ციფრული ინფრასტრუქტურა მოითხოვს ძალისხმევას, რომ კომპანიებმა შეინარჩუნონ ტექნიკური სამუშაო ძალა, რომელთაც კარგად ესმით უახლესი ტექნოლოგიები, შესაძლებლობები და საფრთხეები, რაც გავლენას ახდენს მათ შესაძლებლობებზე შემოიტანონ სიახლე, გააუმჯობესონ პროცესები და უზრუნველყონ მომხმარებელთა წარმატება, გვატყობინებს მიმოხილვა.
როდესაც ქირაობენ და ანვითარებენ თანამშრომლებს, ბევრი კომპანია იყენებს ვენდორების სერთიფიცირების პროგრამებს, რაც დასაქმებულებს ეხმარება ახალი სამუშაო უნარ-ჩვევების ათვისებაში. ისინი ხშირ შემთხვევებში პირდაპირ უკავშირდება დაქირავების გადაწყვეტილებებს, ხელფასის დონეს და პროფესიონალურ წინსვლას. 2027 წლისთვის IT 4 მილიონზე მეტ კარგად ანაზღაურებად სამუშაოებს დაამატებს. კარგი ანაზღაურება განისაზღვრება როგორც საშუალო ხელფასი ყველა სხვა სამუშაოების საშუალო ხელფასებთან შედარებით. ზოგიერთი IT როლები იქნება ნიშე და მხოლოდ რამდენიმე პოზიციას შემოგვთავაზებს, დანარჩენებს კი დიდი მოთხოვნები და უამრავი სამუშაო პოზიციები ექნებათ. ზოგიერთი ამ როლის დაკავება მაინც რთული იქნება მომდევნო წლებში.

წარმოგიდგენთ 20 ყველაზე მნიშვნელოვან IT როლს:
ქსელის/სისტემის ადმინისტრატორი
ქსელის ინჟინერი/არქიტექტორი
უსაფრთხოების მენეჯმენტის სპეციალისტი
სისტემების ანალიტიკოსი
კიბერ/ინფორმაციის უსაფრთხოების ინჟინერი/ანალიტიკოსი
მონაცემთა ინჟინერი
მონაცემთა ბაზის არქიტექტორი
მონაცემთა მეცნიერი
ტრანსფორმაციის კონსულტანტი
კომპიუტერული მხარდაჭერის სპეციალისტი
IoT დიზაინერი/დეველოპერი/ინჟინერი
ბიზნეს ინტელექტის არქიტექტორი/დეველოპერი
ბიზნეს ინტელექტის ანალიტიკოსი
კომპიუტერული პროგრამისტი/ინჟინერი
ცვლილებების მენეჯმენტი
მანქანების შესწავლის დიზაინერი/დეველოპერი/ინჟინერი
მობილური აპლიკაციების დეველოპერი
სოციალური მედიის ტექნიკური მენეჯერი/ადმინისტრატორი
UI/UX დიზაინერი/დეველოპერი
ვებ დეველოპერი

მოხსენებაში ნათქვამია, რომ დღეს IT ორგანიზაციები ავითარებენ და ქირაობენ ადამიანებს მაღალ მოთხოვნადი პოზიციების დასაკავებლად. ეს პოზიციები IT-ის მომავალს წარმოადგენს, რადგან ისინი ხუთ მილიონზე მეტ პოზიციას შემოგვთავაზებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2027 წელს. დღესდღეობით ბევრ ამ პოზიციაზე დეფიციტია.
მიმოხილვაში ასევე ნათქვამია: იყავით მომზადებული IT როლებისთვის. IT პროფესიონალები სერთიფიცირებული უნდა გახდნენ იმ სფეროებში, რომლებსაც ორგანიზაციები ითხოვენ. ტალანტების შეძენის ყველაზე ხშირი სტრატეგია ორგანიზაციებისთვის ზოგადად არის „შინაგანი გაზრდა“. დამქირავებელი მენეჯერების 71 პროცენტი ამბობს, რომ ისინი უფრო მეტად ენდობიან IT სერთიფიკატების მქონე აპლიკანტის ცოდნას, უნარ-ჩვევებს და შესაძლებლობებს.
უზარმაზარი ეკონომიკური შესაძლებლობები არსებობს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან თავიანთი მომავალი IT კარიერით – ან იწყებენ კარიერას, განაცხადა ქუშინგ ანდერსენმა, IDC-ის პროგრამების ვიცე პრეზიდენტმა. ეს მიმოხილვა გამოხატავს რუკას, თუ სად არის სამუშაოები ახლა და სად იქნება ისინი მომავალში.

 

აიტი აკადემია სტეპი გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, გახდეთ წარმატებული პროგრამისტი, აითვისოთ ქსელები და კიბერუსაფრთხოება, კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი, რეკომენდაციები მიიღოთ კვალიფიციური ლექტორებისგან. სასწავლო პროცესი  მთლიანად პრაქტიკულ სამუშაოზეა ორიენტირებული, რაც პირდაპირ უზრუნველყოფს თქვენს სამომავლო პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და ცოდნას!

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები