; ტროლი ― ინტერნეტ ფაროსანა! - IT Academy STEP Tbilisi ტროლი ― ინტერნეტ ფაროსანა! - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ტროლი ― ინტერნეტ ფაროსანა!

შეგიძლიათ ზემოთ მოყვანილი ფრაზა „ქსელის ვირუსის ფაროსანას“ ახალ სახელად და ტერმინად ჩათვალოთ.

ნათლად გვახსოვს, ფაროსანის გამოჩენის და გამრავლების პერიოდში, რაოდენ აღელვებული და შეშინებული იყო ჩვენი მოსახლეობა. რამდენი პრობლემა შეუქმნეს სოფლის მეურნეობას და არა მარტო ამ სფეროს, ფაროსანებმა გაანადგურეს მთელი მცენარეულობა და დაამუხრუჭეს ქვეყნის განვითარება, რით აღარ ვწამლავთ ამ პარაზიტებს და მათთან გამკლავებას აქამდე ვერ ვახერხებთ. ახლა გამოჩნდა, როგორ აყენებს ზიანს ხალხს კომპიუტერის კლოპები შეცდომები, პრინციპი ისეთივეა, როგორც მავნე მწერების შემთხვევაში. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ მათ ვერ მოწამლავ, ადამიანები არიან ბოლოს და ბოლოს, მაგრამ ასეთი მავნე ადამიანების გამოვლენა და დასჯა შესაძლებელია.

ფაროსანა ებრძვის თითქმის ყველა სახის მცენარეს, ხოლო ტროლები კონკრეტულ ადგილს ირჩევენ ზიანის მისაყენებლად. ასეთ ადგილად აღმოვჩნდით ჩვენ, IT Academy Step Georgia. ამის შესახებ სახალხოდ ვაცხადებთ ახლა, იმიტომ არა, რომ ისინი ჩვენ ძალიან გვაწუხებენ, არა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ჩვენ მოგვისმინონ და დაფიქრდნენ არა მხოლოდ ჩვენს, არამედ საკუთარ მომავალზეც. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს იაფ ფასიანი ნეგატიური სახის კომენტარები რეალურ ზარალს ვერ გვაყენებს, ბაზარზე ჩვენ ისედაც ხომ კარგად გვიცნობენ. მეორე ის არის, რომ ამით თქვენ წინააღმდეგობაში მოდიხართ ბევრი ადამიანის პოზიტიურ გამოხმაურებებთან, სწავლების ხარისხთან და ჩვენს მიღწევებთან მთელ მსოფლიოში, მესამე, თქვენ სუსტი კონკურენტუნარიანობა გაქვთ, იმის ნაცვლად, რომ აამაღლოთ საგანმანათლებლო ხარისხი, წესრიგი და ეთიკა, თუმცა რის შესახებ ვსაუბრობთ, აზრიც არ აქვს…

ჩვენმა სპეციალისტებმა უკვე ბევრი ადამიანი გამოააშკარავეს, გამოავლინეს. ჩვენი რჩევა თქვენ, უმჯობესია იმ საქმით დაკავდეთ, რასაც ემსახურებით, აიმაღლოთ თქვენი საკვალიფიკაციო დონე, შეეშვათ ასეთი მავნებლური საქმის კეთებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ მასალას შესაბამის ორგანოებს გადავცემთ და გარდა იმისა, რომ მოგიწევთ სრული სიმკაცრით გასცეთ პასუხი ჩვენს კანონმდებლობას, თქვენ გამოაშკარავდებით, როგორც მოქმედი სასწავლო ორგანიზაცია. ჩვენს მკითხველებს კი ბოდიშს ვუხდით ნაკლებად საინტერესო, მაგრამ ნაძალადევად გამოქვეყნებული ინფორმაციისთვის, რადგან ასეთი ფორს-მაჟორული მცირე სახის პრობლემები დროულად უნდა მოგვარდეს.

საერთაშორისო ბრენდი, მთელ მსოფლიოში არსებული 82 ფილიალიდან ერთერთი

IT Academy Step Georgia

👌


ახალი ამბები