; საოჯახო პაკეტი - IT Academy STEP Tbilisi საოჯახო პაკეტი - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

საოჯახო პაკეტი

წარმატება ყოველთვის ძლიერი ოჯახიდან და ოჯახური თანადგომისგან მოდის, “ჩვენ ერთი გუნდი” ვართ საუკეთესო ტაქტიკაა ყველა დროსა და სივრცეში ! ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით, თუ როგორ აღფრთოვანებას გამოხატავენ მშობლები საკუთარი შვილების მიღწევების და წარმატებების შემყურე, რომელსაც აკადემია “სტეპში” მიღებული ცოდნით მიაღწიეს. ასევე  შევამჩნიეთ, რომ  უმრავლესობა მშობელთაგანი გამოხატავდა სურვილს, მათაც მიეღოთ მსგავსი მაღალი დონის ცოდნა და კომპეტენციები, რაც მათ სამუშაო ეფექტურობას და ხარისხსს გაზრდიდა და აამაღლებდა. მაგრამ,  მშობლების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე , რთულია ორმაგი სწავლის გადასახადის გადახდა   ბავშვითვის და  საკუთარი თავისთვისაც. 

ამრიგად, რადგანაც  აიტი აკადემია “სტეპი” პროფესიული სწავლების გარდა იდეების გენერირებასაც ახდენს, გაგაცნობთ ჩვენთან დაბადებულ  ერთ-ერთ საინტერესო იდეასაც.

ისწავლეთ  საკუთარ შვილებთან ერთად და თქვენც გახდით ისეთივე მოწინავე და წარმატებული, როგორც თქვენი პირმშოები არიან. საოჯახო პაკეტი შექმნილია ზუსტად რომ თქვენთვის, ისწავლეთ და მიიღეთ სერთიფიკატი, როგორც დადასტურება თქვენი სწავლა-განათლებისა. არ გაუშვათ შანსი, მოდით ჩვენთან. აიტი აკადემიის  კარები მუდამ ღიაა თქვენთვის!!

თქვენი შვილი  შეძლებს ერთდროულად რამოდენიმე პროფესიის  დაუფლებას  სასწავლო კურსის დასრულებისას

IT Academy STEP – თქვენი წარმატების გარანტი!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია საოჯახო პაკეტი

დაგვიკავშირდით ეხლავე!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*

ჩვენ მოგვივიდა ეს იდეა, იმიტომ რომ  მუდმივად ვფიქრობთ ჩვენს ბავშვებზე,  მომავალზე და ყოველ ჯერზე ვცდილობთ გავაუმჯობესოთ, სრულვყოთ და ხანაც გავართულოთ  აკადემიის სასწავლო პროდუქტი. მოცემულ მომენტში ჩვენ გესაუბრებით ამ სირთულეზე, არა თუ სასწავლო პროდუქტზე, არამედ ჩვენი ბავშვების ინტელექტუალურ აღზრდა-განვითარებაზე.

ასეთი ტიპის აღზრდა მოგვცემს  საუკეთესო მომზადების შანსს და შესაძლებლობას  ვასწავლოთ და მივცეთ შესაბამისი ცოდნა ბავშვებს და ამავდროულად ვასწავლოთ მათ მშობლებსაც.

ჩვენც, ძველი თაობის წარმომადგენლები- ვსწავლობდით, ვაბარებდით გამოცდებს უმაღლეს სასწავლებლებში, ვამთავრებდით  მაგისტრატურას. აუცილებლობიდან გამომდინარე  ზოგიერთი ცდილობდა მუშაობაც დაეწყო, ზოგს სწავლის გაგრძელება სურდა უმაღლესი აკადემიური სტატუსის მისაღწევად. აკადემიური ხარისხი, დოქტორანტურა, საპატიო წოდება მეცნიერებათა დოქტორის- ეს ბევრის საოცნებო დასაპყრობი მწვერვალია. ერთეულები, რა თქმა უნდა აღწევენ მიზანს თავისი შეუპოვრობით და  იძენენ  მაღალი დონის კვალიფიკაციას.

რა უნდა იყოს იმაზე კეთილშობილური მიზანი რომ, ადამიანმა არა მარტო მიაღწიო უმაღლეს პროფესიონალურ მწვერვალებს და ფინანსურადაც  უზრუნველყოფილი გახდე, არამედ კიდეც გადასცე შეძენილი ცოდნა მომავალ თაობას. ჩვენ გადავწყვიტეთ გვესარგებლა ამ მომენტით, ყოველ შემთხვევაში მოგვივიდა აზრი-დავარქვათ მას საოჯახო ექსპერიმენტი და ჩავატაროთ იგი ჩვენს შვილებზე. რატომაც არ უნდა ჩავუნერგოთ მათ ბავშვობიდან, ასე ვთქვათ ოქროს უნარიები როგორიცაა მაგალითად  გადასცეს ცოდანა და საკუთარი ნააზრევი,  უნარები და ღირებულებები, რომელთაც პედაგოგი უნდა ფლობდეს და რაც მთავარია მოტივაცია მომავალში  საუკეთესო შედეგის მიღწევისა. რა მოტივაციაზე გესაუბრებით ახლავე გაიგებთ და სათანადო დასკვნებსაც გამოიტანთ, თუ საით მიგვყავს საუბარი. ამ ექსპერიმენტის ფარგლებში  ბავშვი სწავლობს და იძენს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ცოდნას. ახლო მომავალში ჩამოყალიბდება სპეციალისტად და დაიწყებს მუშაობას. მშობლეს ექნებათ კმაყოფილების განცდა რომ შეძლეს ხელი შეეწყოთ შვილის მომავალის განვითარებისთვის. მაგრამ არსებობს ისეთი ვარიანტი რომ ზოგი მშობელიც სიამოვნებით დაეუფლებოდა იმ სპეციალობას, რასაც ეუფლება მისი საკუთარი შვილი ამ ეტაპზე. ამ გზით შეიძენდა დამატებით სპეციალობას და კიდევ ერთ შანსს განვითარების. ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ, ვინც დათანხმდება ამ ექსპერიმენტს, შევასწავლოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პედაგოგიური უნარები მცირე ასაკიდან, რათა სახლის პირობებში გადასცეს მიღებული ცოდნა საკუთარ მშობლებს.

ლექციას, რომელიც მას ჩაუტარდება აკადემიაში, დუბლირებას გაუკეთებს უკვე თავისთან სახლში. აკადემიაში სწავლების დასასრულს, სტუდენტი გამოცდაზე გამოცხადდება უკვე მშობელთან ან მშობლებთან ერთად. კომისია შეაფასებს მშობლების ცოდნის დონეს და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გასცემს  სერთიფიკატს, დამადასტურებელს იმის, რომ აღნიშული პირი ნამდვილად  ფლობს შესაბამის ცოდნას და უნარებს. გაცემული სერთიფიკატი დამოწმებული და დარეგისტრირებული იქნება აკადემიის მონაცემთა ბაზაში.

ასწავლეთ თქვენს შვილებს და ისწავლეთ თქვენც-ექსპერიმენტული დევიზი!!

მსოფლიო ბრენდ IT აკადემია STEP, საქართველოს ფილიალი

დაგვიკავშირდით ეხლავე!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები