; ტექნიკური უნარ-ჩვევების შეძენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! - IT Academy STEP Tbilisi ტექნიკური უნარ-ჩვევების შეძენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ტექნიკური უნარ-ჩვევების შეძენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

რატომ არის დამატებითი ტექნიკური უნარ-ჩვევები სასიცოცხლო მნიშვნელობის – განსაკუთრებით მაშინ, როცა ტექნიკასთან შეხება არ გაქვთ

არასოდეს არ არის გვიანი დახვეწოთ თქვენი ციფრული უნარ-ჩვევები, 21-ე საუკუნეში ისინი აუცილებლად გამოგადგებათ.

ტექნოლოგიების სამყარო მუდმივად იცვლება, მაგრამ არსებობს მითი, რომ ის სამუდამოდ იარსებებს: რომ ციფრული უნარ-ჩვევები მხოლოდ იმათთვის არის, ვინც ტექნოლოგიებში მუშაობს.

არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ კომპიუტერს, სმართფონებს და ტექნოლოგიებს დიდი როლი უკავია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.  მნიშვნელობა არ აქვს პროგრამისტი ხართ სილიკონის ველზე თუ საცხობის მენეჯერი დუბლინის გარეუბნებში. მუშებში შეშფოთება იზრდება იმის თაობაზე, რომ მათი სამუშაო მომავალში მოძველებული გახდება ავტომატურად ან მოძველებული უნარ-ჩვევების ან ორივე მიზეზის გამო.

ძირითადი ციფრული უნარ-ჩვევების კარგი საფუძველი (როგორიცაა კოდის დაწერა და ვების აწყობა) გააუმჯობესებს თქვენს კარიერას, როგორიც არ უნდა იყოს ის. გაგაცნობთ როგორ ხდება ეს.

პროექტის მენეჯმენტი

დელეგირება ბიზნესის ან განყოფილების მართვის ძირითადი ნაწილია, მაგრამ უმრავლესობა ჩვენგანს მუშაობის დროს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა ხდება. IT დეპარტამენტებს სთხოვენ რაღაცის გაკეთებას, პროექტის მენეჯერები ან კლიენტები ცდილობენ დრო სწორად გაანაწილონ და შემდეგ – იდეალურ შემთხვევაში – IT დეპარტამენტის შესასრულებელი საქმე სრულდება.

შეგიძლიათ ნახოთ როგორ ხდება ეს: თუ თქვენ მოგზაურობის ყველა ნაბიჯი იცით, იცით რას აკეთებს ყველა და რა დრო სჭირდება მათ ამის გასაკეთებლად, მაშინ უფრო გარკვეული წარმოდგენა გექნებათ იმაზე, თუ რა ხდება. თქვენ შეგიძლიათ მართოთ მოლოდინები (თქვენი საკუთარი ან უფროსის ან კლიენტის!) დააწესოთ ზუსტი კალენდარი და დედლაინები და გეცოდინებათ, თუ როგორ და რატომ შესრულდა რაღაც არასწორად.

ეს ცოდნა დაგეხმარებათ IT -ის თანამშრომლებთან ურთიერთობაშიც, რასაც მივყავართ…

ცვლილებებისადმი ადაპტაცია

თქვენ არ გევალებათ აპლიკაციის ან ვებსაიტის შექმნა, მაგრამ თუ გეცოდინებათ  როგორ უნდა შეიქმნას ისინი, ბევრი რამ თქვენთვის უფრო გასაგები იქნება. გეცოდინებათ რატომ გამოიყურება ან რატომ მუშაობს ვებ-საიტი კონკრეტული სახით, რატომ აქვს ზოგიერთ სოციალური მედიის საიტებს (ან მათ აპლიკაციებს) კონკრეტული ფორმა ან ტონი ან რატომ არის ზოგიერთი ტექნოლოგია მომხმარებლისადმი უფრო მორგებული ვიდრე სხვა.

საბაზო ცოდნა იმაზე, თუ როგორ მუშაობს ციფრული სამყარო ასევე ნათელს მოჰფენს მომავალ განვითარებებს: აპლიკაცია არის უბრალოდ ინტერაქტიული ვებსაიტი, რომელიც გათვლილია ჯიბის ზომაზე, ამიტომ ტექნოლოგიების სფეროს მილიონობით თანამშრომელმა და ჰობისტებმა მსოფლიოში მაშინვე იცოდნენ როგორ მუშაობდნენ აპლიკაციები იმ წუთიდან რაც სმართფონები მაღაზიებში გამოჩნდა.

მათთვის, ვისაც ინიციატივა არ გააჩნია, ციფრული სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება და არ ექვემდებარება არც წესრიგს და არც რაიმე მიზეზს. მაგრამ ციფრული უნარ-ჩვევების შესწავლა ყველაფერს ფარდას ხდის და ციფრული სამუშაოს ყველა ასპექტს აადვილებს – დაწყებული ცხრილებიდან დამთავრებული ელექტრონული ფოსტით, სოციალური მედიით და კიდევ ბევრი სხვა რამით.

ის ასევე გეხმარებათ სხვა ტექნოლოგიების დანერგვაში, დაწყებული აპლიკაციებიდან თქვენს მობილურებში და კომპიუტერებში დამთავრებული ისეთი რაღაცეებით, რაც შეიძლება არც იცოდეთ, რომ ხელმისაწვდომია, მაგრამ ეს სამუშაო ცხოვრებას გაგიადვილებთ: ავტომატური ინვოისინგი (ავტომატური რემაინდერებიც), ინტუიციური ცხრილები, დროის მენეჯმენტის სიმდიდრე და ორგანიზაციის პროგრამები მხოლოდ აისბერგის წვერია.

გახდით უფრო კონკურენტუნარიანი

მნიშვნელობა არ აქვს სამსახურს ეძებთ, დაწინაურება გსურთ, ტექნიკური იარაღები გჭირდებათ თქვენი ბიზნესისთვის თუ საერთო ჯამში გსურთ უფრო ეფექტური შემსრულებელი იყოთ, ყველა შემთხვევაში ციფრული უნარ-ჩვევები გამორჩეულს გაგხდით. უნარ-ჩვევები ნებისმიერ ინდუსტრიასა და დეპარტამენტში გამოგადგებათ. ისინი შეძლებენ დაგანახონ განსხვავება სამუშაოს მიღებასა და დაკარგვას შორის;  ეფექტურ და არა ეფექტურ მუშაობას შორის;

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები