სუპერ ინტერიერი - შექმენი და ააშენე! - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

სუპერ ინტერიერი – შექმენი და ააშენე!

Online-Interior-Design-Services

რა შეიძლება იყოს იმაზე კარგი, როცა შენი პროფესიონალიზმის გამოყენებით თავად შეგიძლია შექმნა თანამედროვე და რეტროს სტილის ინტერიერის დიზაინი, არქიტექტურული შედევრები მინიმალური ფულადი დანახარჯებით. ალექსანდრე ჩუბინიძე თავის პრეზენტაციაში და ღია ლექციაში გაგაცნობთ 3D მოდელირებას, რომლის ცოდნაც თქვენ მოგცემთ უნიკალურ შესაძლებლობას არამარტო იფანტაზიოროთ, არამედ თავად ვირტუალურად შექმნათ  სარეზიდენციო დიზაინი – ბინების, საკუთარი სახლების და აგარაკების, ასევე კომერციული ინტერიერის – ბიზნეს და სავაჭრო ცენტრების, სასტუმროების, კომპანიების ოფისების და გალერეების, ქუჩის ღირშესანიშნეობების და ქალაქის ურბანული განაშენიანების. 

შემეცნებითი ლექცია გაგაცნობთ მოცემული მიმართულებით დღემდე შექმნილ შედევრებს, ავანგარდული ვიზუალური ხელოვნების კავშირს თანამედროვე ციფრულ არქიტექტურასთან დაინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომელიც გამოიყენება ამ სფეროში.

მოდით ღია კარის დღეზე, რომელიც ეძღვნება კომპიუტერულ 3D დიზაინს, მიიღეთ შემოქმედებითი  სიამოვნება და შესაძლოა რომელიმე თქვენთაგანი დაინტერესდეთ და გახდეთ თვალის მომჭრელი არქიტეტურული ნამუშევრების, განსაცვიფრებელი დიზაინისა და ინტერიერის პროფესიონალი შემოქმედი.  მსოფლიო ბრენდი IT აკადემია STEP 

გელოდებით ღია ლექციაზე: სუპერ ინტერიერი – შექმენი და ააშენე! ალექსანდრე ჩუბინიძესთან ერთად.

📆 15 აპრილი
🕒 13:00 – 14:00
📍 თბილისი, ჯანო ბაგრატიონის #6, სართული 7, აუდიტორია 8.

დასწრება თავისუფალია, აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ❗

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები