; სწორედ შერჩეული პროფესია - აქ იღებს სათავეს ჩვენი წარმატებული მომავალი - IT Academy STEP Tbilisi სწორედ შერჩეული პროფესია - აქ იღებს სათავეს ჩვენი წარმატებული მომავალი - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

სწორედ შერჩეული პროფესია – აქ იღებს სათავეს ჩვენი წარმატებული მომავალი

მომავალი.momavali

სახეზე გვაქვს რეალობა, სადაც კონკრეტული პროფესიები სულ უფრო აქტუალური ხდება. გავლენიანი ექსპერტების მტკიცებით, მომავალ წლებში ადამიანები სულ უფრო იშვიათად დაუთმობენ დროს თავიანთი როლის განსაზღვრას სამუშაო ადგილზე და უფრო ხშირად მოუწევთ ახალი უნარჩვევების ათვისება იმისთვის, რომ მოთხოვნადი კადრი გახდნენ

ევროპასა და ამერიკაში სწრაფად მზარდი სექტორებია მედიცინა და ტექნილოგიები, სწორედ ამიტომ, ამერიკის შრომითი სტატისტიკის ბიუროში პროგნოზირებენ, რომ ამ ორ სფეროში განსაკუთრებით გაიზრდება კადრების მოთხოვნა მომდევნო დეკადის განმავლობაში.

 

პროფესიები რომელიც 2024 წლისთვის უფრო პოპულარული იქნება:
✔118600 ადამიანი იქნება დასაქმებული კომპიუტერული სისტემების ანალიტიკოსის პოზიციაზე.
✔პროგრამული აპლიკაციების დეველოპერის პოზიციაზე 2024 წელს 135500 ვაკანსია იქნება გამოცხადებული.
✔ფინანსურ მენეჯერად 2024 წელს 37700 ადამიანი იმუშავებს. პროფესიის დაუფლებისთვის მხოლოდ ბაკალავრის ხარისხია საჭირო.
✔2024 წლისთვის, მხოლოდ არასრული უმაღლესი განათლებით, ელექტროობის სპეციალისტად 85900 ადამიანს შეეძლება მუშაობა.
✔არასრული განათლებით იქნება შესაძლებელი 117300 ადამიანის დასაქმება დიზაინერის პოზიციაზე.
✔2024 წლისთვის იურისტის პოზიციაზე 43800 ადამიანი იმუშავებს.
✔საბითუმო ვაჭრობის აგენტად 2024 წელს 93400 ადამიანი იმუშავებს. ამ პოზიციაზე მუშაობისთვის მხოლოდ სკოლის დიპლომი იქნება საჭირო.
✔მედიცინის სერვისის მენეჯმენტის პოზიციაზე 2024 წელს 56300 ადამიანი იქნება დასაქმებული.მათი სამუშაოს ნაწილი სამედიცინო სერვისის დაგეგმვა, კოორდინირება იქნება. პოზიციაზე მუშაობა მხოლოდ ბაკალავრის ხარისხით იქნება შესაძლებელი.
✔51300 ადამიანი იმუშავებს პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე. მათ მხოლოდ ბაკალავრის დიპლომი დასჭირდებათ.
✔2024 წელს მარკეტოლოგის პოზიციაზე 92300 ადამიანი იქნება დასაქმებული. მარკეტინგული მოკვლევისა და კამპანიების დასაგეგმად მხოლოდ ბაკალავრის დიპლომი იქნება საჭირო.
✔მხოლოდ ბაკალავრის ხარისხი იქნება საჭირო იმისთვის, რომ პერსონალური ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე დასაქმდეთ 2024 წელს.
✔კომპიუტერისა და ინფორმაციული სისტემების მანაჯერის პოზიციაზე 2024 წელს 53700 ადამიანი დასაქმდება.
✔კომპანიების უფრო ეფექტურად სამართავად 2024 წელს 103400 ადამიანი იმუშავებს მენეჯმენტის ანალიტიკოსის პოზიციაზე.
✔142400 ადამიანი იმუშავებს ბუღალტრისა და აუდიტორის პოზიციაზე.
✔2024 წლისთვის დაწყებითი კლასების მასწავლებლის პოზიციაზე დაახლოებით 78300 ადამიანი იმუშავებს. მათი საშუალო წლიური ანაზღაურება 3 წლის წინ 54 ათას დოლარზე მეტი იყო. ამ პოზიციაზე მუშაობისთვის საჭიროა ბაკალავრის ხარისხი.
✔ფიზიკოსებისა და ქირურგების პოზიციაზე 2024 წელს 51700 ადამიანი იმუშავებს.მათ დოქტორის ხარისხი დასჭირდებათ.


ახალი ამბები