; ტერმინები, რომელიც ყველა დამწყებმა პროგრამისტმა უნდა იცოდეს - IT Academy STEP Tbilisi ტერმინები, რომელიც ყველა დამწყებმა პროგრამისტმა უნდა იცოდეს - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ტერმინები, რომელიც ყველა დამწყებმა პროგრამისტმა უნდა იცოდეს

პროგრამირება სამყაროს ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიებში შედის, ეს სფერო უფრო და უფრო ვითარდება და ჩვენ უფრო და უფრო დამოკიდებული ვხდებით მასზე.  ამის გამო მეწარმეების და სამუშაო განცხადებების რიცხვი ამ სფეროში იზრდება. კვლევის თანახმად, მილიონობით ხალხი სწავლობს პროგრამირებას ყოველწლიურად. თუ დაწყები პროგრამისტი ბრძანდებით ეს სტატია გამოგადგებათ, რადგან გთავაზობთ 15 მთავარ ტერმინს, რომლებსაც სწავლის დროს შეხვდებით.

1 ცვლადი

ცვლადი არის სკალარული მდებარეობა, რომელიც დაწყვილებულია იდენთიფიკატორთან. ძირითადად ეს არის მეხსიერების ადგილმდებარეობის მისამართი, სადაც ნებისმიერ მონაცემს ვინახავთ და იდენთიფიკატორის, რომელიც არის მონაცემების ტიპი, როგორიცაა integer, String, Character, Array type, object type და ბევრი სხვა. ისინი არის ნებისმიერი პროგრამის ან პროგრამული უზრუნველყოფის სამშენებლო აგური, რადგან ისინი გვეხმარებიან დინამიური მიდგომის უზრუნველყოფაში.

2 მონაცემთა ტიპები

მონაცემთა ტიპები მარტივი ენით არის მონაცემების კლასიფიკაცია, რომელიც გვეხმარება ვუთხრათ კომპილატორს ან ინტერპრეტორს რისთვის აპირებს პროგრამისტი მონაცემების გამოყენებას და რა ტიპის მონაცემები ინახება ცვლადებში. ამის შესაბამისად გამოყოფს ზომას.მონაცემთა ტიპები ენების მიხედვით შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი არის int (Integer Type), char (Character Type), Boolean (True-False Type) და ბევრი სხვა.

3 კონსტანტები

კონსტანტა ძალიან ჰგავს ცვლადს. ერთდერთი განსხვავება ის არის, რომ მისი მნიშვნელობა არის მუდმივი, რომელიც უცვლელია მთელ კოდში. ცვლადების შემთხვევაში ასე არ არის, რადგან ისინი შეიძლება საწყისი მნიშვნელობისგან განსხვავდებოდეს. კონსტანტის ზოგადი მცნების სხვადასხვა სპეციფიური განსაზღვრება არსებობს დახვეწილი განსხვავებებით, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველია. ყველაზე მნიშვნელოვანი არის: compile-time (statistically-valued) კონსტანტები, run-time (gynamically-valued) კონსტანტები.

4 ფსევდოკოდი

როგორც დამწყები, ამ სიტყვას ბევრჯერ გაიგონებთ, რადგან ის არის საუკეთესო პრაქტიკაში მიზნის მისაღწევად. ეს ძირითადად არის კოდის გეგმა მარტივი ინგლისური ენისა და თქვენს მიერ არჩეული პროგრამირების ენის ნაზავში. ის მოიცავს ყველა მნიშვნელოვან ნაწილს თუ როგორ იმუშავებს კოდი და როგორ განხორციელდება ის.

5 conditionals

როცა დაიწყებთ, გაეცნობით conditionals-ებს. ეს ძირითადად არის conditional განცხადებები, რომლებიც ეუბნებიან პროგრამას რა გააკეთონ სხვადასხვა სიტუაციებში. ისინი დიდ როლს თამაშობენ პროგრამისთვის დინამიური მიდგომის უზრუნველყოფაში და ნებისმიერ დიდ კოდში დიდი რაოდენობით არიან, რადგან პროგრამამ განსაზღვრული წესით არ უნდა იმუშაოს. ის ინტერაქტიული უნდა იყოს, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ. შეგიძლიათ ქსელში მოძებნოთ if else switch case-ების მაგალითები. მისი მუშაობის ძირითადი პრინციპი ასეთია, თუ ეს არჩევანი ჭეშმარიტია, შეასრულე ეს, თუ არ არის ჭეშმარიტი, მაშინ შეასრულე ის. მაგალითად:

// pseudo code
if ( ThisArticle == ”Awesome”)
Write (“comment in Facebook honey”)
else
Write (“your favorite part”)

6 ციკლი ან იტერაცია

ვთქვათ ჩვენ გვჭირდება კოდის ბლოკი რამდენიმეჯერ გასამეორებლად ან მანამდე, სანამ პირობას არ დაემთხვევა. ერთი და იგივე ხაზის დაწერა ბევრჯერ, ჩვენს კოდს უზარმაზარს გახდის და მისი წაკითხვა რთული იქნება. ასეთი სიტუაციებისთვის ციკლი გამოგვადგება, ისინი იმეორებენ კოდის კონკრეტულ ბლოკს, სანამ რამე პირობა არ შესრულდება. ყველაზე გამოყენებადი იტერაციები ციკლისთვის არის, სანამ ციკლია, შეასრულე ციკლის დროს.

7 ფუნქციები/მეთოდები

პროგრამირებაში ხშირად ვაწყდებით სიტუაციებს, სადაც ის კოდი უნდა გამოვიყენოთ, რომელიც მანამდე განვახორციელეთ. იგივე კოდის ხელახლა დაწერის ნაცვლად, შეგვიძლია მას სახელი დავარქვათ და ეს სახელი გამოვიძახოთ როცა ამ კოდის განხორციელება დაგვჭირდება. ეს უზრუნველყოფს მოდულურ მიდგომას, რაც ყველა პროგრამისტმა უნდა აითვისოს. ფუნქციები არის პროგრამირების ნებისმიერი ენის ინტეგრირებული ნაწილი. ისინი ძალიან გამოსადეგია და მათი გამოყენება რეკომენდებულია.

8 მონაცემთა სტრუქტურები

მონაცემთა სტრუქტურები არის მონაცემების ორგანიზება და შენახვა სპეციალური გზით. ზოგიერთი საბაზისო მონაცემების სტრუქტურები მოიცავენ მასივებს, ხოლო ზოგიერთი უფრო რთული სტრუქტურები არის ჩანაწერი, ხე, სია, კომპლექტი, რიგი და ბევრი სხვა. ნებისმიერი მონაცემთა სტრუქტურა შექმნილია მონაცემების ორგანიზებისთვის კონკრეტული მიზნის მისაღწევად. ასე რომ შესაძლებელია მისი შესაბამისი გზებით გამოყენება და მუშაობა. კომპიუტერულ პროგრამირებაში მონაცემთა სტრუქტურა შეიძლება შეარჩიოთ ან შექმნათ მონაცემების შესანახად, რათა შემდეგ ამ მონაცემებზე სხვადასხვა ალგორითმებით იმუშაოთ.

9 საგანი

საგანი შეიძლება იყოს ცვლადი, მონაცემთა სტრუქტურა, ფუნქცია. ეს ძირითადად არის მნიშვნელობა მეხსიერებაში, რომელსაც იდენთიფიკატორი უთითებს. მაღალი დონის ენებში, ბევრი კლასებით საგნები შეიძლება ინიციალიზებული იყოს, რომ იმ კლასზე იყოს მითითებული, რომელიც ქმნის ცვლადს იმავე კლასის მონაცემთა ტიპისგან და საშუალებას გვაძლევს მთლიანად გამოვიყენოთ ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ყველა მახასიათებელი. მნიშვნელოვანი კონცეფცია ობიექტებისთვის არის დიზაინის ნიმუში. დიზაინის ნიმუში უზრუნველყოფს განმეორებით მოდელს, რომ მიმართოს საერთო პრობლემას.

10 scope

ნებისმიერი ცვლადისთვისგანსაზღვრული ობიექტის შემთხვევაში არსებობს scope, რომელიც გვატყობინებს მისი გამოყენების ვალიდაციას. ცვლადები და ობიექტები ვალიდურია მხოლოდ კოდის ნაწილის შიგნით და არა გლობალურად. Scope სასარგებლოა მეხსიერების მართვისთვის, რადგან ის გვეხმარება სივრცის გათავისუფლებაში, რადგან როდესაც ბლოკიდან გამოდის კოდი, ამ ბლოკთან დაკავშირებული მეხსიერება თავისუფლდება. Scope ორი ტიპის არსებობს: ლოკალური და გლობალური.

11 ალგორითმები

ალგორითმი არის ნაბიჯ ნაბიჯ მიმოხილვა თუ როგორ გადავჭრათ პრობლემების კლასი. ალგორითმებს შეუძლიათ შეასრულონ კალკულაცია, მონაცემთა დამუშავება და ავტომატური მსჯელობის ამოცანები. როგორც ეფექტური მეთოდი, ალგორითმი შეიძლება გამოხატავდეს სივრცის და დროის შეზღუდულ რაოდენობას და კარგად განსაზღვრულ ფორმალურ ენაზე გამოიყენებოდეს ფუნქციის კალკულაციისთვის.

12 IDE

IDE ან ინტეგრირებული დეველოფმენთ გარემო (Integrated Development Environment) არის ერთერთი ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტი კოდის დამწერის ცხოვრებაში. ის უზრუნველყოფს პროგრამისტებს ძირითადი ყოვლისმოცველი საშუალებებით კომპიუტერული პროგრამების განვითარებისთვის. სიმართლე რომ ვთქვათ საუკეთესო IDE არჩევანი არ არსებობს, ერთი მეორისგან განსხვავებული იქნება. ამიტომ გთავაზობთ საუკეთესოს არჩევას ყველაზე პოპულარულების საფუძველზე.

IDE ჩვეულებრივ შედგება სორს კოდის რედაქტორისგან, ავტომატური ინსტრუმენტებისგან, დებაგერისგან, მაგრამ მხოლოდ ამ ჩამონათვალით არ არის ლიმიტირებული. IDE უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე აქ ჩამოთვლილი პუნქტები, რადგან ის უზრუნველყოფს ყველა მათგანის ერთ ადგილზე დაკავშირების ძალისხმევას. გარდა ამისა, ის შეიძლება იყოს შესაძლო სინტაქსი, რომლის დაწერასაც იმ მომენტში ცდილობთ.

13 API

API განკუთვნილია პროგრამირების ინტერფეისისთვის. ეს არის წინასწარ განსაზღვრული გარკვეული პროტოკოლების და ინსტრუმენტების კომპლექტი, რომელიც კარგი აპლიკაციის პროგრამის განვითარებას უწყობს ხელს. მარტივი ენით, API არის ნათლად განსაზღვრული მეთოდების კომპლექტი, რომელიც სხვადასხვა კომპონენტებს შორის კომუნიკაციაში გვეხმარება. API ჩვეულებრივ დაკავშირებულია კომპიუტერული პროგრამების ბიბლიოთეკას. API აღწერს და განსაზღვრავს მოსალოდნელ საქციელს (სპეციფიკას) რადგან ბიბლიოთეკა წესების ამ კომპლექტის რეალური განხორციელებაა. ერთ ცალ API-ს შეიძლება ჰქონდეს ბევრი განხორციელება (ან არცერთი, იყოს აბსტრაქტული) სხვადასხვა ბიბლიოთეკების ფორმით, რომლებიც ერთი და იგივე პროგრამულ ინტერფეისს აზიარებენ.

14 მოდულურობა

მოდულურობა არის კოდის ხელახლა გამოყენება ან კოდის დაყოფა მოდულებად მისი ერთ მთლიან ბლოკში დაწერის ნაცვლად. ეს კარგ პრაქტიკად არის მიჩნეული, რადგან ის არა მხოლოდ კოდის ხელახლა გამოყენების საშუალებას გვაძლევს, არამედ კოდის კონკრეტულ ნაწილში ცვლილებების შეტანაც შეგვიძლია სხვა ნაწილებზე ზეგავლენის გარეშე. ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება არის მოდულურობის მხარდაჭერის გზა სამუშაოს კლასებად დაყოფით.

15 კომპილირებული და ინტერპრეტირებული ენები

კომპილირებული ენები არის პროგრამირების ენები, რომლებიც უნდა დაკომპილირდეს გამოყენებამდე. ეს ნიშნავს, რომ კოდი უნდა გადაიქცეს ბინარული ფაილის აპლიკაციად და ის ფაილი უნდა ამუშავდეს და შემოწმდეს შეცდომები კომპილაციის დროს. ეს შეცდომა შეიძლება იყოს არასწორი სინტაქსი, განცხადებების არასწორი გამოყენება და ბევრი სხვა. ასეთი ენებია: C, CPP, Java, Swift და ა.შ.

ინტერპრეტირებული ენები არის პროგრამირების ენები, რომლებიც არ უნდა დაკომპილირდეს გამოყენებამდე. ისინი ინტერპრეტირებულია ჰოსთის მანქანაზე, პირდაპირ კითხულობს კოდს, სისტემას აძლევს ინსტრუქციებს თუ როგორ იმუშაოს პროგრამამ. ასეთი ენებია: PHP, Python, JS და სხვა.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები