თბილისის საზაფხულო კომპიუტერული სკოლა - IT Academy STEP Tbilisi თბილისის საზაფხულო კომპიუტერული სკოლა - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

თბილისის საზაფხულო კომპიუტერული სკოლა

საზაფხულო კომპიუტერული სკოლა

აიტი აკადემია სტეპი გიწვევთ საზაფხულო კომპიუტერულ სკოლაში!

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები:

სახელი, გვარი*
ტელეფონი*

საქართველოში პირველად, აიტი აკადემია STEP-ი წარმოგიდგენთ საზაფხულო კომპიუტერულ სკოლას, რომელშიც 9-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები საინტერესოდ, სახალისოდ და შემეცნებითად ატარებენ საზაფხულო არდადეგებს.

 

საზაფხულო კომპიუტერულ სკოლაში 10 დღის განმავლობაში ბავშვები შეისწავლიან:

✔️ მოდული 1: პროგრამირების სწავლა Minecraft: Education Edition-ის გამოყენებით.

 

მაინქრაფტის საგანმანათლებლო გამოცემა მაიქროსოფტს ეკუთვნის. გამოცემა ხელს უწყობს ბავშვის შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, კოლაბორაციის, გუნდური მუშაობისა და პრობლემის გადაჭრის უნარის ჩამოყალიბებას.

მაინქრაფტის საგანმანათლებლო გამოცემით ბავშვები ეუფლებიან პროგრამირებას, ლოგიკას, მათემატიკას, ალგებრას და ა.შ. ეს ყველაფერი გადმოცემულია თამაშის ენით, რომელიც გასაგებია ყველა ბავშვისთვის. შესაბამისად, ბავშვები თამაშის საშუალებით ხედავენ სასკოლო ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას. მაგალითად, მოსწავლეებმა მაინქრაფტის დახმარებით შეიძლება შექმნან ვირტუალური სამყარო, სადაც დააპროექტირებენ ელექტრო გადამცემ ხაზებს ან წყალგაყვანილობას, რისთვისაც ისინი შეიძენენ ცოდნას დაგეგმვის, პროექტირებისა და ეკოლოგიის შესახებ.

მაინქრაფტის საგანმანათლებლო გამოცემა გამოიყენება თითქმის ყველა სასკოლო საგნის შესასწავლად. უფრო მეტიც, შვედეთის ერთ-ერთ სკოლაში მაინქრაფტის გაკვეთილები სავალდებულოა. მაინქრაფტი სასწავლად აქტიურად გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ავსტრალია და ა.შ

 

✔️ მოდული 2: მეკანოიდები: ჰუმანოიდი რობოტები; დრონის მართვის პრინციპები და პრაქტიკული გამოყენება.

 

რობოტექნიკის შესწავლა სერიოზული ინვესტიციაა ბავშვის მომავალში. რობოტექნიკის გაკვეთილები იმდენად საინტერესო და ამავდროულად, სახალისოა ბავშვებისთვის, რომ ისინი ხშირად ვერც აანალიზებენ, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვან ცოდნას იღებენ თუნდაც მარტივი რობოტის აწყობითა და დაპროგრამებით. გაკვეთილები ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, რომელიც საჭიროა მომავალი დასაქმებისთვის. ასევე, რობოტექნიკა იდეალურ რესურსს წარმოადგენს ისეთი ფუნდამენტური საგნების შესასწავლად, როგორიცაა მათემატიკა, ფიზიკა, დიზაინი, ტექნოლოგიები და პროგრამირება.

 

 

სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ერთ მოდულზე დასწრება. თითოეული მოდული გრძელდება 5 დღის განმავლობაში.

 

საზაფხულო კომპიუტერულ სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 9-15 წლის ბავშვებს.
 
საფასური: 300 ლარი.

 

 


ახალი ამბები