; საერთაშორისო IT ბაზარი - IT Academy STEP Tbilisi საერთაშორისო IT ბაზარი - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

საერთაშორისო IT ბაზარი

აიტი.IT

უკანსკნელ წლებში, ქართველი დეველოპერები და ქართული IT კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე გავიდნენ, ჩვენი რესურსი რომ მსოფლიოსთვის საჭიროა, ამაში დიდი ხანია დავრწმუნდით. მოთხოვნა მზარდია, თუ შენ მაღალი დონის სპეციალისტი ხარ, აუცილებლად იქნები წარმატებული!

 

ჰოლანდიური კვლევითი ინსტიტუტის (CBI) ერთ-ერთი ბოლო კვლევა ევროპაში ვებ-დიზაინებსა და აპლიკაციებზე მოთხოვნას ეხება. საერთაშორისო დოკუმენტის თანახმად, ევროპული კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ საკუთარი ვებგვერდი, რადგან ევროპაში ინტერნეტის მოხმარების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ევროპული კომპანიების მხრიდან ვებტექნოლოგიებსა და აპლიკაციებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. ყველაზე ხშირად კომპანიები ვებგვერდებს ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში ქმნიან. ფინეთში კომპანიების 95%-ს, ხოლო დანიაში 91%-ს საკუთარი ვებპორტალი აქვს. საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 64%-ს შეადგენს, ხოლო ბულგარეთსა და რუმინეთში 50%-ია. აქედან გამომდინარე ევროპული ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა აქცენტი სწორედ ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაზე გააკეთონ, მითუმეტეს, რომ ამ რეგიონებში ეს მომსახურება განსაკუთრებით ხშირად გააქვთ ე.წ. აუთსორსინგზე. კომპანიების უმრავლეობას არა აქვს სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად საჭირო რესურსი ორგანიზაციაში, ამიტომ ვებდიზაინისა და აპლიკაციებისთვის ხშირად კონკურსს აცხადებენ. „იმისთვის, რომ თქვენი ცოდნა და უნარი ტექნოლოგიების თვალსაზრისით იყოს კონკურენტუნარიანი, საჭიროა, მუდმივად ადევნოთ თვალი თანამედროვე მიღწევებს“, – ვკითხულობთ CBI-ის კვლევაში.

 

საერთაშორისო კვლევის თანახმად, ევროპაში IT მიმართულებით იმდენად მზარდია მოთხოვნა, რომ ის კადრების, ცოდნისა და გამოცდილების დეფიციტის ქმნის. სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში IT სპეციალისტების უნარი თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს ხშირად ვერ აკმაყოფილებს, არაერთი პროგნოზით, 2020 წლისთვის ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი დეფიციტია მოსალოდნელი, ხოლო ის ფაქტი, რომ ევროპული კომპანიების დიდ ნაწილს ვებდიზიანისა და აპლიკაციებთან დაკავშირებული პროექტები აუთსორსინგზე გააქვს, არა ერთ ფაქტორს უკავშირდება, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები თანხების დაზოგვას ისახავს მიზნად. როგორც ჩანს, ვებდიზაინისა და აპლიკაციების შექმნა ე.წ. „აუთსორსინგზე“ გაცილებით უფრო იაფი ჯდება. ეს კი კომპანიებს განვითარებადი ქვეყნებიდან აძლევს შესაძლებლობას, ევროპულ ორგანიზაციებთან წარმატებით ითანამშრომლონ, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაღალი ხარისხის მომსახურების პარალელურად კონკურენტუნარიანი ფასიც უნდა იყოს, CBI-ის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია განვითარებადი ქვეყნებისთვის სწორედ მომსახურების ღირებულებას უკავშირდება, ევროპული კომპანიის დასაინტერესებლად გამჭვირვალობა და დაბალი ფასები ყველაზე მიმზიდველი შეიძლება, აღმოჩნდეს. ამასთან, არანაკლებ მნიშნელოვანია ხარისხიც, რადგან ვებდიზაინისა და აპლიკაციების შექმნა ძალიან კარგ ტექნიკურ შესაძლებლობებს მოითხოვს.

 

ამისთვის კი საჭიროა:
მუდმივად გაეცნოთ ბოლო მიღწევებს ვებტექნოლოგიების სფეროში, გაიღრმავოთ ცოდნა ამ მიმართულებით.
ევროპული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია თქვენი ტექნიკური შესაძლებლობების დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგალითად, სერთიფიკატები, სარეკომენდაციო წერილები, ან თქვენ მიერ შექმნილი პროდუქტის ნიმუში, სასურველია ამის ნახვა შეიძლებოდეს თქვენს ვებგვერდზე.
კონკრეტული ხელშეკრულების დადებამდე ევროპული კომპანიები ამჯობინებენ, ჯერ საპილოტე პროექტი შეუკვეთონ პოტენციურ მყიდველებს, ამ გზით ისინი კომპანიის შესაძლებლობებსა და გამჭვირვალობას სწავლობენ, პარალელურად ჩნდება ნდობაც.

 

როგორ უნდა მოვიძიოთ ქართულმა დეველოპერებმა ევროპაში დამკვეთები? – ამის დიდი გამოცდილება საქართველოში უკვე არის. პირადი კონტაქტები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა კავშირის დასამყარებლად სხვა გზებიც არსებობს, IT Academy Step Georgia წარმატებული სტუდენტებისთვის, სამსახურის მოსაძიებლად დახმარებას უზრუნველყოფს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, აქტიური გაცვლითი პროგრამებით, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში!

 

CBI-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ვებდიზაინისა და აპლიკაციების შემქნელთათვის: მაშინ, როდესაც თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრი წარმატებული ვებაპლიკაცია უკვე არსებობს, განსაკუთრებით რთულია კონკურენტუნარიანი მომსახურების შეთავაზება ევროპელი პარტნიორებისთვის, მით უმეტეს, რომ ევროპაში მოთხოვნები საკმაოდ მაღალია. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ვებგვერდებისა და აპლიკაციების უსაფრთხოება, რადგან ოფიციალური მონაცემებით, ჰაკერების მთავარი სამიზნე ხშირად სწორედ ვებაპლიკაციებია. ამიტომ პროექტის განხორციელებისას აუცილებელია უსაფრთხოების ყველა პარამეტრის გათვალისწინება.

გაავრცელეთ მკაფიო და გასაგები ინფორმაცია თქვენი კომპანიების მონაცემების უსაფრთხოებაზე.
შექმენით ვებაპლიკაციები ყველაზე უსაფრთხო მეთოდით და მიაწოდეთ დამკვეთებს ინსტრუქციები, როგორ გამოიყენონ.
მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების მისაღწევად მუშაობა აპლიკაციის შექმნის პირველივე ეტაპიდან დაიწყოს


ახალი ამბები