; სხეულზე დასაკრობი პატარა ქსოვილი, რომელსაც სხეულის სიღრმიდან წნევის კონტროლი შეუძლია - IT Academy STEP Tbilisi სხეულზე დასაკრობი პატარა ქსოვილი, რომელსაც სხეულის სიღრმიდან წნევის კონტროლი შეუძლია - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

სხეულზე დასაკრობი პატარა ქსოვილი, რომელსაც სხეულის სიღრმიდან წნევის კონტროლი შეუძლია

ბოლოს წნევა სავარაუდოდ ექიმის კაბინეტში გაიზომეთ მკლავზე შემოხვეული უზარმაზარი სახვევის გამოყენებით. მალე ამის გასაკეთებლად მხოლოდ და მხოლოდ მარტივი, მისაწებებელი, დაახლოებით საფოსტო მარკის ზომის პატარა ქსოვილის მიკვრა დაგჭირდებათ.

ეს გახლავთ Sheng Xu-ს და მისი გუნდის დიდი ხნის წინ დასახული მიზანი სან დიეგოში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, რომლებიც მუშაობენ სხეულზე მისაკრობ პატარა ქსოვილებზე, რომელიც მუდმივად გაზომავს ადამიანის ცენტრალურ არტერიულ წნევას, სისხლის მიმოქცევის წნევას თქვენს აორტაში, თქვენი გულის არტერიაში, რომელიც სისხლს აწვდის სხეულის სხვადასხვა ნაწილებს. ამით გაცილებით უფრო ადვილი გახდება გულის მდგომარეობის მონიტორინგი და იმ სასიცოცხლო ორგანოებზე დაკვირვება, როგორიცაა ღვიძლი, ფილტვები და ტვინი.

სილიკონის ელასტომომული მისაკრობი მუშაობის დროს ულტრა ბგერით ტალღებს აგზავნის, რომლებიც კანში აღწევენ და მათი დახმარებით აისახება ადამიანის ქსოვილების და სისხლის მდგომარეობის ინფორმაცია.  ეს ინფორმაცია ეგზავნება სენსორს და შემდეგ ლეპტოპს, რომელიც ამუშავებს სისხლის წნევის მონაცემებს (დღეისთვის მისაკრობი დაკავშირებული უნდა იყოს ლეპტოპთან და კვების წყაროსთან). ეს არის პირველი სატარებელი მოწყობილობა, რომელიც კანის ზედაპირიდან სიღრმეში აღწევს.

თეორიულად, მისაკრობის გამოყენება სახლშიც შეიძლება პაციენტების მონიტორინგისთვის დროთა განმავლობაში. იმის გამო, რომ მისი სხეულში ჩასმა არ ხდება, ინფექციის რისკიც არ არსებობს.

 Xu და მისი კოლეგების ნამუშევრის შესწავლამ, რომელიც გასულ კვირას Nature Biomedical Engineering-ში დაიბეჭდა, აღმოაჩინა, რომ მისაკრობს შეუძლია მუდმივად და ზუსტად გაზომოს ცენტრალური არტერიული წნევა სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე დაკრობის შემთხვევაშიც. თუმცა კისერზე დაკრობით უფრო ეფექტური შედეგი მიიღეს. მიმოხილვაში ის შეადარეს არა ინვაზიურ და სასარგებლო (მაგრამ სამუშაოდ რთულ) მოწყობილობას, რომელსაც ტონომეტრი ჰქვია და რომელიც წნევის სენსორს კანზე აყენებს. განსხვავება, ამ ორი მოწყობილობის შედეგებში, იყო ფრაქცია, რომელიც სტანდარტული წნევის საზომი მოწყობილობის შემთხვევაში შეიძლება მისაღები დიაპაზონის მცდარი დაშორება აღმოჩნდეს.

ის ასევე ნაკლებად ინვაზიურია, ვიდრე ამჟამინდელი ცენტრალური არტერიული წნევის საზომი ოქროს სტანდარტი, რომელიც იყენებს კათეტერს მასზე არსებული სენსორით და რომელსაც გულთან ახლოს სხეულში ამაგრებენ. მკვლევარების ერთერთი შემდეგი ნაბიჯი იქნება აღნიშნული მისაკრობის გამოყენება ამ კათეტერის ნაცვლად და დაკვირვება თუ როგორ გაზომავს ის წნევას.

მოწყობილობას უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია, ვიდრე სტანდარტული წნევის საზომი სახვევისგან შეიძლება მიიღოთ. ეს ინფორმაცია, Xu-ს აზრით, გამოსადეგი იქნება იმ პაციენტების მონიტორინგისთვის, რომლებსაც ჰიპერტენზია ან გულის შეტევის ისტორია ჰქონდა.

„წნევის საზომი სახვევის მუდმივად ტარება შეუძლებელია,“ ამბობს იგი.

ტოპოლი ასევე აღნიშნავს, იმის გამო, რომ მისაკრობი შეიძლება კისრის ვენასთან ახლოს მოთავსდეს, მას შეუძლია გაზომოს რა რაოდენობის სისხლი მიდის გულამდე. ეს ინფორმაცია შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დეჰიდრირებულია, ამბობს იგი.

ასეთი მოწყობილობის ყველას არ სჯერა. Mohan Thanikachalam-ი, ტაფტის უნივერსიტეტის კარდიო ქირურგი ფიქრობს, რომ სახვევი, რომელიც პერიფერიულ არტერიულ წნევას ზომავს, უფრო საიმედოა.

„შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ცენტრალურ სისხლის წნევას უფრო პროგნოზირებადი მნიშვნელობა ჰქონდეს მომავალში შედეგების თვალსაზრისით, მაგრამ ახლა ჩვენ არ გვაქვს ამდენი მონაცემები,“ ამბობს იგი.

მიუხედავად ამისა, მისაკრობს სხეულზე დაკრობის გარდა შეიძლება სხვა გამოყენებაც ჰქონდეს. Xu-ს, რომელიც MIT ტექნოლოგიების 2018 წლის მიმოხილვის 35 ინოვატორი 35 წლამდე ერთერთი წარმომადგენელი იყო, სჯერა რომ ასეთი ულტრაბგერითი მისაკრობები შეიძლება გამოდგეს რთულ მექანიკურ ნაწილებში პატარა ბზარების აღმოსაჩენად, მაგალითად, თვითმფრინავებში.

 

IT Academy STEP – თქვენი წარმატება იწყება აქ !

იზრუნეთ მომავალზე, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული IT სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები