; სად იკვეთება დიზაინერების და პროგრამირების გზები? - IT Academy STEP Tbilisi სად იკვეთება დიზაინერების და პროგრამირების გზები? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

სად იკვეთება დიზაინერების და პროგრამირების გზები?

დღეს ბაზარზე მასიური მოთხოვნაა UX დიზაინერებზე. შედეგად, თუ გსურთ ამ ინდუსტრიაში ჩაერთოთ, აუცილებელია არა მხოლოდ წარმატებული დიზაინის ცოდნა, არამედ სხვა უნარ-ჩვევების გამომჟღავნებაც, რომლებიც სხვა დანარჩენი დიზაინერებისგან გამოგარჩევთ. ამ უნარ-ჩვევებმა უნდა შეავსოს თქვენი დიზაინერული უნარ-ჩვევები, რაც თავის მხრივ დაგეხმარებათ გახდეთ სრულყოფილი პროფესიონალი.

ერთერთი საუკეთესო საშუალება, რაც სხვა პროფესიონალი UX დიზაინერებისგან გამოგარჩევთ არის კოდის წერის შესწავლა. ალბათ გაიფიქრებთ, როგორ უნდა დაეხმაროს ადამიანს კოდის წერის შესწავლა, რომ უკეთესი დიზაინერი გახდეს. თუმცა, სიმართლე ის არის, რომ ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ბევრჯერ აღნიშნავენ, რომ საშუალო და კარგი დონის დიზაინერებს შორის განსხვავება არც ისე დიდია. ერთერთი ფუნდამენტური განსხვავება ის არის, რომ საშუალო დონის დიზაინერი ხშირად აწყდება პრობლემებს მუშაობის დროს, რადგან არ აქვს front-end development უნარ-ჩვევები.

ასეთ უნარ-ჩვევებში შედის დეველოპერებთან უკეთესი კომუნიკაცია, ვებ საიტისთვის მცირე და ფუნდამენტური კოდის ცვლილება, ბრაუზერში პროტოტიპის შექმნის უუნარობა და ა.შ. თუ დიზაინერი ხართ, პროგრამირების ახალი ენები და მათი ცოდნა ძალიან დაგეხმარებათ დიზაინერული უნარ-ჩვევების გამდიდრებაში. ენებმა, როგორიცაა HTML5, CSS3 და სხვ. შეიძლება გააძლიეროს თქვენი მუშაობა. ამ ყველაფრის დეტალურად ათვისებაც არ არის რთული საქმე. უამრავი ვიდეოზე დაფუძნებული CSS3 ან ერთიანი გაკვეთილები ძალიან ბევრია ინტერნეტში. რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე მორგებული და სასარგებლო კურსი და გაიაროთ.

გაგიკვირდებათ, მაგრამ ყველა ამ საკითხის მოგვარება კოდის წერით შეიძლება. ამ სარგებლის გარდა, კოდის წერას სხვა უპირატესობებიც აქვს, რომელიც ნებისმიერ დიზაინერს ფანატიკურად განაწყობს კოდის წერის მიმართ. ქვემოთ წარმოგიდგენთ 6 ყველაზე სასარგებლო რჩევას:

1 თქვენ თვითონ დაწერეთ კოდი

კოდის წერის ცოდნა პროფესიონალ დიზაინერებს საქმეს უადვილებს. შესაძლებელია ეს ყოველდღიური მუშაობის დროს არ დაგჭირდეთ, მაგრამ დრო და დრო ის ძალიან დაგეხმარებათ. კოდის წერის ცოდნის საფუძველზე შეძლებთ დაწეროთ მარტივი CSS და HTML სხვების დახმარების გარეშე. თქვენ შეძლებთ შექმნათ ფუნქციონალური პროტოტიპი კონკრეტული ბრაუზერებისთვის. ამის გარდა, შეძლებთ საჭირო ცვლილებები გაუკეთოთ ნებისმიერ ვებ საიტს, შეასრულოთ CSS და HTML საკითხების დებაგირება, რომლის წაკითხვასაც მხოლოდ თქვენ შეძლებთ.

2 კარგი კომუნიკაცია დაამყარეთ გუნდთან

უკეთესი კომუნიკაცია არის გაუმჯობესებული შესრულების გასაღები. თუ კოდის წერა იცით, მაშინ უფრო კარგი კომუნიკაცია გექნებათ თქვენს კოლეგებთან front-end development-ის შესახებ. თქვენ არა მხოლოდ გაიგებთ მათ აზრს, არამედ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანასაც შეძლებთ. ეს მომავალში თქვენი შესრულების დონესაც აამაღლებს, რადგან თქვენ შეძლებთ გაიგოთ რა პრობლემებია იმ ადგილას, სადაც გამოსწორება შეგიძლიათ, ვებ საიტიც შესაბამისად უკეთესი გახდება.

უფრო მეტიც, თუ ვებ საიტში ბაგს აღმოაჩენთ, შეძლებთ უფრო მეტი ინფორმაცია გამოიკითხოთ მის აღმოსაფხვრელად. საკითხებს, რომლებიც სწორ HTML tags-ებს ეხება, ფოტოსთან ერთად ტექსტის გამოყენება, JavaScript-ის საკითხებს აზრი ექნება იმ შემთხვევაში, თუ კოდის წერის სამუშაო გამოცდილება გექნებათ.

3 პროგრამირების სხვა ენების შესწავლა გაგიადვილდებათ

თქვენი კარიერის წინსვლასთან ერთად სურვილი გექნებათ ან დაგჭირდებათ პროგრამირების შესწავლა. ბევრ დიზაინერს ხშირად სურვილი აქვს დაწეროს მშობლიური აპლიკაციების, მაგალითად, ანდროიდის აპლიკაციების ან iOS-ის აპლიკაციების კოდი. სხვებს ასევე სჭირდებათ თავიანთ სამსახურში დაწერონ კოდი back-end ენებზე, მაგალითად, Ruby ან Python-ზე. ასეთ შემთხვევაში თქვენი კოდის წერის უნარ-ჩვევები გამოგადგებათ. HTML-ის და CSS-ის ცოდნა დაგეხმარებათ ამ ენების სწრაფად და უკეთესად შესწავლაში, რადგან front-end development-ში საფუძველი უკვე გექნებათ.

4 უკეთესი სამუშაოს არჩევანი

კოდის წერის სამუშაო გამოცდილება უპირატესობას მოგცემთ სამსახურის ძებნის დროს ტექნოლოგიების ინდუსტრიაში. ტექნოლოგიური სექტორი დინამიური სფეროა, სადაც თანამშრომლებს ხშირად სთხოვენ მრავალმხრივ ცოდნას. ეს უფრო ხშირად სტარტაპების ეპოქაში ხდება, სადაც კომპანიები ეძებენ ერთზე მეტი უნარ-ჩვევების მქონე თანამშრომლებს.

მეორეს მხრივ, მსხვილი, მრავალეროვანი კომპანიების შემთხვევაშიც კი დამქირავებლები ეძებენ უნარ-ჩვევების კომპლექტის მქონე ადამიანებს (მაგალითად, JavaScript, CSS და HTML და ა.შ.), როცა დიზაინერების დასაქმება სურთ. კოდის წერის უნარ-ჩვევას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ადამიანის CV-ში. ამას კი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს კონკურენტუნარიან სამყაროში.

5 აუმჯობესებს კრეატიულობას

ცნობილია ის ფაქტი, რომ ნებისმიერი სახის დიზაინი დიდ კრეატიულობას მოითხოვს. მუდმივად უნდა გააუმჯობესოთ კრეატიული უნარ-ჩვევები. თქვენი შემოქმედებითი მხარის განახლების და მუდმივად გამოცოცხლების ერთერთი საუკეთესო საშუალება ახალი უნარების განვითარებაა. ახალი რაღაცეების შესწავლით თქვენი გონება მუდმივად მოქნილი იქნება. კოდის წერის სწავლის მთელი პროცესი შეიძლება იყოს ინსტრუმენტული მუშაობა თქვენი შემოქმედებითი კუნთებისთვის. გარდა ამისა, თუ ერთხელ ისწავლით კოდის წერას, შეიარაღებული იქნებით ისეთი უნარ-ჩვევით, რომელიც ბევრი შესაძლებლობებისკენ მიმავალ კარს გაგიღებთ. ამჟამად, კოდის წერა არის უნივერსალური ენა ტექნოლოგიების სამყაროში. მისი გამოცდილება ხელს შეგიწყობთ თითქმის ყველა ტექნოლოგიურ სფეროში.

6 დროს დაგიზოგავთ

დიზაინერებს საკმაოდ შეზღუდულ ვადებში უწევთ მუშაობა. პროფესიონალისთვის დრო ძირითად ღირებულებას წარმოადგენს. კოდის წერის ცოდნა უამრავ დროს დაგიზოგავთ, როცა პროექტზე მუშაობთ. თუ შეგიძლიათ დიზაინი კომფორტულად შეასრულოთ თქვენს ბრაუზერში, მაშინ დროის დაზოგვაც შესაძლებელია, რომელსაც ჩვეულებრივ ხარჯავთ Photoshop-ზე მუშაობაში და კარგავთ კოდის დამწერთან გადაცემაში.

და ბოლოს, თუ გსურთ გააუჯობესოთ თქვენი ვებ საიტის კონტენტის პრეზენტაცია, უფრო ხშირად მიიღებთ საუკეთესო შედეგს, როცა, როგორც დიზაინერს, კოდის წერაც გეცოდინებათ.

 

რამდენ საინტერესოს და უჩვეულოს მოიცავს როგორც კოდირების, ასევე კომპიუტერული დიზაინისა და გრაფიკის მიმართულებები, ყველაფერს ვერც კი ჩამოვთვლით. მათი ცოდნა აუცილებელია მათთვის, ვისაც სურს იყოს შეუცვლელი, მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი თანამშრომელი ნებისმიერ კომპანიაში.

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები