; საუკეთესო პროგრამული ენები, რომელთა შესწავლაც რეკომენდირებულია 2018 წლისთვის - IT Academy STEP Tbilisi საუკეთესო პროგრამული ენები, რომელთა შესწავლაც რეკომენდირებულია 2018 წლისთვის - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

საუკეთესო პროგრამული ენები, რომელთა შესწავლაც რეკომენდირებულია 2018 წლისთვის

განმარტებითი სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც სურს პროგრამირების სწორი ენის არჩევა 2018 წელს კარიერულ გზაზე.

ნება მომეცით მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია:

ეს არ არის პოსტი „ყველაზე პოპულარულ ენებზე“, ამჟამინდელი მდგომარეობის, ტენდენციების, უსაფრთხო მომავლის ობიექტური და პრაქტიკული მიმოხილვა IT ინდუსტრიაში 2018 წლის დასაწყისში.

მოცემული სტატისტიკური მონაცემები სხვადასხვა სანდო წყაროებიდან არის მოტანილი და ორი კვირის დეტალური კვლევის შედეგი გახლავთ.

პოსტის მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია და ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება თუ რა ენებს ეძებს IT ბაზარი 2018 წელს. ის დაგეხმარებათ გაიგოთ რომელი ნიშეს დაუფლებას უნდა დაუთმოთ დრო და ძალისხმევა და ასევე დაგეხმარებათ დაიწყოთ  (ან გააგრძელოთ) წარმატებული და სარგებლის მომტანი კარიერა, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერმა.

პროგრამირების რომელი ენა იქნება საუკეთესო მომავალ კარიერაში, პროგრამისტები გადაწყვეტილებას ამ ოთხი თვისების საფუძველზე იღებენ:

  1. მაღალი ხელფასი
  2. პოპულარობა – უამრავი სამუშაო განცხადებები, მრავალფეროვნება
  3. მომავალში უფრო მოთხოვნადის ტენდენცია
  4. ადვილად შესასწავლი და სამუშაოდ სასიამოვნო

ჩამონათვალიდან თითოეული ენის შესახებ იხილავთ:

  1. მოკლე შესავალს ენის გასაცნობად, რა კარიერული არჩევანი შეიძლება მან შემოგთავაზოთ და რა აქვს ამ ენას საინტერესო
  2. ენის პოპულარობის დიაგრამებს TIOBE და GitHub Octoverse-ის მიხედვით
  3. ხელფასების შედარებას com და StackOverflow-ს მონაცემების 2017 წლის კვლევის მიხედვით
  4. მოთხოვნის ტენდენციას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში Google Trends -ის მიხედვით
  5. კოდის პატარა მაგალითს, იმისთვის რომ წარმოდგენა გქონდეთ პროგრამირების ენის სინტაქსის შესახებ

ბოლოს დავუმატე ოთხი ნაკლებად ცნობილი პროგრამირების ენა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და 2018 წელს შესაძლოა მათზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდოს.

დავიწყოთ პირველი ენით.

  1. JavaScript

JavaScript-ი არის ყველაზე პოპულარული ენა StackOverflow’s ყოველწლიური კვლევის თანახმად. რესპოდენტების 62.5% აცხადებს, რომ ამ ენას იყენებს.

ეს უდაოდ ვებ-ის დომინანტური ენაა, JavaScript-ზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა ბოლო ათი წლის განმავლობაში. რატომ? დააკვირდით, რამდენ ვებში ჩართულ მოწყობილობას ხედავთ გარშემო. StackOverflow’s თანადამფუძნებელმა და პროგრამირების პოპულარულმა ფიგურამ Jeff Atwood-მა შესანიშნავად თქვა:

ნებისმიერი აპლიკაცია, რომელიც შეიძლება JavaScript-ზე დაიწეროს, საბოლოოდ JavaScript-ზე დაიწერება.

ამის გათვალისწინებით, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ JavaScript-ის შესაძლებლობების ნაკლებობა 2018 წელს და შემდგომშიც არ დადგება.

JavaScript-ის ცოდნა ბევრ front-end framework-ებს ასაზრდოებს, მაგალითად, Angular, React, Ember, Backbone და სხვებს, ასევე Node.js run-time environment-ს, რომელიც საშუალებას მოგცემთ JavaScript-ი backend-ზე მაღალი ეფექტურობით აამოქმედოთ.

StackOverflow-ს თანახმად 2017 წლის პირველი ოთხი ყველაზე პოპულარული framework-დან სამი JavaScript-ზე არის დაფუძნებული.

თუ თქვენ მოგწონთ თქვენი სამუშაოს შედეგების მოქმედებაში დაუყოვნებლივ ნახვა, მაგალითად, ინტერაქტიული ვებ კომპონენტების შექმნა, JavaScript-ი თქვენთვის არის. მხედველობაში გქონდეთ, რომ კარიერა JavaScript-ში გულისხმობს, რომ თქვენ კომფორტულად იქნებით HTML-თან და CSS-თან, რომლებითაც ვებ-გვერდები არის შექმნილი.

იარაღები Apache Cordova ან React Native საშუალებას მოგცემთ JavaScript-ი მობილური აპლიკაციებისთვის გამოიყენოთ. შესაძლებელია თამაშების განვითარებაში ან დესქთოფის აპლიკაციების განვითარებაში ჩართვა Electron-ის მსგავსი პროექტებით.

შევხედოთ სტატისტიკას, სადაც JavaScript-ი პირველ ადგილზეა.

JavaScript

პოპულარობის და ხელფასების შედარების სტატისტიკა

  1. TIOBE-ის რეიტინგი: #6 (2018 წლის იანვარი)

TIOBE-ის რეიტინგი არის პროგრამირების ენების პოპულარობის ინდიკატორი. რეიტინგები დაფუძნებულია მსოფლიოში გამოცდილ ინჟინრებზე, კურსებზე, მესამე მხარის ვენდორებზე და საძიებო სისტემებზე.

  1. GitHub Octoverse: #1

2017 წლის ბოლო პერიოდის სტატისტიკა

ყველაზე პოპულარული ენები GitHub-ის მიხედვით, გამოქვეყნებული მოთხოვნები უპირატესობების მიხედვით (ნაჩვენებია მილიონებში).

GitHub-ი open source-ის პროექტების ადგილი 24 მილიონი მომხმარებლით, რომელიც დაწერილია პროგრამირების 337 უნიკალურ ენაზე 67 მილიონი ბიბლიოთეკის სახით.  

  1. US ხელფასები Indeed-ის მიხედვით: საშუალო

Indeed.com არის მსოფლიოში გავრცელებული დასაქმებასთან დაკავშირებული საძიებო სისტემა სამუშაოების ჩამონათვალით.

Indeed ახლა 60-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი 28 ენაზე.

2010 წლის ოქტომბერში Indeed.com-მა გაუსწრო Monster.com-ს და გახდა ძალიან ხშირად მოხმარებადი სამუშაოების ვებსაიტი შეერთებულ შტატებში.

  1. ხელფასი StackOverflow-ს მიხედვით: საშუალო

2017 წლის სტატისტიკა, 64000-ზე მეტი პროგრამისტის გამოკითხვის შედეგი

StackOverflow უდაოდ ყველაზე დიდი დეველოპერული საზოგადოებაა ყოველთვე 50 მილიონზე მეტი სტუმრით.

StackOverflow  2011 წლიდან ატარებს დეველოპერების გამოკითხვას მათი საყვარელი ტექნოლოგიების, კოდირების და სამუშაო ჩვევების შესახებ.

დასკვნა

JavaScript 2018 წლის და მომავლის უდაოდ ყველაზე პოპულარული ენაა.

ასეთი დონის ენისთვის საკმაოდ რთულია მაღლა იდგეს ხელფასების რეიტინგში, რადგან განხილული პოზიციების უმრავლესობა შეიძლება სიის ბოლოში იყოს. ნაკლებად პოპულარული ენებისგან განსხვავებით, სადაც უმაღლეს პოზიციებს მთლიანი პოზიციების საკმაოდ დიდი პროცენტულობა უკავია.

JavaScript-ის პოპულარობის ტენდენცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში: სტაბილური ზრდა

  JavaScript-ის კოდის მაგალითი

  1. Swift

Swift პროგრამირების შედარებით ახალი ენაა, რომელიც 2014 წლის აპრილში გამოვიდა. ეს არის ენა მშობლიური iOS ან macOS აპლიკაციების განსავითარებლად.

ის გამოყენების და შესრულების მხრივ, Objective-C-თან შედარებით – ენა, რომელიც Apple-ის iOS და macOS ოპერაციული სისტემებისთვის გამოიყენება, გაუმჯობესებულ ვარიანტად ითვლება.

Swift დეველოპერებს ზოგადად ძალიან მოსწონთ. ის 2017 წლის ყველაზე სასურველი ენების სიაში #4 ადგილს იკავებს, 2015 წელს #1 ადგილზე იყო. თუ თქვენი კარიერის მსვლელობის დროს Swift-ს აირჩევთ, პროგრამირების ეს ენა გასიამოვნებთ.

თუ გსურთ მობილური დეველოფმენტით დაინტერესდეთ, Swift-ი თქვენს კარიერულ გზაზე ნამდვილად მაღალ-ანაზღაურებადი ენა იქნება. ზოგადად, მიიჩნევა, რომ iOS აპლიკაციები უფრო მომგებიანია, ვიდრე Android აპლიკაციები.

Swift

პოპულარობის და ხელფასების შედარების სტატისტიკა

  1. TIOBE-ის რეიტინგი: #12 (2018 წლის იანვარი)

TIOBE-ის რეიტინგი არის პროგრამირების ენების პოპულარობის ინდიკატორი. რეიტინგები დაფუძნებულია მსოფლიოში გამოცდილ ინჟინრებზე, კურსებზე, მესამე მხარის ვენდორებზე და საძიებო სისტემებზე.

  1. GitHub Octoverse: #13

2017 წლის ბოლო პერიოდის სტატისტიკა

ყველაზე პოპულარული ენები GitHub-ის მიხედვით, გამოქვეყნებული მოთხოვნები უპირატესობების მიხედვით (ნაჩვენებია მილიონებში).

GitHub-ი open source-ის პროექტების ადგილი 24 მილიონი მომხმარებლით, რომელიც დაწერილია პროგრამირების  337 უნიკალურ ენაზე 67 მილიონი ბიბლიოთეკის სახით.

  1. US ხელფასები Indeed-ის მიხედვით: მაღალი

Indeed.com არის მსოფლიოში გავრცელებული დასაქმებასთან დაკავშირებული საძიებო სისტემა სამუშაოების ჩამონათვალით.

Indeed ახლა 60-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი 28 ენაზე.

2010 წლის ოქტომბერში Indeed.com-მა გაუსწრო Monster.com-ს და გახდა ძალიან ხშირად მოხმარებადი სამუშაოების ვებსაიტი შეერთებულ შტატებში.

  1. ხელფასი StackOverflow-ს მიხედვით: საშუალოზე მაღალი

2017 წლის სტატისტიკა, 64000-ზე მეტი პროგრამისტის გამოკითხვის შედეგი

StackOverflow უდაოდ ყველაზე დიდი დეველოპერული საზოგადოებაა ყოველთვე 50 მილიონზე მეტი სტუმრით.

StackOverflow  2011 წლიდან ატარებს დეველოპერების გამოკითხვას მათი საყვარელი ტექნოლოგიების, კოდირების და სამუშაო ჩვევების შესახებ.

დასკვნა

Swift – არის ახალი და შედარებით უკეთესი ენა iOS და macOS აპლიკაციებისთვის, ვიდრე მისი წინამორბედი ენა Objective-C.

მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში შეძლო Swift-მა პოპულარობის მოპოვება და ახლა კონკურენციას უწევს Objective-C-ს ბევრ რეიტინგში. ეს ენა პროგრამისტებს უყვართ, საკმაოდ მაღალ-ანაზღაურებადიც არის, სხვა რა გსურთ კარიერულ გზაზე?

Swift-ის პოპულარობის ტენდენცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში: აღმავალი

Swift-ის კოდის მაგალითი

  1. Python

Python-ი არის ზოგადი დანიშნულების ენა, რომლის ნახვაც დღეს ყველგან შეგიძლიათ. მას შეხვდებით ვებ აპლიკაციებში, დესქთოფის აპლიკაციებში, ქსელის სერვერებში, მანქანების შესწავლასა და მედია იარაღებში.

მას NASA-ს და Google-ის მსგავსი დიდი მოთამაშეები იყენებენ, სადაც Python-ის შექმნელმა Guido van Rossum-მა დაიწყო მუშაობა 8 წლის წინ.  იგი თითქმის მთელი ეს დრო Python-ს წერდა.

Python-ის კოდი არის მოწესრიგებული, წაკითხვადი და კარგად სტრუქტურირებული. ეს მხოლოდ სილამაზის გამო როდია – ის განსაზღვრავს კოდის შესრულებას.

Python-ზე დაფუძნებული ვებ დეველოფმენთ framework-ები, Django და Flask უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ენა კარგად არის აღჭურვილი ხარისხიანი მანქანების სწავლებით და მონაცემთა ანალიზის ბიბლიოთეკებით, Scikit-learn და Panda.

მთლიანობაში, კარიერა Python-თან ერთად სხვადასხვანაირია. კარგი არჩევანია დამწყები პროგრამისტებისთვის, რადგან ის არის მაღალი დონის, ადვილად წასაკითხი და გასაგები.

Python

პოპულარობის და ხელფასების შედარების სტატისტიკა

  1. TIOBE-ის რეიტინგი: #4 (2018 წლის იანვარი)

TIOBE-ის რეიტინგი არის პროგრამირების ენების პოპულარობის ინდიკატორი. რეიტინგები დაფუძნებულია მსოფლიოში გამოცდილ ინჟინრებზე, კურსებზე, მესამე მხარის ვენდორებზე და საძიებო სისტემებზე.

  1. GitHub Octoverse: #2

2017 წლის ბოლო პერიოდის სტატისტიკა

ყველაზე პოპულარული ენები GitHub-ის მიხედვით, გამოქვეყნებული მოთხოვნები უპირატესობების მიხედვით (ნაჩვენებია მილიონებში).

GitHub-ი open source-ის პროექტების ადგილი 24 მილიონი მომხმარებლით, რომელიც დაწერილია პროგრამირების 337 უნიკალურ ენაზე 67 მილიონი ბიბლიოთეკის სახით.

  1. US ხელფასები Indeed-ის მიხედვით: მაღალი

Indeed.com არის მსოფლიოში გავრცელებული დასაქმებასთან დაკავშირებული საძიებო სისტემა სამუშაოების ჩამონათვალით.

Indeed ახლა 60-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი 28 ენაზე.

2010 წლის ოქტომბერში Indeed.com-მა გაუსწრო Monster.com-ს და გახდა ძალიან ხშირად მოხმარებადი სამუშაოების ვებსაიტი შეერთებულ შტატებში.

  1. ხელფასი StackOverflow-ს მიხედვით: მაღალი

2017 წლის სტატისტიკა, 64000-ზე მეტი პროგრამისტის გამოკითხვის შედეგი

StackOverflow უდაოდ ყველაზე დიდი დეველოპერული საზოგადოებაა ყოველთვე 50 მილიონზე მეტი სტუმრით.

StackOverflow  2011 წლიდან ატარებს დეველოპერების გამოკითხვას მათი საყვარელი ტექნოლოგიების, კოდირების და სამუშაო ჩვევების შესახებ.

დასკვნა

Python-ის ექსპერტი უდაოდ ერთერთი საუკეთესო კარიერული არჩევანია დღეს და ახლო მომავალში. ეს ენა რეიტინგის სათავეში დგას პრაქტიკულად ყველა სფეროში.

Python-ის პოპულარობის ტენდენცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში: შთამბეჭდავი

Python-ის კოდის მაგალითი

  1. Java

Java ნამდვილად პროგრამირების ყველაზე პოპულარული ენაა, 500 წარმატებული კომპანიის 90%-ი აქტიურად იყენებს მას. მისი ცნობილი სლოგანი „ერთხელ დაწერე და ყველგან გამოიყენე“ არის იმის გასაღები, რომ Java დღეს ასეთი ძვირფასია. მისი ძლიერი Java Virtual Machine (JVM) თავსებადია ჯვარედინ პლათფორმასთან.

პოპულარული კარიერა Java-თან ერთად ექნება backend დეველოპერს, დიდი მონაცემების დეველოპერს, ჩანერგილი სისტემების ინჟინერს ან ანდროიდ დეველოპერს. დღეს „მოდური“ ენა არ გახლავთ, მაგრამ Java იმდენად აქტიურად გამოიყენება, რომ გარანტიას გაძლევთ მომდევნო ათი წლის განმავლობაში და შემდეგაც არ გაქრება.

ამის გამო, დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ უამრავი Java-ს სამუშაო მოთხოვნებია თქვენს ქალაქშიც და დისტანციურად, რასაც ვერ ვიტყვით ამ სიაში მყოფ შედარებით ნაკლებად პოპულარულ ენებზე. თუ Java-თან ერთად თავს კომფორტულად გრძნობთ, აუცილებლად იპოვით შესაბამის პოზიციას, ეს მხოლოდ დროის საკითხია.

Java

პოპულარობის და ხელფასების შედარების სტატისტიკა

  1. TIOBE-ის რეიტინგი: #1 (2018 წლის იანვარი)

TIOBE-ის რეიტინგი არის პროგრამირების ენების პოპულარობის ინდიკატორი. რეიტინგები დაფუძნებულია მსოფლიოში გამოცდილ ინჟინრებზე, კურსებზე, მესამე მხარის ვენდორებზე და საძიებო სისტემებზე.

  1. GitHub Octoverse: #3

2017 წლის ბოლო პერიოდის სტატისტიკა

ყველაზე პოპულარული ენები GitHub-ის მიხედვით, გამოქვეყნებული მოთხოვნები უპირატესობების მიხედვით (ნაჩვენებია მილიონებში).

GitHub-ი open source-ის პროექტების ადგილი 24 მილიონი მომხმარებლით, რომელიც დაწერილია 337 პროგრამირების უნიკალურ ენაზე 67 მილიონი ბიბლიოთეკის სახით.

  1. US ხელფასები Indeed-ის მიხედვით: საშუალო

Indeed.com არის მსოფლიოში გავრცელებული დასაქმებასთან დაკავშირებული საძიებო სისტემა სამუშაოების ჩამონათვალით.

Indeed ახლა 60-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი 28 ენაზე.

2010 წლის ოქტომბერში Indeed.com-მა გაუსწრო Monster.com-ს და გახდა ძალიან ხშირად მოხმარებადი სამუშაოების ვებსაიტი შეერთებულ შტატებში.

  1. ხელფასი StackOverflow-ს მიხედვით: საშუალოზე მაღალი

2017 წლის სტატისტიკა, 64000-ზე მეტი პროგრამისტის გამოკითხვის შედეგი

StackOverflow უდაოდ ყველაზე დიდი დეველოპერული საზოგადოებაა ყოველთვე 50 მილიონზე მეტი სტუმრით.

StackOverflow  2011 წლიდან ატარებს დეველოპერების გამოკითხვას მათი საყვარელი ტექნოლოგიების, კოდირების და სამუშაო ჩვევების შესახებ.

დასკვნა

Java უდაოდ პროგრამირების ყველაზე პოპულარული ენაა, სამუშაო პოზიციები მოიცავს გამოცდილების ფართო სპექტრს, რასაც Java ხელფასების რეიტინგში მაღალ ადგილზე აყავს.

თუმცა, ჩემი ზოგადი გამოკვლევის მიხედვით ვგრძნობ, რომ ხშირად Java საშუალო ხელფასზე ცოტათი მაღლა დგას.

Java-ის პოპულარობის ტენდენცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში: შემცირება

Java-ის კოდის მაგალითი

  1. C++

C++ არის მაღალი ეფექტურობის მქონე, მოქნილი ენა, რომელიც პირველად 1985 წელს შეიქმნა. მასზე მაღალი მოთხოვნა დღემდე არსებობს შესრულების, სანდოობის, კონტექსტების მრავალფეროვნების (რომლებიც შეგიძლიათ იქ გამოიყენოთ) გამო.

უამრავი დიდი სისტემა შეიქმნა და დღემდე წარმატებით მუშაობს C++ ენის გამოყენებით, მაგალითად, Microsoft, Oracle, PayPal და Adobe.

კარიერა C++ ენასთან ერთად მოიცავს დესქთოფ აპლიკაციების განვითარებას, განსაკუთრებით შესრულების ინტენსიურობის მქონე ამოცანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულია, C++ ენასთან კომფორტულად ყოფნა გაგაგებინებთ თუ როგორ მუშაობენ ენები, მაგალითად, მინიმალური მეხსიერების მანიპულირების საშუალებები.

C++

პოპულარობის და ხელფასების შედარების სტატისტიკა

  1. TIOBE-ის რეიტინგი: #3 (2018 წლის იანვარი)

TIOBE-ის რეიტინგი არის პროგრამირების ენების პოპულარობის ინდიკატორი. რეიტინგები დაფუძნებულია მსოფლიოში გამოცდილ ინჟინრებზე, კურსებზე, მესამე მხარის ვენდორებზე და საძიებო სისტემებზე.

  1. GitHub Octoverse: #6

2017 წლის ბოლო პერიოდის სტატისტიკა

ყველაზე პოპულარული ენები GitHub-ის მიხედვით, გამოქვეყნებული მოთხოვნები უპირატესობების მიხედვით (ნაჩვენებია მილიონებში).

GitHub-ი open source-ის პროექტების ადგილი 24 მილიონი მომხმარებლით, რომელიც დაწერილია 337 პროგრამირების უნიკალურ ენაზე 67 მილიონი ბიბლიოთეკის სახით.

  1. US ხელფასები Indeed-ის მიხედვით: მაღალი

Indeed.com არის მსოფლიოში გავრცელებული დასაქმებასთან დაკავშირებული საძიებო სისტემა სამუშაოების ჩამონათვალით.

Indeed ახლა 60-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი 28 ენაზე.

2010 წლის ოქტომბერში Indeed.com-მა გაუსწრო Monster.com-ს და გახდა ძალიან ხშირად მოხმარებადი სამუშაოების ვებსაიტი შეერთებულ შტატებში.

  1. ხელფასი StackOverflow-ს მიხედვით: მაღალი

2017 წლის სტატისტიკა, 64000-ზე მეტი პროგრამისტის გამოკითხვის შედეგი

StackOverflow უდაოდ ყველაზე დიდი დეველოპერული საზოგადოებაა ყოველთვე 50 მილიონზე მეტი სტუმრით.

StackOverflow  2011 წლიდან ატარებს დეველოპერების გამოკითხვას მათი საყვარელი ტექნოლოგიების, კოდირების და სამუშაო ჩვევების შესახებ.

დასკვნა

C++ ძალიან პოპულარული ენაა. თუ მისი შესწავლისთვის დროს გამოყოფთ, მომავალში სხვადასხვა სამუშაოს შერჩევის ფუფუნებაც გექნებათ. C++ ენის ხელფასები ჩვეულებრივ საშუალოზე მაღალია.

C++-ის პოპულარობის ტენდენცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში: შემცირება

C++-ის კოდის მაგალითი

  1. Ruby

Ruby ერთერთი ყველაზე საყვარელი ენაა. პროგრამისტები მას გამოსაყენებლად ადვილს და მეგობრულს უწოდებენ. ამ ენის აღწერილობაც ასეთია „პროგრამისტის საუკეთესო მეგობარი“.

Ruby მაღალი დონის ენაა, რომელიც ბევრის მიღწევას აპირებს კოდის რამდენიმე სუფთა, წაკითხვადი ხაზით. ამას ზოგჯერ მნიშვნელოვანი ძალისხმევა სჭირდება, რაც Ruby-ს ეფექტურობის მხრივ, სხვა პოპულარულ ენებთან შედარებით ანელებს, მაგრამ ის აუცილებლად გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას.

კარგად დაწერილი Ruby-ს კოდი მარტივი ინგლისურით დაწერილი წინადადებების მსგავსად გამოიყურება. პირველი ენის შესწავლის მხრივ კარგი არჩევანია, რადგან დამწყები პროგრამისტები მას სწრაფად ითვისებენ და გზადაგზა სარგებლობენ.

Ruby ძირითადად მისი ყველაზე პოპულარული framework-ის გამო გამოიყენება – Ruby on Rails. Ruby on Rails არის ვებ framework-ი, რომელიც Ruby-ის იდეების ინკაფსულაციას აკეთებს ძლიერ იარაღში ვებისთვის. Rails-ით მიღწეული უდიდესი პროდუქტიულობით ეს ენა სტარტაპებისთვის წარმატებული სტარტის ასაღებად კარგი არჩევანია.

კარიერა Ruby on Rails-ით ნამდვიალად კარგი არჩევანია, რადგან framework-ი „პროგრამისტის ბედნიერებაზეა ოპტიმიზირებული“ და კარგი ანაზღაურებაც აქვს. ერთადერთი დიდი ნაკლი კარიერაში ის არის, რომ Ruby არ არის ისეთი პოპულარული სხვა ზემოთ ხსენებულ ენებთან შედარებით. ზოგან სამუშაო განცხადებები Ruby-ის მოთხოვნით შეიძლება შეზღუდული იყოს.

Ruby

პოპულარობის და ხელფასების შედარების სტატისტიკა

  1. TIOBE-ის რეიტინგი: #11 (2018 წლის იანვარი)

TIOBE-ის რეიტინგი არის პროგრამირების ენების პოპულარობის ინდიკატორი. რეიტინგები დაფუძნებულია მსოფლიოში გამოცდილ ინჟინრებზე, კურსებზე, მესამე მხარის ვენდორებზე და საძიებო სისტემებზე.

  1. GitHub Octoverse: #4

2017 წლის ბოლო პერიოდის სტატისტიკა

ყველაზე პოპულარული ენები GitHub-ის მიხედვით, გამოქვეყნებული მოთხოვნები უპირატესობების მიხედვით (ნაჩვენებია მილიონებში).

GitHub-ი open source-ის პროექტების ადგილი 24 მილიონი მომხმარებლით, რომელიც დაწერილია 337 პროგრამირების უნიკალურ ენაზე 67 მილიონი ბიბლიოთეკის სახით.

  1. US ხელფასები Indeed-ის მიხედვით: მაღალი

Indeed.com არის მსოფლიოში გავრცელებული დასაქმებასთან დაკავშირებული საძიებო სისტემა სამუშაოების ჩამონათვალით.

Indeed ახლა 60-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი 28 ენაზე.

2010 წლის ოქტომბერში Indeed.com-მა გაუსწრო Monster.com-ს და გახდა ძალიან ხშირად მოხმარებადი სამუშაოების ვებსაიტი შეერთებულ შტატებში.

  1. ხელფასი StackOverflow-ს მიხედვით: მაღალი

2017 წლის სტატისტიკა, 64000-ზე მეტი პროგრამისტის გამოკითხვის შედეგი

StackOverflow უდაოდ ყველაზე დიდი დეველოპერული საზოგადოებაა ყოველთვე 50 მილიონზე მეტი სტუმრით.

StackOverflow  2011 წლიდან ატარებს დეველოპერების გამოკითხვას მათი საყვარელი ტექნოლოგიების, კოდირების და სამუშაო ჩვევების შესახებ.

დასკვნა

Ruby კარიერული თვალსაზრისით საუკეთესო არჩევანია, რადგან ის არის კარგად ანაზღაურებადი და ადვილად დასაწერი.

ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ Ruby მისი კონკურენტების მსგავსად პოპულარული არ არის, სამუშაო განცხადებებიც შეიძლება შეზღუდული იყოს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ Ruby (და Ruby on Rails)-ს, რომელიც ხშირად იღებს დისტანციურ მუშაობას, სტარტაპები უპირატესობას ანიჭებენ.

Ruby-ის პოპულარობის ტენდენცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში: შემცირება

Ruby-ის კოდის მაგალითი

  1. Rust

Rust-ის სპონსორია Mozilla და გამოვლინდა, როგორც პროგრამისტებისთვის ყველაზე საყვარელი ენა ზედიზედ მეორე წელს StackOverflow მიმოხილვაში. ეს შედარებით ახალი ენაა , პირველად 2010 წელს გამოჩნდა, მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა და მომავალში შესაძლოა უფრო გაუმჯობესდეს.

Rust-ი კომპილირებული ენაა, რომელსაც ხშირად C ენას ადარებენ გამოყენების შემთხვევბით და შესრულებით. ძირითადი განსხვავება ის არის, რომ Rust-ს არ სჭირდება მეხსიერება. ერთერთი ყველაზე გავრცელებული ნაკლი, რომელსაც C კოდში იპოვით არის dangling pointers, buffer overflows და მეხსიერების სხვა შეცდომები. Rust-ი შეიქმნა მათი აცილების მიზნით – ეს ენა შეუძლებელს ხდის შეცდომის დაშვებას, რადგან ისინი კომპილაციის დროს აღმოიფხვრება (სანამ კოდი ამუშავდება).

დამწყებისთვის, Rust-ი შეიძლება დასაფიქრებელი აღმოჩნდეს ასარჩევად, რადგან ის სხვადასხვა წესებს მოითხოვს მეხსიერების უსაფრთხოების მისაღწევად. თუმცა, გამოცდილ პროგრამისტებს ის უყვართ და სავსებით შესაძლებელია, რომ მომდევნო წლებში Rust-ი ძალიან მოთხოვნადი გახდეს.

რადგან ხელფასზეც ვსაუბრობთ, Rust-ი კარგად ანაზღაურებადი ენაა, რომელსაც მეორე ადგილი უკავია მსოფლიოში StackOverflow-ს 2017 წლის რეიტინგში.

კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა ავირჩიოთ Rust-ი ის არის, რომ თავისი საყოფაცხოვრებო სახელით Mozilla არსებობს.

Rust-ის პოპულარობის ტენდენცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში: აღმავალი

Rust-ის კოდის მაგალითი

  1. Elixir

Elixir კიდევ ერთი ახალი ენაა, რომელიც 2011 წელს გამოჩნდა და მაშინვე მოიპოვა პოპულარობა.

Elixir ინსპირირებული იყო Erlang-ის მიერ, ის განავითარა Ericsson-მა 1980 წელს და უდაოდ ერთერთი საუკეთესო იარაღია მძიმე კონკურენციისთვის. Elixir-ის ავტორმა Jose Valim-მა თავად თქვა, რომ Erlang-ის ყველაფერი მოსწონდა, მაგრამ გაუმჯობესების პერსპექტივასაც ხედავდა. Erlang-ის ყველაზე დიდი ნაკლი დეველოპერებისთვის არის მისი უცნაური სინტაქსი და გამოყენებადობა და ინტუიციური პაკეტის მართვის ნაკლებობა.

ამგვარად Elixir-ი არის ენა, რომელიც აერთიანებს მაღალ განვითარებული, მეგობრული ენის Ruby-ს ასპექტებს Erlang-თან.

Elixir-ი ძირითადად ვებ დეველოფმენთისთვის გამოიყენება, კარიერის მხრივ კარგად ანაზღაურებადი ენაა, მაგრამ შეზღუდული. ამ ენის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. ამიტომ თუ თქვენს ქალაქში არსებობს სხვადასხვა IT კომპანია, Elixir-ის პროგრამისტებზე შესაძლოა დიდი მოთხოვნა იყოს.

ხელფასის მხრივ, როგორც უკვე აღვნიშნეთ Elixir-ი კარგად ანაზღაურებადია და StackOverflow-ს 2017 წლის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს მთელს მსოფლიოში.

Elixir-ის პოპულარობის ტენდენცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში: აღმავალი

Elixir-ის კოდის მაგალითი

  1. Scala

Scala აწონვადი ენაა და ერთერთია ბევრი მცდელობიდან „Java-ს გადასაწერად“და მისი ნაკლის გასაუმჯობესებლად. Scala კოდი დაკომპილირებულია Java Virtula Machine (JVM)-ზე სამუშაოდ.

შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ  Scala უკვე წარმატებულია, რადგან დიდი კომპანიები, მაგალითად, LinkedIn, Twitter და The Guardian იყენებენ მათ თავიანთი კოდის ბაზებში.

Scala-ს სასწავლად რთული ენის რეპუტაცია აქვს ახალგაზრდა დეველოპერებში. მაგრამ ისინი, ვისაც უკვე გავლილი აქვს მისი შესწავლის პერიოდი, დიდ სიამოვნებას იღებენ წარმატებული კარიერით, რადგან სამუშაო განცხადებები Scala-ს პროგრამისტების მოთხოვნით უფრო და უფრო იზრდება.

ხელფასების მიმოხილვებში Scala მაღალ ადგილს იკავებს, შედის მსოფლიო ათეულში და პირველ ადგილზეა შეერთებულ შტატებში StackOverflow-ს 2017 წლის შედეგებში.

Scala-ს პოპულარობის ტენდენცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში: აღმავალი

Scala-ს კოდის მაგალითი

  1. R

R არის პროგრამირების ენა, რომელიც გამოიყენება სტატისტიკისთვის, გრაფიკული გამოსახულებისთვის და მონაცემთა ანალიზისთვის. იგი მონაცემთა მეცნიერების #1 არჩევანია. თუ ამ სფეროთი დაინტერესდებით, მაშინ R სტაბილური და მომგებიანი კარიერული არჩევანი იქნება თქვენთვის.

R-ს პოპულარობის ტენდენცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში: სტაბილური ზრდა

R-ს კოდის მაგალითი

ეს იყო პროგრამირების ბოლო ენა, საუკეთესო ათეულიდან, რომელთა შესწავლა შეგიძლიათ დაგეგმოთ 2018 წელს.

თუ უფასო კურსებს ეძებთ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ენის შესასწავლად, გადახედეთ ჩვენს რჩევებს საუკეთესო გაკვეთილების არჩევის შესახებ ან ამისთვის განკუთვნილი გაკვეთილების ვებსაიტებს.

თუ გექნებათ შეკითხვები მომავალი კარიერის შესახებ, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერს, გამოიყენეთ ჩვენი უფასო თემატური მასალა ან დაგვიკავშირდით პროფესიონალური აზრისთვის.

შემდეგ რა იქნება?

სწორი ენის არჩევა თქვენს კარიერაში კარგია – მაგრამ პრობლემები მაშინ იწყება, როცა ცდილობთ გახდეთ „საუკეთესო“ და გსურთ დაგიქირაონ.

შემდეგ, ყურადღებას გავამახვილებ ჩემი კვლევის შედეგებზე იმის შესახებ თუ რატომ ანებებენ თავს პროგრამირებას დეველოპერები სამუშაოს მოძებნამდე. მთავარი მიზეზი საკმაოდ მარტივია.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*

 


ახალი ამბები